abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

დედამიწის ცივილიზაციები

დედამიწის ცივილიზაციები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.


ვედური გადმოცემების თანახმად, ასურებს სამი ზეციური ქალაქი ჰქონდათ: ოქროსი, ვერცხლის და რკინის, ხოლო სხვა დანარჩენი ქალაქები მიწისქვეშ არსებობდა. სწორედ ამიტომ არ ხდება დედამიწის ზედაპირზე ამ ცივილიზაციის კვალის აღმოჩენა. მათზე არანაირ გავლენას არ ახდენდა დედამიწის ზედაპირის ეკოლოგია, რამაც დიდი როლი ითამაშა ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებაში. ასურების სიმაღლეში ზრდა, სიცოცხლის მანძილზე მუდმივად მიმდინარეობდა და ზოგიერთი მათგანი 50 ათას წელიწადსაც ცხოვრობდა.
ელენა ბლავატსკაიასთან ვკითხულობთ ცნობებს ქალდეველების მეორე მეფე ალაპარზე, ბაბილონის ღვთიურ მმართველზე, რომელმაც 10.800 წელიწადი იმეფა, ხოლო მისი სიმაღლე 14 მეტრს აღწევდა. ხოლო 53 მეტრის სიმაღლის ალორი, პირველი მმართველი, 36.000 წელიწადს მეფობდა.
(აქ გაიხსენეთ ეწ. შუმერული ფილა, რომელიც მეფეების სიას გვამცნობს, ასევე პირველი ეგვიპტური დინასტიები. ყველა ესენი ათასობით და ასობით წელი ცოცხლობდნენ და მეფობდნენ. რა თქმა უნდა თანამედროვე მენიერებას არ აინტერესებს ეს – Mangala)
ბერძნული მითები ასურებს ტიტანების სახელით მოიხსენიებენ. ვედებთან მათ მაიას ჯადოსნური ძალის მფლობელი ნახევრადღმერთები ეწოდებათ.
„როდესაც ბრაჰმამ ცა და მიწა და მათ შორის არსებული სივრცე შექმნა, მისი შვილებისგან იშვა ყველა ცოცხალი, რის შემდეგაც დაღლილი შემოქმედი, განმარტოვდა შალმალის ხის ქვეშ დასასვენებლად, ხოლო მეუფება შთამომავლებს – ღმერთებს და ასურებს გადასცა. “ ასევე აღწერილია ღმერთებსა და ასურებს შორის გამართული ომები.
დროთა განმავლობაში გავლილი ევოლუციის შედეგად, სხეული მუტაციას განიცდიდა და ახალი, მკვრივსხეულიანი რასის ჩამოყალიბებას დაედო საფუძველი, რომლის წარმომადგენლებსაც ა ტ ლ ა ნ ტ ე ბ ი ეწოდათ (ასევე „შემდგომ დაბადებულნი“ ან „უძვლოები“).
ატლანტები თანამედროვე ადამიანს სიმაღლეში აღემატებოდნენ, მაგრამ საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ ასურებს. მათ გააჩნდათ მესამე თვალი. ატლანტები ფლობდნენ საფრენ აპარატებს, რომლებსაც ვედადან ვიმანას, ასევე ვაიტმანას სახელით ვიცნობთ.
ატლანტები ჩაანაცვლეს ლ ე მ უ რ ი ე ლ ე ბ მ ა, რომელთა სიმაღლეც 7-8 მეტრს აღწევდა.
ლემურიელები, თანამედროვე ადამიანის მსგავს მკვრივ ფიზიკურ სხეულს და ჩონჩხს ფლობდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა სქესის, მამრობითის და მდედრობითის გაყოფა. პარალელურად ხდებოდა მესამე თვალის და ტელეპატიური შესაძლებლობების გაქრობა და სხვა ფიზიკურ მგრძნობელობით ორგანოებზე გადართვა.
ლემურიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მოკლე იყო ვიდრე პირველი ორი რასის წარმომადგენლების, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამოდენიმე ათას წელს შეადგენდა.
დედამიწაზე, პარალელურად მეოთხე, „ბორეულმა“ ანუ გვიანდელმა ატლანტურმა რასამ დაიწყო ჩამოყალიბება. მათ ჯერ კიდევ გააჩნდათ ფარული მესამე თვალი, ხოლო სხვა ორგანოებით არაფრით განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანისგან. სიმაღლე 3-4 მეტრს შეადგენდა.
ლემურიელებსა და ატლანტებს მომხდარი განხეთქილების შედეგად, დედამიწაზე დაახლოებით 25 000 – 30 000 წლის წინ დიდი ომი და შემდეგ კატასტროფა მოხდა.
მომხდარი გლობალური კატაკლიზმების გამო, ლემურიელების ნაწილმა თავი გამოქვაბულებს შეაფარა, სადაც არსებობა სომატურ მდგომარეობაში განაგრძეს, რომლის დროსაც სხეული კონსერვირებულ მდგომარეობაში, სასურველი პერიოდის განმავლობაში ინახება და შესაძბელია კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდეს. ნაწილმა კი დედამიწა კოსმოსური ხომალდებით დატოვა.
ატლანტებმა, ლემურიელებისგან მიღებული ცოდნის მეშვეობით, ტექნოლოგიური განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიეს. აშენებდნენ ვიმანებს, ურთულეს შენობებს და მეგალითურ ნაგებობებს.
12 000 წლის წინად მომხდარი კატაკლიზმის შედეგად, წყალმა ატლანტების საცხოვრებელი ადგილი, ლეგენდარული ატლანტიდა დაფარა და მათი ცივილიზაციის არსებობის შეწყვეტა გამოიწვია. წარღვნას გადარჩენილი ატლანტების მიერ კი სათავე თანამედროვე ადამიანს, იგივე მეხუთე რასას დაედო. ამ დროს დედამიწაზე, გენ მანიპულაციის შედეგად ჩამოყალიბებული ნახევრად ადამიანი-მაიმუნი, იგივე ჰომო საპიენსი ბინადრობდა. თუ როგორ მოხდა მოვლენების განვითარება, „ზურმუხტის ფილებში“ წაიკითხავთ.

(Visited 1,702 times, 1 visits today)