abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

როგორ გავიცნოთ ფერიები?

როგორ გავიცნოთ ფერიები?

მთარგმნელი:  tikoroma

ყოველი ჩვენთაგანი შეხვედრია ფერიებს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა გაუცნობიერებლად ხდება. შეიძლება უცებ მოგეჩვენოთ, რომ თქვენი მზერის არეში რაღაც მოძრაობს, დააკვირდებით და არაფერია. ეს მოვლენები ღია კონტაქტის საწყის ეტაპზე ხდება. შეიძლება, უბრალოდ, მხედველობის ილუზიადაც ჩათვალოთ…

იცით თუ არა, რომ  მცენარეებთან საუბრით მათ გაზრდაში დაეხმარებით? მცენარეთა სულები გიპასუხებენ თქვენ. გყოლიათ ბავშვობაში წარმოსახვითი მეგობარი?  პატარები ძირითადად თავიანთ წარმოსახვით მეგობრებს ხატავენ. ბავშვის ბუნება ღიაა უხილავი სამყაროსთვის. შეგინიშნავთ, რომ  ზოგჯერ სახლში საგნები ქრება, შემდეგ კი ისევ თავის ადგილას აღმოჩნდება ხოლმე. ისინი ამ გზით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მოპოვებას. დაგსიზმრებიათ უცნაური არსებები და ადგილები? ისინი თქვენს სიზმრებს სტუმრობენ.განთიადი და შებინდება, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობები, ზაფხულის ნაბუნიობის დღე – საუკეთესო პერიოდებია ფერიათა სამყაროს გასაცნობად. ეს არის ე.წ. “ტყუპი დრო და ადგილი”: ისინი გაურკვევლები არიან – არც აქ არიან არც სხვაგან, არც ახლა, არც სხვა დროს. მაგალითად, ცისკრის დროს და დაბინდებისას – როცა არც დღეა და არც ღამე – ისინი შუაში არიან. ზღვის ნაპირებზე და პატარა უბეებში, არც წყალში და არც მიწაზე, სადღაც მათ შორის.

ჩვენ შეგვიძლია ხუთივე გრძნობით აღვიქვათ ფერიათა არსებობა: შეიძლება დავინახოთ მოციმციმე სინათლე მცენარეთა ირგვლივ, ან ბუნდოვანი სახეები ხეებში. შეიძლება მოვუსმინოთ ფიჭვების ჩუმ შრიალს, როცა მათ ნიავი ჩამოუქროლებს, ჩაგვესმას მუსიკა, როცა არავინ უკრავს, ან ზარების წკრიალი, რაც დამახასიათებელია მათი ხმების ჟღერადობისთვის.  მათ ყოფნას ვიგრძნობთ ფიზიკურადაც – შეჯახებით, ან თითქოს თმების მსუბუქ შეხებას, ვიგრძნობთ შემცივნებას და ჟრჟოლას.   ყველაზე ძლიერად მათი აღქმა ყნოსვით შეგვიძლია. ხდება ხოლმე, ქუჩაში გავლისას  ნიავს მოაქვს ხეებისა და ყვავილების სურნელი. ამბობენ, რომ ეს მათი მოსალმებაა. თქვენც მიესალმეთ საპასუხოდ. რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უფრო მეტი სიცხადით წარსდგებიან ისინი თქვენს წინაშე.

ყველა ყვავილს თავისი ფერია ჰყავს, ყველა ხეს აქვს სული. ფერიები და ელფებიც დედამიწის შვილები არიან. ისინი იცავენ მას, არც ისე შორს არიან ჩვენგან, როგორც ჩვენ გვგონია. როცა მათ შევიცნობთ, საოცარი შესაძლებლობები მოგვეცემა, გაგვემხილება მცენარეთა საიდუმლოებანი და ვისწავლით მათ გამოყენებას.  თუკი ავად ხართ ან რაიმე გტკივათ, დაჯექით ტირიფის ხის ქვეშ 10-15 წუთის განმავლობაში, იგრძენით, რომ ხის ენერგიაში ეხვევით და ტკივილი გაქრება.

თუ გრძნობთ, რომ უბედური ხართ, თუ გაწუხებთ დანაშაულის გრძნობა, ან ძლიერი სევდა, დაჯექით ფიჭვის ან სხვა მარადმწვანე მცენარის მახლობლად.  ხის სული შემოგეხვევათ და განგკურნავთ დარდისაგან.

როგორ გავხდეთ კიდევ უფრო გახსნილები მათი აღქმისთვის:

  • გაატარეთ დრო ბუნებაში.
  • იმედიტირეთ ხეების ქვეშ.
  • ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში.
  • დატოვეთ ადგილი თქვენს ეზოში, რომ ველურმა მცენარეებმა ბუნებრივად იხაროს.
  • ხშირად იმღერეთ.

ბუნების სულები იქ იკრებებიან, სადაც სიმღერა და მუსიკა ისმის. როცა მათ დასანახად საკმარისად გავიხსნებით, ვნახავთ რომ ფერიებს და ელფებს უამავი ფორმა და ფერი აქვთ, შეხვედრისას კი ირჩევენ მომხიბვლელ ფორმებს, რადგან თვლიან, რომ ასე უფრო მისაღები იქნებიან თქვენთვის.

ექსპერიმენტი (ტარდება დღისით):

ა) დაჯექით პირთამდე სავსე აუზთან, აიღეთ საკრავი – “ქარის მუსიკა” და აწკრიალეთ წყლის თავზე ერთი წუთის განმავლობაში. წყალში ბუშტუკები მოიმატებს, წარმოიქმნება პატარა ტალღები, რადგან ზარების რეკვის სიმღერა მოიხმობს წყლის სულებს ზედაპირზე.

ბ) დაჯექი ხის ქვეშ, დახუჭე თვალები და დაუკარი ფლეიტა ერთი წუთის განმავლობაში. თუ ფლეიტა არ გაქვთ, სტვენით დაუკარით ბავშვობის საყვარელი ჰანგები. ფოთლები აშრიალდება, ნიავი დაგიქროლებთ, რადგან თქვენ მოუხმობთ ჰაერის სულებს.

(Visited 1,205 times, 1 visits today)