abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VI

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VI

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

შეისმინე, ადამიანო, მაგიის სიბრძნე.

შეისმინე დაკარგული მივიწყებული ძალების ცოდნა.

ძალიან დიდი ხნის წინ, პირველი ადამიანების არსებობის დროს, გაჩაღდა ომი ნათელსა და ბნელ ძალებს შორის. დასაბამიდან მოიცავდა ადამიანი ბნელსაც და ნათელსაც და იმ დროს, როდესაც ერთი მხარე სიბნელეში იმყოფებოდა, მეორის სულს ნათელი ავსებდა.

ადამიანისთვის უხილევი ძალების გამოყენებით, საუკუნეების მანძილზე გაუთავებლად მიმდინარეობს ეს უძველესი და უსასტიკესი ბრძოლა.


ის ვისაც სიბნელე მოიცავს, იბრძვისნათელის წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს მეორე მხარე – სინათლის მსახურები, რომლებიც იპყრობენ ღამის წყვდიადს.
სადაც არ უნდა იმყოფებოდე, რომელ ეპოქაშიც და ეტაპზე, უნდა იცოდე ბნელის წინააღმდეგ ბროძლის შესახებ.
მრავალი საუკუნის წინ, დღის შვილებმა მიწისქვეშეთის ბნელით სავსე სამყარო აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მრავალსაუკუნოვანი ომი გაჩაღდა.
ბნელს მოეცვა იმ პერიოდში ყველაფერი, შუქის მხოლოდ მცირე ნაპერწკალი ანათებდა წყვდიადში.
არსებობდნენ სიბნელის მეუფეები, რომლებიც მუდმივ წინააღმდეგობაში და დაუნდობელ ბრძოლაში იყვნენ სინათლის მეუფეებთან. ბნელი ძალების და შავი მაგიის გამოყენებით იმ ბორკილების გამაგრებას ცდილობდნენ, რომლითაც ადამიანი ღამეს მიაჯაჭვეს.
და გაერთიანდნენ ისინი სიბნელის საძმოში.
საიდუმლოდ და შეუმჩნევლად მოქმედი ბნელი ძალის წარმომადგენლები, საუკუნის მანძილზე წარმოაგენენ წინააღმდეგობას ადამიანებისთვის და ჩუმად და შეფარულად იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას მათ შესაზღუდად და დასამორჩილებლად.
ადამიანი, მწირი ცოდნის და განვითარების გამო, მიწის წიაღიდან იზიდავს მათ. შავბნელი გზით მოსიარულეები, ადამიანის ოცნებებში აღწევენ და მათი გონებას რევენ.
მათი დახმარებით მიღებული შავბნელი ცოდნის წყალობით შესაძლებელი გახდა სხვების გამოძახება და დედამიწის ზედაპირზე ამოყვანა. სიბნელის საძმო, ადამიანის ცნობიერების სივრცეებში შეიჭრა, რომელიც ღამის წყვდიადის გარსში მოექცა და სიცოცხლის მანძილზე სული სრულ ტყვეობაში მოექცა.
უძლეველნი იყვნენ ისინი დაფარულ ცოდნაში. დაფარულში, რადგან ღამეს ეკუთვნის ის.
ისმინე ადამიანო და მიიღე ჩემი გაფრთხილება, რათა გათავისუფლდე ბორკილებისგან.
დაე ნუ დაეცემა შენი სული და მიქცეულ იყოს შენი სახე სინათლისკენ.
მუდამ სინათლის მწვერვალისკენ იარე და გაანათე სული.
სიბნელის მსახურები მუდამ იმ საძმოს წევრების ძებნაში არიან, ვინც მიმართულება იცვალა და სინათლეს შეუერთდა, რადგან იციან მათ სინათლის მსახურის ძალა.
ამიტომ, გაფრთხილდი, კარგად შეამოწმე თუ ვინ გეწვია და აწონ დაწონე მისი სიტყვები, რადგან დარწმუნდე მის ნათელ აზრებში.
ადვილია მიჰყვე მათ გზას. მაგრამ იცოდე, ადამიანო, გახსოვდეს, რომ მხოლოდ მათთან მოდის სინათლე, ვინც ცდილობს და ეძებს მას.
ბევრ ქვას გადააწყდები გზაზე და მრავალი მთის გადალახვა მოგიწევს ვიდრე სინათლეს მიაგნებ. იცოდე, ვინც ამ ყველაფერს დაძლევს, გათავისუფლდება საუკუნოვანი ბორკილებისგან. საბოლოოდ ნათელმა უნდა გაიმარჯვოს და ბნელი წაშლილ იყოს სამყაროდან.
ისმინე და მიიღე ეს სიბრძნე: სინამდვილეა ის, რომ ბნელი არის იგივე ნათელი, რადგან როდესაც ის წაიშლება და ღამის ყველა საფარი განადგურდება, სიბნელიდან გამოანათენს სინათლე.
ისევე როგორც ადამიანებს შორიც ცხოვრობს სიბნელის საძმო, ასევე არსებობენ სინათლის მსახურები, რომლებიც ადამიანების ბორკილებიდან გათავისუფლებას ცდილობენ.
იმ კანონის სახით, რომელიც პლანეტას განაგებს, დიდ ძალას ფლობს სინათლის საძმო.
მუდმივ წესრიგსა და ჰარმონიაში მოქმედების შედეგად, მრავალ ადამიანს ათავისუფლებენ ტყვეობისგან. ფარულად ცხოვრობენ ისინი ადამიანებში და არ ცნობს მათ ხალხი. იცოდე ადამიანო, რომ მუდამ შენს გვერდით დააბიჯებენ ისინი, მზის ძალით სავსე და მუდმივ მზადყოფნაში.
თავისუფალი არიან სინათლის მსახურები ამენტის ბნელი დარბაზებიდან. დილის მნათობები არიან ისინი ადამიანებს შორის. ადამიანის მსგავსნი არიან, მაგრამ არ გვანან მათ. ცალ ცალკე არასოდეს არსებობდნენ წარსულში, არამედ იყვნენ ერთიანი, დასაბამიდან. ყოველი მათგანი, ერთიანობაში წარმოიშვა უფორმოს ფორმირების შედეგად. და მიეცა შუქის მეუფის გზით მოსიარულე ადამიანს მათი საიდუმლოებები, რათა დაეღწია თავი განსაცდელისგან. ამისათვის, საჭირო იყო მას, უფორმო და ამორფული, ასევე შიშის ფანტომი გადაელახა. უნდა შეესწავლა ყველა საიდუმლო და ევლო გრძელი გზით, ვიდრე ერთხელაც მის წინ, მისივე მიზანი, შუქი არ გამჩნდებოდა. მრავალი წინაღობის მერე, გამოჩნდება მზე, რომელიც სინათლის სიმბოლოა. ეხლა კი გიზიარებ საიდუმლოს, რადგან შეძლო და დაამარცხო ბნელი ძალები. მხოლოდ ცოდნით შეძლებ გამარჯვებას და სიბრძნოთ დაეუფლები ნათელს. გაძლევ მეუფეთა ცოდნას, რომელიც დაგეხმარება ბნელის დამარცხებაში.
როდესაც გესტუმრება გრძნობა, რომელიც ბნელ კარიბჭეს მიგაახლოვებს, გამოსცადე შენი გული და გაარკვიე, გარედან არის თუ არა ეს გრძნობა. და თუ აღმოაჩენ მას შენში, გაწმინდე საკუთარი გონება. გაგზავნე მთლიან სხეულში ვიბრაცია, ჯერ მოუწესრიგებლად, ხოლო შემდეგ სრული წესრიგით და გაიმეორე იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდები. აამოქმედე ტალღური ძალა ტვინის ცენტრში და გადაგზავნე მისი ენერგია თავიდან ტერფებამდე. და თუ შეამჩნე, რომ შენი გული ბნელს არ მოუცავს, დარწმუნებული იყავი, რომ ძალა შენს მიმართ იქნა მომართული. მხოლოდ მაშინ აიცილებ თავიდან, თუ შენ ეს იცი. გახდი ბრძენი და დაეუფლები ძალას.
მოძებნე სიბნელით მოცული ადგილი და შემოავლე მას წრე, ხოლო შემდეგ ჩადექი ცენტრში. გამოიყენე ეს ფორმულა და გათავისუფლდები. ასწიე ხელები მაღლა, ბნელ სივრცეში. დახუჭე თვალები და შემოუშვი სინათლე. იხმე სინათლის სული შემდეგი სიტყვებით: „შეავსე ჩემი სხეული, სიცოცხლის სულო, შეავსე ჩემი სხეული სინათლის სულით. გამოდი ყვავლიდან რომელიც ციმციმებს სიბნელეში. გამოდი დარბაზებიდან, სადაც შვიდი მეუფე ხელმწიფებს. ვიხმობ შვიდივეს სახელებით: სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი, შვიდი, რვა – ცხრა. ვიხმობ მათ, რათა დამეხმარონ და დამიცვან ბნელისგან. UNTANAS, QUERTAS, CHIETAL, და GOYANA, HUERTAL, SEMVETA—ARDAL. ამ სახელებით გიხმობთ, რათა წამიყვანოთ სიბნელიდან და ვეზიარო ნათელს.“
იცოდე ადამიანო, რომ ამის შემდეგ გათავისუფლდები ბორკილებისგან.
მიხვდი, რომ სახელებს აქვთ ძალა და ვიბრაცია, რომელიც ბორკილებისგან გიხსნის? გამოიყენე იგივე სახელები, რათა შეძლო შენი ძმის გათავისუფლება, რომელიც ასევე სიბნელის ტყვეობაშია.
გაძლევ ჩემ მაგიას.
მიიღე და იარსებე სინათლისკენ მიმავალმა.
შუქი იყოს შენში, ცხოვრება იყოს შენში და შეძლებ იქცე მზედ წრის დასრულების შემდეგ.

(Visited 613 times, 1 visits today)