abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო

ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო

სტატიის ავტორი: tikoroma

(ნაწილი I)

კაცობრიობა დამწერლობის წმინდა ანბანური სისტემის შემოღებას ფინიკიელებს უნდა უმადლოდეს. როგორც ცნობილია, არც ერთ სხვა ერს მსოფლიოში დამოუკიდებლად ანბანური დამწერლობა არ შეუქმნია. ფინიკიური ანბანის საფუძველზე შექმნილმა ბერძნულმა და არამეულმა დამწერლობებმა, დასაბამი დაუდეს დასავლურ და აღმოსავლურ ანბანურ სისტემებს. ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქართული ასომთავრული, ბერძნულისა და არამეულის მსგავსად,  შექმნილია უშუალოდ ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში (რ. პატარიძე1).

samgvari_damcerloba_citeli

ასომთავრული ანბანის სტრუქტურა

ქართული ასომთავრული ანბანი იმეორებს სემური დამწერლობის ანბანურ პრინციპებს:

1. ასო-ნიშნებს იდეოგრაფიული მნიშვნელობა აქვთ (ასო-ნიშანი იდეოგრამაა);

2. ყოველი ასო-ნიშნის იდეოგრაფიულ მნიშვნელობას შესაბამისი ასო-ნიშნის სახელდება აცხადებს;

3. ასო-ნიშნებს მინიჭებული აქვთ მათი იდეოგრაფიული მნიშვნელობისა და ამდენად, მათი სახელდების პირველი ბგერის მნიშვნელობა ე.წ. აკროფონიული პრინციპი. ასო-ნიშანი იდეოგრამა-აკროფონია;

4. ანბანში ასო-ნიშნების თანმიმდევრობა კალენდარული მნიშვნელობისაა (ასო-ნიშანი კალენდარული იდეოგრამაა);

5. ასო-ნიშნებს თანმიმდევრობის მიხედვით ანბანურ მწკრივში კალენდარული რიცხვითი მნიშვნელობა აქვთ (ე.წ. რიგითი სათვალავი).

6. ასო-ნიშნებს აქვთ ერთეულების, ათეულებისა და ასეულების რიცხვითი მნიშვნელობა (ე.წ. ანბანური სათვალავი).

 

ასე რომ, ერთი შეხედვით უმარტივესი ანბანური მწკრივი, სინამდვილეში, დამწერლობის ურთულესი ღრმად გააზრებული სისტემაა, რომელიც შექმნილია ერთ დროს და ერთდროულად, როგორც ერთი კონსტრუქციული სისტემა.

საფიქრებელია, რომ ქართულ ანბანში თავდაპირველად 35 ასო-ნიშანი იყო, ხოლო   – ჰაე და  – ჰოე მოგვიანებით დაემატა ბერძნული ანბანის გავლენით, როცა უკვე დავიწყებული იყო ანბანის კალენდარული მნიშვნელობა.  ასე რომ, ანბანში ჩადებული  ცოდნის ამოხსნა ხდება მხოლოდ 35 ასო-ნიშნის განხილვის საფუძველზე.

ყველა უძველესი ანბანი დასასრულის მაუწყებელი ნიშნით – ჯვრით მთავრდება. ქართული ანბანის 35-ე გრაფემად ჯვრის იდეოგრამა ზის და აკროფონული პრინციპის შესაბამისად ასო-ნიშანს ჯვრის პირველი ბგერის „ჯ“-ს მნიშვნელობა აქვს მინიჭებული; ეს ასო-ნიშანი ანბანის დასასრულის მაუწყებელია.

 

ქართული ანბანი სამ ანბანურ ჯგუფს აერთიანებს:

1. სემური ანბანური ჯგუფი (21 ასო-ნიშანი „ან“-დან „ტარ“-მდე);

2. ბერძნული ანბანური ჯგუფი ( 4 ასო-ნიშანი – , ფ, ქ, ღ);

3. ქართული ანბანური ჯგუფი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ,, ჯ).

მათი მიხდევით ქართულ ანბანში ასო-ნიშნები შვიდეულებად ჯგუფდება (21 = 3X7 და 14 = 2X7);

 

თუ ანბანს ორ – „უცხოურ“ და ქართულ  ჯგუფებად დავყოფთ, ვნახავთ, რომ სემურ-ბერძნული ანბანური ჯგუფი („ანი“-დან „ქან“-მდე) 28 ასო-ნიშანს შეიცავს და 4 შვიდეულს ქმნის, ხოლო ქართული 1 შიდეული  ცალკე რჩება.

ანბანში 21 ასო-ნიშანის სახელწოდებას საფუძვლად „ან“ (შუმერული ერთმარცვლიანი ლოგოგრამა) მარცვალი დაედო:

1. ან                   14. ინ

2. ბ-ან               15. ვ-ინ

3. გ-ან               16. შ-ინ

4. თ-ან              17. ჩ-ინ

5. კ-ან

6. მ-ან

7. ჟ-ან               18. ენ

8. ს-ან               19. ზ-ენ

9. ქ-ან

10. ღ-ან             20. ონ

11. ც-ან             21. დ-ონ.

12. ხ-ან

13. ჯ-ან

 

არ“ შუმერული სიტყვით სახელდებულია შემდეგი 7 ასო-ნიშანი:

1. -არ, 2. ჭ-არ, 3. ყ-არ, 4. ფ-არ, 5. ტ-არ, 6. პ-არ, 7. ნ-არ.

განსხვავებულია დანარჩენი 7 ასო-ნიშნის სახელდების პრინციპი:

1. ე              5. ძ-ილ

2. ე              6. წ-ილ

3. რაე

4 ე               7. ლ-ას

ასე რომ, ასო-ნიშნების სილაბური სახელდების პრინციპიც მათ შვიდეულებად ჰყოფს და ეს უმიზეზოდ არ ხდება.

ანბანის 35 გრაფემა სულ 5 შვიდეულს შეადგენს.  ამ შვიდეულებში სხვადასხვა მარცვლოვანი სახელდების ასო-ნიშნები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ან, ონ, ენ, ინ                                     არ                                ე, ილ, ას

I – 7                                         I –                                I –

II – 4                                       II – 1                           II -2

III – 3                                      III – 2                          III – 2

IV – 4                                      IV – 2                          IV – 1

V – 3                                       V – 2                           V – 2

 

ანბანში ასო-ნიშნების სახელდებისა და დაჯგუფების ასეთი პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში ძველი ქართული წარმართული კულტურის ასტრალური ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, მეტონის 19-წლიანი ციკლი, პითაგორული საიდუმლო ცოდნა და ოქროს კვეთის საიდუმლო. ასე რომ, ქართულ ასომთავრულ ანბანში განცხადებულია მათემატიკური, ასტრონომიული და კალენდარული მიღწევები.

რიცხვი 7 უძველესი დროიდან ყველა ხალხებს წმინდა რიცხვად მიაჩნდათ. იგი თავდაპირველად მთვარის რიცხვი უნდა ყოფილიყო. 7 დღე მთვარის ერთი ფაზაა, ხოლო ოთხი შიდეული მთვარის ოთხი ფაზა, ანუ მთვარის სრული ციკლია. მთვარის წმინდა რიცხვს ქართულ ანბანში მთვარის ღმერთის წმინდა ცხოველის იდეოგრამა-აკროფონი   – „არ“ აცხადებს, მისი რიგითი ნომერია 34, ხოლო მისი რიცხვითი მნიშვნელობაა 7.000, რაც იგივე წმინდა რიცხვი შვიდია.  პითაგორიანული მოძღვრებით ათეული იგივე ერთეულია, ათი სრულყოფილი ერთობაა, სრულყოფილი ერთია. 34 სამი ათეულისა და ოთხი ერთეულის ჯამია, ასე რომ „არ“-ის წმინდა რიცხვი შვიდია.

ქართულ ანბანში სულ 3, 4 და 5 შვიდეული ცხადდება, ეს რიცხვები პითაგორიანული მართკუთხა სამკუთხედისა და პითაგორიანული კვადრატული ჰარმონიის რიცხვებია.

 

ცნობილია ძველი აღმოსავლეთის ასტრალური პანთეონის ტრიადა –  სინ-მთვარე, შამაშ-მზე და იშთარ-ცისკრის ვარსკვლავი.  უძველეს შუმერულ პანთეონში „ან“ ცის ღმერთს ნიშნავს და უპირველესი ღმერთია, უფრო გვიან ბაბილონურ ხანაში „ან“ ცის ღმერთს „სინ“ მთვარის ღმერთი ენაცვლება და მათი შერწყმა ხდება. ქართულ ანბანის პირველი ასო-ნიშანი „სინ“ ღმერთის ძველ შუმერულ სახელს  („ან“)  ატარებს. „ან“-ის  გრაფიკულ გამოსახულებაში   რკალი მთვარის იდეოგრამაა, ზედა ხაზის მნიშვნელობა კი ასტრონომიულად მთვარის ცაზე სრბოლის ზემო მიჯნა უნდა იყოს. ქართული ასომთავრული „ან“ ასტრონომიულად სავსე, ბადრი მთვარის საშუაღამო კულმინაციაა. ქართულ ანანში „ან“-ის რიგით პირველია, რაშიც იგულისხმება, რომ მთვარე პირველ ცაზეა.

ქართული ასომთავრული ანბანის მე-4 ასო-ნიშანი  „დონი“ მზის ღვთაების იდეოგრამაა ( – წრე, წრეზე დასმული ჯვარი), თუ ასეა, იგი მზის ღვთაების აკროფონიც უნდა იყოს, ანუ მზის ღმერთის სახელიც „დ“- ბგერით უნდა იწყებოდეს. უძველეს საქართველოში მზეს „დღე“ ეწოდებოდა. მაგალითად, დღეგრძელი ნიშნავს მზეგრძელს. ქართულ წარმართულ ტექტებში (ხუცობანი, სადიდებელთა) ღვთაებათა ტრიადის მეორე წევრია დღე დღესინდელი ე.ი. მზე. „დონ“ ანბანში რიგით მე-4 ასო-ნიშანია, რაშიც იგულისხმება, რომ მზე მეოთხე ცაზეა.  წარმართულ საქართველოში მზის ემბლემა იყო თვალი, ხოლო მზის წმინდა რიცხვი – ცხრა. ქართულ მეტყველებაში დღემდეა შემორჩენილი გამოთქმები: „მზის თვალი“, „ცხრათვალა მზე“ და სხვ. ამიტომაც ასომთავრულ ანბანში რიგით მეცხრე ასო-ნიშნად „თან“ თვალის იდეოგრამა-აკროფონი ზის.

ტრიადის მესამე წევრის – ცისკრის ვარსკვლავის იდეოგრამა-აკროფონი არის „ცან“ გრაფემა. მისი რკალური მოხაზულობა  გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ცისა და ცის კარის აღმნიშვნელია. იგი იწყებს ქართული ანბანის უკანასკნელ შვიდეულს, რაც მთვარის უკანასკნელი ფაზაა. თუ „ან“ ცის ღმერთადაა დასახული, უკანასკნელ შვიდეულში იგი თავის ციურ მოძრაობას ასრულებს. იშთარი (ინანა) ანუ ცისკრის ვარსკვლავი იყო ასული ცის ღმერთისა, ანუ „სინ“-ისა (მთვარის ღვთაება) და დედოფალი ცისა. ცისკრის ვარსკვლავის გამოჩენა უკანასკნელი შიდეულის პირველ გრაფემად იმის მომასწავებელია, რომ სრულდება მთვარის სრული ციკლი და ანბანი დასასრულს უახლოვდება.

„ღან“ გრაფემა ყველაზე მეტად საკრალური გრაფემაა ქართულ ანბანში. მას „ღ“ ფონემის მნიშვნელობა აქვს, ასე რომ აკროფონულად ღმერთის სახელის აღმნიშვნელია.

ქართულ წარმართულ პანთეონში მნათობ ღვთაებათა ტრიადის გარდა არსებობდა კულტი დიდი ღმერთისა, ქვეყნის შემოქმედისა. აღმოსავლეთ საქართველოში მისი სახელი იყო მორიგე ღმერთი, ხოლო დასავლეთში – ხოშა ღერმეთ (დიდი ღმერთი), იგი იყო დამბადებელი ღმერთი, ცისა და ქვეყნის მბრძანებელი. იდეოგრაფიულად „ღან“ ასო-ნიშანი თაღოვანი კარია , იგი უხილავი ღმერთის ღვთის კარია, მისი სამყოფელია და ამდენად „ღან“ უხილავი ღმერთის იდეოგრამა-აკროფონია.

ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში სულ შვიდი იდეოგრამა-აკროფონია:

–  ან – მთვარის ღმერთი (ცის ღმერთი);

 – მზე – ღმერთი „დღე დღესინდელი“;

 – თვალი მზე – ღმერთის ემბლემა;

 – ღვთის კარი (უხილავი ღმერთის სამყოფელი);

 – ცისკარი (ასული ცის ღმერთისა, დედოფალი ცისა);

 – ხარი – მთვარის ღმერთის ემბლემა;

– ჯვარი – ანბანის დასასრულის ნიშანი.

 

1 რამაზ პატარიძე, ქართული ასომთავრული, „ნაკადული“, თბ.1980.

(Visited 71,016 times, 20 visits today)