abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნი

გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნი

მთარგმნელი: ano

ალექსი ნავეტნი (Ananta Aum)

ინტერვიუერი ეზოთერიკული ფორუმის წევრი David Monny

კითხვები შეადგინეს ფორუმის წევრებმა

წინამდებარე სტატია წარმოგიდგენთ გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნის (Ananta Aum) ინტერვიუს, სადაც საუბარია ბევრისთვის საინტერესო თემებზე, მათ შორის: რელიგიაზე, სიყვარულზე, თვითშემეცნებაზე, გასხივოსნებაზე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ზოგად ცოდნასთან ერთად, მის პირად გამოცდილებასაც ეფუძნება.

თიკო.

– რა არის გასხივოსნება?

– ეს ბევრს სხვანაირად ესმის, პირველ რიგში, ეს არის გონების სიმშვიდე. როდესაც არ შეუძლია არანაირი აზრის გამოთქმა, ამას ქვია აბსოლუტურად ცარიელი გონება და ამასთანავე, აბსოლუტური ჰარმონია.

– როგორ მივაღწიოთ გასხივოსნებას?

– ეს ასე იოლად არ მიიღწევა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს სურს რაღაცას მიაღწიოს, აქ ეს არ არის საერთოდ მისაღები, გასხივოსნება კი პირიქით. მას ვისაც უნდა რაღაცის მიღწევა, სწორედ ის უნდა შესწირო, ის ვისაც უნდა რაღაცის მიღწევა ეს არის გონება, ის რაც ადამიანს თავისი თავი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ის ყოველთვის არის, ეს არის აბსოლიტური სიყვარული.

– რა დაემართება ადამიანს, თუ ვერ მიაღწია გასხივოსნებას?

– ყველა ფიქრები და ოცნებები რომელიც აქვს, მოკლედ დედამიწა არის დიდი მაგნიტი, ჩვენი ფიქრები და ოცნებები რკინის პატარა ნამცეცები, ესიგი როდესაც ადამიანი კვდება და რჩება ეს რკინის ნამცეცები, მაშინ მისი დარჩენილი ტვირთი ისევ იქ მიიზიდავს, რისკენაც ის ოდესღაც მიილტვოდა, სანამ ამ ყველაფერს ის არ გადაიტანს ემოციურად, რაც დიდხანს გრძელდება კაცობრიობისათვის. მაგრამ იოგები ამას თავის თავში აკეთებენ და გაცილებით სწრაფად აღწევენ ამას, შეიძლება ითქვას ჰოპ და ვსიო.

– აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანი კეთილია თუ ბოროტი?

– ავიღთ სუბიექტი და ობიექტი ყველაფერი რისგანაც ადამიანი შედგება, დარჩება სუფთა მაგნეტიზმი, მაშინ გამოდის ასე რომ მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდს. ამიტომ სანამ ამას ადამიანი არ გააცნობიერებს ეს ურთიერთქმედებაში იქნება.

ამიტომ მაგალითად თუ ადამიანი ყოველდღე გაიმეორებს მე ვარ სიყვარული, ეს გაჩერდება. ეს მაგნეტიზმი გაჩერდება მსხვერპლის და თავდამსხმელის.

– რა არის ცოდვა?

– ის შეგრძნება, რაც გაჯაჭვებს სხეულთან, ემოციური შეგრძნებები, ადამიანი ეჯაჭვება არაპოზიტიურ განცდებს, როგორიცაა სიხარული, სიყვარული, არამედ პირიქით შიში, სიძულვილი, და ა.შ. ეს არის ცოდვა.

– რეინკარნაცია არსებობს?

–კი ისეთი რაღაცა რაც არის მიზეზი და შედეგი რაც არის კარმა, ის ისევ დაიბადება ოღონდ არ ახსოვს წინა ცხოვრება, რაც შეეხება გასხივოსნებულს ანუ ავატარს მას ახსოვს მანამდე რაც იყო, აი რა განსხვავებაა.

– აქვს თუ არა სული ცხოველებს?

– რა თქმა უნდა, აი, მაგალითად კატა, თუ მას უყვარს მივა ადამიანთან და თუ მოვეფერებით დაიწყებს ხრუტუნს, რაც მათ ადამიანისაგან განასხვავებს, ეს არის ის რომ მათ არ აქვთ სხეულში ისეთი მექანიზმი რომ შეძლონ გაცნობიერება.

როდესაც ადამიანში ხდება გამოღვიძება, თავიდან ხდება გაორება, ის აკვირდება თავის აზრებს, იმიტომ რომ როდესაც ხდება ნამდვილი მეს გაღვიძება, ის აცნობიერებს ჭეშმარიტ მეს და ამავდროულად ცხოველურ ეგოს, რომელიც იკვებება ემოციებით, და როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით ემორჩილება თავის ნამდვილ მეს ცხოველური ეგოთი შემდეგ ხდება სრული გასხივოსნება.

– არსებობს მატერიალური, მენტალური და ასტრალური სხეულები? და თუ გაივლის სიკვდილის შემდეგ ამ სფეროებს ადამიანი?

– კი, ეს ისევ მიზეზ-შედეგზეა დამოკიდებული, მაგალითად, როგორნიც არიან ნარკომანები, ალკოჰოლიკები, ისინი ხვდებიან ძალიან ბნელ სფეროში, ხოლო ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე მიხვდნენ კარგისა და ცუდის გარჩევას და მოსინჯეს პოზიტივი, მაშინ ისინი ხვდებიან ასტრალურ შუქში. ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში შემოქმედებით იყვნენ დაკავებულნი სიტყვაზე მუსიკას ქმნიდნენ ან წერდნენ წიგნებს და ა.შ. ისინი მენტალური ადამიანები არიან.

იჩი

– რა არის სიყვარული?

– ეს არ არის სინამდვილეში ემოცია, მაგალითად, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, ანდა ქალისა – თავისი შვილისადმი – ეს ჯერ კიდევ ემოციური სიყვარულია. მაგრამ ქალს თავისი შვილისადმი იმაზე მეტი სიყვარული აქვს, ვიდრე ემოციური. მაგრამ ის რაც არის სიყვარული, ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება, უნდა მოაშორო ადამიანს ყველა ფორმა და ობიექტი, რაც თავისი შემადგენელი ნაწილი ჰგონია – ყველა სახე და წარმოდგენები, როგორადაც მას თავისი თავი წარმოუდგენია, სახელწოდება, რასაც თავის თავს უწოდებს და ასევე ყველანაირი ფერი მოიშოროს, რის მერე არის სიყვარული.

რა არის სიყვარული? – ის ვინც ამ კითხვას სვამს… ის არის მხოლოდ გონებით ნაწარმოები.

– ვინ არის ადამიანი?

– თუნდაც ადამიანმა გულწრფელად რომ კითხოს თავის თავს ვინ არის და გადადებს ყველანაირ ურთიერთწინააღმდეგობებს, რა არის ურთიერთწინააღმდეგობები? ეს არის ტვინის მექანიზმი, ანუ ტვინს ასე შეუძლია მუშაობა: გუშინ-დღეს, შავი-თეთრი, კეთილი-ბოროტი, ეს ყველაფერი ურთიერთწინააღმდეგობებია, და ნიშნავს იმას რომ ადამიანი ეს არანაირად არ არის, ეს ასევე ნიშნავს რომ ის სხეული არასოდეს არ არის,

ანო

– რატომ შექმნა ღმერთმა მატერიალური სამყარო?

– როდესაც სიყვარული იყო სიცარიელე, აბსოლიტურად არაფერი, მან ისიც არ იცოდა რომ სიყვარულია, მან არ იცოდა თავისი თავი, ის არის უსხეულო, უფერო, უფორმო, მას უნდოდა თავისი თავის შეგრძნება რაღაც განცალკევებულისაგან, რომ გაეყო თავისი თავი და შემდეგ შეეცნო თავი კვლავ. დიახ, ეს არის ის, რასაც გასხივოსნებული ოსტატი უწოდებს თამაშს.

ამდენად, გამოეყო თავის თავს, რომ ჰქონოდა ეს შეგრძნებები: ხედვა ამ გონებრივი სამყაროსი, სმენა, შეგრძნება, გემო, ხოლო როდესაც ადამიანი ისევ მოიშორებს თავის 5 გრძნობას ის შევა ყველგანმყოფის სამყაროში.

მატერიალური ცხოვრება არის სურვილის იმპულსი, ამიტომ ყველა ოსტატი და ბუდაც ამბობდა მოკალი სურვილი, მაგალითად როდესაც ადამიანი აკვირდება თავის აზრებს რასაც ხედავს გარე და შიგა სურათებს და არ აძლევს ამას არანაირ გრძნობებს, ეს ნიშნავს განზე გამდგარს, განცალკავებულს, თუ ადამიანს მოვიყვანთ გრძნობაზე ის იწყებს სიცოცხლეს, თუ აზრს მოვიყვანთ გრძნობაზე,

– რატომ არაფერი ვიცით და ვიწყებთ ნულიდან.

– ადამიანი როდესაც ამ სფეროში შემოდის ყველაფერი იცის, მაგრამ რადგან მანამდე ბევრი ილუზორული წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, მას ეფარება ფარდა და ხდება ის რასაც ეწოდება მაია, ილუზია. ეს ფარდა უშლის ხელს დაინახოს თუ ვინ იყო მანამდე.

ადრე ერთ ინდოელ პრინცთან მივიდა ერთი ბერი და დაუტოვა წარწერა ტილოზე, პრინცმა იფიქრა რომ მას რაღაც დაავიწყდა მაგრამ ის უკვე წასული იყო, შემდეგ წაიკითხა და ეწერა ვინ ვიყავი სანამ დავიბადებოდი? და ამ წინადადებამ ისე ააღელვა, არ შეეძლო არც ჭამა არც ძილი, სულ იმეორებდა გონებაში ვინ ვიყავი დაბადებამდე? ამ კითხვამ ისე ააფორიაქა ის წავიდა იმ ბერთან მონასტერში, მან უარი თქვა მეფობაზე და გახდა ბერი, რეკომენდაციას ვუწევ ამ ფილმს მას ჰქვია „ძენის ოსტატი“ სწორედ მას შეემთხვა ასე, ბოდჰიდჰარმა იყო ის პრიცი. ის იყო ბრძოლის ხელოვნების ფუძემდებელი, შაოლინის სკოლაში და სწორედ მან ჩამოაყალიბა კუნგფუ როგორიც ახლა არის.

– რატომ იტანჯება ადამიანი?

– იმიტომ რომ თავი ჰგონია ის, რაც სინამდვილეში არ არის, როდესაც ადამიანი თავის თავს შეიცნობს ის ამავდროულად ღმერთსაც შეიცნობს, შეიცნობს თავის თავს ე.ი. ღმერთს შეიცნობს.

– რატომ ვართ ეგოისტები?

– კარგი კითხვაა, საქმე იმაშია რომ, ემოციურ ბუნებას არ აქვს სხვა თვისება, ანუ ემოციურ ბუნებაში ანუ ამ 5 გრძნობას უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ვიდრე საკუთარ თავს, აქედან იბადება ეგოიზმი, ის რაც არის გრძნობა ეს არის გამოყოფილი, მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენს გრძნობებს მივხვდებით რომ ეს გრძნობები ჩვენ არ ვართ, და ყველაზე მარტივი საიდუმლო, ის რისი დაკვირვებაც ჩვენ არ შეგვიძლია, ანუ განუჭვრეტელი, სწორედ ის ვართ. ყველაზე მარტივი ესაა რასაც ვერ ვხედავთ ის ვართ, როცა ვაკვირდებით ჩვენს ფიქრებს ეს მაინც დაკვირვებადია, და ეს არ ვართ, ის ვინც ამ ყველაფერს აკვირდება ის ვართ.

– რატომ ისახავს ადამიანი მიზნებს და შემდეგ სურს ამ მიზნების მიღწევა?

– ამ კითხვის არსი იმყოფება თავად სიყვარულში, ყველანაირი მიზანი, როგორიც არ უნდა იყოს მატერიალური თუ სულიერი, ყველა ეს მიზანი მიანიშნებს იმას რომ ჩვენ ვეძებთ მხოლოდ სიყვარულს. აი მაგალითად ადამიანი მიისწრაფის რომ იყიდოს ავტომობილი, დააგროვა თანხა მის შესაძნენად რომელიც მას დიდი ხანია სურს, მაგრამ ეს რას ნიშნავს, სანამ ის ავტომობილს იყიდიდა ამ ობიექტში მან ჩადო ბევრი ბედნიერება, სიხარული და სიყვარული. როგორც იქნა ის ყიდულობს ამ ავტომობილს და ყველაფერი რაც მასში ჩადო ემოციურად, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ამოიწურება, პირველი თვე ის ძალიან ბედნიერია რომ მან ეს ავტომობილი შეიძინა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ავტომობილი ხდება სტანდარტული, ეს სიყვარულის და სიხარულის ილუზია თანდათან ქრება და ის ხედავს მხოლოდ ობიექტს, სად გაქრა სიყვარული? ყველა ციკლი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი დასაწყისიდანვე ეძებს მხოლოდ სიყვარულს, მაგრამ ილუზორულად ფიქრობს რომ ის იმყოფება სადღაც და არა მასში. სადღაც ობიექტებში ან სუბიექტურ მიზნებში.

– რატომ მოუნდა ღმერთს დაეყო თავისი თავი ასე მრავალ არსებად? და მე დავამატებ ამ კითხვაზე ასე, მაგალითად მას შეეძლო შეექმნა მარტო ადამიანი რომელიც შეიცნობდა თავის თავს და არ შეექმნა მწერები, ცხოველები ანუ არსებები რომელთაც არ შეუძლიათ თავის შეცნობა.

– კარგი, ის იყო იმპულსი სურვილი, ცოდნოდა თავისი თავი ყველანაირ ფორმაში, ანუ როგორ ვთქვა, ადამიანი რომელიც აღწევს ნირვანას, მის წინ ავტომატურად, შინაგანი ხედვით ის ხედავს მის ყველა გარდასხეულებას, არა მარტო მის 1000 ან 100 ათას ადამიანურ განსხეულებას, არამედ იმასაც კი როგორ იყო ის თავდაპირველად ქვაც კი, მცენარე შემდეგ ცხოველი და ადამიანი. ის ამ ყველაფერს განიცდის კი, თუ მან მიაღწია საბოლოო მიზანს_ნირვანას.

– რატომ დავიბადე სხულში, რატომ მომინდა ან როლის თამაში?

– დიახ, ეს კითხვა უკვე იყო სხვა ფორმითაც დასმული. რომ დაიბადები ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს წინა ცხოვრებაში ქონდა ბევრი ფიქრები და სურვილები, მიწიერი მიზიდულობის მიმართულებით, რაღაც ემოციური განცდები, მხოლოდ ემოციური გრძნობები იზიდავს.

– რა არის ნათლობა?

377023_451588634885852_1981378074_n– ქრისტიანული ნათლობა დღეს არ არის ის, რასაც ქრისტე აკეთებდა. ქრისტე ცეცხლით ნათლავდა. და პირველი ელემენტი არის ცეცხლი, საერთოდ. ცეცხლში ნათლობა ცოდვების წვას ნიშნავს. როგორც ადამიანს სიცხე რომ უწევს და ბაქტერიები იწვებიან, ასეთივე ცეცხლი დიდი მასშტაბით წვავს ცოდვებს.

ადამიანი ფიქრობს რომ სიცხე ცუდია სინამდვილეში, სიცხე არის ის რაც ანადგურებს ვირუსს ან ბაქტერიას, ავადმყოფობას. ესეც იგივე სიცხეა ოღონდ უფრო ძლიერი და ანადგურებს იმას რასაც ინდუიზმში ეწოდება სამსკარა, ანუ ცოდვები, წვავს ამ ცოდვებს და უკვე ადამიანი მონათლულია ამ ცეცხლში.

– რატო ხდება სიცხით განადგურება და არა უბრალოდ განდევნა მავნე ბაქტერიების?

– იმიტომ რომ ცეცხლი არის პირველი ელემენტი, ფიქრის თვისება არის ცეცხლი.
დედამიწის თვისებაა ჩვენი სხეული.

ემოციურის თვისება ანუ ასტრალური სხეულის ეს წყალია, დენადობა.
მენტალური სხეულის თვისება ცეცხლია.

ჰაერის თვისება ეს უკვე ის არის რაც ვართ სინამდვილეში. ეს აბსოლიტური სუფთა სულია,
და როდესაც ადამიანი გამოდის ამ ყველაფრის მიღმა, რჩება აბსოლიტური ტრანსცედენტული მდგომაეობა, ამ ელემენტების მიღმა.

დავითი

– რა ხდება სიკვდილის შემდეგ და რა იყო სანამ დავიბადებოდი?

– სინამდვილეში ადამიანი არ გრძნობს არანაირ ტკივილს იმასთან დაკავშირებით რაც არის სიკვდილი, სიკვდილი საერთოდაც არ არსებობს, იმიტომ რომ რაც სინამდვილეში არის ადამიანი, ის გადადის ცნობიერების სხვა მდგომარეობაში, ასე ვთქვათ ამ სამყაროში ადამიანი თავს თვლის ყინულის ნატეხად, როდესაც ხდება სიკვდილი შეიძლება ითქვას ყინულის ნატეხი თქვენ დადეთ ტაფაზე ის გახდა ლღვობადი, ამ ლღობის პროცესში ადამიანი გადადის სხვა უფრო ფაქიზ მდგომარეობაში.

– და შემდეგ ხდება ისევ მაგნეტიზმი, მოზიდვა და ხელახალი დაბადება?

– დიახ, მაგრამ რასაც ის მანამდე აკეთებდა, მედიტირებდა, იძახდა „ომ“ ან სულ ერთია რომელ რელიგიას ეკუთვნოდა ადამიანი, ყველაზე მთავარი არის ის, თუ რამდენად გულწრფელია ის თავისი გულის სიღრმეში. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ ეს მოახდენს ზეგავლენას მის შემდგომ დაბადებაზე. უფრო სწრაფად, მოხდება მისი გამოღვიძება და როდესაც ის გაიღვიძებს, ის თავის სულიერ საქმიანობას გააგრძელებს იქიდან, სადაც წინა ცხოვრებაში შეწყვიტა, უბრალოდ, გააგრძელებს.

– მაგალითად, ადამიანი გასხივოსნდა, შესაძლებელია თუ არა, რომ მან ეს დაკარგოს?

– გასხივოსნება არის გრძნობითი შეგრძნებებისაგან გათავისუფლება, თუ ადამიანმა მოიშორა გრძნობითი აღქმები, სწორედ ეს გრძნობები ქმნიან კარმას მიზეზშედეგობრიობას, ამ გრძნობითი და აზრობრივი აღქმის მიღმა აღარაფერი ხდება. თუ ადამიანი ამ ყველაფრისგან გათავისუფლდა უკან უკვე შეუძლებელია დაბრუნება, უკან უკვე აღარაფერია…

– გქონია თუ არა სამადჰი ან რაიმე მსგავსი განცდა?

– არის მხოლოდ 2 სახეობის სამადჰი, რომელიც შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, დანარჩენებს არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სავიკალპა სამადჰი და ნირვიკალპა სამადჰი. შეიძლება ითქვას, რომ სავიკალპა სამადჰი, თუ კი განიცადა ადამიანმა წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში მას ეს შეიძლება მომენტალურად შეემთხვეს, სწრაფად. სხვებს შეიძლება გაუგრძელდეთ 1-2 დღე, ღმერთთან ურთიერთობის ამ დროს მათი სხეული შესაძლოა საერთოდ აღარ სუნთქავდეს.

– ანუ არ სუნთქავენ?

– დიახ, ეს არის ნამდვილი სამადჰი. ნირვიკალპა სამადჰი ეს უკვე საბოლოო ეტაპია

– თქვენ განიცადეთ სამადჰის ეს მდგომარეობა?

– ის ახლაც ხდება, როდესაც უკვე ნირვიკალპა სამადჰი მოხდება, ადამიანი არ სუნთქავს და ეს შეიძლება გაგრძელდეს 3-დან რამდენიმე თვემდე და თვეობითაც კი. მაგალითად ძენის ოსტატი სამადჰის ამ მდგომარეობაში რამდენიმე წელი იყო.

დაბოლოს, არის კიდევ ერთი სამადჰი, რომელიც იშვიათად მოიხსენიება, ეს არის საჰაჯი სამადჰი. გაგიგონიათ ალბათ არის ასეთი ადამიანი სახელად ბაბაჯი, მის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის არ არის მოკვდავი, 1970 წელს ინდურ გამოქვაბულში, მან უბრალოდ მეტერიალიზება მოახდინა 16 წლის სხეულში უბრალოდ გამოქვაბულში სხეული მატერიალიზდა და 14 წლის შემდეგ განმატერიალიზდა უბრალოდ ჰოპ და დაიშალა ატომებად, ეს არის სამადჰის უმაღლესი საფეხური,
ასეთივე იყო იესო ქრისტე, ცნობიერების ამ მდგომარეობაში, ის ავიდა ჰაერში და გაქრა.

– არის თუ არა განსხვავება სამადჰისა და გასხივოსნებას შორის?

– სამადჰი არის გასხივოსნება, არის ისეთი კითხვებიც, რომ ადამიანები შედიან სამადჰიში და არ არიან გასხივოსნებულნი, თუ ადამიანი შედის სამადჰიში, მაგრამ აქვს რაიმე გრძნობები, მაშინ ის მიიზიდება მიწისაკენ. როდესაც ადამიანს აქვს ტრანსცენდენტული გამოცდილება, ის განიცდის ერთიანობას ყველაფერთან, რაც არის ირგვლივ, მაგრამ ჯერ კიდევ არის გონებაში რაღაც ნაწილი, ჯერ კიდევ არის გაყოფა, მაგრამ უფრო ნაკლები – ეს არის სავიკალპა სამადჰი. ნირვიკალპა სამადჰის დროს, ის დარჩენილი ნაწილი გონებაში, რაც გაყოფას იწვევს, ბოლომდე იწვება. ამგვარად, ხდება ეგოს საბოლოო და სამუდამო განადგურება. ადამიანი გრძნობს აბსოლუტურ, უსაზღვრო მყოფადობას და სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ის გრძნობს აბსოლუტურ ერთიანობას ატმანთან.
ის არის ერთიანი სამუდამოდ, როგორც იესომ თქვა: “მე და მამა ერთნი ვართ”.

– თქვენ განიცადეთ რომელიმე?..

– ნაწილობრივ ნირვიკალპა კი.

– გამიგია რომ გასხივოსნებული ადამიანი არასოდეს გააკეთებს რაიმე ცუდს, ეს რას ნიშნავს? ანუ ისინი ირჩევენ კარგს? და კიდევ მაგალითად ადამიანი კლავს ვინმეს ამ დროს ვინ კლავს ეგო თუ ნამდვილიმე? შეიძლება გასხივოსნებულმა რომ ვინმე მოკლას?

– რასაც ქვია ეგო ის მიისწრაფის ყოველთვის თავისი საკუთარი გამოცდილებისაკენ, თუ ასე ვიტყვით ვინ არის ადამიანი სინამდვილეში მზის გავლენის ქვეშ, ადრე ბევრი ადამიანი თაყვანს სცემდა მზეს, მაგრამ სინამდვილეში არა მზეს არამედ რაც იმყოფება მის მიღმა, იგივე რაც არის ადამიანი, და რაც შეეხება ემოციებს ისინი ეკუთვნით მთვარეს, ანუ მთვარე არის ყველა ემოციის ბუნება, ამიტომ მთვარე ზემოქმედებს ემოციებზე, და თავის მხრივ მზე სრულიად სხვაგვარად,

– ეს ასტროლლოგიას ეხება ხომ?

– ეს ნებისმიერ ადამიანს ეხება

– რეალური არის რასაც ასტროლოგები პროგნოზირებენ ხოლმე?

– ნამდვილი ასტროლოგები ძალიან იშვიათობაა, და ასტროლოგია ზემოქმედებს მხოლოდ იმ ადამიანზე ვინც ჩვენ თავი გვგონია, მაგრამ ვინც ვართ სინამდვილეში მასზე არანაირი ასტროლოგია არ ზემოქმედებს.

ეგზისტენსი

– როდესაც ადამიანი იპოვის თავის მეს, რატომ არის ეს მე რაღაც კარგი? და არა მაგალითად ცუდი?

– როდესაც არამიანი აღმოაჩენს შინაგან ნეტარებას. მაგალითად რა არის ნეტარება როდესაც ადამიანი განიცდის ძლიერ სიხარულს, ავტომობილის ყიდვის დროს ეს არის სიხარულის ძლიერი ემოციური გრძნობა, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი სურვილები როგორებიც არ უნდა ყოფილიყო გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ისინი მომენტალურად სრულდებიან. თუ მხოლოდ 1 ავტომობილის ყიდვა ანიჭებს ადამიანს სიხარულს როგორი შეგრძნება იქნება როდესაც ყველა სურვილი ერთდროულად სრულდება, ეს არის ნეტარება.

– ანუ ეს ატმანი არის კარგი? და არაა ცუდი?

– როდესაც გონება მიბრუნდება ატმანისაკენ დაიწყებს მასში სრულიად ბოლომდე ჩატვირთვას, ეს ფილმებშიც ჩანს მაგალითად ავიღოთ ბუდა, როდესაც ის ზის ნეტარი ღიმილით, მოკლედ ადამიანი ისეთ ნეტარებაში შედის მის წინ ყველაზე გემრიელი საჭმელი სასმელი და ა.შ. მისთვის ეს დოლივით იქნება. ასეთი მდგომარეობაა. როდესაც განიცდი მუდმივ სიხარულს და ბედნიერებას.

– შეიძლება ადამიანი მიბრუნდეს ატმანისაკენ და ის ცუდი აღმოჩნდეს?

– არის ასეთი განცდები როდესაც ადამიანი გრძნობს ნეტარებას, მაგრამ რაღაც მისი ნაწილი ძლიერ შიშს და ტკივილს, ანუ ეს განცდა არის ეგოს სიკვდილის წინა კონვულსია, როდესაც ინდილიდი გაიხსნება ატმანში ის გაიცდის თავისი ინდივიდუალობის გამო. იმიტომ რომ ამ განზავების შემდეგ ადამიანი აღარ მოახდენს საკუთარი თავის ინდივიდუალიზებას.

როდესაც ერთი ადამიანი მივიდა ბუდასტან უთხრა მე მინდა ბედნიერება. ბუდამ უთხრა მოიშორე საკუთარი თავი, შემდეგ ეგოისტური მინდა და დარჩება ბედნიერება. აი რა არის არა ინდივიდუალიზება.

დავითი

–რომელი რელიგია არის სწორი?

– მაგალითად, თქვენ წინ არის ვაშლი, მაგრამ თქვენ არ იცით როგორია ის: მჟავე, ტკბილი თუ წყლიანი? ამგვარადვე, ნებისმიერი რელიგია არის ასეთივე ზედაპირული, ხოლო როდესაც ვაშლს გასინჯავთ, თქვენ მიხვდებით, რომ ის ტკბილია, თანდათან უახლოვდები გულს და ეს ცენტრი თქვენ ხართ, ასე რომ ყველაფერი ზედაპირულია და შეიძლება მართალიც იყოს, ამიტომ თავად რელიგია ან მისი ფორმა არ არის მნიშვნელოვანი ან როგორ ცეს თაყვანი, არამედ ის რომ ადამიანი გულწრფელი იყოს. თავისი გულის მიმართ ან როგორც ამბობენ საკუთარი გულის ტაძართან. სწორედ ამ დროს მოაქვს მას ნაყოფი.

– ამით ჩემი შეკითხვები დასრულდა და შეიძლება შემდეგაც რომ შეგეხმიანო?

– დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები მეხმიანებიან, მირეკავენ, ყოველთვის მიხარია!

– ბოლოს კი ყველას გვაინტერესებს ერთად შეგიძლია რაიმე ისეთი პრაქტიკული რჩევები მოგვცე, რითაც შეიძლება თავისუფლების მიღწევა?

3856180e2452– კარგით აგიხსნით თვითონ მე რატომ მივმართე იმ მეთოდს თავად როგორც მედიტირებდა ბუდა. ეს არ ნიშნავს რომ ამ რელიგიას მივეკუთვნები, უბრალოდ არსი მდგომარეობს თავად ტექნოლოგიაში ანუ აბსოლიტური ცოდნა, მაგალითად აიღეთ ორი სადენი ერთი არის პლიუსი მეორე მინუსი და თუ მათ შეაერთებთ წარმოიქმნება ელექტრული მუხტი. სწორედ ასევეა როდესაც ადამიანი ზის გადაჯვარედინებული ფეხებით, თუნდაც სკამზე იჯდეს, და როგორც ბუდამ ერთად რომ შეკრას, ეს არის ელექტრო სადენის შეერთება და ადამიანის ირგვლივ წარმოიქმნება წრე, ანუ ჩაკეტილი სისტემა, ამ ტექნოლოგიის არსი ჩაკეტილ სისტემაში მდგომარეობს, ყველაფერი გაცილებით მალე ხდება.

ხელები ასე. თითების შეერთებით ენერგეტიკული წრედი იკვრება

ამ ყველაფერს არ უნდა მიუდგე მხოლოდ ადვაიტას პოზიციით, მაგრამ ადვაიტა ყველაზე მეტად გვეხმარება, რათა დამშვიდდეს გონება, როგორც ჩვენი ეპოქის ცნობილმა ინდოელმა მასწავლებელმა, ტარანამანძა იუგანანდამ თქვა, ამაშიც დამალულია თავისი საკუთარი ტექნოლოგია.

ავიღოთ ადამიანის ტვინი, ტვინის ქვედა ნაწილი, როდესაც ადამიანი ძირს ეშვება ფიქრებით, რაღაც გაუცნობიერებელ სურათებში, ის გრძნობს პრობლემებს, შიშს… მოკლედ, ტვინის ქვედა ნაწილი ეს არის – ქვეცნობიერი.

ადამიანი, რომლის ტვინის შუა ნაწილი ზღვარზე მდებარეობს, შემოქმედებითია: წერს, აზროვნებს, ქმნის მუსიკას და ა.შ.

ხოლო, როდესაც ადამიანი ცდილობს თავის ტვინის ზედა ნაწილზე კონცენტრაციას, სადაც ზეცნობიერი მდებარეობს, მაშინ შესაძლებელია ნირვანას მიღწევა.

არსებობს ამის პრაქტიკებიც, მაგალითად, ერთხელ ბუდა სთავაზობდა ადამიანს, რომ თავის შუა ნაწილიდან იქ, სადაც მდებარეობს ადამიანის პირველსაწყისი ენერგია, აეხედა გვირგვინის გაჭოლვით ზემოთ, ანუ დახუჭული თვალებით გვირგვინის გაჭიმვით ზევით გახედვა.

დასაწყისისათვის ეს ადამიანისათვის შესაძლოა იყოს პრობლემატური ანდა რთული, იმიტომ რომ ჩვენი ჩვეულებრივი ყურადღება ყოფით ცხოვრებაში მიჩვეულია, რომ ვიყუროთ წინ ან ძირს, ზემოთ ყურებას არასოდეს არა ვართ მიჩვეული.

ამიტომ თავიდან რთულია, რომ ყურადღება მიმართო ზემოთ, თუმცა თანდათან ეს შესაძლებელი ხდება და თან – ძალდატანების გარეშე. იმისათის, რომ არ დავიძაბო, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ გამჭოლად ზემოთ ყურება და მივეჩვიოთ – ეს არის დაწყებთი სტადია.

ამ პრაქტიკის შემდეგი ეტაპია ის, რომ ადამიანი გავიდეს სხეულის და გონების საზღვრებს მიღმა.

ის მდებარეობს აჯნა ჩაკრას ადგილას, რომელსაც მესამე თვალს უწოდებენ, როდესაც ხდება მეტი გასხივოსნება, ადამიანი აცნობიერებს, რომ სინამდვილეში ის ამ სამყაროსაც კი არ უყურებს ამ ორი თვალით, არამედ ის იყურება სწორედ მესამე თვალით, ანუ ნამდვილი თვალით, ხოლო რაც უფრო მეტად ვააქტიურებთ ამ თვალს, მით უფრო ჭეშმარიტად აღვიქვამთ სამყაროს.

– თუ განვითარდა ეს თვალი, მაშინ შესაძლებელია, წარსულის ან მომავლის დანახვა?

– როცა ვაღწევთ ნირვაკალპა სამადჰის ავტომატურად იხსნება სიდჰები, ანუ ზე შესაძლებლობები.
და ეს ყველაფერი უკვე სამუდამოდ იხსნება.

– და გასხივოსნებულ ადამიანს ყველაფერი ეცოდინება? რომ ახლა ვიღაც მოვა ჩემთან, რა იქნება ხვალ ან ის, თუ როდის მოვკვდები?

– კი. ჩემს მაგალითს გეტყვი: ასეთ ადამიანს აღარ აინტერესებს თუ რა შეემთხვევა. მაგალითად, ბუდას ჰყავდა ერთი საყვარელი მოწაფე ანანდა, ბუდა მას ეუბნება, რომ მათ უნდა გაიარონ ჭალები. წავიდნენ ჭალებში, გზად ცოტახანს დაისვენეს და მოდის ვიღაც ადამიანი. სწორედ ეს ადამიანი ეძებდა ბუდას, ანუ ასეთი რამეც შეიძლება მოხდეს, როგორც ამ შემთხვევაში: იყო ერთი ახალგაზრდა ღმერთის მაძიებელი, სახელად პაპაჯი. მას ბავშვობაში კრიშნა ეცხადებოდა და ესაუბრებოდა. მაგრამ რომ გაიზარდა მიხვდა, რომ რაღაც მაინც აკლია და დაიწყო ძებნა პასუხებზე. ერთ დღეს მასთან ბერის სახით ვიღაც მივიდა და უთხრა თუ გინდა ნახო ღმერთი ამა და ამ ადგილას მიდიო. პაპაჯიმაც დაუჯერა რადგან წმინდანს გავდაო. ხოდა რომ მივიდა ამ ადგილას იქ დახვდა იგივე პიროვნება და ეს პიროვნება იყო რამანა მაჰარიში, რომელიც 24 საათის განმავლობაში იჯდა აშრამში იჯდა. არასდროს გადიოდა არსად!..

წყარო: http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2263

ვიდეოები: ინტერვიუ ალექსი ნოვეტნისთან (ნაწილი I)

                    ინტერვიუ ალექსი ნოვეტნისთან (ნაწილი II)

(Visited 1,958 times, 1 visits today)