abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები

დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები

სტატიის ავტორი: tikoroma

Nick Barrett-ის მიხედვით

ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების ხილვის უსასრულო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას – ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო, უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან თავის თავში ავითარებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს.


საუკუნეების განმავლობაში მათ ძალზე ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალის გამოყენებას. დაოსები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებითა და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი – ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა.

დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან – სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით ვლინდება სხვადასხვა დონესა და სიხშირეზე – ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს ჰგავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, ასევე ელექტროენერგიას, რომელთან შეხებასაც აღვიქვამთ როგორც შოკს და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ მთლიანი, რომელიც სხვადასხვა სიხშირის სახით ვლინდება.

დაოსებმა შეისწავლეს თუ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგალითად, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს, მათ შორის, „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უგზავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, რათა მათკენ მიმართოს დადებითი ემოციების ტალღა. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ენერგიის ბლოკირებას.

დაოსური პრაქტიკების შედეგად – მერიდიანებში ენერგიის სწორი დინების აღდგენით და შინაგანი ორგანოების გაწმენდის შემდეგ – სიზმრის ხარისხი იცვლება, მღელვარება და კოშმარები ქრება, სიზმრები ჰარმონიული და სასიამოვნოა.

დაოსები თვლიან, რომ დაძინება მედიტაციურ მდგომარეობაში შესვლას ჰგავს. როცა ჩვენ ძილზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ვგულისხმობთ, ხოლო ნატიფი ენერგეტიკული სხეულები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გადაგვაქვს ყურადღება ნატიფ სხეულში. ამას მღვიძარებიც ხშირად ვაკეთებთ. მაგალითად, სკოლაში მოსაწყენ გაკვეთილზე ჯდომისას, მასწავლებელი რაღაცაზე საუბრობს, ჩვენ კი გონებით სხვაგან მივდივართ, უფრო სასიამოვნო რამეზე ვფიქრობთ. ჩვენი ყურადღება შორსაა კლასისა და გაკვეთილის პროცესისგან. თუ ამ დროს მასწავლებელი გვთხოვს, მისი სიტყვები გავიმეოროთ, ჩვენ უკან დაბრუნება გვიხდება, მაგრამ არ შეგვიძლია მის კითხვას პასუხი გავცეთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ ვოცნებობთ, ვაკეთებთ რაღაცას, რისი დანახვაც ფიზიკურად შეუძლებელია. ამას დაოსები „ოცნებას“ კი არა, ყურადღების ნატიფ დონეზე გადატანას უწოდებენ. სწორედ ეს ხდება ძილის დროსაც.

24 საათის განმავლობაში ჩვენი ყურადღება არ არის ჩართული განუწყვეტელ ფიზიკურ საქმიანობაში. რაღაც საკითხები ფოკუსირდება ნატიფ სხეულებში. მაგალითად, შეიძლება ვფიქრობდეთ მეგობარზე, რომელიც ახლა პლანეტის მეორე მხარეს იმყოფება. ზოგჯერ, თუ ჩვენი ყურადღება ძლიერად ფოკუსირდება ამ საკითხზე, მოულოდნელი რამ ხდება: ტელეფონი რეკავს. ეს ჩვენი მეგობარია შორეული ქვეყნიდან და გვეუბნება, რომ გავახსენდით. ამ მოვლენას ჩვენ დამთხვევას ვუწოდებთ. დაოსებისთვის კი ცნობილია სასიცოცხლო ძალის სრული შესაძლებლობები – როცა ყურადღება გადაგვაქვს შორს მყოფ პირზე, ჩვენ ვკონტაქტობთ ნატიფი სხეულების მეშვეობით. გეოგრაფიულ მანძილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

როცა ვიძინებთ, ჩვენი ყურადღება გადადის განზომილებაში, რომელიც არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით. ენერგეტიკული პრაქტიკებით ნატიფ დონეზე ამოუწურავი შესაძლებლობები გვეხსნება. დაოსებმა უარყვეს აზრი, რომ სიზმარი ფიზიკური რეალობიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სიზმარი ნახოთ რეალური მოვლენების გავლენით, მაგრამ ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის. ის, რაც მატერიალურ პლანზე ვლინდება, მხოლოდ ფრაგმენტია ჩვენი სრული არსებობისა. ამას დაოსები ფრაგმენტულ ხედვას უწოდებენ.

(Visited 1,237 times, 1 visits today)