abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ხუთი სტიქია ადამიანში

ხუთი სტიქია ადამიანში

ავტორი და მთარგმნელი: tikoroma

დაოსური სწავლება ბუნების 5 ელემენტს იცნობს – ესაა წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი. წყალი შეესაბამება ზამთრის სეზონს, ხე – გაზაფხულს, ცეცხლი – ზაფხულს, მიწა – ნაბუნიობას და ბუნიობას, ლითონი – შემოდგომას. ადამიანში ხუთივე ელემენტი გამოვლინდება, თუმცა შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი დომინირებდეს, ან ორი-სამი ელემენტის გავლენა გამოიკვეთოს. ელემენტთა გამოვლენის სიძლიერე ადამიანში მის პირად რიტმს აყალიბებს. თითოეულ ელემენტს აქვს გარკვეული ძალა და ნაკლი, ხოლო მათი შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის ადამიანის ფიზიკურ, ემოციური და სულიერი მდგომარეობის შესახებ.

5 elements article s#BC58D6

წყლის ელემენტი:  ზამთრის რიტმი, განასახიერებს თესლს, ემბრიონს, პოტენციალს.

წყლის სტიქიის, იგივე ზამთრის სეზონის ადამიანი ნორჩი, გამოუცდელი, სუფთა სულის პიროვნებაა, რომელიც ბავშვური ენთუზიაზმით  მოქმედებს. ზამთრის სუსტი მზის გამო ენერგეტიკული რესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მისი  აქტიურობა დიდხანს არ გრძელდება. თუმცა შეუძლია საკუთარ თავშივე მოიძიოს  და წრაფად აღიდგინოს ძალები.

წყლის ადამიანებს ახასიათებთ შენელებული რეფლექსები, ღრმად ჩაფიქრდება, დინჯი საუბარი, დადიან აუჩქარებელი ნაბიჯით და რწევით.

მათი მთავარი თვისებაა სიმამაცე, რაც სტრესულ მდგომარეობაში  შიშად იქცევა.

ხის ელემენტი: გაზაფხულის რიტმი,  განასახიერებს ზრდას (მატებას), ახალი სიცოცხლის ძალასა და ამტანობას.

ხის სტიქიის ადამიანი ძლიერი და პრეტენზიულია, სამართლიანია და სხვებისგანაც ამას მოითხოვს. საკუთარ თავში დარწმუნებულია, რადგან სწორად მსჯელობს და გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს. შესაძლოა გახდეს ქედმაღალი, ხისტი და თავნება.

ხის ადამიანები საუბრობენ ხმამაღლა, მერყევი, ცვალებადი ინტონაციით, ასევე დადიან ცვალებადი ნაბიჯით, ადგილზე ცმუკავენ, სხარტად მოძრაობენ.

სტრესულ მდგომარეობაში მათი სიჯიუტე აღშფოთებად გადაიქცევა.

ცეცხლის ელემენტი: ზაფხულის რიტმი, შესრულება.

ცეცხლის სტიქიის ადამიანი მოჰგავს ტყის ხანძარს, რომელიც სწრაფად ვრცელდება ყველა მიმართულებით და ალში ხვევს ყველაფერს, რაც გზად შემოხვდება. ცეცხლის ადამიანი გულით მოქმედებს, არის თბილი, თანამგრძნობი, მხიარული გარშემომყოფების მიმართ, ქარიზმატულია, იოლად ხიბლავს ხალხს, შეუძლია ადვილად მოიპოვოს ნდობა და აქვს სხვებზე ზეგავლენის მოხდების უნარი.

საუბრობენ სიცილით, ჟესტებით, ზოგჯერ არა მხოლოდ ხელებს, არამედ მთელს სხეულს იყენებენ სათქმელის გამოსახატავად.

სტრესულ მდგომარეობაში მათი სიხარული და ვნება პანიკად და ისტერიად იქცევა.

მიწის ელემენტი:  ბუნიობის (გვიანი ზაფხულის) რიტმი – მოსავლის აღება.

კონცენტრირებული, ორიენტირებული და გარდამავალი – სრულყოფილი ბალანსი…

მიწის ადამიანი მყარად ფლობს ცოდნას, არის სამართლიანობის სიმბოლო, სტაბილური და კარგი წინამძღოლია. მიწის ელემენტი მოსავლის აღების, სიმრავლის, კვების, ნაყოფიერებისა და დედაშვილური ურთიერთობების ხელშემწყობია.

მიწის სტიქიის ადამიანი არის მომთმენი, სანდო, ლოგიკური, მილიტარული, ჯიუტი, ძალიან ენერგიული, მართავს მომსახურების და მოვალეობის სფეროებს;

ლითონის ელემენტი: შემოდგომის რიტმი – დასასრული.

ლითინი შეესაბამება ასევე ჰაერის ელემენტს, ეს არის გრავიტაცია, დედამიწის მინერალები, ციურ სხეულთა ნიმუშები, ელექტროგამტარი და მაგნიტური ძალები. მათ განსაზღვრული სტრუქტურა აქვთ, მაგრამ გადადნობისას ახალი ფორმის მიღებაც შეუძლიათ.

ლითონის ადამიანი დგას ცასა და მიწის შუა, მისი ენერგია მშვიდი და ნათელია, ჯერ კიდევ გამოუყენებელი და თვითმყოფადია.

შემოდგომა განასახიერებს დასასრულს, ძველის კვდომას ახლის შესაქმნელად.

შემოდგომის ხალხი ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ, ამაღლებული იდეალებისკენ, განწმენდისკენ. სურთ აღმოფხვრან ყოველივე, რასაც უწმინდურად მიიჩნევენ – იდეები, ქცევა თუ სისტემა. ლითონის ადამიანებს ესმით “მსოფლიო სევდა” და აქვთ ნიჭი თესონ სიკეთე, პატიოსნება და ერთიანობა.

სტრესულ მდგომარეობაში შემოდგომის ადამიანი შესაძლოა გახდეს ზედმეტად სერიოზული, ან დეპრესიული, თავს არიდებს მხიარულებას, ვეღარ იღებს სიამოვნებას.

საუბრობენ ქვითინის მსგავსი ხმით, სიარულისას თითქოს სრიალებენ, დადიან თავაწეული წინ მიმართული მზერით.

(Visited 2,823 times, 1 visits today)