abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

მთარგმნელი: მან გალა

ე. ბლავატსკაიას მიხედვით

„დედამიწაზე აღმოცენდა, გაძლიერდა და გამრავლდა,
შვიდი მეფე – ძმები ერთი ოჯახიდან.“
ქალდეური შექმნის ქრონიკები

ჯორჯ სმიტის მიერ შეგროვებულ და თარგმნილ ქალდეურ ფილებზე, რომლებზეც ბაბილონური შექმნის ლეგენდაა ასახული, მოხსენიებულია „შვიდი დიადი ღმერთის მიერ შექმნილი “ადამიანის მსგავსი შვიდი არსება „ყორნის სახით“. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ – შავი ან მუქი ფერის კანით. სწორედ ისინი არიან მოხსენიებული კაბალაში ედემის მეფეების სახელით. ეს იყო პირველი რასა, არასრულყოფილი და უსქესო, რომელიც მოგვიანებით განადგურდა. ეს იყო რასა, რომელიც სქესის ბალანსამდე გაჩნდა, ამიტომ მოხდა მათი განადგურება.


„შვიდმა მეფემ წარმოშვა შთამომავლობა. 6000 აღწევდნენ ისინი, რომელიც ღმერთმა ნერგასმა (სიკვდილი) გაანადგურა. როგორ გაანადგურა? მოიყვანა წონასწორობაში (გაათანაბრა) ისინი, ვინც ჯერ არ არსებობდა.“
მათი განადგურება მოხდა საკუთარი შთამომავლობის მიერ, მომდევნო თაობების (გამოყოფის სახით წარმოშობილის) ჩანაცვლებით და წარმოიშვა ორსქესიანი რასა, რომელმაც მომავალში სათავე დაუდო მესამე რასის წარმოშობას. ხსენებული ფილების დიდი ნაწილი განადგურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართო მასებისთვისსაც გახდებოდა ცნობილი, რომ ფაქტები, რომლებსაც გადმოგვცემს არქაული ჩანაწერები ან ჰერმესის ზურმუხტის ფილები, სწორედ სმიტის მიერ ნაპოვს ფილებშიც იყო მოთხრობილი.
ჩვენს ხელთ არსებული წყაროების – ჰერმესის ფილების, მკვდრების წიგნის, ინდური პურანების, ქალდეურ-ასირიული ქრონიკების მიხედვით შეგვიძლია საერთო სურათი დავინახოთ, სადაც მოხსენიებულია შვიდი პირველყოფილი ადამიანი. შვიდი ადამიანი, რომლის შედარებით ვრცელ სურათსაც კაბალა გვთავაზობს. უძველესი თრაკიული წყარო ახსენებს პირველყოფილ ადამიანს, სახელად ადამას, რომელიც ერთ ერთი შვიდთაგანი იყო. თუ ამ ფაქტს განვიხილავთ სხვა მხრიდან და გავიხსენებთ, რომ თვით თრაკია ფინიკიელების მიერ იქნა კოლონიზირებული, ხოლო მანამდე იდუმალი პელაზგებით. ასევე თუ გავიხსნებთ თრაკიელების, ქალდეველების და ებრაელების ღმერთებს, აღარ იქნება რთული იმის წარმოდგენა, თუ საიდან მოვიდა მსგავსი არეული გადმოცემა წარღვნის შესახებ. ის ფაქტი აღარ წარმოადგენს სიახლეს, რომ ებრაელებმა, ძველი აღთქმის მითი მოსესა და შექმნაზე უძველესი ქალდეურ-აქადური მითოლოგიიდან აიღეს. ასევე ბაბილონურ-ასირიული ლურსმული დამწერლობით შექმნილი ფილების გარჩევისას, ხშირად ფიგურირებს სახელი ადამა, ადმი, ადამ, ასეე შვიდი ადამიშს შექმნა. საუბარია ფიზიკურ სხეულში დაბადებულ პირველყოფილ ადამიანზე…
ჯორჯ სმიტი, ნაშრომში „Chaldean Account of Genesis“ ამბობს, რომ ადამი არ წარმოადგენდა საკუთარ სახელს, არამედ მოიხსენიება როგორც ადამიანის, კაცობრიობის ამსახველი ტერმინი…
ათობით ათასი ნამსხვრევისგან აღდგენილი ბაბილონური ჩანაწერები არარეალურად დიდ ინფორმაციას მოიცავს და ადასტურებს მრავალ დღევანდელ სწავლებას. განსაკუთრებით სამ მათგანს:
1. რასა, რომელიც პირველი დაეცა, იყო მუქი Zalmat-qaqadi, ასევე ადამის რასად წოდებული. მაშინ როდესაც სარკუ, იგივე ნათელი (ღია ფერის) რასა დიდი ხნის მანძილზე წმინდა დარჩა.
2. დაცემის მომენტში, ბაბილონელები აღწერენ ორ არსებულ რასას, რომელთა პარალელურად არსებობდა ასევე ეთერული, ღმერთების რასა. ეს ორი რასა წარმოადგენს მეორე და მესამეს.
3. არსებობდა შვიდი ღმერთი, რომელთაც შექმნეს შვიდი სხვადასხვა ადამიანი (ან ადამინთა ჯგუფი). ეს იყო „შვიდი განხორციელებული ღმერთი“: ღმერთი ზი; ზი-კუ, სიცოცხლისა და სიწმინდის ღმერთი; მირ-კუ..ღმერთების მიერ (მომავალში) დატყვევებულების განმათავისუფლებელი და მუქი რასების შექმნელი; ლიზბუ, ყველაზე ბრძენი ღმერთებს შორის; ღმერთი ნისი; ღმერთი სუხაბი და ხეა, იგივე სა – მათი სინთეზი, სიბრძნისა და უფსკრულის ღმერთი… მოხსენიებული ასევე როგორც შემქმნელი…
უძველეს ხელნაწერებში მოხსენიებულია მატერიკები, რომლებზეც ხდებოდა უძველესი რასების, კერძოდ პირველი ოთხი რასის აღმოცენება არსებობა და დასასრული. მათი სახელები ოდითგანვე, ენების და კულტურების მიხედვით გადმოცემიდან გადმოცემაში იცვლებოდა და სხვადასხვანაირად მოიხსენიებოდა. გთავაზობთ ხსენებული მატერიკების აღწერას „საიდუმლო დოქტრინის მიხედვით.“

1. შეუვალი წმინდა ქვეყანა
მსგავსი დასახელების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ხსენებული ქვეყანა არასოდეს იზიარებდა სხვა მატერიკების ბედს და ის იყო ერთადერთი, რომელიც მანვანტარას დაწყებიდან ბოლომდე, ყოველი ციკლის დროს არსებობდა. ეს არის პირველი ადამიანის და უკანასკნელი ღვთაებრივი მოკვდავის საცხოვრებელი ადგილი. ადგილი სადაც მოხდა ადამიანის გადარჩევა, როგორც მომდევნო ცივილიზაციების საწყისი თესლის. ამ ადგილზე ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს, რომლებიც უძველეს ინდურ ხელნაწერებშია შემონახული.

2. ჰიპერბორეა
ჩრდილოეთ პოლუსის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში განთავსებული ჰიპერბორეა, სადაც ცხოვრობდა მეორე რასა.
ის მოიცავდა ყველაფერს, რასაც დღესდღეობით ჩრდილოეთ აზიის სახელით ვიცნობთ. ეს სახელი მას ძველი ბერძნებისგან მიეცა. მათი გადმოცემით, ეს იყო მიწები სადაც ჰიპერბორეელი აპოლონი მოგზაურობდა. რა თქმა უნდა, ასტროლოგიური თვალთახედვით, აპოლონი მზეა, რომელიც ელინური საკურთხევლის დატოვებისას, სწორედ ჰიპერბორეაში მიემართებოდა, სადაც გადმოცემის თანახმად ის ნახევარი წლის მანძილზე ანათებდა და არ ჩადიოდა…

3. ლემურია
მადაგასკარის, ცეილონის და სუმატრას ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიულ მატერიკი, რომელიც ასევე აფრიკის გარკვეულ ნაწილს მოიცავდა. მაგრამ ამ გიგანტური მატერიკის ძირითადი ნაწილი ინდოეთის ოკეანედან ავსტრალიამდე იყო გადაჭიმული და მოგვიანებით წყნარი ოკეანის ფსკერზე მოექცა, რის შემდეგაც წყალს ზევით მხოლოდ რამოდენიმე კუნძული დარჩა. საუბარია ახალ გვინეაზე, სოლომონის კუნძულებზე და შესაძლოა ფიჯიც.

4. ატლანტიდა
ყველასთვის ცნობილი ატლანტიდა, იგივე მეოთხე მატერიკი. ასევე გიგანტური ტერიტორია, რომლის პლატონის მიერ მოხსენიებული ერთი კუნძული, მხოლოდ მის უმცირეს ნაწილს მოიცავდა.

5. ევროპა
მეხუთე მატერიკი იყო ამერიკა. მაგრამ რადგან ის მოპირისპირე ნახევარსფეროში მდებარეობს, ინდოარიელი ოკულტისტები მეხუთე მატერიკად  თითქმის თანამედროვე ევროპასა და აზიას თვლიან.
თუ მათი სწავლება მატერიკების წარმოშობას მათი გეოლოგიური და გეოგრაფიული მხრიდან განიხილავდა, მაშინ კლასიფიკაციის შეცვლა იქნებოდა საჭირო. მაგრამ რადგან მატერიკების თანმიმდევრობა, რასების წარმოშობითა და ევოლუციის მიხედვით განიხილება, დაწყებული პირველიდან, დამთავრებული მეხუთე რასით (მათ შორის ჩვენი, არიული რასაც), მეხუთე მატერიკად ევროპა უნდა დასახელდეს.

(Visited 2,453 times, 1 visits today)