abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია)  – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

წიგნი 8.

ნაწილი 1.

(ნაწყვეტი)

განთიადის გრძნობები
ანასტასიას ჯერ კიდევ ეძინა. ციმბირის უკიდეგანო ტაიგას თავზე ცა ნათდებოდა. ამჯერად პირველმა მე გავიღვიძე, მაგრამ ჩუმად წოლა გავაგრძელე ჩემს საძილე ტომარაზე.  ვტკბებოდი მისი გარინდული ლამაზი სახით და ფიგურის რბილი გადასვლებით.

თანდათან დილის შუქი მატულობდა. კარგია, რომ ამჯერად საძინებელი  ღია ცის ქვეშ გამართა. ალბათ, იცოდა, რომ თბილი და წყნარი ღამე იქნებოდა. ლამაზად გამოიყურებოდა თავის თხელ მუხლებამდე კაბაში, რომელიც მე  მოვუტანე მკითხველისაგან საჩუქრად. შესაძლოა მან ეს ჩემთვის ჩაიცვა, ისე კი შეეძლო შიშველსაც დაეძინა.

რაც უფრო ცივა ტყეში, მით მეტი მშრალი ბალახის დაფენა შეიძლება – თივაში ხომ ზამთარშიც არ შეგცივდება. უბრალო ადამიანსაც კი თივაში წოლისას ჩაუცმელსაც არ შეგცივდება. მე მომისინჯავს. მაგრამ ამჯერად საძილე ტომარაში ვიწექი. ვიწექი და ვუყურებდი მძინარე ანასტასიას, თან წარმოვიდგინე ეს სიუჟეტი მხატვრულ ფილმში.


განთიადის სიჩუმეს ზოგჯერ თუ დაარღვევდა კედარის ხეების წვეროების შრიალი. მანამდე არასოდეს მინახავს მძინარე ანასტასია. ყოველთვის ის იღვიძებდა პირველი, ამჯერად კი…
მე ჩავფიქრდი და დავიწყე ჩემთვის:
„შენ ისევ მშვენიერი ხარ, მალე 10 წელი გახდება მას შემდეგ, რაც გაგიცანი.  რა თქმა უნდა, მე დავბერდი ამ დროის განმავლობაში, შენ კი თითქმის არ შეცვლილხარ. მხოლოდ ერთი ჭაღარა შემოგრევია. ალბათ,  რაღაც უჩვეულო შეგემთხვა.
თუ ჩავთვლით იმ მასშტაბურ კამპანიას, რომელიც გაიმართა შენი იდეების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გამოითქვა პრესაში და ჩინოვნიკების მიერ, რაღაც ხდება ბნელების ბანაკში. ისინი ჩემს ჩაძირვას ცდილობენ.შენც სიამოვნებით მოგწვდებოდნენ, თუმცა ეტყობა მოკლე ხელები აქვთ… მხოლოდ ჭაღარა ზოლი გამოგერია, მაგრამ ეს არ აფუჭებს შენს სილამაზეს, იცი? ახლა მოდაშია სხვადასხვა ფერით თმების ტონირება, შენ კი სალონში მისვლაც არ დაგჭირდა..
შენ წევხარ შენს სამყაროში, ხოლო ჩვენს სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება.  მას მკვლევარები „ინფორმაციულ რევოლუციას“ უწოდებენ. შესაძლოა, შენი წყალობით ჩვენმა ტექნოგენურმა სამყარომ დაიწყოს თავისი საგვარეულო მამულების შექმნა, დაამუშაონ მიწა.  მათ მთელი სულით მიიღეს შენი სტილი, ლამაზი მომავლის, ქვეყნის სახე და შესაძლოა მთელი მსოფლიოწყობა. მათ გაიგეს და თავად ქმნიან ლამაზ მომავალს.
და მეც ვცდილობ გავიგო როგორაც შემიძლია, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიგე. წიგნების წერა მასწავლე, შვილი გამიჩინე, ცნობილი გამხადე, ჩემი ქალიშვილის პატივისცემა დამიბრუნე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი რაღაც სხვაა, რაღაც რაც ღრმად იმყოფება. იცი? არასოდეს მისაუბრია ჩემი შენდამი დამოკიდებულების შესახებ და საერთოდ, ცხოვრებაში არცერთი ქალისათვის არ მითქვამს: მე შენ მიყვარხარ.
არ მითქვამს არა იმიტომ, რომ უგრძნობი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს სიტყვები უაზრობად მეჩვენება.  თუ ადამიანს უყვარს ადამიანი, მაშინ ამ სიყვარულს გამოხატავს მოქმედებაში და ურთიერთობაში, მოქმედება ხომ მთავარი სიტყვაა.“
…ანასტასია ოდნავ შეინძრა, ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ არ გაუღვიძია და მე ისევ გავაგრძელე:
„მე არასოდეს მისაუბრია შენთან სიყვარულის შესახებ, მაგრამ შენ რომ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა გეთხოვა, ყველაზე მაღალ ხეზე ავიდოდი და იქედან შევეცდებოდი მის მოწყვეტას. თუ დავეცემოოდი, ისევ ავიდოდი კენწეროზე და ისევ ავხტებოდი მის დასაჭერად…
შენ არ გითხოვია ვარსკვლავი, შენ მხოლოდ წიგნის დაწერა მთხოვე და მე მათ ვწერ. ყოველთვის კარგად არ გამომდის, ზოგჯერ ძირს ვეცემი, მაგრამ მე მათი წერა ჯერ არ დამისრულებია. ბოლო წიგნი ჯერ არ დამიწერია. შევეცდები, რომ მოგეწონოს.“
ანასტასიას წამწამები შეირხა, ლოყები შეუფერადდა და გაახილა თვალები, ალერსით შემომხედა. ღმერთო, რა სითბოს ასხივებს ყოველთვის მისი თვალები, განსაკუთრებით როდესაც ასე ახლოსაა.
ის ჩუმად მიყურებდა, თვალები უბრწყინავდა.
_დილა მშვიდობისა, ანასტასია! შენ ალბათ პირველად გეძინა ასე დიდხანს, ადრე ყოველთვის შენ იღვიძებდი ადრე.
_ და შენ დილა მშვიდობისა, ვლადიმირ, – ჩუმად მითხრა, – მე ცოტათი კიდევ მეძინება.
_ ესე იგი ვერ გამოიძინე?
_ძალიან კარგად გამოვიძინე, მაგრამ განთიადის სიზმარი ისეთი მშვენიერი იყო..
_როგორი სიზმარი იყო? რის შესახებ?
_ დამესიზმრა როგორ მესაუბრებოდი, მაღალ ხეზე და ვარსკვლავზე, ძირს დაცემაზე და ისევ ზემოთ ასვლის მისწრაფებაზე. თითქოს სიტყვა სიყვარულიც იყო ნახსენები.
_სიზმრებში ყოველთვის გაუგებრობებია, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ხეს სიყვარულთან?
_კავშირი ყველაფერთან შეიძლება იყოს და დიდი აზრიც. აქ გრძნობებია მთავარი და არა სიტყვები, გამთენიისას ჩემთან  უჩვეულო გრძნობა მოვიდა. წავალ მასთან, მივესალმები და ჩავეხუტები მას.
_ ვის მას?
_მშვენიერ დღეს, რომელმაც ლამაზი საჩუქარი მომიტანა.
ანასტასია ნელა ადგა, წინ წავიდა და როგორც ყოველთვის, დილაობით თავისებურ განტვირთვას შეუდგა: გაშალა ხელები და შემდეგ მაღლა, ცოტახანს ზემოთ იყურა და დატრიალდა. შემდეგ გაიქცა და გააკეთა თავისი დაუჯერებელი ნახტომი (სალტო).
ისევ დატრიალდა, მე კი ვფიქრობდი „ხედავ, უკვე გოგო აღარაა.  რა ჩქარა, ლამაზად და ენერგიულად მოძრაობს, როგორც ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე. და როგორ იგრძნო, რას ვფიქრობდი, როდესაც ეძინა? იქნებ ტყუილად არ გავუმხილე?“
და ვიყვირე:
_ანასტასია, შენ უბრალოდ სიზმარი არ გინახავს
ის უცებ გაჩერდა, უცებ აღმოჩნდა გვერდით, უცებ დაჯდა ბალახზე და მხიარულად თქვა:
_ არა უბრალოდ სიზმარი? სასწრაფოდ დაწვრილებით მითხარი.
_იცი, მე ვფიქრობდი იმ ხეზე და ვარსკვლავზე.
_მითხარი, სად არის ასეთი სიტყვები? და რა ბადებს ასეთ სიტყვებს?
_შესაძლოა, გრძნობები ბადებს?!..
ჩვენი საუბარი დაარღვია ანასტასიას ბაბუის ყვირილმა
_ანასტასია! ანასტასია, სასწრაფოდ გამაგონე!
ანასტასია წამოდგა…

გამარჯვება რადიაციაზე
_ ვალოდიამ ისევ რაიმე უჩვეულო მოიმოქმედა?_ ჰკითხა ჩვენთან მორბენილ ბაბუას ანასტასიამ. (ვალოდია – ანასტასიას და ვლადიმირ მეგრეს შვილი – ano)
ბაბუამ მხოლოდ შემომხედა, მომესალმა: „გამარჯობა ვლადიმირ“, შემდეგ განმარტა:
_ის ტბის ნაპირასაა. მან ქვა ამოიღო ტბის ფსკერიდან, ახლა დგას და ხელში უჭირავს. ეჭვი მაქვს, რომ ის ხელს წვავს, მაგრამ  ხელს არ უშვებს. მე კი არ ვიცი, რა ვურჩიო.
შემდეგ ბაბუა მომიბრუნდა და მკაცრად მითხრა:
_შენი შვილი იქ არის, შენ მამა ხარ.. რას უდგეხარ?
კარგად ვერც გავიგე რა ხდებოდა, გავიქეცი ტბასთან. გვერდით მორბოდა ბაბუა და გვიხსნიდა:
_ეს ქვა რადიოაქტიურია. თავად დიდი არ არის, მაგრამ მასში დიდი ენერგია. ეს ენერგია რადიაციას ჰგავს.
საიდან აღმოჩნდა ტბის ფსკერზე?
_დიდი ხანია იქ არის. მამაჩემმაც კი იცოდა იმ ქვის შესახებ, მაგრამ იქამდე ჩაყვინთვა ვერავინ შეძლო.
_ვალოდიამ როგორ ჩაყვინთა, როგორ გაიგო?
_მე ვავარჯიშებდი სიღრმეში ჩაყვინთვაზე
_რატომ?
_შემიჩნდა, სულ ამას მეხვეწებოდა. თქვენ ხომ არ აღზრდით ბავშვს, ყველაფერი მოხუცების გასაკეთებელია.
ვინ უთხრა მას ქვის შესახებ?
_ვინ ეტყოდა ჩემს გარდა? მე ვუთხარი.
_რატომ?
_მას აინტერესებდა, რა არ აძლევს საშუალებას წყალს, ზამთარში  გაიყინოს.
როდესაც მივირბინეთ ტბასთან, მე შევხედე ჩემს შვილს, რომელიც ნაპირზე იდგა, თმები და სამოსი სველი ჰქონდა, მაგრამ წყალი აღარ წვეთავდა. ანუ დიდი ხანია დგას, გავიფიქრე.
ჩემი შვილი –  ვალოდია დგას წინ გამოწეული მომუჭული ხელებით და კონცენტრირებულად უყურებს მას. ცხადია ხელში სწორედ ის ქვა უჭირავს, მხოლოდ 2 ნაბიჯი გადავდგი შვილისაკენ. მან სწრაფად შემოაბრუნა თავი ჩემსკენ და თქვა:
_არ მომიახლოვდე, მამა.
და როდესაც გავჩერდი დაამატა.
_(Здравия) შენი ფიქრები. მაგრამ მხოლოდ მოშორებით დადექი, უკეთესი იქნება. შენ და ბაბუა თუ მიწაზე დაწვებით, უკეთესი იქნება. მაშინ მე შევძლებ მშვიდად კონცენტრირებას.
ბაბუა იმ წამსვე დაწვა მიწაზე და მეც არ ვიცი რატომ, მეც მის გვერდით დავწექი. ცოტა ხანს ჩუმად ვუყურებდით, შემდეგ თავში მომივიდა უბრალო აზრი და ვუთხარი.
_ვალოდია, უბრალოდ გადააგდე ეგ მოშორებით.
_სად მოშორებით? – შემოუბრუნებლად მკითხა
_ბალახებში.
_არ შეიძლება ბალახებში, იქ შეიძლება ბევრი დაიღუპოს. ვგრძნობ ჯერ მისი გადაგდება არ შეიძლება.
_და რას აპირებ ასე უნდა იდგე 1 დღე, 2 დღე? მერე? კვირა? თვე?
_ვფიქრობ, როგორ მოვიქცე, მამა. მოდი, გავჩუმდეთ. დაე, ფიქრმა მოძებნოს გამოსავალი. ნუ გავუფანტავთ ყურადღებას.
მე და ბაბუა ჩუმად ვიწექით და ვუყურებდით. უცებ შევხდე, რომ მდინარის საპირისპირო ნაპირიდან ძალიან ნელა მოდის ანასტასია. ვალოდიამდე არ მისული 5 მეტრში  დაჯდა ტბის ნაპირას, ფეხები წყალში ჩაყო და რამოდენიმე ხანს ასე იჯდა, შემდეგ წყნარად ჰკითხა შვილს.
_გწვავს ხელებს, შვილო?
_კი, დედა.
_რაზე ფიქრობდი, როდესაც ქვა ამოიღე და ახლა რაზე ფიქრობ?
_ქვიდან გამოდის ენერგია, მაგრამ ადამიანისგანაც გამოდის ენერგია, ხოლო ადამიანის ენერგია ყოველთვის უფრო ძლიერია. ეს ქვა მთელი ძალით მიჭირავს, რომ ვძლიო მის ენერგიას და შიგნით შევიყვანო. მინდა ვაჩვენო, რომ ადამიანი ნებისმიერ რადიაციაზე ბევრად უფრო ძლიერია.
_და შენი ენერგიის უპირატესობის ჩვენება გამოგდის?
_კი, მაგრამ ის სულ უფრო ცხელდება და ცოტა მწვავს ხელებს.
_რატომ არ აგდებ?
_ვგრძნობ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება
_რატომ?
_ის… აფეთქდება, დედა, როგორც კი თითებს ავუშვებ, აფეთქდება. ძლიერი აფეთქება იქნება.
_მართალია, აფეთქდება. ქვიდან გამოდის მასში დაგროვილი ენერგია, შენი ენერგიით მისი დინება შიგნით მიმართე. ფიქრით ბირთვი შექმენი ქვაში, სადაც გროვდება შენი და ქვის ენერგია. მას არ შეუძლია მუდმივი დინება, ენერგია ქვის ბირთვშია და ხელს გწვავს
_მე ამას მივხვდი და ამიტომ ვერ ვუშვებ ხელს.
გარეგნულად ანასტასია სრულიად მშვიდი ჩანდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მისი გონება უჩვეულოდ მობილიზებული იყო. ალბათ მისი ფიქრები ისე სწრაფად მუშაობდა, როგორც არასოდეს. ის ადგა და მშვიდად თქვა:
_ესე იგი გაიგე, თუ უცებ გაშლი ხელს ქვა აფეთქდება?
_კი, დედა.
_მაშ საჭიროა მისი თანდათან გაშლა.
_როგორ?
_ნელ-ნელა. თავდაპირველად ასწიე დიდი და საჩვენებელი თითები. ასე გამოაჩენ ქვის ნაწილს და იქვე ფიქრით წარმოიდგენ, მისგან როგორ გამოდის სხივით შენს მიერ შეყვანილი ენერგია და შენს ენერგიას მისი ენერგიაც გამოყვება.  მხოლოდ ფრთხილად იყავი, სხივი მხოლოდ ზემოთ უნდა ადიოდეს.
ვალოდიამ, მობილიზებულად ნელა მოადუნა დიდი და საჩვენებელი თითები. მზიანი დილა იყო, მაგრამ ქვიდან გამომავალი სხივი მაინც ჩანდა. ამ დროს გადამფრენი ჩიტი უცებ კვამლის ღრუბლად გადაიქცა, თითქოს აფეთქდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ქვიდან გამომავალი სხივი ნაკლებ შესამჩნევი იყო.

_ოი, დაგიჯექით აქ._თქვა ანასტასიამ, – წავალ საუზმეს გავაკეთებ, სანამ აქ ერთობით.
წავიდა ისევე ნელა, მივიდა წყალთან და პირი ჩამოიბანა. როგორც ჩანდა, გარეგნული სიმშვიდის მიღმა ის მალავდა წარმოუდგენელ დაძაბულობას, რომ არ შეეშინებინა შვილი და ხელი არ შეეშალა მოქმედებაში.
_საიდან იცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, დედა?
_როგორ თუ საიდან უნდა სცოდნოდა, ვალოდია? პ- უთხრა მიწიდან წამომდგარმა გამხიარულებულმა ბაბუამ. _ფიზიკაში დედაშენი ფრიადოსანი იყო, – და გაიცინა.
ანასტასიამ ჩვენსკენ გამოიხედა, გაიცინა და გვითხრა:
_მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ, შვილო, მაგრამ რაც  უნდა მოხდეს, ყოველთვის უნდა ეძიო და იპოვო გადაწყვეტილება.
როდესაც სხივი თითქმის უხილავი გახდა, ვალოდიამ ნელა გაშალა თითები. მის ხელზე იდო პატარა ქვა. შემდეგ ისევ მომუჭა ხელი, გაიქცა და სამოსით ჩახტა ტბაში. ის 3 წუთი არ ჩანდა და როდესაც გამოჩნდა, გამუცურა ნაპირისაკენ.
_ეს მე ვასწავლე ჰაერის ეკონომიურად გამოყენება,_თქვა ბაბუამ.
ვალოდია ამოვიდა, წყალი დაიფერთხა და მოვიდა ჩვენთან. მე ვერ მოვითმინე და ვთქვი:
_იცი რა არის რადიაცია, შვილო? რომ გცოდნოდა იმ ქვას არ ამოიტანდი, ნუთუ არ გყოფნის აქაური საქმიანობა?
_ვიცი რადიაციის შესახებ, მამა. ბაბუამ მომიყვა თუ როგორი კატასტროფები ხდება თქვენთან ატომურ ელექტროსადგურებზე, როგორი შეიარაღებები გაქვთ და რა პრობლემებიცაა ატომურ ნარჩენებთან დაკავშირებით
_და ეს ქვა რა შუაშია ამ ყველაფერთან
_აი სწორედ რომ რა შუაშია, – ჩაერთო ბაბუა. _ მოდი, ცოტა ხანს შენ აღზარდე, ვლადიმირ. მე კი დავისვენებ, თორემ ამ ბოლო დროს ბევრი მოთხოვნები აქვს ჩემს მიმართ შენს შვილს.
ბაბუა წავიდა და დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი.
ჩემი შვილი იდგა ჩემს წინ სველ სამოსში, ის აშკარად გულგატეხილი იყო იმით, რომ ყველა გვანერვიულა. მე აღარ მსურდა მასთან სიმკაცრე, უბრალოდ ჩუმად ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა. ვალოდიამ პირველმა დაილაპარაკა.
(მოკლედ მათ შემდეგ ისაუბრეს ატომური სადგურების და საერთოდ ატომური ნარჩენების საშიშროებაზე, ვალოდიამ კი ამ პრობლემის მოგვარების თავისი ვერსია წაარმოთქვა, რადგან აუციებლად მიაჩნია მათი გაუვნებელყოფა, ადრე თუ გვიან ამ პრობლემის გადაუჭრელობამ შესაძლოა ეს ცივილიზაცია გაანადგუროს….)
შემდეგ მე გადავწყვიტე სხვა თემაზე საუბარი:
_ესეიგი შენ სულ აანალიზებ სხვადასხვა პრობლემებს, ვალოდია, და რაიმე მოვალეობა თუ გაქვს? რაიმე სამუშაო რაც გევალება?
_სამუშაო?..დავალება?… მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა. სამუშაო? რა იგულისხმება სიტყვა „სამუშაოში,“ მამა?
_ნუ, სამუშაოა როდესაც შენ აკეთებ რაიმე საქმეს და მასში გიხდიან ფულს. ან აკეთებ საქმეს, რასაც სარგებელი მოაქვს. აი მე მაგალითად შენს ასაკში მშობლებმა დამავალეს კურდღლების მოვლა. მეც ვუვლიდი, მომქონდა ბალახები, ვაჭმევდი, გალიას ვუწმინდდი, კურდღლებს კი მოჰქონდა შემოსავალი ჩვენი ოჯახისთვის..
ვალოდიამ მომისმინა და უცებ აღფრთოვანებულმა თქვა.
_მამა, მე ახლა მოგიყვები ერთი დავალების შესახებ რომელიც მე მოვუძებნე ჩემს თავს. ეს ძალიან სასიხარულო მოვალეობაა, ოღონდ შენ განსაზღვრე სამუშაო ეწოდება თუ არა მას.
_მომიყევი.
_მაშინ წამოდი ერთ ადგილს გაჩვენებ.

(Visited 1,204 times, 1 visits today)