abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეტიზმი

ჰერმეტიზმი

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.


ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება: ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფოლოსოფია ანუ თეოსოფია, რომელსაც შეისწავლის ელენე პეტრეს ასულ ბლავაცკაიასა და პოლკოვნიკ ოლკოტის მიერ დაარსებული თეოსოფიური საზოგადოება. ჰერმეტიზმი შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს.
ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან. თავისი ბუნებით მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი უფრო პრაქტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკიდებულებას ბუნების საიდუმლო ძალებთან, მათთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტიც აქვთ.

არსებობს ჰერმეტიზმის შემდეგი სახეობები:

*უმაღლესი ჰერმეტიზმი: თეურგია, ტრავმატურგია, ფსიხურგია;
*კლასიკური ჰერმეტიზმი: კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია;
*ჰერმეტისული მედიცინა: ჰიპნოტიზმი და მაგნეტიზმი;
*პრაქტიკული ჰერმეტიზმი: ტელეპატია, ტელეფსიქია, ტელეკინეზი, ფსიქომეტრია;
*სახალხო ჰერმეტიზმი: ორაკული, მკითხაობა, მწვანე (მცენარეული) მაგია.

ჰერმეს-ტოტის ცნობილი “ზურმუხტის ფილების” გარდა, არსებობს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეზოთერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და შესაძლებლობის ფარგლებში დაწვრილებით შესწავლილი, ტოტი-ატლანტიდელის “ზურმუხტის დაფა” – Tabula Smaragdina, რომლის წარმოშობაც ისეთივე მისტიურია, როგორც თვითონ ნაწარმოები და სამყაროს და დედამიწის ისტორიის საოცარ კოსმოგენიურ სურათს იძლევა.
გადმოცემის თანახმად, ჰერმეს-ტოტის სამარხში აღმოაჩინეს “ზურმუხტის დაფა” – ძვირფასი ქვის პატარა ფილა, რომელზეც კოსმიური წესრიგით ამოტვიფრული იყო მაგიური ფორმულები. ამ დაფის დახმარებით დიდებულ ღმერთს შეეძლო კონტაქტის დამყარება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. იმ პერიოდში ჰერმეს-ტოტი ცნობილი იყო როგორც “ტრისმეგისტი”, ანუ “სამმაგად დიდებული”.
ზურმუხტის დაფის საიდუმლო დღემდე არ არის ამოხსნილი. არსებობს უამრავი ვარაუდი. ზოგი თვლის, რომ მასზე წერია ალქიმიკოსების ფილოსოფიური ქვის მიღების რეცეპტი, ზოგის აზრით, მასზე სამყაროს სიბრძნეა დაწერილი და ა.შ. პირველად ამ დაფაზე დაწერილი ტექსტი ლათინურად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ითარგმნა. იგი გამოქვეყნდა ტრაქტატში “ალქიმიის შესახებ” 1541 წელს.
ასეთი ფილის ორი ვერსია აღმოჩენილია ასევე არაბულ ენაზე. არქეოლოგებს და მეცნიერებს ეგონათ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი ბერძნულ ენაზე იქნებოდა დაწერილი, თუმცა მსგავსი არაფერი აღმოუჩენიათ.

ზურმუხტის დაფა

1. ჭეშმარიტია ყოველგვარი სიცრუის გარეშე, სარწმუნოა და სრულიად ჭეშმარიტია.
2. ის, რაც არის ქვემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ზემოთ; და ის, რაც არის ზემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ, რომ განახორციელოს ერთიანობის საოცრება.
3. და ამგვარად, ყველაფერი წარმოიშვა ერთისგან ერთიანობის საშუალებით: ამგვარად ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანი არსის შეგუების მეშვეობისგან.
4. მისი მამა არის მზე, მისი დედა არის მთვარე. (5) ქარი მას თავის მუცლით ატარებდა. (6) მისი ძიძა არის მიწა.
5 (7). ეს არსი არის მთელი ქვეყნიერების ყოველგვარი სრულყოფილების მამა.
6 (8). მისი ძალა მთლიანი რჩება, როცა ის მიწად გადაიქცევა.
7 (9). შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, ფაქიზს უხეშისგან ნაზად, დიდი ხელოვნებით.
8 (10). ეს არსი ადის მიწიდან ცისკენ და მიღებული უმაღლესი და უმდაბლესი ძალით ისევ მიწაზე ეშვება. (11). ამგვარად ეუფლები მთელი სამყაროს დიდებას, ამიტომ შენ მოგშორდება ყოველგვარი წყვდიადი.
9. ეს არსი არის ყველა ძალის ძალა: რადგან ის გაიმარჯვებს ყველანაირ ფაქიზზე და შეაღწევს ყველანაირ სიმყარეში.
10 (12). ასეა შექმნილი სამყარო.
11 (13). აქედან წარმოიშვება ყოველგვარი შეგუება, რომელთა საშუალებაც ასეთია.
12 (14). ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს.
13 (15). საკმარისია ის, რაც მე ვთქვი მზის წარმოშობის სამუშაოზე.

ჰერმეტიკის შვიდი პრინციპი:

მენტალიტეტის პრინციპი: ღვთაებრივი სულიერება
ანალოგიის პრინციპი: როგორიც ზევით, ისეთი ქვევით
მოძრაობის პრინციპი: ყველაფერი ენერგია და მოძრაობაა
პოლარლობის პრინციპი: თეთრი კეთილი, შავი ბოროტი
რითმის პრინციპი: ყველაფერი მოწესრიგებულ მოძრაობაში
კარმის პრინციპი: მიზეზი და შედეგი
სქესის პრინციპი: მდედრობითი და მამრობითი

(Visited 2,321 times, 1 visits today)