abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

გლორია. ახალი პლანეტა მზის სისტემაში

გლორია. ახალი პლანეტა მზის სისტემაში

ახლავე აგიხსნით რა პლანეტაზეა საუბარი! ეს ინფორმაცია ახალი პლანეტის არსებობის შესახებ მზის სისტემაში, არ არის ჰიპოთეზის დონეზე გამოთქმული და რომ ამაზე მეცნიერებმა უკვე გააკეთეს განცხადება ამას წინათ. რაც მთავარია, ესაა ახალი ასტრონომიული მონაცემები!

ასტრონომებმა მართლაც აღმოაჩინეს კიდევ ერთი პლანეტა მზის სისტემაში. თითქოს დაუჯერებელია, რადგან აქამდე გვეგონა, რომ სხვა გალაკტიკების თუ არა, საკუთარი მზის სისტემის შემადგენელი პლანეტების ზუსტი რაოდენობა მაინც ვიცოდით. მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა! სინამდვილეში კი აღნიშნული პლანეტა ყოველთვის იმყოფებოდა მზის სისტემაში, ახლაც არის და მერეც იქნება მისი შემადგენელი ნაწილი…

უფრო მეტიც, მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ჩვენს მზის სისტემაში ყოველ პლანეტას ჰყავს თავისი კოპიო, ასე ვთქვათ, მეწყვილე. გლორია კი ითვლება, ოღონდ ამჯერად უკვე ვარაუდის დონეზე, სწორედ, დედამიწის ანტიპლანეტად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აღნიშნული პლანეტა ჩვენს პლანეტაზე გაცილებით დიდი ზომისაა, დაახლოებით 2,5-ჯერ უფრო მოზრდილი. წელიწადი ამ პლანეტაზე, ჩვენი პლანეტარული კალენდრის მიხედვით რომ ვიანგარიშოთ, 290 დღე გრძელდება, საშუალო ტემპერატურა კი 22 გრადუსია ცელსიუსით.

ჩნდება კითხვა: რატომ ვერ აღმოაჩინეს ასტრონომებმა აღნიშნული პლანეტა აქამდე? ამაზე პასუხი თავად მზის სისტემის პლანეტების განლაგებაშია საძიებელი. პლანეტას აქვს თავისებული მდებარეობა _ ის არ ჩანს და არ არის ადვილი მოსახელთებელი მეცნიერთათვის, რადგან დედამიწის საპირისპიროდ, მზის მეორე მხარეს იმყოფება და მისი შემჩნება და დაფიქრისება ძალზე რთული აღმოჩნდა და მხოლოდ ახლახანს მოახერხეს…

 

რატომ არ ჩანს პლანეტა?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს თვალთაგან ბევრი რამ არის დაფარული. მზე ფარავს უზარმაზარ სივრცეს, იმდენად დიდ მასშტაბს მოიცავს, რომ მაგალითისთვის, 600 ჩვენნაირი პლანეტა მოთავსდებოდა მის ადგილას.

მეცნიერები გამოთქვამენ უკვე სხვადასხვა მოსაზრებას ამ პლანეტის შესახებ. ერთ-ერთი თვალსაჩინო აღმოჩენა კი შემდეგშია: მეცნიერებს დიდიხნის განმავლობაში ვერ გაეგოთ პლანეტა ვენერას მოძრაობის პრინციპი; პლანეტა ხან უსწრებდა თავისი მოძრაობის ჩვეულ გრაფიკს, ხან ჩამორჩებოდა ხოლმე მას. რაღაც გარკვეული ძალა/ძალები, სავარაუდოდ, მართავდნენ მას მზის მოპირდაპირე მხრიდან. მსგავსი რამ ემართება ასევე პლანეტა მარსსაც.

საერთო სურათი კი ასეთია: მეცნიერებმა ამგვარი რამ შეამჩნიეს მათ _ როდესაც პლანეტა ვენერას წრიული მოძრაობის გრაფიკი ჩქარდება, მარსი იწყებს თავისი მოძრაობის ტემპის შენელებას და პირიქით, როდესაც მარსის მოძრაობის სიჩქარე მატულობს, ვენერას მოძრაობა ნელდება. ძნელია იმის თქმა, თუ რა და როგორ გავლენას ახდენს ახლადაღმოჩენილი პლანეტა გლორია აღნიშნულ ორ პლანეტაზე მზის სისტემაში, მაგრამ ის, რომ მათ შორის უნდა იყოს გარკვეული პლანეტარული ურთიერთზეგავლენა, ეს ეჭვს არ იწვევს.

დავუბრუნდეთ ისევ ანტიპლანეტის თეორიას. ის ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელებისთვის იყო ცნობილი! უფრო მეტიც, ძველ სამყაროში, ამა თუ იმ ცივილიზაციაში, ფართოდ იყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ყოველივეს ჰყავს თავისი ორეული, უფრო მეტიც, არა უბრალო ტყუპისცალი ფიზიკურ პლანზე, არამედ თავისი მსგავსი უკვე ასტრალურ დონეზე, ენერგეტიკული ცალის/მეწყვილის სახით… აქედან გაჩნდა სწორედ სულის ცნება. ეს თემა უფრო ვრცელია და მისი გაშლა და განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ აქ შევჩერდები.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა მეცნიერების ცალკე ჯგუფი, რომელიც გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ პლანეტა გლორია სხვა არაფერია, თუ არა პლანეტა ნიბირუ. ცნობისათვის, ნიბირუ, ასევე ითვლება მზის სისტემის პლანეტად (რიგით მეთორმეტე პლანეტად). თუმცა მისი ელიფსური ორბიტის გამო, ის ხან შემოდის მზის სისტემაში და ხან გადის, ხოლო მთლიან ციკლს კი ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ ასრულებს. ამგვარი დამთხვევა გვაქვს ჩვენ 2012 წელსად, როდესაც მეცნიერები ელოდებიან პლანეტა ნიბირუს შემოსვლას მზის სისტემაში. ვნახოთ რა იქნება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს!

თარგმნილი Narilla-ს მიერ

(Visited 851 times, 1 visits today)