abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მთვარეულობის მედიტაცია

მთვარეულობის მედიტაცია

მთარგმნელი და სტატიის ავტორი: Narilla

დაიწყეთ სამი დღით ადრე მანამ, სანამ დადგება შემდეგი სავსემთვარეობა. გამოდით და დადექით გაშლილ სივრცეში, შეხედეთ მთვარეს და დაიწყეთ რწევა. შეიგრძენით საკუთარი თავი იმგვარად, თითქოს თქვენ ყოველივე მიუძღვენით მთვარეს – გახდით როგორც რაღაცით მართული. უყურეთ მთვარეს, მოდუნდით და უთხარით მას, რომ თქვენ მზად ხართ, უთხარით, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც კი მოისურვებს. რაც არ უნდა მოხდეს, მიიღეთ ეს. თუკი გრძნობთ რწევის სურვილს, ამოძრავდით, ხოლო თუ გსურთ იცეკვოთ და იმღეროთ – გააკეთეს ეს. მაგრამ ყოველივე უნდა გაკეთდეს ისე, თითქოს თქვენ ხართ მართული – არ უნდა იყოთ მოქმედი, რადგან ეს ყველაფერი თავისით ხდება. თქვენ უბრალოდ ინსტრუმენტი ხართ, რომელზედაც უკრავენ. გაიმეორეს ეს სამი დღის განმავლობაში მანამდე, სანამ დადგება სავსემთვარეობა და მას შემდეგაც, რაც მთვარე სულ უფრო და უფრო დაიწყებს კლებას, თქვენ იგრძნობთ მეტ ენერგიას. თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს სულ უფრო მეტად მართულად. სავსემთვარეობის ღამეს კი იქნებით სრულიად შეპყრობილი. ერთსაათიანი ცეკვისა და სიგიჟის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ ისეთ სიმსუბუქეს, როგორიც აქამდე არასდროს არ განგიცდიათ.

ავტორი: ოშო

მე: ვაღიარებ რა სამყაროში მოქმედ დეტერმინიზმის პრინციპს, საჭირო ინფორმაცია საჭირო დროს მოდის და თვით შემთხვევითობებიც კი ერთ აუცილებლობას ქმნის.

თარგმნის მიზეზი და მიზანი: 27/28 სექტემბერს, დაფიქსირდა სავსემთვარეობა და ე.წ. „სისხლიანი მთვარე“ (Blood Moon) ერთსა და იმავე დროს. მსგავსი ასტრონომიული და ასტროლოგიური ფენომენი იშვიათი მოვლენაა (მოიხსენიებენ როგორც “სუპერ მთვარე”) და 1900–იანი წლებიდან დღემდე სულ 5–ჯერ მოხდა და 2033 წლის 8 ოქტომბრამდე აღარ განმეორდება. მოგეხსენებათ, რამდენად ინდივიდუალურია მთვარის ზეგავლენა თითოეულ ადამიანზე და ასევე არაპროგნოზირებადი მისი კონკრეტული გამოვლინება ყოველდღიურობაში, ზოგისთვის მას უდიდესი დამატყვევებელი ძალა აქვს, ჰიპნოტური ზემოქმედება, ზოგისთვის კი ემოციური ფონი შედარებით სტაბილურად წარიმართება.

ოშოს მიერ შემოთავაზებული უამრავი სახის მედიტაციას შორის, ერთ–ერთია სავსემთვარეობასთან დაკავშირებული მედიტაცია, რომლის დროსაც ადამიანი ხდება მთვარის ენერგიის გამტარი.

მცირე დაკვირვება: როგორც უმრავლესი აღმოსავლური სწავლება, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ საფუძვლებსაც მოიცავს, ამდენად თეორია პრაქტიკის გარეშე არაფრით ფასობს. თუმცა შეიძლება მაინც იყო რისამე თეორეტიკოსი, ოღონდ არა აღმოსავლური სწავლებების შემთხვევაში, სადაც თეორია აუცილებლად პრაქტიკითაც უნდა იყოს გამყარებული. ამით კი იმის თქმა მსურს, რომ საკუთარ თავზე უნდა გამოცადო ყოველივე წაკითხული. ოშოს რაც შეეხება, ის ნაწერიდანვე უბიძგებს მკითხველს რაღაც ქმედებისაკენ, ამაშია მისი შთამაგონებელი ძალა სიტყვების მეშვეობით.

წყარო: http://oshoworld.ru/library/

(Visited 522 times, 1 visits today)