abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მულადჰარა (ფუძისეული) ჩაკრა

მულადჰარა (ფუძისეული) ჩაკრა

მთარგმნელი Atman


განლაგება:
ფეხებს შორის, წერტილში, რომელიც მოთავსებულია ანუსსა და გენიტალიებს შორის.

ფერები: წითელი და შავი.

დამატებითი ფერი: ცისფერი.

სიმბოლო: წრე, რომელიც გარშემორტყმულია ლოტოსის ოთხი ფოთლით, და მასში კვადრატით. ხანდახან კვადრატი გამოისახება მოყვითლო-მოოქროსფრო ფერით, რაც მატერიალური სამყაროს სიმბოლოა, და მასში შეიძლება იყოს ასოები, რომლებიც შეესაბამებიან ვიბრაციას მანტრისა – ”ლამ”. კვადრატიდან ამოდის ღერო, რომელიც განასახიერებს ჩაკრას კავშირს ცენტრალურ არხთან – სუშუმნასთან.

საკვანძო სიტყვები: საფუძვლიანობა, სიმყარე, მიღება, შეთვისება, თვითგადარჩენა, თავდაცვა.

ძირითადი პრინციპები: ფიზიკური ნების ძალა არსებობისადმი და გადარჩენისადმი.

შინაგანი ასპექტი: დამიწებულობა.

ენერგია: სიცოცხლისუნარიანობა.

განვითარების ასაკობრივი პერიოდი: დაბადებიდან სამ-ხუთ წლამდე.

სტიქია: მიწა.

გრაჰა (პლანეტა): შანი (სატურნი)

გრძნობა: ყნოსვა.

ბგერა: ”ლამ”.

სხეული: ფიზიკური სხეული.

ნერვული წნული: კუდუსუნის არე.

ჩაკრასთან დაკავშირებული ჰორმონალური ჯირკვლები: სქესობრივი და თირკმელზედა ჯირკვლები.

ჩაკრასთან დაკავშირებული ორგანოები: ”მყარი” ორგანოები – ხერხემალი, ჩონჩხი, ძვლები, კბილები და ფრჩხილები. გამოყოფის ორგანოები: ანალური ხვრელი, სწორი ნაწლავი, ნაწლავები.  სამშობიარო და რეპროდუქციული ორგანოები, წინამდებარე ჯირკვალი და ”გონადები”. ასევე სისხლი და უჯრედოვანი სტრუქტურა.

ჩაკრას დისბალანსთან დაკავშირებული პრობლემები და ავადმყოფობები: შეკრულობა, ჰემოროი, დაღლილობა, აპათია, მოდუნებულობა, სისხლის დაავადებები, პრობლემები დაძაბულობასთან ზურგის მიდამოში, სახსრებისა და ძვლების პრობლემები, ქსოვილებისა და კანის პრობლემები.

არომატული ეთერზეთები:  პაჩული, კედარი, სანდალი.

ქვები და კრისტალები: აქატი, ლალი, ონიქსი, ჰემატიტი, წითელი იასპი, წითელი ქარვა, კუპრიტი, ძოწი, გიშერი, როდოქროზიტი, ალექსანდრიტი, შავი ტურმალინი, ”შპინელი”.

ძირითადი ჩაკრა, რომელსაც ასევე ფუძისეულ ჩაკრასაც უწოდებენ, განლაგებულია ფეხებს შორის მიდამოში. ”მულა” ნიშნავს ფესვს, ”ადჰარა” – შენარჩუნებას. მისი ფოთლები მიმართულია ქვემოთ და განლაგებულნი არიან ფეხებს შორის, ხოლო ღერო მიმართულია ზემოთ, ცენტრალური არხისკენ – სუშუმნასკენ. ჯანმრთელ და ბუნებრივ მდგომარეობაში იგი ოდნავ ღია უნდა იყოს.

ეს ჩაკრა მატერიალურ სამყაროსთან გვაკავშირებს. იგი გადასცემს კოსმიურ ენერგიებს ჩვენს ფიზიკურ და მიწიერ შრეებს და აიძულებს მიწის მასტაბილურებელ ენერგიას გადაიღვაროს ენერგეტიკულ სხეულებში. მულადჰარა საფუძველს უყრის სხვა დანარჩენი ჩაკრების მუშაობას, ასევე ჩვენს არსებობას და განვითარებას. იგი მიწასთან გვაკავშირებს და იცავს კავშირს ენერგიის ამ წყაროსთან, რომელიც გვკვებავს და სიცოცხლეს გვაძლევს. ამ ჩაკრათი იწყება ადამიანის ევოლუცია.

მულადჰარა გვაძლევს თავდაჯერებულობის და სტაბილურობის შეგრძნებას, რომელიც განვითარების ყველა დონეზე გვჭირდება. რაც უფრო საიმედოდ ვდგავართ მიწაზე, მით უფრო ადვილი ხდება ჩვენი ფიზიკური არსებობა მატერიალურ სამყაროში.

ფუძისეული ჩაკრა ინარჩუნებს ჩვენს ძირითად თვითშენარჩუნების ინსტინქტს – მუშაობის მოთხოვნილებას სტაბილური მდგომარეობის მისაღწევად, რაც უზრუნველგვყოფს საკვებით, თავშესაფარით, ოჯახით და შთამომავლობით. ყველაფერი ეს ერთად წარმოადგენს ჩვენი როლისა და მოთხოვნილებების ნაწილს ამ სამყაროში. უფრო მეტიც, სწორედ ეს ჩაკრა ააქტიურებს სქესობრივ ინსტინქტებს (განსხვავებით სექსუალურობის შეგრძნებისგან, რაც მეორე ჩაკრას ერთ-ერთი ფუნქციაა). სქესობრივი ინსტინქტები ჩადებულია ამ ჩაკრაში გვარის გაგრძელების აუცილებლობის გამო და თვითგადარჩენის მიზნით – შთამომავლობის დატოვების ფორმით.

ძირითადი ჩაკრა წარმოადგენს არსებობისათვის და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას, და იგია ყველა ინსტინქტის წყარო, რომლებიც არსებობენ ჩვენი და ჩვენი ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობის დასაცავად, ისევე როგორც ჩვენი ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.  პირველ რიგში ესაა ”ინსტინქტური” სურვილები და საფრთხის დროს თავდაცვის მოთხოვნილება. მულადჰარა ასევე პასუხს აგებს იმუნიტეტზე.

შიშები, რომლებიც უფლებას არ გვაძლევენ მოვხვდეთ ჩვენი ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობისთვის საშიშ სიტუაციებში, წარმოადგენენ თავდაცვის მექანიზმის ნაწილს, რომელიც ამ ჩაკრას მოჰყავს მოძრაობაში. უმეტესობა ამ შიშებისა ძირითადია, და დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის, მაგალითად ჩამოვარდნის შიში, ცეცხლის შიში, დახრჩობის შიში და ა.შ. ცხოვრების სხვადასხვა პირობები აიძულებენ ადამიანს სხვადასხვა საზღვრებში განიცადონ ეს პირველყოფილი შიშები. საერთოდ, ადამიანები ვერ ბედავენ ამ შიშების გადალახვას, თუკი მათ არ აქვთ ამის მწვავე მოთხოვნილება, ან არ აქვთ კონკურენციის მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების შემოწმების სურვილი. ეს ყველაფერი გამოვლინებაა სიტუაციებისს ამ ჩაკრაში გაუწონასწორებლობის დროს. მისმა დისბალანსმა შესაძლოა მიგვიყვანოს სიმხდალემდე, სხვა ადამიანების აზრზე დამოკიდებულობამდე – და, მეორე მხრივ, უკიდურესობაში გადავარდნამდე და გაუმართლებელ დიდ რისკებამდე

.Muladhara

ადამიანები, რომლებსაც მულადჰარა ჩაკრა წამყვანი (ყველაზე აქტიური) აქვთ:

ტანსაცმელში უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურს.  ფერთა გამა ყავისფერიდან რუხ ტონებამდე.

სიარულის დროს ტერფებს მთლიანად ადგამენ. ყველაზე ნელი სიარული აქვთ ყველა ცენტრს შორის, ცოტათი პინგვინისას მოგვაგონებს.

საუბრობენ ძალიან ცოტას და ძირითადად საქმეზე. პაუზებით და ნაკლები ემოციური შეფერილობით. ძალიან დიდხანს უნდებიან ინფორმაციის ათვისებას, მაგრამ თუ გაიგეს და მიიღეს, ეს მათი ცხოვრებაში რეალიზდება, განსხვავებით წამყვანი ”აჯნასგან”, რომელიც სწავლობს გამოცდას დღე-ღამეში და მალევე ყველაფერი ავიწყდება.

საკვებს მიირთმევენ ისევე, როგორც დადიან – ძალიან ნელა და საფუძვლიანად. ხშირად ისინი ძვალმსხვილები არიან.

ფინანსებში არიან ძალიან მომჭირნენი და ეკონომიურები. ფულს კარგად აგროვებენ. მათი საკვანძო სიტყვაა – სარგებელი.

სუნთქვის დროს მულადჰარა აქტიურდება მაშინ, როცა ამოსუნთქვის და ჩასუნთქვის ხანგრძლივობები ერთმანეთის ტოლია და დაყოვნება ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის ასევე ტოლია.

პირველი ჩაკრას პოტენციალის გაზრდა (თუ ეს მოცემულ მომენტში საჭიროა) შეიძლება ასევე სხვა მარტივი საშუალებებით:

– ფიზიკური ვარჯიშით. როგორც ამბობენ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. აუცილებელი არაა სპეციალურად სიარული სპორტ-დარბაზებში და საცურაო აუზებში. საკმარისია ყოველდღიურად მცირე დატვირთვა, განსაკუთრებით ფეხებზე. მაგალითად გასეირნება სუფთა ჰაერზე, მსუბუქი სირბილი და სხვა ფიზიკური ვარჯიშები (მათ შჴრის სხეულის სხვა ნაწილებზეც).

–  მეტი ურთიერთობა იქონიეთ მიწასთან. ჭვრიტეთ ბუნება, ხეები, ხეების ხმა, ქარის ხმა, წვიმის ხმა… მეტი დრო გაატარეთ სახლის გარეთ, შეეხეთ ხეებს, უყურეთ ჩიტებს, იგორავეთ თოვლში, შეეხეთ მიწას, ქვიშას, ბალახს…

წყარო: http://geoastro.ge/

(Visited 500 times, 1 visits today)