abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)

პირველი ნაწილი

სიზმარხილვებში არაორგანულ არსებებთან შეხვედრა გარდუვალია. ამავდროულად მათზე წარმოდგენები დღემდე იმდენად წინააღმდეგობრივია, იმდენ კამათს იწვევს, რომ მათზე წერის სურვილი ბევრს ეკარგება. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ არაორგანული არსებების თემა აძლევს ქრისტიანებს უფლებას, რომ ისაუბრონ ტოლტეკების ცოდნაზე, როგორც „სატანიზმის“, „ეშმაკებთან ურთიერთობის“ ნაირსახეობაზე, ხოლო მატერიალისტური ყაიდის რაციონალისტებს იმაზე, რომ კასტანედას პრაქტიკებს ჰალუცინაციებამდე და პარანოიამდეც კი მიჰყავს ადამიანი.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ არაორგანულ არსებებთან შეხვედრები არც ისე ხშირია, როგორც ამას მდიდარი წარმოსახვის მქონე ენთუზიასტები მიიჩნევენ. არაორგანული არსებების ბუნება (როგორც მე მესმის) ბევრ რამეში ჩვენს საკუთარ ბუნებას წააგავს. ჩვენ არ გვიყვარს, როცა ჩვენ არ ვუყვარვართ, – ასე არაა? დიდად არ ვახვევთ საკუთარ თავს მათ, ვინც ღიად გაგვირბის. ასევე იქცევიან მიახლოებით ჩვენი განვითარების დონის „მოკავშირეებიც“. გამონაკლისს წარმოადგენენ პრიმიტიული სტრუქტურები და არსებები ჩვენთვის მიუწვდომელი განზრახვით. მათზე ცალკე ვიტყვით რამდენიმე სიტყვას.

როგორც წესი, სიზმარმხილველი თავდაპირველად ისწრაფვის არაორგანულ არსებებთან კონტაქტისკენ, რაც ადვილი გასაგებია. პირველ რიგში, მას ამოძრავებს უბრალო ცნობისმოყვარეობა, მეორეც – მათი მეშვეობით ცოდნისა და ძალის მოპოვება სურს. ცნობისმოყვარეობა მალე იწურება, მეორე პუნქტი კი ზოგჯერ იმდენად რთული აღმოჩნდება ხოლმე პრაქტიკულ ასპექტში, რომ არაფერს იწვევს გარდა იმედგცრუებისა. გარდა ამისა, თუკი პრაქტიკოსი აქტიურადაა დაკავებული „სიზმრის სხეულის“ გამკვრივებით, ეს ცხადია, აშინებს არაორგანულ არსებებს. „მკვრივი“ სხეული – თავისთავად ფარია და შესაძლებელია მეორე ყურადღებაში საზარლად გამოიყურებოდეს. მისი „სიმკვრივე“ სიზმარმხილველის თვითკონტროლის მაჩვენებელია, ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ძნელია შეუმჩნევლად „პირის ჩატკბარუნება“.

თუკი ყველაფერ ზემოთჩამოთვლილს გავითვალისწინებთ, სრულიად ბუნებრივია, რომ არაორგანული არსებები უფრო ხშირად გამოუცდელ სიზმარმხილველებს ესტუმრებიან ხოლმე, ან იმ სიზმარმხილველებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ სიზმარხილვის სხეულს, სამაგიეროდ აქტიურად არიან დაინტერესებულნი ეგზოტიკური თავგადასავლებით აღქმის შეცვლილ რეჟიმებში. ამიტომ „მოკავშირეებს“, სიზმარმხილველების გამოცდილებაში, ხშირად აკრავთ გარშემო იდუმლების და მიუწვდომელი ძალაუფლების ორეოლი.

რადგანაც დამწყები სიზმარმხილველის ტონალი კარგად ვერ უწევს წინააღმდეგობას სიზმარხილვით ჰალუცინაციებს, იგი არაორგანული არსებებს საკმაოდ მრავალფეროვნად აღიქვამს:

1) როგორც მშობლებს ან ნათესავებს (უცნაური ქცევებით ან გარეგნობაშ უცნაური შტრიხებით);

2) როგორც ცხოველებს;

3) როგორც უცხოპლანეტელებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სწავლებისადმი ან სამედიცინო ექსპერიმენტებისადმი;

4) როგორც სინათლის ან სიბნელის გროვებს (“ფორმებს”), რომლებიც გონიერი, მაგრამ მიუწვდომელი არსებებივით იქცევიან;

5) როგორც უცნობები “მანათობელი თვალებით” (მათი როლია – “პროვოკატორობა” ან “მასწავლებლობა”).

ბუნებრივია, ჩვენ არ ამოგვიწურია არაორგანული არსებების ყველა გამოვლინება ადამიანის ტონალში. თუმცაღა ჩამოთვლილიც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა ძნელია გააცნობიერო, რასთან გაქვს საქმე და როგორ მოიქცე სწორად.

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ არაორგანული არსებების უმეტესობისთვის ჩვენ – საკვები ვართ. მხოლო ზოგიერთი მათგანი ცდილობს გააბას ჩვენთან კავშირი ინფორმაციული ურთიერთგაცვლის დონეზე. ამიტომ თავდაცვი საშუალებები არავის არ აწყენს.

უდავოა, რომ ამ არსებების ბუნება შორსაა აბსოლუტური ბოროტების იდეისგან, რომელსაც მათ თავს ახვევენ ქრისტიანები ან სხვა რელიგიათა მიმდევრები, რომლებშიც ყველაფერი უცხო და გაუგებარი სატანის გამოვლინებებამდე დაიყვანება. მე არავითარ შემთხვევაში არ მსურს დავაკნინო არაკეთილგანწყობილ „მოკავშირეებთან“ ურთიერთობის რისკის შესაძლო დონე (და ისინი უმეტესწილდ არაკეთილგანწყობილნი არიან). საწინააღმდეგოს მტკიცება იგივეა, რომ განაცხადო შხამიან გველებთან თამაშის აბსოლუტური უსაფრთხოების შესახებ. თუმცაღა ასევე სისულელეა ვიფიქროთ, რომ ეს არსებები ჩვენი უკვდავი სულის მოტაცებას ცდილობენ, ყველა შესაძლო ცოდვებით გვაცდუნებენ და ა.შ. გონიერი „არაორგანულები“ ცბიერები არიან და აქტიურად იყენებენ ჩვენს სისუსტეებს, რომლებიც მათთვის უბრალოდ „ნაპრალებია“ სიზმრის სხეულის დამცავ ეკრანზე. თუმაღა რელიგიურად განწყობილ სიზმარმხილველებს მათი „სიეშმაკეები“ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ, რამეთუ მათ ეჩვენებათ, რომ „მოკავშირეები“ მათ სულს კითხულობენ და ხაფანგებს ქმნიან. ამგვარად, ასოციაციები უწმინდურ ძალებთან იოლად გასაგებია.

არაორგანული არსებების სიზმარმხილველზე ზემოქმედების უნივერსალური ინსტრუმენტი – შიშია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, შიშის ზონა მჭიდროდაა დაკავშირებული ენერგეტიკული სხეულის „ნაპრალთან“, რადგანაც ამ ემოციის პროვოცირება ყველაზე ადვილია.

გაცილებით უფრო იშვიათად (როგორც წესი სიზმარმხილველის მაღალი თვითკონტროლის უნარის შემთხვევაში) „მოკავშირეები“ ფიქრობენ, რომ ადამიანი ყველაზე სუსტი ვერბალურ ცენტრშია, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ზედაპირული ინტელექტის (ვერბალურ-ლოგიკური მანიპულაციების) ცენტრს, შესაბამისად ქარაფშუტული ცნობისმოყვარეობის ცენტრს. სწორედ აქვე, როგორც უკვე ავღწერე, იმყოფება შემკრები წერტილის (ფიქსაციის წერტილის) ის „დამამაგრებელი ქამარი“, რომელიც საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობის გენერირებას ახდენს. ამ შემთხვევაში „მოკავშირეები“ გვიზიდავენ იმით, რომ საკუთარ თავზე ერთგვარი „მასწავლებლის“ როლს იღებენ.

მე პირადად ვფიქრობ, რომ სახელგანთქმული „სიზმარხილვის ემისარი“ – არაორგანული არსებაა, რომელიც გავლენის ამ სახეზე სპეციალიზდება, და სიზმარმხილველის გამომფიტველ ენერგო-გაცვლაზე. მისი სიტყვების მაგალითზე იოლად შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ რა სახის „ცოდნას“ ფლობენ არაორგანული ბუნების სიზმარხილვის მასწავლებლები.

პირველ რიგში, ისინი იყენებენ ჩვენი საკუთარი ტონალის ენობრივ შემადგენელს. სამყაროს იმ ტერმინებიდან, და შესაბამისად წარმოდგენებიდან გამომდინარე აღწერენ, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვფლობთ. ისინი ჩვენს ლოგიკას იყენებენ. და თითქოს არ შეუძლიათ ახალი შემადგენელის, მითუმეტეს ახალი იდეების მოცემა. მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი – შეინარჩუნონ ჩვენი ყურადღება (ანუ ენერგო-გაცვლა) მათთვის სასურველ წერტილზე ან სფეროზე და გამოიყენონ იგი თავიანთი მიზნებისთვის.

თუკი „მასწავლებელი“-„მოკავშირეები“ თავის რჩეულებს გადაადგილების ან ზეგავლენის პრიმიტიულ უნარებს აჩვენებს, სავარაუდოა, რომ ეს უნარები თავიდანვე იყო სუბიექტის სიზმარხილვის სხეულში. არსობრივად, მათი პოზიტიური ზეგავლენა იმაში გამოიხატება, რომ თავისი ენერგეტიკული მიზიდულობით ისინი გვეხმარებიან – უკეთ დავაფიქსიროთ შემკრები წერტილი კონკრეტულ პოზიციაში, რის მეშვეობითაც თქვენ გამოღვიძების შემდეგაც ინარჩუნებთ მეხსიერებას ამ გაკვეთილების შესახებ.

ხოლო თუკი „მოკავშირეები“ (პირველ რიგში, „ემისარი“) იწყებენ ისტორიების მოყოლას და ჩვენს განათლებას, ყველაფერი დამოკიდებულია თავად სიზმარმხილველის არაცნობიერ მისწრაფებებსა და ინტელექტუალურ განვითარებაზე. მათ, ვისაც უყვარს სხვადასხვა წინასწარმეტყველებები და „დიადი მისიები“, ისინი ჭყიპავენ ისტორიებით უცხოპლანეტელების მომავალი თავდასხმების შესახებ, აფრთხილებენ გარემოს დაბინძურების შესახებ, იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განვითარების არასწორ გზას დაადგა და ა.შ. დამთავრებული გზავნილებით, რომლებიც სამყაროს სიღრმეებიდან ადამიანთა სახეობას ეგზავნება.

მათ კი, ვინც თავს ახალი ველების, სამყაროებისა და ახალი გამოცდილებების დამოუკიდებელ მკვლევარად თვლის, ან სხვა სკეპტიკოსებსა და ნიჰილისტებს, ისინი „ხიბლავენ“ ფრიად ჩახლართული ლექციებით ადამიანის გაცნობიერებულობის, „დიადების და ძველების“ ფანდების, თვითგანვითარების რაღაც ეგზოტიკური და ნაკლებადგასაგები საშუალებებისა და მისტიური გზების შესახებ.

თუმცაღა, რაც უფრო მაღალ მოთხოვნას უყენებთ „ემისარს“, რაც უფრო მეტად აკონტროლებთ თქვენს განზრახვას – გაიგოთ რაღაც კონკრეტული, მით უფრო ნათლად ვლინდება არაორგანული არსებების უსუსურობა. მათი ლოგიკა ირყევა, მათი სიტყვები ივსება აბსტრაქტული ლექსიკით, რომელსაც არანაირი შემადგენელი არ გააჩნია, გამოთქმები საკუთარ თავზე იკეტება (ჩიხში ექცევა). ზოგჯერ იკვეთება ღრმააზროვანი „იდეები“, ტავტოლოგიების, მინიშნებების ბოლომდე ართქმული აზრების დამქანცველი, მომაბეზრებელი ნაკადი თითქმის უწყვეტი ხდება. ჩნდება მკაფიო შეგრძნება, რომ „ემისარი“ იმედოვნებს, თითქოს მუდამ მოუსმენთ მას და გექნებათ იმედი, რომ ოდესმე გაგიმხელთ დიდ საიდუმლოს, და ცხადყოფს თავისი ლექციების არსს. გადიან თვეები, ზოგჯერ წლებიც, და არაფერი იცვლება, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მიხვდებით, რომ „სიაფანდზე“ გამოგიჭირეს.

„ემისარი“ – ეს „ინფორმაციული პარაზიტი“, თუკი შეიძება ასე ვუწოდოთ, – ვერ იტანს რეალურ ქმედებებს, ქცევებს, გადაადგილებებს, კვლევებს, რომლების მიღებასაც თქვენი ნებით აპირებთ, მისი მრავალსიტყვიერი და უშინაარსო მინიშნებების გარეშე. მისი იგნორირებისა და საკუთარი ინტელექტით მოქმედების შედეგად თქვენ გადალახავთ დამღუპველ ფიქსაციას და თავისუფალი ხდებით. ეს – ყველაზე მარტივი და მოქმედი მეთოდია. ოდესღაც ემისარისგან მეც სწორედ ასე განვთავისუფლდი.

მისი აქტიურობის უკანასკნელი აფეთქება – ესაა შეპირება, რომ გასწავლით რაღაც უჩვეულოს და გაგიხსნით სამყაროს ყველა საიდუმლოს. აქ მნიშვნელოვანია, რომ არ დანებდეთ ამ ცდუნებებს – ის მაინც მოგატყუებთ. უბრალოდ იმიტომ, რომ არ იცის არაფერი გარდა იმისა, რასაც ჩვენი ტონალი შეიცავს. რომც იცოდეს, არ შეუძია ამ ცოდნის ჩვენს ენაზე გადმოთარგმნა, რადგანაც ჩვენი სააზროვნოპ აპარატის დანაზოგებს პასიურად იყენებს და უბრალოდ უკვე არსებული იდეებისა და კონცეფციების კომბინირებას ახდენს.

მთლიანობაში, არაორგანული არსებების ნებისმიერი სახეობისთვის უფრო მოწყვლადს წარმოადგენს ადამიანის ჭუპრის ის ზონები, რომლებშიც გადაიკვეთება წინა წიგნში („კასტანედას შემდეგ“) აღწერილი ენერგეტიკული სხეულის ფრაგმენტები. მაგრამ – არა ყველა ერთნაირად.

ყველაზე ხშირად არაორგანულების ყურადღების ობიექტებს წარმოადგენენ წელსქვემოთ განლაგებული ზონები – „შორისი“, „ჭიპი“ და წელის მიდამო. ყელის ცენტრი და წარბებსშორის მიდამო მოკავშირეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ (გარდა ზემოთნახსენები „ემისარისა“). პირველ რიგში, ჭუპრის ზედა ნაწილი ენერგიის უფრო ნაკლებად მკვრივი ნაკადებისგან შედგება. მეორეც, აქ ყველაზე მკაფიოდაა წარმოდგენილი მენტალური სტრუქტურები, „ძალზე ადამიანური“ და ძალზე გაუგებარი სხვა არსებებისთვის. მაღალი აქტივობა, შედარებით მაღალი კონტროლი და უცხო შემადგენლობა – ყველაფერი ეს ნაკლებადმიმზიდველს ხდის ადამიანის ჭუპრის ზედა ნაწილს.

მაგრამ აქ არის საინტერესო პარადოქსი, რომელიც დაკავშირებულია მესამე თვალის ცენტრთან. ამ „ჩაკრაზე“ მედიტაცია ამკვრივებს ენერგო-ნაკადს და ამავდროულად გაცილებით უფრო ერთგვაროვნად, ნაკლებმოძრავად აქცევს მას. ეს უჩვეულო სიტუაციაა, ამიტომაც იზიდავს არაორგანულ არსებებს. რამეთუ ყველაზე გონიერებსაც კი მათ შორის (რომლებსაც ვუწოდებთ კიდეც „მოკავშირეებს“) ვერ გებულობენ აღქმის ამ ხელოვნური სიტუაციის სპეციფიკას და მის შესაძლო შედეგებს. ისინი ცდილობენ, მოხვდნენ პროვოცირებული ენერგო-გაცვლის ცენტრში და შეამოწმონ, შესაძლებელია თუ არა არსების საკუთარი მიზნებისადმი და სტრატეგიისადმი დაქვემდებარება. რა თქმა უნდა, თუკი ადამიანის ტონალი ჯანმრთელია, ამისგან არაფერი გამოდის – რჩება მხოლოდ შთაბეჭდილება კონტაქტისა რაღაც საშინელთან, აგრესიულთან, ძალადობრივთან. მათი სივრცე, რომელიც ექვემდებარება განზრახვას – „გამოიკვებოს“ ჩვენით, ადამიანს საშინლად ეჩვენება. ეს თითქმის ჯოჯოხეთია. აქედანაა გავრცელებული მითი ეშმაკებთან ურთიერთობის შესახებ.

ყელის ცენტრი მოკავშირეებში რაღაც ინტერესისმაგვარს იწვევს. სწორედ ყელის ცენტრის უჩვეულო აქტივობა იწვევს გონიერ „მოკავშირეებს“, რომლებსაც ინფორმაციული გაცვლის უნარი გააჩნიათ. რადგანაც აქ კონტროლი შედარებით დაბალია, „მოკავშირეები“ ცდილობენ, რომ ადამიანის „შინაგანი ლაყბობის“ იმიტირება მოახდინონ და წაართვან მას სპეციფიური ენერგია. სანაცვლოდ ისინი ტოვებენ უცნაურ იდეებს ან კიდევ უფრო უცნაურ ისტორიებს. ისინი უნებლიედ „ხლეჩენ“ სიზმარმხილველის პიროვნებას და მისი შიზოფრენიისკენ პროვოცირებას ახდენენ იმ შემთხვევაში, თუკი მას თანდაყოლილად ჰქონდა ამ ავადმყოფობისადმი მიდრეკილება. (განსაკუთრებით იოლად ასეთ გავლენას ექვემდებარებიან ქალი სიზმარმხილველები, ამიტომ ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ).

მოკლედ, ყოველ სიზმარმხილველს არაორგანულებთან შეხვედრისას უნდა ახსოვდეს სამი ენერგეტიკული ცენტრის დაცვის შესახებ – ჭიპის, შორისის და ყელის ცენტრის.

არაორგანული არსებების თემა, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს იგი, უსიამოვნო გრძნობებს ტოვებს. ერთი მხრივ მრავალი ადამიანი თვლის მათთან კონტაქტს აუცილებლობად, რამეთუ კასტანედამ არაფრთხილი შეტყობინება დატოვა, თითქოს არაორგანულების ენერგიის გარეშე ტოლტეკური ცოდნის მაღალი რეალიზაციები საერთოდ შეუძლებელია. მეორე მხრივ, ამ არსებათა ბუნება (ყველაზე რთულებიდან ყველაზე მარტივებამდე) მიუწვდომელი რჩება, და ყველაფერი ამოუცნობი კი ერთდროულად გვიზიდავს, გვაბნევს და განგვიზიდავს. მესამე მხრივ, ჩვენ ყველანი ასე თუ ისე ვექვემდებარებით ქრისტიანულ მითოლოგიას და არაცნობიერად ვახდენთ არაორგანული არსებების „კაცობრიობის მტრებთან“, ეშმაკებთან, ბოროტების მატარებლებთან ასოცირებას.

(Visited 738 times, 1 visits today)