abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ვედური ფსიქოლოგია

ვედური ფსიქოლოგია

Atman

ვედური ფსიქოლოგია ეს არის უნიკალური მეცნიერება, რომელიც შემუშავდა ათასწლეულების წინ და აღწერილია ძველ ვედურ ნაწერებში. ფსიქოლოგია, რომელიც შეიქმნა დასავლეთში განსაკუთრებით ფროიდის ეპოქიდან, მხოლოდ და მხოლოდ ემსგავსება და ცოტათი უახლოვდება იმას, რაც ვედურ ფსიქოლოგიაში იყო ცნობილი.

ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ბედზე, კარმაზე, ჭკუაზე, ხასიათის თვისებებზე და ა.შ. და სანამ გავიგებთ, როგორი სახით გვთავაზობენ ვედები ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას, უნდა გავიგოთ, თუ როგორ იქმნება ეს პრობლემები, თუ რას ნიშნავს კარმა ფსიქოლოგიურ დონეზე. ჩვენ ხშირად გვესმის ეს სიტყვა – “კარმა” მაგრამ ცოტა ხვდება თუ რას ნიშნავს ეს რეალურად და როგორ აპროგრამებს ადამიანი საკუთარ თავს საკუთარი ქმედებებით, როგორ ქმნის ადამიანი თავის ბედს, როგორ ილექება მისი ყველა ქმედება ცნობიერებაში და როგორ იქცევა შემდგომ მის ბედად.

ასევე წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ის მასალა, რასაც დღეს წარმოვადგენ საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია შესაძლებლობას იძლევა ასე თუ ისე გადავჭრათ რაღაც პრობლემები. ადამიანები მიმართავენ ფსიქოლოგებს, როდესაც აწუხებთ შინაგანი ტკივილი, დეპრესია და სხვ. რთული და არასრულყოფილი მეთოდებით ფსიქოლოგი გვეხმარება პრობლემის რაღაც ნაწილის მოგვარებაში. მაგრამ ამ სემინარის ბოლოს შემოგთავაზებთ მეთოდებს, რომლებსაც ყველა პრობლემის საბოლოო გადაჭრა შეუძლიათ. ცოტა არ იყოს “აფერისტულად” ჟღერს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვეცდები დავამტკიცო, რომ ყოველ შემთხვევაში პრინციპში (იდეაში) არსებობს მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გადავჭრათ არა პრობლემათა ნაწილი, არა რაიმე წვრილმანი პრობლემა, არამედ ჩავიხედოთ პრობლემის საფუძველში, ფესვებში. გადავწყვიტოთ პრობლემები არა ზედაპირულად, არამედ ჩავიდეთ სიღრმეში და ამოვძირკვოთ ეს პრობლემები ფესვებიანად.

თავიდან განვიხილოთ ფუნდამენტალური მდგომარეობები, რომლებისგანაც უნდა გამოვიდეთ. ვედები ამტკიცებენ, რომ არის ორი პრინციპი, რომელიც ადამიანის საფუძველში დევს, და არა მარტო ადამიანის, არამედ ყველა ცნობიერი ცოცხალი ორგანიზმის საფუძველში. პირველი პრინციპი ეს არის პრაკრიტი ანუ მატერია, მეორე პრინციპს კი ჰქვია პურუშა, ანუ სული. ვედები ამტკიცებენ, რომ სული არ არის მატერიის განვითარების შედეგად წარმოქმნილი “სუბსტანცია”. ცნობიერება არ წარმოქმნილა იმის გამო, რომ მატერია უბრალოდ ძალიან დიდხანს ვითარდებოდა. არსებობს პრინციპულად განსხვავებული არსი, რომელიც ცნობიერების მატარებელია. “ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა ამბობს ამ პრინციპზე: რომ არის “კშეტრა” და “კშეტრა გია”. “კშეტრა” ნიშნავს ველს, “კშეტრა-გია” ველის მცოდნეს. და ველი ეს ჩვენი სხეულია, მატერიაა, მოქმედების ველია, რასაც წარმოადგენს მატერიალური სამყარო. “კშეტრა-გია” ეს სულის ნაწილაკია, ცნობიერების მატარებელი. და ეს ორი არსი პრინციპულად განსხვავებულ ბუნებას ატარებს. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა სახით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და როგორ ხდება მათი ურთიერთქმედება. სიტყვა ფსიქოლოგია ბერძნულიდან თარგმანით ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებ. და მე მინდა წარმოვადგინო პირველადი მიმოხილვა სულის შესახებ მეცნიერებისა. თუ როგორ ხსნიან ვედები სულის ამ სამყაროში მოქმედებას. თუ როგორ აღიქვამს სული ამ სამყაროს.

პრობლემა, რომელიც თავიდანვე წამოიჭრება, არის ის, რომ ვედების თანახმად სული არ ეხება მატერიალურ სამყაროს უშუალოდ. უპანიშადები (ვედების საკრალური და საიდუმლო ნაწილი) ამტკიცებენ, რომ პურუშა არასოდეს მოდის შეხებაში პრაკრიტისთან. პურუშა არ აღიქვამს ამ სამყაროს პირდაპირ (უშუალოდ). რაღაც კუთხით ჩვენ ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ. ვერ აღვიქვამთ რეალობას, როგორც ასეთს და ვედური ფსიქოლოგია, უფრო ზუსტად კი მატერიალური ვედური ფსიქოლოგია, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებ (რადგანაც არის კიდევ უზარმაზარი თემა სულიერი ვედური ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც არ შევეხები), ხსნის, თუ როგორ ხდება აღქმის პროცესი. როგორ და რის საშუალებით აღიქვამს სული სამყაროს.

ვედები წარმოგვიდგენენ კიდევ ერთ პრინციპს (პოსტულატს): გარდამავალ საშუალებას, რისი გავლითაც სული ურთიერთქმედებს მატერიასთან, წარმოადგენს “პრანა”. პრანა ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას. ხანდახან არასწორად ფიქრობენ, რომ პრანა – ეს სუნთქვაა, რომ როდესაც ვსუნთქავთ, პრანას შევისუნთქავთ. პრანა ეს არის ნატიფი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც წარმოადგენს გარდამავალ არეს სულსა და მატერიას შორის და რომლის საშუალებითაც სული მოქმედებს მატერიაზე. ეს არის არე, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს და გაავრცელოს ცნობიერება. ჩვენი სხეული მატერიის, ხორცის ნაგლეჯია. როცა სული გადის სხეულიდან, რჩება უსიცოცხლო მატერია. ვისაც თავისი თვალით უნახავს სიკვდილის პროცესი, იცის, რომ რაღაც არსებითი წავიდა სხეულიდან და უბრალოდ მექანიზმის მოშლას არ ჰქონია ადგილი. მატერიალისტები ფიქრობენ, რომ უბრალოდ “მანქანა” გაფუჭდა. სინამდვილეში კი სხეული დატოვა სულმა, პიროვნებამ, ცნობიერმა ელემენტმა, სხვა დანარჩენ ელემენტებთან ერთად… დარჩა მხოლოდ გარეთა გარსი, მანეკენი…

მაშასადამე სულის ცნობიერება ვრცელდება მატერიალურ სხეულში და მოქმედებს მასზე პრანის მეშვეობით. უნატიფესი მატერიალური ენერგიის მეშვეობით, რომელსაც ვედებში პრანა ეწოდება. იმდენად, რამდენადაც პრანა აღწევს ჩვენი სხეულის ყველა კუნჭულში, ჩვენი სხეული შეგრძნებადი ხდება. სადაც არ უნდა შევეხოთ სხეულს, ამას ვიგრძნობთ. თუმცა სული ლოკალურია და მდებარეობს გულ-მკერდის ცენტრში (ანაჰატა ჩაკრას მიდამოში). მისი ცნობიერება ვრცელდება პრანული არხების მეშვეობით მთელ სხეულში. ეს იყო მეორე უმნიშვნელოვანესი პოსტულატი.

ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. ვილაპარაკებ ჩვენი ნატიფი სხეულის შემადგენლობაზე. რა სახითაა მოწყობილი ჩვენი ჭკუა და აღმქმელი (მგრძნობელობითი) მექანიზმი. ყველამ ასე თუ ისე ვიცით, რა შემადგენლობისაა უხეში მატერიალური სხეული. მაგრამ ახლა ვილაპარაკებ ჩვენი ცნობიერების და ჭკუის ანატომიაზე. უფრო სწორად არა ცნობიერების, არამედ ნატიფი სხეულის და განპირობებული ცნობიერების შესახებ. სულის ცნობიერებას, როგორც ასეთს, ანატომია არ გააჩნია, მაგრამ დღეს ამ თემას არ შევეხებით.

ნატიფი სხეული, რომელიც ჩვენი უხეში სხეულის შიგნით მოქმედებს. ანუ კომპიუტერი, რომელიც შექმნილია შემოქმედის მიერ, არის მექანიზმი რომელიც განსაზღვრავს ყველა შესაძლო პრობლემას და ჩვენი კარმის “სათავსოა”. რადგანაც სხეული, მიუხედავად იმისა, რომ კარმის პროდუქტია, როდესაც სული ტოვებს სხეულს, ეს უკანასკნელი რჩება, მან “მოიხადა” კარმა. ვედების თანახმად სიკვდილი ეს ის მომენტია, როცა კარმა რომელიც ამ სხეულისთვისაა განკუთვნილი, სრულიად ამოწურულია. ანუ რაც უნდა მოგვეხადა ამ სხეულში ის კარმული ვალი მოვიხადეთ. სული ტოვებს სხეულს, რათა გააგრძელოს თავისი მოგზაურობა და მიიღოს რომელიმე სხვა სხეული. მაგრამ სულს ამ მოგზაურობაში თან მიჰყვება ნატიფი მატერიალური სხეულიც, და სწორედ ამ სხეულში ხდება კარმის დაგროვება. მთელი კარმა ამ ნატიფ სხეულში ინახება. ახლა ვილაპარაკებთ ამ ნატიფ სხეულზე, რომელიც მიდის უხეში სხეულიდან “უდანა-პრანას” (უდანა-ვაიუს) მეშვეობით. სიკვდილის მომენტში, როცა სხეულის კარმა ამოწურულია და მას აღარ შეუძლია ფუნქციონირება, უდანა-პრანას (პრანის განსაკუთრებული ნაწილი) სული სხეულიდან გაყავს სხვადასხვა პრანული არხების მეშვეობით დანიშნულების ადგილას. და იწყება შემდეგი ფურცელი ამ სულის ცხოვრებაში.

ამ ნატიფ სხეულს, რომელსაც ხანდახან ჭკუას უწოდებენ, რომლის შესახებაც თანამედროვე ფსიქოლოგები ბევრ განსხვავებულ რამეს ამბობენ და რაღაც დონით უახლოვდებიან იმას, რაც ვედებში წერია, აქვს ძალიან საინტერესო სტრუქტურა სინამდვილეში თუ გავიგებთ ნატიფი სხეულის სტრუქტურას, ასევე შევძლებთ გავიგოთ სხვადასხვა შესაძლებლობები (სითჰები), რომლებსაც ანვითარებენ იოგები სხვადასხვა პრაქტიკების შედეგად. მაგალითად ერთ-ერთი ელემენტალური შესაძლებლობაა სხვისი აზრების კითხვა, ანუ სხვა ნატიფი სხეულებიდან ინფორმაციის აღება. ვეცდები ავხსნა, თუ როგორ ხდება ეს, როგორია მექანიზმი… ეს არ ნიშნავს რომ თქვენმ ამით აზრების კითხვას ისწავლით, მაგრამ იმას მაინც გაიგებთ, რა უნდა გააკეთოთ ამის სასწავლად.

ვედები ამტკიცებენ, რომ ჩვენს ნატიფ სხეულს, იგივე ჭკუას, განპირობებულ ცნობიერებას, ჩვენი კომპიუტერს გააჩნია ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი (ფუნქცია). ამ ოთხ ასპექტს სანსკრიტზე ეწოდება: ჩიტა, მანას, აჰანკარა და ბუდჰი. ჩიტა – ეს არის არაცნობიერი “მე”. მანას – ჩვენი ქვეცნობიერია, აჰანკარა – ცრუ ეგოა, ხოლო ბუდჰი – ცნობიერი გონებაა. ეს ოთხი ფუნქცია კარგად უნდა გავიგოთ. ჩვენ ყოველ წამს ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს სხეული, როგორ აღიქვამს ჩვენი ცნობიერება ამ სამყაროს. განვიხილოთ ცალ-ცალკე:

1. ჩიტა – ვედებში აღწერილია, რომ როდესაც ეს მატერიალური სამყარო იქმნება, პირველი ელემენტი, რომელიც აქ იქმნება მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერის და ეთერის და ა.შ. მთლიანი სამყაროს შექმნამდე, არის მაჰატატვა, ანუ სამყაროს გონი. ეს არის მატერიალური ელემენტი და ამ გონის ქვეშ არ უნდა ვიგულისხმოთ ღმერთი ან სხვა რამე. ღმერთი თავდაპირველად ქმნის უნატიფეს ინფორმაციულ მატრიცას, რომელზეც “იქსოვება” ეს სამყარო. იქმნება ე.წ. ვირტუალური რეალობა ჩვენთვის. სხვაგვარად რომ თქვათ, პირველად ელემენტს, რომელიც ბუნებრივად ხდება საფუძველი ჩვენი არსებობისა, წარმოადგენს ჩიტა, ანუ ჩვენი “მეს” არაცნობიერი ნაწილი. ინფორმაციული ბიბლიოთეკა… თუ შევხედავთ ჩვენი ცნობიერების სტრუქტურას, გამაცნობიერებელი (მიმღები) გონება (ბუდჰი), ანუ ის, რითაც ჩვენ აღვიქვამთ, უბრალოდ აისბერგის მწვერვალია (ხილული ნაწილია). ჩვენი ცნობიერების უმეტესი ნაწილი კი სიღრმეშია და წარმოდგენაც არ გვაქვს მის შესახებ. და მის ყველაზე ღრმა ნაწილს ეწოდება ჩიტა, ანუ სულის მთელი ინფორმაციის შემნახველი სათავსო. სული, რომელიც რეინკარნაციას განიცდის მრავალ ცხოვრებაში, იგროვებს გამოცდილებას და მთელი ეს გამოცდილება იწერება. და ეს სათავსო რაღაცით კომპიუტერის “მყარ დისკს” წააგავს. ის ძალიან “ფრაგმენტირებულია” და მასში ბევრი ნაგავია დაგროვილი. წარმოიდგინეთ ერთი წამით მთელი ის ინფორმაცია, რასაც ვიგროვებთ. ადამიანებმა, რომლებიც აპრაქტიკებენ ჰიპნოზური რეგრესიის მეთოდს, იციან, რომ შესაძლებელია გადასვლა წინა ცხოვრებებში, აღმოჩენა ეგვიპტეში და ა.შ. და რატომღაც ყველა ფარაონი აღმოჩნდება ხოლმე (ეს ხუმრობით). ასეა თუ ისე, არსი იმაშია, რომ არსებობს რაღაც უზარმაზარი ნაწილი რომელთანაც ჩვენ უშუალო შეხება არ გვაქვს, მაგრამ მუდამ თან ვატარებთ. ჩვენი შტაბეჭდილებები, ინფორმაცია წინა ცხოვრებებიდან… და როცა სანკჰიას ფილოსოფოსები აღწერენ ჩიტას ისინი ამბობენ, რომ იგი ცეცხლის ალს (ცეცხლის ენას) ჰგავს. ეს ცეცხლის ალი ირხევა ჰაერის სულ მცირე ზემოქმედებითაც კი. სწორედ ასევე ჩიტას აქვს ძალიან ლაბილური და მოძრავი სტრუქტურა. ეს ერთგვარი ინფორმაციული სტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ყველა ინფორმაცია, შეინახოს იგი და მასში ამ ინფორმაციის წარმოუდგენლად უზარმაზარი რაოდენობაა. ავღნიშნავ იმასაც, რომ ეს ინფორმაცია ძალიან სისტემურად და მოწესრიგებულადაა შენახული და არა ქაოსურად. ჩიტას მახასიათებელია ისიც, რომ ის უშუალოდ ახლა, ამ მომენტში მოქმედებს. და მერე ავხსნი თუ როგორ მოქმედებს იგი.

2. მანას – ეს არის ქვეცნობიერი ჭკუა. და სწორედ ესაა ის ბიბლიოთეკარი, რომელიც ჩიტას ბიბლიოთეკაში წიგნებს (ინფორმაციას) ალაგებს. იგი კლასიფიცირებას უკეთებს ამ წიგნებს განსაზღვრული თემების შესაბამისად და მიაწერს თვითოეულ მათგანს “პლუსს” ან “მინუსს”, “კარგს” ან “ცუდს” “ძალიან კარგს” ან “ძალიან ცუდს” (ანუ ასე ვთქვათ რამდენიმე ბალიანი შეფასების სისტემა აქვს).

ქვეცნობიერი ჭკუა, ანუ ჩვენი “მე”-ს ემოციური შემადგენელი, რომელიც განიცდის და გრძნობს ყველა ჩვენს გამოცდილებას, კლასიფიკაციას უკეთებს მას იმის მიხედვით, მოგვწონს თუ არა ეს განცდა. ანუ აძლევს შეფასებას: კარგია, ძალიან კარგია, ნეიტრალურია, საშინელია და ა.შ. ჭკუა ეს დიდი ინდექსივითაა, რომელიც ინდექსაციას უკეთებს ჩიტაში მყოფ ინფორმაციას. ჭკუაში ჩადებულია ორობითი სისტემის (დუალური) პროგრამა: ეს მომწონს და მიყვარს, ეს კი არ მომწონს და ვერ ვიტან… სწორედ ეს შეადგენს ჩვენი ემოციური “მეს” არსს. რა არის ჩვენი ემოციები? ყველა ემოციას აქვს ბიპოლარული სტრუქტურა: მიყვარს – მძულს, მომწონს – არ მომწონს, მინდა მივიღი – მინდა განვაგდო… და ეს ფუნქცია ჩვენი ქვეცნობიერისა განარჩევს ყველაფერ ამას და არა მხოლოდ განარჩევს, არამედ შეფასებასაც აძლევს. ჩიტა არაფერს არ აძლევს შეფასებას, ის უბრალოდ იგროვებს ინფორმაციას, მანასი კი ემოციურ შეფასებას აძლევს მას.

3. აჰანკარა – ცრუ ეგო. ესაა ჩემი განპირობებული “მე”. ესაა ის, რაც გამომყოფს “მე” ყველაფერი დანარჩენისგან. როგორც ვთქვით ჩიტა ერთიანი ინფორმაციული მატრიცაა. დიდი უზარმაზარი “ინტერნეტია”, მაგრამ ამ “ინტერნეტში” არსებობს ჩვენი ინდივიდუალური “საიტები”. ეს ინდივიდუალური საიტი ჩემი სახელით, არის სწორედ ჩემი აჰანკარა. ამ ინტერნეტში გამოყოფილია ინფორმაციის ნაწილაკი და ის, რაც გამოყოფს მას ყველაფერი დანარჩენისგან, არის აჰანკარა – ერთგვარი საზღვარი, კედელი…

სულიერი განვითარების ყველა მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ შეასუსტოს აჰანკარა, რადგანაც ეს არის კედელი, რიგიდული სტრუქტურა, რომელსაც ვებრძვით. მას აქვს პოზიტიური როლიც ჩვენს ცხოვრებაში და ნეგატიურიც (უფრო მეტად რა თქმა უნდა ნეგატიური). სწორედ ამ რიგიდულობის (სიუხეშის) გამო ჩვენთვის არაა მისაწვდომი მატრიცული ინფორმაცია. როცა ჩვენი ცრუ ეგო ცოტათი სუსტდება (თხელდება), როცა ჩვენი “ცრუ ეგოს”, ეგოიზმის ფარგლებს გარეთ გავდივართ, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ (“დოსტუპი მივიღოთ) ნებისმიერ ინფორმაციაზე. ვინ არიან ნათელმხილველები, ესენი უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ “პაროლი” და შეუძლიათ ამ “ინტერნეტ-სტრუქტურაში” შეღწევა. და ამ ინტერნეტში შეუძლიათ ნახონ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება მომავალში, რადგანაც მომავლის ბადე, რაღაც დონით უკვე დაგებულია (არა 100%-ით). და არც ერთი წინასწარმეტყველი არ იძლევა 100%-იან ინფორმაციას, რადგანაც ვედების თანახმად დაახლოებით 70-75%-ით მომავალი განსაზღვრულია კარმულად, 20-25% კი გაურკვეველია. ეს ნათელმხილველები გადიან თავისი საინფორმაციო ველიდან და შედიან სხვის ინფორმაციულ ველში. ეს არც თუ ისე რთულია მონდომების შემთხვევაში. ადამიანები, რომლებიც ანვითარებენ თავის თავში ნატიფ მგძნობელობას და ძლევენ ეგოიზმის “უხეშ” საზღვრებს, ანვითარებენ თავის თავში ამ შესაძლებლობებს. ერთმა ექიმმა ინდოეთში სულიერი პრაქტიკის შედეგად მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომ პაციენტის მოსვლამდე იცოდა მისი დიაგნოზი. წინასწარ კითხულობდა ინფორმაციას, რადგან ბოლოს და ბოლოს ავადმყოფობა ნატიფი სხეულის ინფორმაციულ-ენერგეტიკული ხინჯია. და ასეთი შემთხვევები ბევრია მსოფლიოში. და ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, რა ინფორმაციაც შეგვიძლია მივიღოთ, თუ ცრუ ეგოს საზღვრებს გადავლახავთ.

4. ბუდჰი (გონება) – ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ფუნქცია, რადგან ესაა ჩემი ცნობიერი “მე”. ცნობიერი გონება. ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ის “მეა”, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჩიტაში ჩადებული ინფორმაციის და მანასის ემოციური შეფერილობის და აჰანკარას ანუ ჩემს შესახებ ჩემი წარმოდგენების საფუძველზე. ჩვენ რეალურად მხოლოდ ბუდჰიზე შეგვიძლია “ვიმუშაოთ”. ქვეცნობიერი ძნელად მისაწვდომია, ფსიქოლოგები ცდილობენ იქექონ მასში მაგრამ ეს საეჭვო და სათუო პროცესია, ვედები კი გვთავაზობენ ძალიან ნათელ და ბუნებრივ მეთოდს, რომ საფუძვლად სწორედ ჩვენი ბუდჰი ავიღოთ და მისი მეშვეობით შევცვალოთ სხვა ყველაფერი. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, რადგანაც ჩვენი სემინარის მიზანია გავარკვიოთ, თუ როგორ “დავწვათ” კარმა, მე ავხსნი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გონება (ბუდჰი), რა არის გონება და როგორ გამოვიყენოთ იგი, რომ არ ვიყოთ კარმული ავტომატი ანუ მექანიზმი. ძალიან საინტერესო რამე თქვა ამაზე იუნგმა. ისიც შეისწავლიდა ვედებს და უპირველეს ყოვლისა უპანიშადებს. თავისი უზარმაზარი გამოცდილების საფუძველზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: “ყველაფერი ის, რაც არ დაგვყავს ცნობიერებამდე, შედის ჩვენს ცხოვრებაში როგორც ბედი.” ანუ შედის ჩვენს ცხოვრებაში როგორც ბრმა ძალა. ამ სემინარის აზრი კი სწორედ ისაა, რომ ავხსნა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი გონება. და როგორ მოვახერხოთ რომ გონების მეშვეობით თავი დავიცვათ ყველა იმ “ურჩხულისგან” რომლებიც იღვიძებენ, როცა გონება იძინებს. გონების ძილი ბადებს მრავალ შიშს და ინფორმაციულ “მონსტრს” რომლებიც ჩვენს ბედად (კარმად) იქცევიან. შეიძლება ეს აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ მინდა ავხსნა, თუ როგორ მოქმედებს ეს აღქმის ერთიან პროცესში. როგორ ირთვება და მუშაობს ოთხივე ეს ფუნქცია ყოველთვის, როცა ვხედავთ რამეს, ვურთიერთქმედებთ რამესთან და რა პროცესები ხდება ჩვენს ნატიფ სხეულში.

მაგალითად შეხედეთ თქვენს წინ მდებარე კომპიუტერის მონიტორს (თუ კომპიუტერთან ზიხართ რა თქმა უნდა)… ოთხივე ფუნქციამ იმუშავა ამ დროს თქვენში. თავიდან, როდესაც ვხედავთ რაღაცას, პირველად მუშაობას იწყებს ჩიტა. ის იღებს ამ ინფორმაციას არაკრიტიკულად, განურჩევლად. მეცნიერულად ამას ქვია “ნერვიკალპა-პრატიაკშა” ანუ ზოგადი შეგრძნება (აღქმა). თავიდან აღვიქვამთ ძალიან ზოგადად, რაც არ უნდა იყოს ეს, გინდ მუსიკა, გინდ გამოსახულება. და მაშინვე ჩვენ ვიწყებთ შედარებას. ჩიტა ეს დიდი ლექსიკონია და ამ ლექსიკონში უკვე დაგროვილია უამრავი სიტყვა. როგორც კი რაღაცას დავინახავთ, ვეძებთ მსგავსს ჩიტას ლექსიკონში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაგივრად კომპიუტერთან პაპუასი ზის, რომელიც ცხოვრებაში პირველად ხედავს კომპიუტერს. როგორ აღიქვამს იგი ამ საგანს? ის დაიწყებს მის შედარებას რაღაცასთან, რაც მან უკვე იცის. რაიმე შეგრძნებებთან, რაც უკვე აქვს. იგივე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც, ოღონდ თქვენ კომპიუტერთან დაკავშირებული უამრავი შეგრძნება გაქვთ და ამიტომ მისი აღქმა წამის მეასედებში მოხდა. თქვენ რომ ის ნანახი არ გქონოდათ, მაშინ ის დარჩებოდა თქვენს ჩიტაში, როგორც რაღაც ფართო კატეგორიის გაურკვეველი საგანი. პირველად სწორედ ასე აღიქვამს საგანს ჩიტა.

შემდეგ მანასი, რომელსაც მთელი ეს ინდექსები უკვე აქვს, ამბობს, რომ ეს ისაა რასაც ვიცნობ, და ეს კარგია (ან ცუდია, ან ნეიტრალურია). მანასი ძირითადად ამბობს “მინდა “ ან “არ მინდა”. ეს უშემდეგგი ეტაპია – “მე ვიცი”… უფრო სწორად მხოლოდ “ვიცი” იმიტომ რომ თავიდან ეს “მე” არ ფიგურირებს. (“მე” მესამე ეტაპია). ჭკუამ შეადარა, გაიგო თუ რა არისე ს საგანი და განსაზღვრა თავისი დამოკიდებულება ამ საგნისადმი.

აღქმის მესამე ეტაპი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად “გაიელვებს”, არის ის ეტაპი, როცა ჩნდება ჩვენი “მე”. ეს ახალი ცნობა უთანხმდება “მე”-ს და ადამიანი განეწყობა ამ საგნისადმი თავისი თავის (“მე”-ს) შესაბამისად. ან ამბობს “მე მინდა”, ან ამბობს “მე არ მინდა” ან უბრალოდ არ ინტერესდება ამ საგნით. მაგალითად ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინასთან გაიარა ქალმა და კაცმა. ცოტა ხნის შემდეგ მათ რომ კითხო, სხვადასხვანაირად აღიქვეს ვიტრინა. ქალმა კაბებთან “გააიგივა” თავისი თავი, მამაკაცის “აჰანკარამ” კი კაბებთან დაკავშირებით ასე იმუშავა: “ეს ჩემთან არავითარ კავშირში არაა და არ მაინტერესებს”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც რაღაცას აღვიქვამთ, აჰანკარას ანუ “ცრუ ეგოს” ჩვენს შინაგან სამყაროში შემოჰყავს ეს საგანი და არკვევს, თუ რა დამოკიდებულებაშია ეს საგანი მასთან. თუ არ აინტერესებს ცნობიერების მიღმა ატარებს. აჰანკარა რაღაც უხეში ფილტრის მაგვარია, რომელიც ფილტრავს ამ სამყაროს აღქმას. ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს ჩვენი “მეს” პრიზმაში.

შემდეგი (მეოთხე) აქტი აღქმისა ასეთია: ან ირთვება ჯაჭვი, რომელიც ცნობიერების დონეზე ამბობს, თუ რა უნდა გავაკეთო ამ ყველაფრის მერე, ან იგი უბრალოდ არ ირთვება. ბუდჰი, ანუ ცნობიერი გონება, ეს ის სუბიექტია, რომელიც ამბობს: “რახან ასეა, ესე იგი რაღაც უნდა გავაკეთო”. ბუდჰი, ესაა მოქმედებათა პროგრამა.

ახლა ავხსნათ, თუ როგორ ფორმირდება ბავშვის ფსიქიკა და როგორ ფორმირდება ჩვენი “მე”. რაც ავხსენი, იქიდან გამომდინარე ნათელი ხდება, თუ როგორ იზრდება ბავშვი. თავიდან ადამიანს მხოლოდ ჩიტტა აქვს. მას სუსტი ეგო აქვს და ძალიან სუსტი გონება (ბუდჰი). პატარა ბავშვი, როცა იბადება, თან მოაქვს კარმის მარაგი, ანუ განპირობებული ცნობიერების მარაგი რაღაც მეხსიერებით და ის ძალიან უმწეოა. რაღაც კუთხით ყველა დანარჩენი მექანიზმი დაცვის მექანიზმებია. ისინი გვიან ფორმირდებიან და გვიან ვითარდებიან. თოთო ბავშვი ძალიან სწრაფად აღიქვამს ყველაფერს. ჩიტა ეს მეხსიერების მარაგია. აქ მთელი ჩვენი მეხსიერება ინახება. და ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე “შეიწოვს,” “შეისრუტავს” გარესამყაროს, თანაც ძალიან არაკრიტიკულად და განურჩევლად. მას შესადარებელი თითქოს არაფერთან აქვს და ცნობიერ ჩიტას მხოლოდ ახლა ანვითარებს. ძირითადად გემოთი შეიგრძნობს გარესამყაროს და ყველაფერს გემოს უსინჯავს. თავის ლექსიკონს ადგენს, რადგანაც მანასი მუშაობს ანალოგიის მეთოდით, ანუ შედარების მეთოდით. როცა ვიზრდებით, როცა ვსწავლობთ და როცა ვვითარდებით როგორც ადამიანები, უნდა შევითვისოთ ყველა ეს ინფორმაცია, რომელთანაც მერე შევადარებთ სხვა ინფორმაციებს. მაგალითად თუ ვხედავთ ფლომასტერს ახლა, გვიანდელ ასაკში, პირველადაც რომ ვხედავდეთ მას, მაინც ვხვდებით, თუ რისთვის გამოიყენება და რა ფუნქცია აქვს. თუ იგივე ფლომასტერს პატარა ბავშვს ვანახებთ, დაღეჭავს, პირში ჩაიდებს და ასე “გამოიკვლევს”. შემდეგ კი თანდათან მიხვდება მის ფუნქციას.

ადამიანის განვითარებასთან ერთად, მალევე ირთვება მეორე ფუნქციაც და ფუნქციების განვითარება სწორედ ამ თანმიმდევრობით ხდება. მანასის ფუნქცია თითქმის მაშინვე ვითარდება და ადამიანი განარჩევს: “ეს კარგია”, “ეს ცუდია”. “ამას შევჭამ”, “ამას ვერ შევჭამ” და ა.შ. ანუ მანასი კლასიფიკაციას უკეთებს ყველა შეგრძნებას კრიტერიუმების იმ სისტემით, რომელიც მას უკვე გააჩნია. მაგალითად ზოგ ბავშვს უყვარს ტკბილი, ზოგს კი ნაკლებად უყვარს…

შემდეგ რაღაც მომენტში ადამიანი შეიგრძნობს თავის განცალკევებულობას. დაახლოებით 3 წლის ასაკში ფორმირებას იწყებს აჰანკარა და დაახლოებითYამ ასაკში ამბობს ბავშვი: “მე თვითონ!” დაახლოებით 5-6 წლის ასაკში იწყებს ფორმირებას ცნობიერი “მე”. ამიტომაც პედაგოგიის ვედური პრინციპების თანახმად 5-6 წლამდე ბავშვისთვის არაფრის სწავლება არ შეიძლება. არ უნდა ვასწავლოთ რა არის ცუდი და რა არის კარგი. 5 წლამდე ბავშვს უნდა მოვეპყრათ როგორც მეფეს, 5 წლის შემდეგ კი როგორც მსახურს. 5 წლამდე მხოლოდ უნდა გვიყვარდეს, შემდეგ კი მკაცრად უნდა აღვზარდოთ. ყველაფერი ეს და მათ შორის აჰანკარა ფორმირებას ასრულებს 14-15 წლის ასაკში, როცა ადამიანი ბოლომდე აცნობიერებს თავის განცალკევებულობას. იწყება ბუნტი, გარდატეხის ასაკი და ა.შ. ამიტომ ნათქვამია, რომ 15 წლის შემდეგ ბავშვს უნდა მოვეპყრათ უკვე როგორც მეგობარს. ის უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა და მისთვის მკაცრად ჭკუის სწავლება აღარ შეიძლება. ნებისმიერი ჩარევა იმ მხრივ, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი, მის მიერ აღქმული იქნება როგორც ძალადობა. ამ დროს შეგვიძლია მივმართოთ მის გონებას, როგორც მეგობარს.

იმის მიხედვით, თუ როგორ ჩამოყალიბდება მთელი ეს სტრუქტურა, ადამიანი ჩამოყალიბდება ან ნორმალური ფსიქიკით, ან დამახინჯებულით. რა ხდება ადამიანის ზრდასთან ერთად? ის თავიდან ძალიან დაუცველი და უმწეოა. იმდენად, რამდენადაც ის უმწეოა და მას არ აქვს ცრუ ეგოს და გონების ფილტრები, ყველა ის შთაბეჭდილება, რომელსაც ამ დროს იღებს, ძალიან დიდ კვალს ტოვებს მის ფსიქიკაში. რატომა, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრამვები ყველაზე მძიმე და სერიოზულია? იმიტომ რომ ბავშვობაში ადამიანი ყველაზე სათუთია და მას არა აქვს დამცავი მექანიზმები. ყველაფერი, რასაც აღვიქვამ და შევიგრძნობ ბავშვობაში, იქნება ეს სიყვარული თუ შიში, დაილექება და შემდეგ ძალიან ძლიერად იმოქმედებს მთელ ჩემს ცხოვრებაზე. ბავშვობაში განცდილი მტკივნეული გამოცდილება ჩრდილს მიაყენებს რეალობის აღქმას მთელი ცხოვრების მანძილზე.

როცა რეალობას აღვიქვამთ, ამას ვაკეთებთ არა ნეიტრალურად, არამედ მთელი ჩვენი წინა გამოცდილების პრიზმაში. მაგალითად თუ რაიმე მტკივნეული გამოცდილება მაქვს და ჩემს ჩიტაში ეს სამსკარა (შთაბეჭდილება) დაილექა, და ეს სამსკარა ძალიან ძლიერია, იგი იქნება რეფერენტული წერტილი, ანუ ათვლის წერტილი სხვა ნებისმიერი აღქმისათვის. ნებისმიერი ახალი აღქმა და შეგრძნება, ასე თუ ისე მასთან კავშირში იქნება და “შეეხება” მას. ცხოვრების მთელი განცდა ასე თუ ისე ამ ტკივილით იქნება შეფერილი. ბავშვობაში ტანჯული ადამიანები მთელ შემდგომ ცხოვრებას მტკივნეული სამსკარების პრიზმით უყურებენ და ეს ტკივილი და შიში გროვდება ჩიტაში. და საერთოდ ჩიტაში ინფორმაცია ილექება ან როგორც შიში, ანუ ობიექტი, რომელსაც აღვიქვამ როგორც საფრთხეს (შიში ყველაზე ძლიერი და ნეგატიური ემოციაა ადამიანში), ან როგორც რაღაც დადებითი, ანუ ის რაც მე მიყვარს და მომწონს. ერთიც და მეორეც ძალიან საეჭვო რამეა, თუ ისინი ძალიან ძლიერნი არიან. ყველა ეს ძლიერი სამსკარა, ამრუდებს ჩემს რეალობის აღქმას. ასე ჩნდება ჩვენი შიშები და კომპლექსები.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, თუ რატომ ჩნდება შიში, როგორია შიშის ბუნება. რეალურად ყველა ჩვენი პრობლემა შიშის შედეგად იქმნება. რატომაა ადამიანი ხარბი? იმიტომ რომ მას ეშინია რაღაცის დაკარგვის, აქვს დაუცველობის შეგრძნება. რატომაა ადამიანი ეჭვიანი? ისევ იმიტომ რომ დაკარგვის ეშინია. ყველა ჩვენი მანკიერების ფესვებში რაღაც შიშები დევს, გაუცნობიერებელი და არაცნობიერი… რაღაც ნეგატიური განცდები, რომლებშიც ჩვენში დაილექა. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენს ეჭვიან, ხარბ, ავხორც, ბრაზიან და ა.შ. ბუნებას. ქმნიან ყველაფერ იმას, რაც აფუჭებს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრებას. და შიშების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობის ასაკში ვიღებთ. და ეს ფობიები, შიშები არა ერთი ცხოვრება მიგვყვება და ბევრი მათგანი წინა ცხოვრებებიდანაა გამოყოლილი. მაგალითად ადამიანს აქვს კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში), არადა ამ ცხოვრებაში არავითარი მსგავსი სტრესი არ განუცდია, მაგრამ შეიძლება წინა ცხოვრებაში ჩაკეტილ სივრცეში მოკვდა, ან მსგავსი რამ გადაიტანა. ან თუ წინა ცხოვრებაში დაიხრჩო, (ან უბრალოდ იხრჩობოდა და გადარჩა), ამ ცხოვრებაში პანიკურად ეშინია წყლის. რაღაც კუთხით კარმა, რომელსაც თან ვატარებთ, ეს გაუცნობიერებელი შიშებია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში და არაცნობიერში იმყოფება.

როდესაც ვიზრდებით და ცნობიერება ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, ახალი მტკივნეული განცდები არ ტოვებენ ისეთ ტრაგიკულ სამსკარებს, როგორც ბავშვობაში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ეხება ჩვენი ცნობიერი გონების (ბუდჰის) ფუნქციას. მოისმინედ ყურადღებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

აირვედა ხსნის, რომ ჩვენი ცნობიერების ეს ოთხი კომპონენტი, შეესაბამება ოთხ ძირითად სტიქიას (პირველელემენტს).

ჩიტა შეესაბამება ჰაერს. ის ძალიან ლაბილური და მოძრავია, ძალიან ადვილად იგროვებს ინფორმაციას და ყველაზე მსუბუქი და მოძრავი ნაწილია ჩვენი ფსიქიკისა.

მანას – შეესაბამება წყლის სტიქიას. ესაა ემოციები, და შესაბამისად ჩანდრა (მთვარე) ვედურ ასტროლოგიაში მანასის (ჭკუის) სიმბოლოა.

აჰანკარას შეესაბამება მიწის სტიქია. ესაა ჩემი ეგოიზმი, ჩემი “ცრუ ეგო”, რომელიც ძალიან მყარი და მყიფეა.

ბუდჰი შეესაბამება ცეცხლის სტიქიას. აქედან გამომდინარეა ჩვენი სემინარის ერთ-ერთი სახელი – “როგორ დავწვათ კარმა”. ამ ოთხი ელემენტიდან ცეცხლს აქვს განსაკუთრებული თვისება – ტრანსფორმაციის უნარი. ცეცხლის ფუნქციაა გადახარშოს, ტრანსფორმაცია გაუკეთოს ყველაფერს. სხვა თვისებები შესძინოს ობიექტებს. ჩვენს კუჭშიც მოქმედებს “საჭმლის მომნელებელი ცეცხლი” (ჯატარ-აგნი), რომელიც ინელებს ყველაფერს, რასაც ვჭამთ.და როდესაც ეს ცეცხლი სუსტია, საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შხამებად, შლაკებად გარდაიქმნება. ბენჟამენ ფრანკლინის გამოთქმაა: “ადამიანი იკვებება არა იმით, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც მოინელებს.” მონელებული საკვები ენერგიას და ძალას უნდა გვაძლევდეს, ხოლო თუ საჭმლის მომნელებელი ცეცხლი სუსტია და საკვბევს ბოლომდე ვერ ვინელებ, სისუსტეს და სიმძიმეს ვგრძნობ, გროვდება ტოქსინებიდა იმის ნაცვლად, რომ გავძლიერდე, ვსუსტდები. ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ნატიფ სხეულში, თუ ცეცხლის ელემენტი (იგივე ბუდჰი) სუსტია. მოუნელებელი საკვები არის ჩვენი ფიზიკური სხეულის ავადმყოფობების მიზეზი, ხოლო მოუნელებელი ემოციები, შეგრძნებები და განცდები არის ყველა ფსიქიკური ავადმყოფობის მიზეზი. ფსიქიკური პრობლემები კი შემდეგ ფიზიკურში გადადის. რატომაა ასე ადვილი ბავშვის ფსიქიკის ტრამვირება? სწორედ იმიტომ რომ მას სუსტი გონება (ბუდჰი) აქვს. მოუნელებელი განცდა ჩვენს ქვეცნობიერში რჩება როგორც შხამი, შიშების, წყენის და ა.შ. სახით.

სწორედ ამიტომაა ყველაზე მთავარი ცეცხლის ელემენტთან (შესაბამისად გონებასთან) მუშაობა. იოგა და ნებისმიერი სხვა ფსიქიკური ტრეინინგები, ფსიქოტექნიკები ან სულიერი პრაქტიკები საბოლოოდ მიმართულია იმაზე, რომ ეს ელემენტი განავითაროს ადამიანში. როცა “ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა აღწერს იოგას, პირველად სიტყვა იოგას იგი ხმარობს კონტექსტში – “ბუდჰი იოგა” ანუ გონების იოგა. ბუდჰი ეს ძალიან მნიშვნელობანი ელემენტა, რომელიც ეხმარება ადამიანს, გადახარშოს ყველაფერი რაც მის თავს ხდება. თუ გონება ძლიერი მაქვს, შხამი არ დაგროვდება. პირიქით, რაც განვიცადე ენერგიად და ძალად გარდაიქმნება. მომცემს შესაძლებლობას რომ წინ ვიარო. ყველაფერი “ცუდის” მიზეზი ადამიანის სუსტი გონებაა და ამ “ცუდის” მონელების შეუძლებლობაა. თუ სწორად გადავხარშავ, რაც არ უნდა შემემთხვეს, ჩემთვის საბოლოოდ სასარგებლო გახდება. და პირიქით, თუ სუსტი გონება მაქვს, რაც არ უნდა შემემთხვეს დამაზიანებს, უფრო დამასუსტებს და სიტუაციასაც უფრო გაართულებს. წმინდა ფრანცისკო ასიზელმა ძალიან კარგი რამ თქვა თავის ლოცვაში : “ო ჩემო ღმერთო, ძალიან გთხოვ მომეცი მე აზრების სინათლე, რათა მივიღო ყველაფერი რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეცი სიმამაცე შევცვალო ის, რისი რისი შეცვლაც შემიძლია, და მომეცი გონება, რომ ერთი მეორესგან გავარჩიო!” ანუ მომეცი მე გონება (ბუდჰი), რომ მივხვდე რა უნდა მივიღო უბრალოდ, წინააღმდეგობის გარეშე, რამეთუ ამის შეცვლა არ შემიძლია და რა უნდა შევცვალო… სინამდვილეში ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა რასაც ადამიანები უშვებენ, ისინი ან ებრძვიან იმას, რისი შეცვლაც არ ძალუძთ, ან არ მოქმედებენ იქ, სადაც რამის შეცვლა შეიძლება. ამიტომ ფრანცისკო ასიზელის ყველაზე მთავარი თხოვნა ბოლოშია: “მომეცი გონება, რომ ერთი მეორესგან გავარჩიო!”

უფრო ნათელი რომ გახდეს, მინდა დავასახელო ღმერთის იმ ასპექტების სახელები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ენერგიებზე, რადგანაც ისინი ბევრ რამეს ხსნიან ჩვენი ცნობიერების ფუნქციონირებაში.

ჩიტაზე პასუხს აგებს ვასუდევა. მანასზე – ანირუდდჰა, აჰანკარაზე – სანკარშანა და ბუდჰიზე – პრადიუმნა. ეს სანსკრიტული სახელები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციების გაგებისთვის.

ვასუდევა ნიშნავს ყველგანმყოფს (весдесушый) და ჩიტას აქვს ასეთი ბუნება (ყველგანმყოფი). ანუ ისევ გაგახსენებთ, რომ ეს ის ინფორმაცილუი ველია (მატრიცაა) სადაც ვცხოვრობთ.

ანირუდდჰა ნიშნავს დაუძლეველს. და ჩვენი ცნობიერების ეს ფუნქცია ძალია სახიფათოა, რადგან როცა ადამიანი ამბობს: “მე მინდა” (და ყველაფერი ეს ქვეცნობიერის დონეზე ხდება) ამის დაძლევა ძალიან ძნელია. როცა ჩნდება ეს ირრაციონალური, ემოციონალურად შეფერილი სურვილები, და როდესაც ადამიანი ამბობს: “მე მინდა და რაც გინდა მოხდეს!” მისი შეჩერება შეუძლებელია. ის ქვემოთ მიდის და დეგრადაციას განიცდის. არჯუნა იგივეს ეუბნება კრიშნას: “მე არ შემიძლია ვმართო ჩემი ჭკუა!” ჭკუასთან ძალიან ძნელია გამკლავება. იდეალურ შემთხვევაში გონება უნდა მართავდეს ჭკუას, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება. გონება ემსახურება ჭკუის მოთხოვნებს. ჭკუა ამბობს – “მინდა!” და ჩვენ აღარ ვფიქრობთ სწორია ეს თუ არა. ძლიერი გონება ეს ის გონებაა, რომელიც ეუბნება ჭკუას, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. სუსტი გონების ადამიანი კი უბრალოდ თავისი კაპრიზებით ცხოვრობს და ეს დიდი პრობლემაა.

აჰანკარას განაგებს ძალიან მნიშვნელოვანი ღვთაება, რომელსაც ეწოდება სანკარშანა. სანკარშანა ნიშნავს – იმას, ვინც თავისკენ იზიდავს ყველაფერს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ჩვენი ცრუ ეგო. მას უნდა, რომ ცენტრში დააყენოს თავისი თავი და ყველას ყურადღება მიიპყროს. სწორედ ესაა ეგოს ნეგატიური ფუნქცია, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში.

პრადიუმნა – ნიშნავს ძალიან კაშკაშას. ანუ იმას, ვინც კაშკაშა სინათლეს ასხივებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ ცნობიერის ის ნაწილი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ არის გონება, რომელსაც შეუძლია ნათელი გახადოს ჩვენი ცხოვრება.

პირველი სამი ფუნქცია არაცნობიერია და ცნობიერი მხოლოდ მეოთხე ფუნქციაა (ბუდჰი). და როდესაც პირველი სამი ფუნქცია ჭარბობა, ადამიანი ავტომატურად ცხოვრობს. ის რეაგირებს გარეფაქტორიებზე როგორც დიდი კარმული მანქანა. წინასწარგანსაზღვრულობის ის 70-75% რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ჩვენი კარმული ავტომატურებითაა განპირობებული. ჩვენ ერთგვარი რეფლექტორული მანქანა ვართ, ჩვენ გვაქვს რეფლექსები, ინსტინქტები, შიშები და გვაქვს პატარა, სუსტი გონება, რომელიც ბჟუტავს და ხან ინთება ხან ქრება. მაგრამ სწორედ გონებას შეუძლია ჩვენი გადარჩენა და ჩვენი ცხოვრების ხარისხობრივი შეცვლა. მხოლოდ ბუდჰის შეუძლია კარმის დაწვა. და სულიერი პრაქტიკის აზრი ისაა, რომ გავიღვიძოთ. ადამიანს, რომელიც იღვიძებს, სანსკრიტულად “ბუდდჰა” (ბუდა) ეწოდება. ბუდა ნიშნავს გამოღვიძებულს. სანამ მე ჩემი ინსტინქტების ხელმძღვანელობით ვცხოვრობ და ვერ ვაცნობიერებ რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ, მე ვცხოვრობ როგორც ძილში. სულიერი ცხოვრების აზრი კი არის იმაში, რომ გავიღვიძოთ. და გაღვიძება ძალიან ძნელია. ვედების თანახმად სიცოცხლის ადამიანური ფორმა ესაა შუალედური ფორმა ღრმა ძილის სფეროსა და გამოღვიძების სფეროს შორის. ყველაფერს რაც ამაზე დაბლა დგას, მაგალითად ცხოველებს, მათაც აქვთ გონება, ოღონდ მათ გონებას სძინავს. ისინი თავიდან ბოლომდე ინსტინქტებით და რეფლექსებით ხელმძღვანელობენ. ისინი უბრალოდ ისტუმრებენ თავის კარმას. არსებობს უფრო მაღალი სფეროები არსებებისა, რომლებმაც უკვე გაიღვიძეს, მათ აქვთ ნათელი გონება და მუდამ ფხიზლად არიან. ადამიანი კი შუალედური რგოლია პირველსა და მეორეს შორის. როგორც დილით ვიღვიძებთ, ვერ ვაცნობიერებთ რატომ უნდა ავდგეთ და ისევ ვიძინებთ, ასევეა ადამიანის სულიც, რომელიც ვერ აცნობიერებს სიფხიზლის საჭიროებას და არ შეუძლია იმ პასუხისმგებლობის ტვირთვა, რასაც სიცოცხლის ადამიანური ფორმა აკისრებს მას. “დამანებეთ თავი!” “მაცალეთ ძილი!” ამბობს იგი და აგრძელებს ძილს. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს სურვილი რომ გავიღვიძოთ, ასეთი შესაძლებლობაც გვეძლევა.

ვედები ადიდებენ სწორედ სიცოცხლის ადამიანურ ფორმას და სწორედ ადამიანს იმისთვის, რომ მას შეუძლია გაღვიძება (შეუძლია, მაგრამ ძალიან ხშირად არ უნდა). სემინარის არსი კი ისაა, რომ ავხსნათ, თუ როგორ უნდა გავიღვიძოთ. რომ გაღვიძება არც ისეთი საშიშია, ხოლო ძილი არც ისეთი კარგია როგორც გვგონია. ადამიანის სიცოცხლის მიზანი სწორედ ესაა, რომ გონების მეშვეობით შეძლოს გაღვიძება.

კიდევ ორ რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: პირველია ბავშვის აღზრდა. სამწუხაროდ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანებმა დაივიწყეს თავისი დანიშნულება. დაივიწყეს ინდივიდუალურ დონეზეც და სოციუმის დონეზეც. ვედური საზოგადოება თვლიდა, რომ საზოგადოების მიზანი სრულყოფილი ადამიანების ჩამოყალიბება უნდა იყოს. თუ შევხედავთ ვედური ცივილიზაციის რაღაც წესებს, შეიძლება ველური მოგვეჩვენოს ჩვენი თვალთახედვიდან გამომდინარე, მაგრამ თუ კარგ ანალიზს გავუკეთებთ ამას, დავინახავთ, რომ ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ შეექმნა ჯანმრთელი, სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც რეალურის სწორად აღქმა შეუძლია. ახლა, იმის გამო რომ ყველა ეს პრინციპი ირღვევა, ადამიანები ფსიქიკურად არაჯანმრთელები ხდებიან. სტატისტიკით აშშ-ს 52% ფსიქიურად არანორმალურია. ანუ ფსიქიური ჯანმრთელობის ნორმის ფარგლებს სცილდებიან. ესაა იმ პრინციპების დამსახურება, რაც ჩვენი საზოგადოების საფუძველში დევს. ეს დიდი თემაა და ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა ავხსნა, თუ რას ნიშნავს არანორმალური ადამიანი და რას ნიშნავს ნორმალური ადამიანი.

ჩვენს მიმღებ გონებას აქვს 5 ფუნქცია. მე დაწვრილებით ავხსნი ორ მათგანს, რომლებიც ამ შემთხვევაში გვაინტერესებს. ერთს ჰქვია “რეალობის სწორი აღქმა” მეორეს კი “რეალობის არასწორი (გამრუდებული) აღქმა”. შეამჩნევდით, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი. რა არის რეალობის გამრუდებული აღქმა? როცა მე სწორად აღვიქვამ ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მე რაღაც ანალოგს ვუძებნიამ ობიექტს (მოვლენას, საგანსა თუ ადამიანს) ჩემს მეხსიერებაში. და შესაბამისად ვხედავ მას როგორიც არის და ნათლად ვხვდები თუ რას წარმოადგენს იგი ჩემი გამოცდილების შესაბამისად. რეალობის გამრუდებული აღქმა ჩნდება მაშინ, როცა ჩემს არაცნობიერში (თუ ქვეცნობიერში) დაგროვდნენ ძალიან ძლიერი ნეგატიური ან პოზიტიური შთაბეჭდილებები (სამსკარები). ერთგვარი დომინანტები ჩემს ცნობიერებაში. და რა ხდება როცა რეალობას ვუყურებ? როგორ ვიღებ ამას? მე ვხედავ რაღაცას და სამსკარას, რომელიც ძალიან ძლიერია ამ რეალობაზე “ვაფენ”. და მე ვხედავ არა რეალობას, არამედ საკუთარ გამრუდებულ გამოცდილებას.

ამის კლასიკური მაგალითია ადამიანი, რომელიც ნახევრადბნელ ფარდულში შედის და დახვეულ თოკს ხედავს. იგი ამ თოკს გველად აღიქვამს და ეშინია. თმები ყალყზე უდგება და გარბის. რატომ დაინახა გველი და არა თოკი? იმიტომ რომ აქვს გველის ქვეცნობიერი შიში და ეს შიში დაეფინა იმას, რაც სინამდვილეში დაინახა. ეს შიში რომ არ ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ ეს თოკია და არა გველი. სწორედ ესაა რეალობის დამახინჯებული აღქმა.

ნორმალურია ადამიანი, რომელსაც რეალობის ასე თუ ისე სწორად აღქმა შეუძლია და არა საკუთარი შიშების და ცრუ ეგოს პრიზმაში. თუ ვინმემ ძალიან მაწყენინა და გული მატკინა, სხვებსაც უნდობლად მოვეპყრობი ამის შემდეგ. არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი სხვაზე ეჭვის ქონისა, მაგრამ მაინც ეჭვს შევიტან მასში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი ყველაში ცუდს და საეჭვოს ხედავენ. მათი ნეგატიური გამოცდილდება პროეცირდება რეალობაზე და ამახინჯებს მას. ასეთ ადამიანს ვერ გადაარწმუნებ, იმიტომ რომ გიჟს ჰგონია, რომ არაა გიჟი და მართალია.

თუ ჩვენი ქვეცნობიერი მახინჯდება (ის კი აისბერგის უზარმაზარ ნაწილს შეადგენს), ამის შედეგად ჩემი ბუდჰი (გონება) არასწორად ფუნქციონირებს. და ამის შედეგად სულიერ პრაქტიკაშიც არ შემიძლია სწორად მოქმედება. იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი სიცოცხლის დანიშნულება აღასრულოს (ანუ გაიღვიძოს), ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორად მომართული გონება. მაგრამ მთელი ეს ქვეცნობიერი ჩვენს გონებაზე გავლენას ახდენს და თუ ბევრი ნეგატივია დაგროვილი, ადამიანი ვერ შეძლებს სულიერი პრაქტიკის სწორად გავლას. ამიტომ ვედური საზოგადოება პირველ რიგში სოციალურ მასშტაბებში ზრუნავდა იმაზე, რომ ადამიანები გაზრდილიყვნენ ჯანმრთელები, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი ეს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ერთი მხრივ არა აქვს ძლიერი შიშები, ხოლო მეორე მხრივ არა აქვს მიჯაჭვულობები სიამოვნებებისადმი. სამსკარები “+” ნიშნით და სამსკარები “-“ ნიშნით ერთნაირად სახიფათოა.

სამსკარები მინუს ნიშნით ეს შიშებია, და თუ ადამიანს ძლიერი შიშები აქვს ის ვერ შეძლებს სხვების დაცვას და ვერ შეძლებს “გაცემას” ადამიანის ცხოვრების აზრი კი გაცემაა, სიყვარულია… სინამდვილეში გაღვიძება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულში მხოლოდ სიყვარული დარჩეს და ყველანაირი შიში გაიფანტოს. შიშს მივყავართ სიყვარულის დამახინჯებულ ფორმებამდეც. ტირანები ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძლიერ ეშინიათ. და ტირანი ცდილობს აიძულონ ხალხი, რომ შეიყვარონ იგი. იმდენად დამახინჯებული ცნობიერება აქვთ, ფიქრობენ რომ ასე გახდებიან ბედნიერები.

რითი არიან ცუდი ძლიერი პოზიტიური (“+” ნიშნით) სამსკარები, ანუ ის ძლიერი სიამოვნებები, რაზეც ადამიანი მიჯაჭვულია? ისინი აღვირახსნილ ვნებად გარდაიქმნებიან (ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ავხორცობა). ადამიანი სიამოვნებების მონა ხდება და შეუძლია დაიწყოს თავისი დანიშნულება, დაეშვას იმ დონეზე ქვემოთ, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს. როდესაც ვირთხების ტვინში ელექტროდი შეჰყავთ იმ ზონაში, რომელიც სიამოვნების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი, ვირთხები გამუდმებით აწვებიან ამ ელექტროდის ჩამრთველ ბერკეტს და სიკვდილამდე გამოფიტვამდე აგრძელებენ ამას. სწორედ იგივე ემართებათ ადამიანებს. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ შიში უფრო სახიფათოა, ვიდრე სიამოვნებისადმი მიჯაჭვულობა.

ამიტომ როდესაც ბავშვის აღზრდა ხდება, ამბობენ რომ მას პირველად ორი გურუ (მასწავლებელი) ყავს. პირველია დედა და დედამ უპირობო და უანგარო სიყვარული, სრული დაცვა უნდა მისცეს მას, და ეს სიყვარული ადამიანს შიშისგან თავისუფლებას აძლევს. თუ ადამიანმა ბავშვობაში მიიღო სიყვარულის ეს “ვიტამინი” მას არ ექნება შიში. ის იქნება ნორმალური და სრულფასოვანი. არ იქნება ეჭვიანი, ბრაზიანი, სხვების ექსპლუატატორი. თვითონაც სიყვარულის გაცემისკენ ექნება მიდრეკილება… ამიტომ პირველი და ყველაზე მთავარი გურუ ადმიანისთვის არის დედა. მანუს კანონებში წერია, რომ დედა ათასჯერ უფრო ღირსია პატივისცემისა, ვიდრე მამა, რადგანაც დედა ასწავლის ადამიანს ყველაზე მთავარს. ეს განსაკუთრებული ნიჭია ქალისა რომელიც ღმერთმა უბოძა მას. მამა ვერ შეძლებს შვილის ისეთ სიყვარულს, როგორიც დედას შეუძლია.

ახლა იმის შესახებ თუ რა უნდა მისცეს შვილს მამამ: მამამ უნდა ასწავლოს საკუთარი თავის შეზღუდვა და კონტროლი. დედა იცავს შიშებისგან, მამა კი სიამოვნებებისადმი მიჯაჭვულობებისგან. თუ ადამიანი არ იქნა აღზრდილი მამის მიერ (და ესეც თანამედროვე ცივილიზაციის დიდი პრობლემაა), მას ძლიერი მიდრეკილებები იქნება სიამოვნებებისადმი და თავის მოთოკვის უნარიც სუსტი ექნება. დედა ბავშვს 5 წლამდე ზრდის, შემდეგ კი იგი მამამ უნდა აღზარდოს (განსაკუთრებით ბიჭი). თუ ბავშვობაში ეს ორი გურუ არ ყავს ადამიანს, ის სრულფასოვანი ვერ გაიზრდება.

ახლა გადავიდეთ შედარებით პრაქტიკულ საკითხებზე. ანუ რაა საჭირო იმისთვის, რომ კარმამ არ დაგვძლიოს და მისგან განვთავისუფლდეთ… მინდა დაგამშვიდოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ არ გყავდათ მზრუნველი დედა ან მკაცრი მამა, არაფერი არაა დაკარგული და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

განვიხილოთ ის საკითხი, თუ როგორ ვურთიერთქმედებთ ამ სამყაროსთან. და ხშირად ეს ურთიერთქმედება არაა პოზიტიური. მაგრამ თუ მე გავიგე ჩემი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და ღმერთის წინაშე, უნდა ვიზრუნო, რომ ჩემი ურთიერთქმედება ამ სამყაროსთან არ მამძიმებდეს ნეგატიური ფაქტორებით და პირიქით, პოზიტიურს მაძლევდეს.

არის ერთი ძალიან არსებითი ფორმა ჩვენი გარესამყაროსთან ურთიერთქმედებისა, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე. ესაა კვება. არის კარგი გამოთქმა: “შენ ხარ ის, რასაც ჭამ!” უპანიშადები ამტკიცებენ, რომ ერთი მესამედი იმისა, რასაც ვჭამთ, სხეულის შენებაზე მიდის, მესამედი ნაწილი მოუნელებელი სახით და ტოქსინების სახით გარეთ გამოიყოფა და მესამედი – საჭმლის ყველაზე ნატიფი ენერგეტიკული ნაწილი, რომელიც ჩვენს ჭკუად გარდაიქმნება და დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ცნობიერების ფორმირებაზე. ადამიანები ვერ ხვდებიან ამას და ეს თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მანკია, რომ ადამიანები ყურადღებას აღარ აქცევენ, თუ რას ჭამენ სწორედ ნატიფ ასპექტში. უხეში ასპექტი ასე თუ ისე ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ხალხს არ ესმის, რომ პირველ რიგში მისი ნატიფი ასპექტის მნიშვნელობა უნდა გაიგოს. რასთან ასოცირდება პატარა ბავშვისთვის საჭმელი? სიხარულთან და სიყვარულთან, დაცულობასთან… საჭმელი საშუალებაა, რომ სიყვარული ვიგრძნოთ და სიყვარული გავცვალოთ ერთმანეთში. თავდაპირველად, უფრო ტრადიციულ და ჯანმრთელ საზოგადოებაში საჭმელს სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა. ვედებში ნათქვამია, რომ ის, თუ როგორ იმოქმედებს საჭმელი ჩვენს ცნობიერებაზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დაამზადა საჭმელი, რადგან იმ ადამიანის ცნობიერება, ვინც საჭმელს ამზადებს, აღიბეჭდება ამ საჭმელზე. ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოგვაწოდა საჭმელი, იმირომ რომ მიწოდებაც სხვადასხვაგვარად შეიძლება. და ასევე საჭმელზე აღიბეჭდება იმ ადამიანის ცნობიერება, ვინც მას ჭამს. ალბათ გინახავთ დოკუმენტური ფილმი წყლის შესახებ: წყალს რომ უთხრა – “მიყვარხარ”, იგი რეაგირებს და სტრუქტურას იცვლის. მისი კრისტალები ძალიან ლამაზ ფორმას იღებენ. ჩვენ დაახლოებით 90% წყლისგან შევდგებით, ასევე წყლისგან შედგება ძირითადად საკვებიც. ნებისმიერი საკვები პირველ რიგში ინფორმაციული გარემოა და იმის მიხედვით, თუ რას ვჭამთ, ჩვენ შევჭამთ ან სიძულვილს, სიბრაზეს, ეგოისმს… ან სიყვარულს და სიხარულს… ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს თავისი დანიშნულების შესრულება და სრულფასოვნად ფორმირება, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კვებას და სწორედ ამ სამ ასპექტს: ვინ და ცნობიერების როგორ მდგომარეობაში ამზადებს საკვებს, როგორი განწყობითაა მიწოდებული ეს საკვები და როგორი განწყობით ვჭამთ მას.

უკვე ავღნიშნეთ, რომ ვედური ცივილიზაციის მიზანი მაქსიმალურად ჰარმონიული და ჯანმრთელი ადამიანის შექმნა იყო. ყველა წესი და კანონი ამას ემსახურებოდა, რომ ესწავლებინა ადამიანისთვის ბუნებასთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას. მინიმუმამდე დაეყვანა ყველა ტანჯვა და ხარვეზი, რაც ადამიანის ჭკუაში იყო, რათა შეძლებოდა სწორად ევოლუცია. ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია ამაში ვერ გვიწყობს ხელს, მაგრამ მიუხედავად ამისა არავის შეუცვლია ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი და ამ ცოდნის სულ მცირე ნაწილაკებსაც კი შეუძლიათ ხარისხობრივად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება.

დავუბრუნდეთ ისევ შიშს, მის ბუნებას. უკვე ვთქვით, რომ ქვეცნობიერში უამრავი შიში დევს და შიში ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. შიში გვიშლის ამ სამყაროს სწორად აღქმაში, სხვებთან სწორად ურთიერთობაში, სიყვარულში და ა.შ. იმიტომ რომ შიში და სიყვარული, ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. იქ სადაც სიყვარულია, შიში არ არსებობს, ხოლო სადაც შიშია სიყვარული არაა. და შიშის ბუნება კარგად უნდა გვსმოდეს.

იმ მოდელთან შესაბამისად, რაც გუშინ განვიხილეთ, შიშის ბუნება ძალიან მარტივია. ვედები ხსნიან, თუ როგორ ჩნდება იგი. ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს რაღაც მეორადზე (მატერიაზე). ეს დასაწყისია. ამის შედეგად ის ზურგს აქცევს ღმერთს და ამის რეზულტატად ადამიანის გონება მახინჯდება. გონება იღებს შეცვლილ და დამახინჯებულ ფორმას, რომელსაც ჰქვია შიში.

ეს ხდება შემდეგნაირად: არის სული, ცნობიერების ცენტრი და არის ჩიტა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, ანუ ცნობიერების მატერიალური იმიტაცია. გუშინ ავხსენი, რომ ცნობიერების მატერიალური იმიტაცია, იგივე მატერიალური სუბსტრატი, მატერიალური გარემო, რომელშიც ცნობიერება ფუნქციონირებს, ძალიან მოძრავია (ლაბილურია). ჩვენი სული ირეკლავს ცნობიერებას ჩიტაში და ჩიტა ცოცხლდება. ეს მატერია იძენს თითქოს ცნობიერების თვისებებს. როგორც ღრუბლები, რომლებიც მთვარეს ფარავენ და ამ დროს თავად არიან განათებულნი მთვარის შუქისგან. ეს შუქი მთვარისგან მოდის, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს ის ღრუბლებიდან მოდის. და ეს მატერია, რომელშიც სულმა აირეკლა თავისი ცნობიერება, ატარებს რხევად (ლაბილურ) ბუნებას. სული იყურება ჩიტას ამ “რხევებში” და ფიქრობს: “ეს მე ვარ!” ისევე როგორც სარკეში ყურებისას ჩვენს ანარეკლს საკუთარ თავთან ვაიგივებთ. და ჩვენ გვიჩნდება შიში, რადგანაც ანარეკლი, რომელიც ჩიტაში ჩნდება, მუდმივად იცვლება. ძალიან უბრალო ანალოგია: მთვარე, რომელიც ირეკლება ტბის ზედაპირზე. თუ ტბა დამშვიდებულია, მთვარეს ისეთს ვხედავთ როგორიც არის, მაგრამ თუ ტბა ღელავს და ტალღებია, მთვარე “ტყდება” და უფორმო ხდება. მთვარე უყურებს თავის თავს და ვეღარ სცნობს. ფიქრობს: “რა დამემართა? ნაწილებად გავიხლიჩე?” დაახლოებით იგივე ემართება ჩვენს ეგოს. სული მთლიანია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მატერიაში აირეკლა თავი და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა, იგი განუწყვეტლივ შფოთავს და ღელავს.

ვედების მიხედვით სულს სამი ფუნდამენტური ნიშან-თვისება გააჩნია:

სატ – მარადიულობა, ყოფიერება. ანუ სული არის (მარად). და შემიძლია ჩემს შიგნით აღმოვაჩინო სიცოცხლის წყურვილი, რომელიც ჩემი ცნობიერების ცენტრიდან მოდის. ცნობიერების ცენტრია: “მე ვარ!” “მე ვარსებობ!”

ჩიტ – ცოდნა, ანუ გაგება იმისა, რომ “მე ვარ”.

ანანდა – ნეტარება.

მაგრამ როცა სული მატერიაში ირეკლება და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებს, შიში იპყრობს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? იმიტომ რომ სიკვდილი არაბუნებრივია. სული მარადიულია, მაგრამ იგი არეკლილია მატერიაში და გრძნობს რომ აქ ყველაფერი მარადიულად ცვალებადია, გრძნობს, რომ ყველაფერი ხელიდან ეცლება. სულს უნდა მარადიულობა, უნდა ცოდნა და უნდა ნეტარება, მაგრამ სად ეძებს მათ? მატერიაში!.. და შეუძლია იპოვოს მარადიულობა მატერიაში? არ შეუძლია!

ყველა ფსიქოლოგიური კრიზისი, მოზარდობის ასაკის კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული საფუძველში. სულს ვერ გაუგია – სხეული რატომ შეიცვალა? საშუალო ასაკის და სიბერის კრიზისი – ეს ყველაფერი გარდატეხის წერტილებია. სულს მარადიულობა და სტაბილურობა უნდა და როცა დროებითობას ეჯახება, ეშინია. რატომ ვიშენებთ სახლებს? რა არის სახლი? სიმყარის და სტაბილურობის სიმბოლო. გვჭირდება, რომ მოვიწყოთ ჩვენი არსებობა ისე, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. ფულისადმი სწრაფვაც იგივე ფსიქოლოგიური ტენდენციაა. ვცდილობთ თავი დავიცვათ ამის საშუალებით, რადგანაც მარადიულობა გვინდა, ჩვენი სულის ბუნებრივი თვისება.

ადამიანები ასევე ეძებენ ცოდნას (ჩიტ), მაგრამ ეძებენ სად? მატერიაში!.. ამის მაგალითია ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ვიღებთ ჩვენთვის ხელსაყრელ “ცოდნას”.

და სულის მესამე ყველაზე მაღალი მოთხოვნილებაა ნეტარება (ანანდა). და სად ვეძებთ ნეტარებას? ისევ მატერიაში!.. პრობლემა კი იმაშია, რომ სულს არ შეუძლია მატერიაში იპოვოს არც მარადიულობა, არც ცოდნა და არც ნეტარება. ამიტომ იგი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია და ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა ჩნდება სულის მატერიასთან თვითგაიგივების გამო. იოგა ხსნის ადამიანის ტანჯვის მიზეზებს. ნებისმიერი სულიერი პრაქტიკის მიზანი ტანჯვისგან განთავისუფლებაა.

იოგა ამბობს, რომ არსებობს ტანჯვის 5 მიზეზი, რომლებიც ჩადებულია ჩვენს ფსიქიკაში. ყველა ტანჯვის საფუძველი “ავიდია” ანუ უმეცრებაა. ავიდია არ ნიშნავს ცოდნის არ არსებობას. ავიდია ნიშნავს არასწორ ცოდნას ანუ სულის არასწორ გაიგივებას მატერიასთან. სული უყურებს თავის დამახინჯებულ ანარეკლს და ფიქრობს, რომ ეს “მე ვარ!”. სწორედ ესაა უმეცრება. ამის გაგება ადვილია. ჩვენ გვაქვს თვისება გავაიგივოთ თავი იმასთან, რაც არ ვართ. ადამიანის რომელი გამოგონება იყენებს ამას? კინო!.. რა ხდება კინოში? ადამიანი ზის ბნელ დარბაზში, უყურებს ეკრანს და ძალიან მალე ივიწყებს სადაც ზის. ის უკვე შიგნითაა, ეკრანს მიღმა, იგი ხდება მთავარი გმირი, ის კოცნის ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ყველაფერს განიცდის… ზუსტად იგივე ემართება სულს, როცა იგი იყურება თავის ანარეკლში, თავისი ჭკუის ეკრანზე და შედეგად ჩნდება ავიდია, ანუ უმეცრება. ეს ავიდია ჩადებულია ჩვენს ჩიტაში, ანუ ჩვენი ცნობიერების “მყარ დისკში”.

ტანჯვის მეორე მიზეზი ავიდიის შემდეგ არის ასმიტა – ანუ ეგო. ასმიტა და აჰანკარა თითქმის სინონიმებია. ასმიტა ნიშნავს – “მე ვარ!”, ხოლო აჰანკარა ნიშნავს – “მე ვმოქმედებ!”

შემდეგი მიზეზებია “რაგა” და “დვეშა” – ანუ მიყვარს და მძულს. ორმაგობითი სისტემა, რომლითაც მუშაობს ჩვენი ჭკუა.

მეხუთე პრობლემაა – “აბჰინივეშა” – სიცოცხლის წყურვილი, არსებობის წყურვილი, სიამოვნების წყრუვილი, რაიმე ცხოვრებისეული გამოცდილების წყურვილი და შესაბამისად სიკვდილის შიში.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვლინდება უკვდავი მარადიული სულის თვითგაიგივება დროებით მატერიასთან ჩვენი ცნობიერი ჭკუის დონეზე, ჩვენი მოქმედებების დონეზე, რამეთუ სიცოცხლის წყურვილით გონებადაბინდული ადამიანისაბოლოოდ საკუთარ თავს ანადგურებს. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სწყურიათ სიცოცხლე, როგორც წესი ყველაზე მალე კვდებიან. ჩვენს გონებაში (ბუდჰი) ეს გამოვლინდება, როგორც გადარჩენის ინსტინქტი და მცდელობა რომ ცხოვრებისგან ბოლომდე “გამოვწუროთ” რაც შეგვიძლია. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ტანჯვამდე მივყავართ. სულიერი პრაქტიკა უნდა დაგვეხმაროს, რომ ამ 5 ტანჯვისგან განვთავისუფლდეთ.

ახლა მე დავხატავ კარმის ციკლს. ყველაფერი, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, კარმის ფილოსოფიის აღწერა იყო. თუ როგორ იღებს კარმა ჩვენს ჭკუაში ფორმას. რა არის კარმა თავისი არსით. კარმა ეს არის ჩვენს მიერვე დაგროვებული და მოუნელებელი (გადაუმუშავებელი) გამოცდილება. თუ ჩვენბ გვაქვს ავიდია, იგი გვაიძულებს მოქმედებას და სწორედ ასეთ მოქმედებას (ავიდიით გამოწვეულს) ეწოდება კარმა. რისგანაა გამოწვეული მოქმედება, რომელიც ბადებს შედეგს (კარმას)? სიამოვნების სურვილით და ტანჯვისგან განთავისუფლების სურვილით. ესაა კარმის განსაზღვრება. ყველა ჩვენი კარმული ქმედება ამ ორი მიზეზითაა გამოწვეული: ან მინდა სიამოვნება, ან მინდა ტანჯვისგან გაქცევა და ყველაფერ იმას, რასაც ამ ორი მიზეზით ვაკეთებთ, კარმა ეწოდება. მე ვმოქმედებ ამ ორი სურვილის ბიძგით და შედეგად ჩიტაში ჩნდება კვალი, შთაბეჭდილება (სამსკარა).

უკვე ვთქვით, რომ რაღაც ნაწილი ამ სამსკარებისა განსაკუთრებულად ძლიერი და მკაფიოა. რაღაც კარმული ქმედებები ძლიარ კვალს ტოვებენ და ეს ძლიერი სამსკარები გვაიძულებენ ცხოვრებაში შემდგომ მოქმედებას. როცა ადამიანი კვდება მას უჩნდება არარეალიზებულობის შეგრძნება. ფიქრობს ამ დროს, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო რა დარჩა აღსასრულებელი… ეს შეგრძნებები სწორედ სამსკარებიდან მოდიან და ითხოვენ რეალიზაციას. და ყველა ეს არარეალიზებული სამსკარა შეადგენს შემდეგი ცხოვრების პროგრამას. სანსკრიტულად ამ პროგრამას ეწოდება “ვასანა”.

ვინც ვედურ ასტროლოგიაში ერკვევა, იცის რომ არსებობს უხილავი (ბურუსით მოცული) პლანეტა რახუ. ჩვენს ჰოროსკოპში რახუ არის ძალიან ძლიერი, არარეალიზებული სურვილების სიმბოლო, რომლებიც წინა ცხოვრებებიდან თან მოვიტანეთ. იქ, სადაც რახუ ზის (ჰოროსკოპში), რაღაც მომენტში გაგვიჩნდება დაუძლეველი სურვილები საკუთარი თავის სწორედ ამ სფეროში რეალიზაციისა. თუ რახუ მეათე სახლშია, მაშინ გვექნება ძლიერი მიდრეკილება კარიერული რეალიზაციისკენ. თუ იგი მეოთხე სახლშია, გვექნება დაუძლეველი სურვილი ოჯახური ბედნიერებისა და ოჯახური მყუდროებისა. თუ რახუ მეხუთე სახლშია, გვექნება დიდი სურვილი საკუთარი თავის შემოქმედებითად რეალიზაციისა.

ვასანა, ეს ჩვენი კარმული პროგრამაა, რომელიც თან მოვიტანეთ წინა ცხოვრებიდან და კარგი ასტროლოგი გვაჩვენებს, თუ რა მომენტებში რა სურვილებს განვახორციელებთ. ყველა პლანეტა სიმბოლოა შინაგანი ნატიფი ძალისა. იოგა სუტრა ხსნის თუ რა არის ვასანა: ესაა რაღაც ქსოვილისმაგვარი, კვანძების უამრავი რაოდენობით, ჩვენ ვიბადებით გარკვეული პროგრამით, ეს პროგრამა იმყოფება ჩვენში და რაღაც მომენტებში ეს კვანძები აქტივაციას განიცდიან და ამოქმედდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვასანა ეს პროგრამაა, რომელიც ჩვენს ტენდენციებს, მიდრეკილებებს, სურვილებს და შესაბამისად ხასიათს განაპირობებს.

ხშირად ამბობენ, რომ პატარა ბავშვი, ეს თეთრი (დაუწერელი) ფურცელია. ეს შეცდომაა. ბავშვის არაცნობიერში უამრავი სამსკარა დევს, რომლებიც რეალიზაციას ითხოვენ ადრე თუ გვიან. მიუხედავად ამისა, კარმა-ვასანა ბოლომდე ვერ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. შესაძლებელია ყველაფერი ამის გამოსწორება. ადამიანი იბადება ამ ტენდენციებით, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდებიან ისინი, დამოკიდებულია აღზრდაზე, ურთიერთობებზე და ა.შ.

* * *

თუ ჭკუაში რაღაც პროგრამა გაქვთ, შესაბამისად ვისახავთ გეგმებს და მიზნებს ამ პროგრამის განხორციელებისთვის. ცნობიერების ზედაპირულ დონეზე (ტბის ზედაპირზე) ეს გეგმები და ფიქრები გამოვლინდება ტალღებად. მათ ჰქვიათ “ვრიტი” (ტალღა). და კარმა, რომელმაც რაღაც სამსკარები ჩადო ჩიტაში, გამოდის ზემოთ, ქვეცნობიერში სურვილების სახით, ხოლო ცნობიერ დონეზე იგი იქცევიან აზრებად (ფიქრებად). ამ აზრებს კი საბოლოოდ ქმედებებამდე მივყავართ. მე რაღაც გავაკეთე, ამის შედეგად გამიჩნდა გამოცდილება, ამ გამოცდილებამ გამოიწვია რომ შემდეგ ცხოვრებაში დავიბადე გარკვეული პროგრამით, ამ პროგრამამ განაპირობა გარემოს განსაზღვრული აღქმა და ეს აღქმა იწვევს იმას, რომ მე ისევ ვიწყებ კარმულ მოქმედებას. და რა მხრივაა ეს წრე ჩაკეტილი? ის მთლად ბოლომდე ჩაკეტილი არაა, რადგან აქ შესაძლებელია ცვლილებებიც მოხდეს, მაგრამ სტანდარტულ შემთხვევებში ეს წრე ჩაკეტილია. შედეგად ჩნდება ავადმყოფობები, რომლებთან ერთადაც ვიბადებით, ან რომლებიც გვიან გვიჩნდება, ჩნდება ტანჯვები, რომლებსაც ვებრძვით, ფორმირდება ჩვენი გარეგნობა და ა.შ. ვედებში ნათქვამია, რომ კარმა განსაზღვრავს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, გამოცდილებას, რომელსაც გავივლით ამ ცხოვრებაში, ჩვენს გარეგნობას, დაბადების ადგილს და ატმოსფეროს, იმას თუ როგორი მშობლები გვეყოლება და ა.შ.

და მე მაქვს ერთი შეკითხვა, რომელსაც თუ გამოიცნობთ, ძალიან მარტივი გახდება ყველაფერი: სად შეიძლება ამ ჩაკეტილი წრის გაწყვეტა? სადაა ამ ჯაჭვის სუსტი რგოლი? კარმა ინახება არაცნობიერში, მაგრამ ცნობიერის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს არაცნობიერი. შეგვიძლია გავიღვიძოთ. საბოლოოდ ჩვენ ცნობიერებაზე უნდა ვიმოშაოთ. როცა ვსაუბრობთ ჩვენი კარმის შეცვლაზე, ვსაუბრობთ ჩვენი აზრობრივი სურათის აზრობრივი ცნობიერების შეცვლაზე. თუ ამას შევცვლით, შევცვლით ცნობიერებასაც. შევძლებთ კარმის დაწვას, სამსკარების და ვასანების შეცვლას და ა.შ.

ვედების თანახმად ჭკუას ტალღური ბუნება აქვს და აზრებს, რომლებიც ტბის ზედაპირზეა, “ვრიტი” ანუ ტალღები ეწოდება, და როდესაც ადამიანი ბედნიერია, ეს ტალღები თანდათან მშვიდდება, ხოლო როცა ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს და ღელავს, მისი ჭკუის ზედაპირზე მაღალი სიხშირის ტალღები ჩნდებიან. სადამდე მივყავართ შიშს სუფთა ფიზიოლოგიურ დონეზე? რას აკეთებს ადამიანი, როცა ეშინია? იგი იძაბება (ხანდახან ძლიერ სპაზმებამდეც კი). ეს რეალურად ისაა, რაც ჩვენს ცნობიერებას ემართება. ჩვენი ცნობიერებაც იწყებს კანკალს და იკუმშება. და პირიქით, როცა ადამიანი კარგად გრძნობს თავს, როცა მოდუნებულია და სასიამოვნოდ გრძნობს თავს, ცნობიერებაც ფართოვდება. და ტალღები ასეთი ცნობიერების ზედაპირზე ფართო, მშვიდი და სასიამოვნო ხდება.

ორი სიტყვით გრაფიკული გამოხატულება იმისა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ესაა აღწერა იმისა, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ჭკუა ახლა. ყველანაირი შფოთვები, ნერვიულობა, მღელვარება, სტრესი… და ადამიანები ისე მივეჩვიეთ ამას, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია. რატომ უყვარს ბევრს როკ მუსიკა? რა არის როკ მუსიკა? რა არის საერთოდ მუსიკა? მუსიკა ესაა საშუალება მოვიყვვანოთ ჩვენი ცნობიერება ან ჩვენი ჭკუა გარკვეულ რიტმში. და ადამიანები ისე ეჩვევიან ამ დაბალ რიტმებს, რომ მძიმე როკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

ნებისმიერი სულიერი პრაქტიკის მიზანი არის ის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცნობიერების მუშაობის რეჟიმი, რომ დავაწყნაროთ იგი. გავხადოთ უფრო ნათელი და მკაფიო. და ბოლოს და ბოლოს გავაფართოვოთ იგი. შეკუმშული, შეჭმუხნული ცნობიერება, შეშინებული ადამიანის ცნობიერება – ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემაა. ასეთი ადამიანი თვითონ განიცდის უსიამოვნებებს და სხვებსაც გადასცემს, თავის გარშემო ავრცელებს მათ. შიშის, პანიკის, საფრთხის ეპიდემია გამოდის ამ დროს ჩვენი ჭკუიდან. და პირიქით, თუ ადამიანი ბედნიერია, იგი სხვებსაც გადასცემს ამ ბედნიერებას.

ახლა მე მინდა გადმოგცეთ, თუ როგორ გვეხმარება სხვადასხვა სულიერი პრაქტიკის ფორმები, როგორც ვედური, ასევე სხვა ტრადიციების, რომ მიზანს მივაღწიოთ. ხანდახან ადამიანები ავადმყოფურად არიან განწყობილნი ტრადიციის და იდეოლოგიის (რელიგიის) სხვა ფორმებთან და მხოლოდ საკუთარს თვლიან ჭეშმარიტად. ამბობენ: ჩემი ღმერთი ჯობია შენსას, ჩემი რელიგია ჯობია და ა.შ. ღმერთი ერთია და სულიერი პრაქტიკის მეთოდებიც უნივერსალურია. რაც არ უნდა ავიღოთ: ლოცვა, მედიტაცია, პრანაიამა, ასკეზები, საბოლოოდ, თუკი ადამიანი სწორად აკეთებს ამას, იგი განაწყობს საკუთარ ცნობიერებას სხვა რიტმზე. და თუ მიუკერძოებლად, მეცნიერული კუთხით შევხედავთ და სხვადასხვა სულიერი პრაქიკის მიმოხილვას გავაკეთებთ, ჩვენ დავინახავთ რომ მათ სწორედ აქამდე მივყავართ. ისინი ანთავისუფლებენ ადამიანს კარმისადმი მონობისაგან. ისინი ეხმარებიან ადამიანს, რომ გაიღვიძონ, გახდნენ გაცნობიერებულნი და უფრო მაღლა წავიდნენ სულიერ განვითარებაში.

მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. მინდა რომ პასუხი გავცეთ კითხვაზე: როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომ ახალი კარმა არ შეიქმნას? ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ კარმა უნდა გავაუმჯობესოთ. არსებობს წიგნების მთელი სერია “კარმის დიაგნოსტიკაზე”, “კარმის გაწმენდაზე”, “კარმის გაუმჯობესებაზე” და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში კლასიკური მიდგომაა, რომ კარგი კარმა არ არსებობს. კარმა ყოველთვის პრობლემატურია. პატანჯალი იოგა სუტრებში ამბობს, რომ ავიდია ეს მიწაა და ამ მიწაზე ჩვენ ვთესავთ კარმის თესლებს. ეს თესლები სამსკარების, ჩვენი შთაბეჭდილებების სახით ადრე თუ გვიან გაიზრდებიან. როდესაც იზრდებიან, გვაბრუნებენ ახალ წრეზე და ასე ვტრიალებთ როგორც ციყვი რგოლში. ერთ ადგილს ვტკეპნით და არსობრივად ერთი და იგივე პრობლემებს ვწყვეტთ მრავალი ცხოვრების განმავლობაში.

მაშასადამე რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ კარმა აღარ შევქმნათ და სულიერად განვვითარდეთ? იმისთვის რომ ჩემმა ქმედებებმა ევოლუცია გამოიწვიოს სულიერების გზაზე და პრობლემები არ შეგვიქმნან? გუშინ ვახსენე, რომ არსებობს ძალიან საშიში ელემენტი ჩვენს ცნობიერებაში, რომელსაც ეწოდება აჰანკარა ანუ ცრუ ეგო და რომელიც გვიბიძგებს ქმედებებისაკენ.

აჰანკარას აქვს ორი ასპექტი: ერთი კარგი, ერთი ცუდი. არსებობს აჰანკარას ფუნქციონალური ასპექტი. ეს ნიშნავს: იმისათვის რომ მე ვიმოქმედო, უნდა გავიგო (მესმოდეს) თუ ვინ ვარ. უნდა მქონდეს ჩემი “მე”. წარმოვიდგინოთ რომ დავივიწყე ამ წუთას, თუ ვინ ვარ. თუ დავივიწყებ, რისთვის მოვედი აქ (სემინარზე) ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები… სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქმედებისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი “მე”, საკუთარი თავის ნათლად შეგრძნება. ჩემი “მე”-ს შეგრძნება განსაზღვრავს ჩემს ქმედითუნარიანობას. თუ არ ვიცი ვინ ვარ, ვერ ვიმოქმედებ. ეს “მეს” ფუნქციონალური ნაწილია. ადმიანებს, რომლებიც აღწევენ მწვერვალებს მატერიალურ ან სულიერ პრაქტიკაში, ყოველთვის ძლიერი აჰანკარა აქვთ. მათ საკუთარი თავის ღირსების დიდი შეგრძნება აქვთ.

მაგრამ არსებობს აჰანკარას მეორე ასპექტი: რეპრეზენტატიული ფუნქცია. ანუ ჩემი თავის გარე პროეცირებას ვახდენ. ჩემთვის ცოტაა, რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ. მე კიდევ მჭირდება, რომ სხვა ადამიანებმაც იცოდნენ, როგორი ვარ. მინდა რომ აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩემით. აუცილებლად უნდა გავაგებინო სხვებსაც, როგორი ვარ. შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო ყველაზე. სწორედ ესაა ჩვენი “მე”-ს შხამიანი ნაწილი. არსებობს ნორმალური, ანუ რეალური ნაწილი და არსებობს ნაწილი რომელიც ტკბება იმის წყალობით, რომ აფართოებს თავის “მე”-ს. ყველანაირად ვცდილობ, რომ სხვებსაც ის ვაფიქრებინო საკუთარ თავზე, რასაც მე ვფიქრობ. სწორედ ამას ჰქვია სიამაყე. და ჩვეულებრივ რით ამაყობს ადამიანი? როგორ მუშაობს ეს მექანიზმი? ეს მუშაობს ამგვარად: რომ ჩემ თავს მივაწერ ყველა ჩემს მიღწევას. როცა ადამიანს კითხავთ, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, ის მოყვება თავის მიღწევებზე, წარმატებებზე… რატომ უხარია ადამიანს ასე ძლიერ წარმატებები და რატომ განიცდის წარუმატებლობების დროს? იმიტომ რომ მანამ, სანამ რამე საქმიანობას დავიწყებთ, ჩვენ გვინდა მივიღოთ გარკვეული შედეგი (ნაყოფი) ამ საქმიანობის შედეგად. სანამ ჩვენ მივიღებდით ამ ნაყოფს, უკვე მივითვისეთ იგი. ეს შედეგი საკუთარი “მე”-ს ნაწილი გავხადეთ. ჩვენ წინასწარ გვინდა ვიყოთ ის, რაც ჯერ არ ვართ. მოვიყვან ერთ მაგალითს ჩემი ცხოვრების პრაქტიკიდან. ერთ ადამიანს იმდენად უნდოდა, რომ აკადემიკოსი ყოფილიყო, რომ როდესაც არჩევნები ტარდებოდა (ფარული კენჭისყრით), ის წინასწარი ნერვიულობისგან უბრალოდ მოკვდა.

ეს კარმის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია: ჩვენ მივაწერთ საკუთარ თავს ჩვენი შრომის ნაყოფებს აჰანკარას ამ რეპრეზენტატიული ფუნქციის საშუალებით. ადამიანი ხდება ამაყი თავისი წარსული მიღწევების გამო. ხანდახან, როცა არაფერი აქვს საამაყო, რაღაც სასაცილოთი იწყებს ტრაბახს. როცა რაღაცას მივაღწიე, მიჩნდება შეგრძნება, რომ მე უფრო დიდი გავხდი. ჩემი “მე” გაფართოვდა. საკუთარი მნიშვნელოვანობის შეგრძნებით ვივსები და უფრო სრულფასოვნად შევიგრძნობ რომ “მე ვარსებობს”. მგონია რომ შრომის ნაყოფებით რეალიზაციის გარეშე ნამდვილი არსებობა არ შემიძლია. და პირიქით, როცა წარუმატებლობას განვიცდი, ეს დარტყმაა აჰანკარაზე. მე უფრო “ცოტა” გავხდი. დავპატარავდი. სინამდვილეში ეს ილუზიაა და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მე მენგრევა ჩემი წარმოდგენები ჩემი თავის შესახებ, რომელიც თავადვე შევთითხნე. ზოგი თავის მოკვლას წყვეტს იმის გამო რომ დიდი ვალები აქვს, ან ცოლი გაექცა და ა.შ…

* * *

რატომ ვტკბები კარმული ნაყოფებით და წარმატებებით? სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ცრუ ეგო ტკბება. თავისთავად მატერიალური ნაყოფები, სიამოვნების წყარო არაა, რადგან სულს არ შეუძლია მატერიით ტკბობა. ნებისმიერი ჩვენი მიღწევა მხოლოდ რამდენიმე დღის ან ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გვახარებს. ტკბობას განვიცდით რაღაცის მითვისების დროს, აჰანკარას ზრდის დროს. კარმული ქმედება, ესაა ქმედება, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ მივიღოთ ამ ქმედების ნაყოფები. და როცა ვიღებ ამ ნაყოფს ან პირიქით, არ ვიღებ, და ვტკბები ცრუ ეგოს საშუალებით, რა ხდება ამის შემდეგ? რჩება ძალიან ღრმა სამსკარა, კვალი – ან ძალიან ძლიერი ტანჯვა წარუმატებლობისგან, ან ძალიან ძლიერი სიხარული წარმატების გამო და იმის შეგრძნების გამო, რომ “მივაღწიე” ამას. ამიტომ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ კარმა არ შევქმნათ? უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი შრომის ნაყოფებთან მიჯაჭვულობების გარეშე.

“ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა სწორედ ამ საიდუმლოს უხსნის არჯუნას. ეს ძალიან მარტივი საიდუმლოა, რომელსაც რატომღაც თითქმის ვერავინ ვერ მიყვება რეალურად. “იმოქმედე, მაგრამ იმოქმედე არა ნაყოფებისთვის, არამედ თავად მოქმედებისთვის!” იმოქმედე ისე, რომ თავად მოქმედება იყოს შენი რეალიზაცია! შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, არის ის, რომ შრომის ნაყოფებში ვეძებთ რეალიზაციას. ეს უანგარო მოქმედება მოვალეობის გამო, შედეგებზე მიჯაჭვულობის გარეშე რა თქმა უნდა ნაყოფებსაც განაპირობებს, შედეგები აუცილებლად მოვა და თანაც გაცილებით მეტი, მაგრამ როცა შედეგზე ვართ კონცენტრირებული, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ თავად მოქმედებას და გაცილებით უფრო უხარისხოდ ვმოქმედებთ. თუ ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს და შედეგებზე არ ვზრუნავ, ეს შედეგები საუკეთესოა. Lეონარდო დავინჩი რომ საბოლოო შედეგზე ყოფილიყო კონცენტრირებული, შეძლებდა “მონალიზას” დახატვას?

უკვე ავღნიშნეთ, რომ გონების მეშვეობით შემიძლია დავწვა კარმა და გავარღვიო ჩაკეტილი წრე. როცა ბუდჰი აქტივაციას განიცდის, როცა გონების ცეცხლი ინთება, პირველ რიგში ვაცნობიერებ, რომ მარადიული და უკვდავი ვარ. უნდა გავაცნობიერო, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს და ასევე უნდა მივხვდე, რომ ჩემი მოქმედებების ნაყოფები მე არ მეკუთვნის. ალექსანდრე მაკედონელმა მოითხოვა, რომ სიკვდილის სარეცელზე გაშლილი ხელებით წაეყვანათ, რატომო? რომ კითხეს, უპასუხა: “ხალხმა დაინახოს, რომ თან არაფერი მიმაქვს იმ ქვეყნად და ხელცარიელი მივდივარო…”

გონიერი ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრების დანიშნულება მოქმედებაა და ამ მოქმედებაში თავისი გულის, სიყვარულის, თავისი ცნობიერების ჩადებაა და მონურად არ უნდა იყოს დამოკიდებული თავისი შრომის ნაყოფებზე. გონების მეშვეობით უნდა მივხვდე, რომ წარმატებაც და წარუმატებლობაც არ უნდა მაღელვებდეს. კრიშნა იძლევა იოგის არაჩვეულებრივ განსაზღვრებას, იოგა არაა ფეხებით მაღლა დოგმა და ლოტოსის პოზაში ჯდომა. კრიშნა ამბობს, რომ ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წარმატებისადმი და წარუმატებლობისადმი. არ უნდა მივეჯაჭვოთ საკუთარი შრომის ნაყოფებს. უნდა ვიყოთ აუღელვებელნი, მაშინაც როცა გვაქებენ და მაშინაც როცა გვაძაგებენ. უნდა ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით და არ ვინერვიულოთ მომავალზე. ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიმოქმედოთ და ამით ვთქვათ უარი ნაყოფებზე. მოქმედება საჭიროა და აუცილებელია! ბჰაგავად-გიტა, ეს მოქმედების ფილოსოფიაა და არა უმოქმედობის! კრიშნა ამბობს: “თუ ასე იქნები განწყობილი ცხოვრებისადმი, მუდამ ჩემთან იქნები დაკავშირებული. შენ დააკავშირებ შენს პატარა ცნობიერებას უზენაეს ცნობიერებასთან. და შენი პატარა ცნობიერება აბსოლუტურად ბედნიერი იქნება.” (ეს ციტატა არაა, შინაარსი და დასკვნაა “ბჰაგავად-გიტას” ციტატიდან).

სამადჰის, ანუ ღმერთთან დაკავშირების დროს, ჭკუა აბსოლუტურად მშვიდი ხდება. მშვიდი ჭკუა გვჭირდება იმისთვის, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ. იოგები ამბობენ, რომ ჩვენი ცნობიერების ტბის სიღრმეში განძია, რომელსაც ვერ ვხედავთ, რადგანაც ტბა დაბინძურებულია და ღელავს. თუ რომელიმე სულიერი პრაქტიკის შედეგად ადამიანმა შეძლო ცნობიერების ტბის დაწყნარება, იგი ხედავს ამ განძს. ხედავს საკუთარ თავს და აბსოლუტურად ბედნიერი ხდება. იგი საკუთარ თავს უბრუნდება.

ყველა ჩვენი პრობლემა დისჰარმონიის შედეგია, რომელსაც თავად ვიქმნით. ღმერთმა მოგვცა გონება და ეს გონება მისი შეცნობისთვისაა საჭირო, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? არასაჭირო რაღაცეებისთვის ვიყენებთ მას. აიურვედა ამბობს, რომ ჩვენი ყველა ავადმყოფობის მიზეზი გონების არასწორად გამოყენებაა. მაგალითად ჩვენ ვჭამთ იმას რაც არაა სასარგებლო, ვჭამთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, გვაქვს სექსი იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე საჭიროა… მთელი თანამედროვე ცივილიზაცია გონების არასწორი გამოყენების შედეგია. ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, აღიგზნონ თავი. ცხოველები არასწორად არ იყენებენ გონებას, რადგან მათ გონება არც გააჩნიათ თითქმის. მათ იმდენად აქვთ გონება, რამდენადაც თავისი კარმის გასტუმრებისთვის ჭირდებათ. ლომს რომ ანახო ეროტიული ფილმი ლომების მონაწილეობით, ის არ აღიგზნება. მას წელიწადში ერთხელ აქვს სექსი და რამდენი ეროტიული ფილმიც არ უნდა ანახო, ამას ვერ შეუცვლი. ის ჰარმონიაშია ბუნებასთან. ადამიანი კი განუწყვეტლივ ცდილობს, რომ გამოვიდეს ჰარმონიული მდგომარეობიდან.შეუძლებელია მარწყვი ჭამო ზამთარში და ის სასარგებლო იყოს. ასეთი მარწყვი არღვევს ჩვენს ჰარმონიას, ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას.

ახლა დავუბრუნდეთ ასტროლოგიას. ორი სიტყვით ასტროლოგია ესაა ინსტრუმენტი სულიერი განვითარებისათვის. იგი ეხმარება ადამიანს, რომ გააცნობიეროს, თუ როგორ იცხოვროს ბუნებასთან ჰარმონიაში. მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსიერთ ნიმუშზეა აგებული. ვედური ასტროლოგიის 7 პლანეტა შეესაბამება ჩვენი სხეულის 7 ჩაკრას (9 პლანეტაა, მაგრამ ჩაკრებს 7 შეესაბამება). ჩვენი სხეული ეს მიკრო სამყაროა. ვედები ამბობენ, რომ სამყაროში მოქმედებენ ნატიფი ძალები და თუ ჩვენ მათთან ჰარმონიაში მოვიყვანთ თავს, ისინი ხელს შეგვიწყობენ, რომ ჩვენი არსებობა ბედნიერი გავხადოთ. ასტროლოგია ხსნის, თუ როგორ მოვახდინოთ ეს ჰარმონიზირება. აგია ჩაკრას (მესამე თვალი) შეესაბამება მზე და მთვარე და აქ, ამ ჩაკრაში იმყოფება ჩვენი გონება (ბუდჰი). სწორედ ეს ჩაკრა მართავს ჩვენს ცნობიერ “მე”-ს. ამიტომ იოგები ძირითადად გალობენ მანტრას – “ომ”. ეს მანტრა სწორედ აგია ჩაკრას შეესაბამება. თუ ადამიანს მზე და მთვარე კარგ მდგომარეობაში აქვს ჰოროსკოპში, შესაბამისად მას კარგად ექნება განვითარებული ეს ჩაკრა. შემდეგ მოდის ვიშუთჰა (ყელის) ჩაკრა. ამ ასტროლოგიურ სახლს აკონტროლებს მერკური. შემდეგია ანაჰატა (გულის) ჩაკრა, შემდეგ მანიპურა ჩაკრა (მზის წნული), სვასთისთჰანა ჩაკრა (გამრავლების ორგანოები, რომლებსაც მართავს იუპიტერი) და ბოლო მულადჰარა ჩაკრა (მართავს სატურნი). ხოლო რახუ და კეტუ (ფარული პლანეტები) არის “იდა” და “პინგალა”, ის ორი არხი, რომლებიც წარმოადგენენ სიმპათიკურ (პინგალა) და პარასიმპათიკურ (იდა) ნერვულ სისტემას.

ასტროლოგია გვაძლევს საშიალებას, რომ დავინახოთ რომელი ცენტრებია დასუსტებული და ვიმუშაოთ მათზე. გვეხმარება შევიცნოთ, რა სახით ვარ დაკავშირებული ამ სამყაროსთან ნატიფ დონეზე. და ბოლოს და ბოლოს როგორ ვარ დაკავშირებული ღმერთთან მთელი ამ სისტემის მეშვეობით. მაგალითად თუ მიდიხართ ასტროლოგთან და ხედავს, რომ რაღაც პრობლემები გაქვთ სატურნთან, იგი გეტყვით, რომ გექნებათ უძილობა, აგზნებული გონება, დეპრესიები, და გაძლევთ მოულოდნელ რჩევას. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ყველაფრისგან განვთავისუფლდეთ… არსებობს ჰომოლოგიური რიგები ამ სამყაროში. მე სამყაროს ნაწილი ვარ და რაღაც რიტმში (რეზონანსში) ვიმყოფები ამ სამყაროსთან. და პრობლემები, რომლებიც ახლა მაქვს, შედეგია ამ ჰარმონიის დარღვევისა. რაღაც სუსტი პლანეტა, რომლითაც დავიბადე, შედეგია იმისა, რომ წინა ცხოვრებაში ვაკეთებდი იმ ქმედებებს, რომლებიც ამცირებდნენ და ზიანს აყენებდნენ ბუნების იმ ნაწილს, რაზეც პასუხს აგებს ესა თუ ის პლანეტა. არსი იმაშია, რომ თუ სწორად გამოვიყენებთ ასტროლოგიას, ის დაგვეხმარება, რომ უფრო ჰარმონიულნი ვიყოთ ბუნებასთან და გავიგოთ ჩვენი დანიშნულება. მოქმედება ნაყოფებზე მიჯაჭვულობის გარეშე ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ვიცი თუ რა არის ჩემი შესაძლებლობები და ჩემი საქმიანობის სფერო. ასტროლოგია კი მეხმარება გავიგო, თუ რომელი სფეროა საჩემო. ასევე მეხმარება იმ შეცდომების გამოსწორებაში, რომლებიც დავუშვი. ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ აქ შევჩერდები.

აჰანკარა აკეთებს იმას, რომ “გამოგვყოფს” მთლიანისგან და გვანცალკევებს. შეუძლია მოჭრილ თითს იყოს ბედნიერი? ვედური კულტურის მიზანია, ისევ მიაერთოს ადამიანი ერთ მთლიანს.

ახლა კი ყველაზე მთავარი, რაც ამ სემინარში მინდა გადმოგცეთ. ბჰაგავად-გიტაში კრიშნა პირველივე თავებში გვიხსნის, რომ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დავფიქრდეთ. იგი ამბობს, რომ არის უნივერსალური მეთოდი ყველა ჩვენი პრობლემის დაწვისა. ის აღნიშნავს ამ მეთოდს სიტყვით “იაგია”, რაც ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. რაც საბოლოოდ ნიშნავს უარის თქმას საკუთარ ცრუ ეგოზე, ცრუ წარმოდგენებზე საკუთარი თავის შესახებ, რომლებიც ჩვენი უმეცრების ფესვებს წარმოადგენენ. კრიშნა ამბობს, რომ ადამიანი ყველა შემთხვევაში აკეთებს მსხვერპლშეწირვებს, მაგრამ თუ ამას არასწორად აკეთებს, ბედნიერებას ვერ მოიპოვებს, ხოლო თუ სწორად აკეთებს ბედნიერი იქნება ამ სამყაროშიც და იმ სამყაროშიც.

პრანაიამა ერთ-ერთი მსხვერპლშეწირვაა. როცა მე ვზღუდავ ჩემს სუნთქვას, როცა გადამყავს იგი არაცნობიერი სფეროდან ცნობიერში. პრანაიამის არსი ორ სიტყვაში სწორედ ესაა, რომ არაცნობიერ პროცესს (სუნთქვას) ცნობიერ პროცესად ვაქცევ. და ეს ძალიან ღმად მოქმედებს ჩემს ცნობიერებაზე. იგი ამშვიდებს მას და ცნობიერება ხდება უფრო მშვიდი, სუფთა და ღრმა. უბრალოდ დაჯექით და დაიწყეთ მშვიდად დაკვირვება თქვენს სუნთქვაზე. თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი სხეული და ცნობიერება დუნდება და მშვიდდება.

კრიშნა ამბობს, რომ პრანაიამა ერთ-ერთი ფორმაა მსხვერპლშეწირვებისა. და კიდევ ჩამოთვლის მსხვერპლშეწირვების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ ის ამბობს რომ არსებობს ყველაზე ძლიერი მსხვერპლშეწირვა (იაგია), რომელსაც უწოდებს სიტყვას “ჯაპა”. და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამის შესახებ. ესაა ბგერის მოქმედება ჩვენს ცნობიერებაზე. პრანაიამა, ასტროლოგია და კიდევ სხვა ბევრი მეთოდი რა თქმა უნდა ხელს უწყობს ცნობიერების ჰარმონიზაციას, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილი მეთოდი ეს ბგერაა.

რეალობის სწორად აღქმა შეგვიძლია იმდენად, რამდენადაც გაწმენდილია ცნობიერება. და არსებობს ცნობიერების გაწმენდის ძალიან ძლიერი მეთოდი, რომელიც გვეხმარება, რომ გადავრთოთ ჩვენი ცნობიერება სხვა რეალობის აღქმაზე. ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას, რომელიც გვინდა რომ დავინახოთ, და არა ისეთს, როგორიც სინამდვილეშია და რომელსაც ჩვენ ვერ შევიგრძნობთ. და თუ ცოტათი მაინც შევცვლით ცნობიერებას, შევძლებთ რომ ცოტათი მაინც შევიგრძნოთ ეს სხვა რეალობა. ახლა ვიმყოფებით ვირტუალურ რეალობაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკი ნაწილია ჭეშმარიტი რეალობისა. ვცდილობთ დავტკბეთ ამით, მაგრამ ჩვენ არსით გაცილების მეტის ღირსები ვართ და მეტი შეგვიძლია. შეგვიძლია პირდაპირ სულით აღვიქვათ რეალობა და არა განპირობებული მექანიზმებით. და საშუალება ცნობიერების მომართვისათვის არის ბგერა.

სანსკრიტი უნიკალური ენაა. ამბობენ რომ ის მოსულია ჩვენთან სხვა რეალობიდან და სხვა ენებისგან განსხვავებით სანსკრიტული ანბანი აწყობილია ძალიან მეცნიერულად. ყველამ ვიცით რომ არსებობს 5 სტიქია. ამ სტიქიებს შეესაბამება გრძნობათა 5 ორგანო. ასევე გრძნობათა 5 ობიექტი… სმენა, შეხება, ყნოსვა, გემოვნება და მხედველობა, რომლებსაც შეესაბამება 5 შესაბამისი გრძნობის ობიექტი… არსებობს 25 თანხმოვანი სანსკრიტში და თვითოეულ სტიქიას 5 მათგანი შეესაბამება. ბგერების საშუალებით ადამიანს შეუძლია, რომ გადართოს თავისი აღქმა სხვადასხვა ნატიფ ენერგიებზე. თუ ადამიანი სწორად გამოთქვამს მათ, ისინი ტრანსფორმაციას უკეთებენ ჩვენს შინაგან ენერგიებს.

არსებობს ოთხი ნახევრადხმოვანი სანსკრიტში: “ია”, “რა”, “ლა” და “ვა”. ისინი შეესაბამებიან 4 ნატიფ ელემენტს (ჩიტა, აჰანკარა, მანას და ბუდჰი). აჰანკარას შეესაბამება “ია” (აქედან მოდის რუსული “я”). არსებობს სამი ენერგია, რომლებიც მოქმედებენ ამ სამყაროში. ესენია: მოქმედების ენერგია (ბალა), სურვილის ენერგია (გიანა) და ნების ენერგია (კრია). ამათი შესაბამისია 3 სისინა ბგერა, რომლებიც რუსულში შეესაბამებიან “с”, “ш” და “щ”.

და არსებობს 14 ხმოვანი სანსკრიტში, რომლებიც ასევე განსაზღვრულ ელემენტებს შეესაბამება. პირველი ბგერა სანსკრიტში, ისევე როგორც სხვა ენებში არის “ა”, რომელიც განსაზღვრავს სულს და უკანასკნელი ბგერებია “ჰა” და ცხვირისმიერი “მ”. “აჰამ” სანსკრიტზე ნიშნავს “მე”-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ სანსკრიტთან შესაბამისად ბგერები წარმოადგენენ მთელ სამყაროს და მთელ რეალობას და თუ ადამიანი სწორად წარმოთქვამს ბგერებს, მას შეუძლია გამოიძახოს სხვადასხვა ენერგიები ნატიფი რეალობიდან. ის რაც ადრე მანტრების საშუალებით მიიღწეოდა, ჩვენს დროში მიიღწევა “იანტრების” საშუალებით. იანტრა ნიშნავს მექანიზმს, მანქანას… ჩვენ ვცხოვრობთ მექანიზმების საუკუნეში და ჩვენს სურვილებს იანტრების საშუალებით ვანხორციელებთ.

კრიშნა ტყუილად არ ამბობს, რომ ცნობიერების ტრანსფორმაციის ყველაზე ძლიერი მეთოდი ბგერაა. ბგერით ფორმულებში შეკუმშული, კომპრესიული სახითა ჩადებული ცოდნაა. კრიშნა ხსნის, რომ ბგერაში “ომ” მთელი ვედური ცოდნაა ჩადებული. და როდესაც “ომ”-ს წარმოვთქვამთ, ეს ცოდნა შიგნიდან იხსნება ჩვენში… (ავღნიშნავ რომ “ომ” შედგება სამი ბგერისაგან: “ა” “უ” და “მ”). ბგერა იყო მატერიალური სამყაროს პირველი ელემენტი, რომლისგანაც შეიქმნა ყველაფერი დანარჩენი. და სწორედ ბგერას შეუძლია, რომ ამ სამყაროს მიღმა გაგვიყვანოს. ბგერაში რა თქმა უნდა მანტრებთან და ლოცვებთან ერთად იგულისხმება სიმღერა და მუსიკა, რომლებიც ასევე წმენდენ ჩვენს ცნობიერებას, თუ სწორად არიან შერჩეულნი. არსებობს სამკურნალო მანტრები, არსებობს მანტრები, რომლებიც კონკრეტული ჩაკრებისთვისაა განსაზღვრული, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მანტრებს, რომლებიც სულიერი განვითარებისთვისაა განკუთვნილი.

 

(Visited 2,458 times, 1 visits today)