abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

გიგანტები – მითოლოგიური არსებები თუ წარსული რეალობა?!.

გიგანტები – მითოლოგიური არსებები თუ წარსული რეალობა?!.

ამ ინფორმაციამ შეიძლება ბევრი განაცვიფროს, ბევრი ინტრიგაში ჩააგდოს, ბევრიც მათთვის აქამდე უკვე ნაცნობ ცნობებს წაიკითხავს. მართალია, ეს არაა ახალი მონაცემები, მაგრამ მე ვეცადე თავი მომეყარა ყოველივე იმ ცნობისთვის, რაც არსებობს მათ შესახებ. საქმე ეხებათ ადამიან-გიგანტებს! ისინი უძველეს ისტორიულ არტეფაქტებში არც თუ ისე იშვიათად არიან გამოსახულნი. თუმცა მათი იდენტიფიკაცია ბოლომდე მაინც ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, მათი არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, ლეგენდარული ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ხშირად მომხდარა!

როდესაც მორიგი არქეოლოგიური, თუ სხვა სხვა (არაარქეოლოგიური) სამუშაოების შედეგად, აღმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გიგანტური ჩონჩხებს, კვლავ ჩნდება კითხვები: მართლა არსებობდნენ თუ არა გიგანტები? და თუ არსებობდნენ ბუმბერაზები, ისინი ადამიანთა მოდგმას განეკუთვნებოდნენ? თუ რაღაც სხვა რასას? მათ სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ უძველები და უკვე გამქრალი ცივილიზაციები (მაიას ცივილიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, შუმერები მესოპოტამიაში, იუდეველები…)

ბიბლია მათ მოიხსენიებს ნეფილიმებად, ძველებრაულ ენაზე ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც ნგრევა, რღვევა, გარყვნა; ისინი მიიჩნევიან ღვთის ვაჟებისა და ადამიანის ასულების შეუღლების ნაყოფად. ბიბლიაში სულ რამდენიმე ადგილას არიან ისინი ნახსენებნი; ერთგან დაზუსტებით არაა ნათქვამი მათი ლეგენდარული სიმაღლის შესახებ, მაგრამ წერია შემდეგი: ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან (დაბ. 6:1-4).

8676f038be33

ბიბლიის გარდა, ყურანი უფრო ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის გიგანტებზე, რომლებსაც ისპალინებად მოიხსენიებენ. წიგნში იქ, სადაც წარღვნის შესახებაა ეპიზოდი, ნათქვამია, რომ ნოეს მიერ დაწყებული კიდობნის მშენებლობის საქმე სამასხროდ აუგდიათ ისპალინებს: წარღვნა ჩვენ ვერას დაგვაკლებს, ჩვენ მაღლები და ძლიერები ვართ, ჩვენი ფეხის ტერფით მდინარის კალაპოტის ჩაკეტვაც კი შეგვიძლია.მაგრამ როდესაც წარღვნა დაწყებულა, ყველა გოლიათი შეუწირავს, ყველა, ერთის გარდა. მასზეც მოგვითხრობენ ბაბილონური ტექსტები: ნოემ წარღვნისგან გადაარჩინა ერთადერთი გოლიათი სახელად ოგი. მას ადგილიც მისცა კიდობანში და დაავალა იქ მყოფთათვის საკვების მოწოდება. წარღვნის შემდეგ კი ერთადერთ გადარჩენილ გოლიათს „ადამიანის ასულებთან“ დაუწყია კონტაქტი, რის შემდეგადაც მისი მოდგმა კვლავ გაგრძელებულა. მართალია, ისეთივე გიგანტური შთამომავლები არ წამოსულან, მაგრამ ადამიანებთან შედარებით მაინც აღმატებულნი ყოფილან. ისინი შემდგომ პალესტინის მიდამოებში დასახლებულან.

ბიბლიაში შემდგომი ცნობა უკვე იმ ეპიზოდში გვხვდება, როცა ეგვიპტიდან წამოსული ებრაელები პალესტინის საზღვრებს მოადგნენ. მაშინ მოსემ გააგზავნა მზვერავნი, რომელთაც მოუტანეს ცნობა და ადვილობრივ მკვიდრთა სიდიდე ასეთი შედარებით აღწერეს: და ჩვენ გამოვჩნდით ჩვენს თვალში კალიებივით, და ასეთნაირად ვჩანდით მათ თვალშიც. (რიცხ. 13:34(33)).

ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი ებრაელთა ისტორიიდან, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული, ეხება დავითისა და გოლიათის ბრძოლას. გიგანტი, რომელიც გოლიათის სახელითაა მოხსენიებული, აღნიშნული ტექსტის თანახმად, სიმაღლით 3 მეტრს აღწევდა.

ბიბლიაზე გაცილებით ძველ ტექსტებს, მათში დაცული უძველები ინფორმაციით, წარმოადგენს შუმერული თიხის ფირფიტები. გილგამეშის ეპოსი, რომელიც უძველეს შუმერულ ტექსტად ითვლება, თარიღდება ძვ. წ-მდე 1600 წლით. შუმერთა ქრონიკები კი მათ მოიხსენიებენ პლანეტა ნიბირუს მკვიდრებად, რომლებსაც თავისი სახელიც ჰქონდათ – ანუნაკები. ლეგენდის თანახმად, ანუნაკები ჩამოვიდნენ დედამიწაზე ოქროსათვის. პლანეტა ნიბირუს ატმოსფერო ამ დროს განიმუხტა და მითოლოგიური სწავლებით, მათ გამოიგონეს ოქროს დამცავი ფარი, რომელიც ირეკლავდა მზის სხივებსა და სითბოს. ამავე ლეგენდის თანახმად, ადამიანი არის გენური ინჟინერიის ნაყოფი, შექმნილი სპეციალურად საშახტო სამუშაოებისთვის. ეს რაც შეეხებოდა მითს მათ შესახებ.

რატომ თვლიდნენ შუმერები პლანეტა ნიბირუს მკვიდრებად ანუნაკებს? ამაში გასარკვევად ასტრონომია დაგვეხმარება. მოგეხსენებათ, მზის სისტემაში არსებობს ერთ-ერთი ასეთი პლანეტა სახელად ნიბირუ, რომელიც ხან შემოდის პლანეტარულ სისტემაში და ხან გადის პლანეტა პლუტონის სიახლოვეს. ნიბირუ თავისი პლანეტარული მოძრაობის სრულ ციკლს მზის გარშემო 3600 წელიწადში ერთხელ ამთავრებს და ყოველი ციკლის დასასრულს კი ის საკმაოდ ახლოს მოდის დედამიწასთან, იმდენად ახლოს, რომ მათ შორის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით გადასვლაც კი არის შესაძლებელი. ამგვარ ციკლს პლანეტა ნიბირუ ასრულებს 2012 წლის მიწურულსაც! მაშ, თუ ნიბირუს მკვიდრი ანუნაკები არსებობდნენ, რას გააკეთებდნენ ისინი?

აღსანიშნავია ისიც, რომ შუმერებს ჰქონდათ ძალზე საინტერესო დროის ათვლის სისტემა, რომელიც 3600 წლიან პერიოდებად იყოფოდა.

დაბოლოს კვლავ ჩნდება კითხვები: ვინ იყვნენ ნეფილიმები, დაცემული ანგელოზები? ღვთის შვილები? შეიძლება ჩვენი არამიწიერი სტუმრები?

არქეოლოგიურ მასალებთან დაკავშირებით ჩნდება ერთი პრობლემა: არსებობს ამ ყოველივეს დამადასტურებელი მცირე რაოდენობის ფოტო-მასალა, მაგრამ არ არსებობს არანაირი ვიდეო, რომელიც ამ აღმოჩენებს ფირზე აჩვენებდა. შეიძლება ორი რამ ვივარაუდოთ: ერთი ის, რომ გიგანტური ჩონჩხების აღმოჩენებს იმდენად მცირე მნიშვნელობა ჰქონდათ, რომ არქეოლოგიურ სამუშაოების ფირზე გადაღება საჭიროდ არ ჩათვალეს; მეორე კი – ეს ინფორმაცია მინიმუმამდე გასაიდუმლოებულია, ხოლო რა მასალამაც გაჟონა და გავრცელდა, იგულისხმება ფოტოები, მიიჩნიეს გაყალბებულად. ფაქტი ფაქტად რჩება: ამგვარი აღმოჩენების შესახებ იშვიათად თუ ავრცელებენ ინფორმაციას!

ახლა კი წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებზედაც გამოსახული არიან გიგანტები:

images15sahaba-britmusv2133f18e9ffc0eb2c341d6797ef0e4a2beb2d2a3d03_0374694_286556621467842_1734581281_n1fallen-1_1giant skeletongiants

მეცნიერები მართლაც უცნაურ და ერთი შეხედვით დაუჯერებელ თეორიებს გამოთქვამენ ხოლმე, როცა მორიგი არქეოლოგიური აღმოჩენა კეთდება; იყო გაჟღერებული ასეთი ჰიპოთეზაც, რომ ნეფილიმების გიგანტური აღნაგობა შესაძლოა აიხსნას იმის გათვალისწინებით, რომ ჟანგბადის შემცველობა დედამიწის ატმოსფეროში მილიონობით წლის წინ იყო 35%, ხოლო დღეისათვის ეს მაჩვენებელი 21%-ს ძლივს აღწევს.

ისტორიული წყაროები, რომლებიც უფრო მომდევნო ეპოქებს განეკუთვნება, კვლავ გვაწვდიან დაუჯერებელ ცნობებს გიგანტურ ადამიანებზე.

ერთ-ერთი ძალზე ცნობილი იმპერატორი რომის ისტორიიდან იყო მაქსიმინუს თრაკიელი (ჩვ. ით 173-238), რომლის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მისი სიმაღლე აღწევდა 2,59 მეტრს და ფლობდა წარმოუდგენელ ძალას.

1456 წელს საფრანგეთში მდინარე იაკობის მახლობლად აღმოაჩინეს 6,5 მეტრი სიმაღლის ჩონჩხი (ისტორიას არ შემოუნახავს ნეშტი).

ისევ საფრანგეთში 1613 წელს შომონის სასახლიდან არც თუ ისე შორს, იპოვეს ასევე გიგანტური ადამიანის ჩონჩხი (ისტორიას არც ეს შემოუნახავს).

კალიფორნიაში 1833 წელს, ლომპოკის რანჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დენთის მიწაში მოსათავსებლად როდესაც ჯარისკაცები თხრას შეუდგნენ, იპოვეს მამაკაცის ჩონჩხი, რომელიც 4 მეტრს აღწევდა. ყველაზე საყურადღებო ცნობა კი ის გახლდათ, რომ ამ ჩონჩხს ორ რიგზე ჰქონდა კბილები განლაგებული, ასევე მას თან ჰქონდა ჩატანებული გაურკვეველი წარმომავლობის ინვენტარი, კერძოდ კი ნაწერები, რომლის გაშიფრვაც ვერ მოხერხდა ვერც ადგილობრივი ინდიელების დახმარებით.

XX საუკუნის 50-იან წლებში, საგზაო სამუშაოებისას ევფრატის უდაბნოში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოაჩინეს გიგანტური სამარხები მასში მოთავსებული უზარმაზარი ჩონჩხებით.

საქართველოშიც იქნა არც თუ ისე გვიან ამგვარი აღმოჩენა გაკეთებული, როდესაც ალექსანდრე ვეკუას ხელმძღვანელობით ბორჯომის ხეობაში მიაკვლიეს ადამიანთა ჩონჩხების ნაწილებს. მათი სიმაღლე კი არც მეტი, არც ნაკლები 2,30 მეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ძველი ცივილიზაციების რწმენა-წარმოდგენებს ეხებათ: ჩვენ შემოგვრჩა ძველი ფრესკები ღმერთების გამოსახულებით, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი სიმაღლით. ნიშნავდა თუ არა ეს მხოლოდ იმას, რომ ადამიანები ამით მათდამი პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავდნენ და ისინი აღმატებულად სწორედ ამიტომ ჰყავდათ წარმოდგენილნი, თუ მართლა ასეთივე დიდი სიმაღლისანი იყვნენ, რეალურად? შუმერებმა დაგვიტოვეს ცნობები იმის შესახებ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ღმერთები (ან როგორც მათ იმ დროს უწოდებდნენ), რომლებიც ციდან მოვიდნენ, ნამდვილად ცხოვრობდნენ ადამიანებს შორის.

hqdefaultJupiter-8pointed-star

ასე, რომ სრულიად შესაძლებელია ნეფილიმები დავუკავშიროთ ანუნაკებს, რომლებმაც დატოვეს დედამიწაზე თავინთი მემკვიდრეები, ან მსახურნი, როგორც ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს.

უფრო მეტიც, ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს მითები და ლეგენდები (ზღაპრებიც) თუნდაც ტიტანების, ციკლოპების, გოლიათების შესახებ და პარალელებიც გავავლოთ.

დაბოლოს უნდა გავიხსენოთ მსოფლიოში არსებული მეგალითური სკულპტურები გიგანტური არსებების გამოსახულებით. ისინი განთავსებულნი არიან აღდგომის კუნძულზე, წყნარ ოკეანეში.

Easter_Island_tahitipix-600x416

easter1

easter-island-nightsky-stars_22395_600x450

55976aa8ded8f3fb6cb170d7449b403f

შეიძლება ითქვას, რომ როგორი საიდუმლოებით მოცულიც იყო კაცობრიობის ისტორია, ისეთივედ დარჩება დღეისთვისაც! ჩვენ ხომ ესოდენ ცოტა რამ ვიცით და მხოლოდ სხვადასხვა დამადასტურებელი მასალის – ძველი ცნობებისა დ მცირე არქეოლოგიური მონაცემის გათვალისწინება გვიწევს. ყოველივე ამის საფუძველზე კი ბევრისთვის დაუჯერებელი დასკვნები გამოაქვთ მეცნიერებს! ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჰიპოთეზების გამოთქმის მეტი, ჯერჯერობით არ შეგვიძლია.

სტატიის ავტორი Narilla

(Visited 2,068 times, 1 visits today)