abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჯიოტიში – ძალთა კანონზომიერებების ცოდნა

ჯიოტიში – ძალთა კანონზომიერებების ცოდნა

სტატიის ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი

მთარგმნელი Atman

ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს ძალთა მუდმივი ზეგავლენის ქვეშ, იმ არსებათა გავლენის ქვეშ, რომლებსაც მრავალი უფრო მცირე არსება ემსახურება. ყოველი ჩვენგანი – ასევე ძალაა – ერთ-ერთი სინათლის არსება იერარქიის სისტემაში. იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ ჩვენი ადგილი ცხოვრებაში, რომელი ძალები და როგორ მოქმედებენ ჩვენზე, საჭიროა მთელი მეცნიერება. ასეთ მეცნიერებას წარმოადგენს ჯიოტიში. იგი გვიჩვენებს ჩვენს ცხოვრებას, როგორც უდიდესი ძალების – გრაჰების კომბინირებულ ზეგავლენას, რომლებიც ყოველ წამს გვიპყრობენ ცნობიერების, ჭკუის, გრძნობების, სხეულისა და გარშემომყოფი რეალობის ყოველდღიური მოვლენების დონეზე.

გრაჰები ჩნდებიან ცნობიერების ერთიანი ველიდან და თავის ყველაზე გამოვლენილი სახით ჩვენი მზის სისტემის პლანეტებად ვლინდებიან.

დედამიწასთან და მასზე კონკრეტულ წერტილთან – ადამიანთან დაკავშირებით – განლაგებულია გრაჰების იერარქიული სისტემა, რომლებიც გვეხმარებიან უკეთ ვიგრძნოთ ჩვენი სული – არსებობის ძალა – მთავარი ძალა, რომელიც არსებობას აძლევს მმართველ სურიასაც (მზეს). ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი მიმართულია თავისი სულის მსახურებისკენ, მაშინ მზეც კი მას მოემსახურება. ხოლო თუ ადამიანი სათანადოდ არ ემსახურება თავის სულს, მაშინ ყველა გრაჰა (პლანეტა) რთულ ბედს უქმნის მას და ეს ბედი ადამიანს უსამართლოდ ან ძალიან მძიმედ ეჩვენება.

უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ადამიანი თავის გადაწყვეტილებებში და მოქმედებებში ყველაზე ნაკლებად ხელმძღვანელობს საკუთარი სულის (Дух) კარნახით. ამიტომ გრაჰები კარნახობენ მათ თავიანთ პირობებს და აიძულებენ ამა თუ იმ ძალას ემსახურონ. ისინი ადამიანთან მიმართებაში თავს ავლენენ უფრო როგორც მკაცრი მშობლები, ვიდრე მისი მსახურები და შანიც (სატურნიც) კი – სურიას (მზის) ყველაზე ძველი მსახური, ადამიანს ძალიან მკაფიო და სასტიკ პირობებში ჩააგდებს და უმაღლესი მოვალეობის გაცნობიერებისკენ წარმართავს მას.

თუ ჩვენ უბრალოდ დედამიწის ბედს განვიხილავთ, მაშინ ყველა გრაჰა (ძალა ანუ პლანეტა) იერარქიულად განლაგდება დედამიწასთან მიმართებაში მათი მოძრაობის სიჩქარის მიხედვით და ღებულობს მას (დედამიწას), როგორც ყველა გრაჰას ზეგავლენის მიმღებ არსებას.

ყველაზე ნელი გრაჰა შანია (სატურნი). უფრო სწრაფია რაჰუ-კეტუ, კიდევ უფრო სწრაფი გურუ (იუპიტერი), შემდეგ მანგალა (მარსი), სურია (მზე), შუკრა (ვენერა), ბუდჰა (მერკური) და ჩანდრა (მთვარე). პლანეტების ეს რიგი განსაზღვრავს დედამიწაზე დროის დინებას, მის საათებს; დაწყებული კვირას, მზის ამოსვლის პირველი საათიდან, დღე-ღამის ყოველ საათს ზემოთმოცემული თანმიმდევრობით მართავს კონკრეტული პლანეტა (რაჰუ-კეტუს გარდა) და ახალი დღე უწყვეტ და მარადიულ თანმიმდევრობაში, იწყება გრაჰათი, რომელიც კვირის მოცემულ დღეს მართავს. ასე იქმნება კვირის დღეთა სახელწოდებები (პლანეტების სახელების მიხედვით).

პლანეტათა იერარქია დედამიწასთან მიმართებაში მოძრაობის სიჩქარის მიხედვით, აჩვენებს, რომ სურია (მზე) იმყოფება იმ ადგილას, სადაც უნდა იმყოფებოდეს დედამიწა. მზის სისტემაში დედამიწა მეოთხე ადგილზეა სიჩქარით, ხოლო დედამიწის სისტემაში მზე იმყოფება მეოთხე ადგილზე და, შესაბამისად, დედამიწაზე (ადამიანზე) ზეგავლენის დონითაც. ამ ორ სისტემაში დედამიწა და მზე ადგილებს ცვლიან. ამგვარად მამა (მზე) საშუალებას აძლევს თავის შვილს მართოს ძალთა საკუთარი სისტემა, თვითონ კი მეოთხე ხდება, თავისი შვილის ნაცვლად, ამ სისტემაში.

თუ მზის სისტემაში ბუდჰა (მერკური) მზის უახლოესი თანამგზავრია, დედამიწის სისტემაში დედამიწის უახლოეს თანამგზავრს ჩანდრა (მთვარე) წარმოადგენს. მთვარის მდგომარეობასa და მის თვისებებს განსაზღვრავს ცის კაბადონის ის სეგმენტი, რომელშიც იგი იმყოფებოდა ჩვენთვის საინტერესო მომენტში.

Astrology_

ცის კაბადონი, რომელზეც პლანეტები მოძრაობენ, ჰგავს ცნობიერების ველს, რომელზეც გრაჰები (ძალები) მოძრაობენ. იგი პირობითად დაყოფილია 12 თანაბარ სეგმენტად – ზოდიაქოს ნიშნად (ეს მოდის ბერძნული სიტყვა “ზოო”-დან, “ზოდიაქო” ნიშნავს “ცხოველთა წრეს”), რომლებიც აჩვენებენ წელიწადის 4 სეზონს, რომელთაგანაც თვითოეული შედგება სამი თანაბარი პერიოდისგან (თვეებისგან). ამგვარად 12 პერიოდი მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება მზის მდებარეობით 12 ნიშანში, რომლებიც სხვადასხვა ცხოველების სახით გამოისახებიან. ყოველ სეგმენტს განსაზღვრული თვისებები აქვს და ამა თუ იმ გრაჰათი (პლანეტით) იმართება.

ჩანდრას (მთვარის) მდგომარეობა (თვისება) დაბადების დროს განისაზღვრება ცის იმ სეგმენტით, რომელშიც იგი აღმოჩნდა ამ მომენტში. თუ იგი აღმოჩნდა იმ სეგმენტში, რომელიც მის ბუნებას აძლიერებს, დაბადებული ადამიანი ბედნიერი იქნება. თუ ცის (ცნობიერების ველის) სეგმენტი ასუსტებს მის ბუნებას, ადამიანს ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი ელის. მთვარის ამ ორ მდგომარეობას შორის არის განსხვავებული თვისებების მქონე კიდევ 10 სეგმენტი, სადაც მთვარე სხვადასხვანაირად გრძნობს თავს, მაგრამ მთლიანობაში არც თუ ისე ცუდად, იმიტომ რომ მთვარე არც ერთი გრაჰასადმი არაა მტრულად განწყობილი.

ჩანდრა (მთვარე) ყველა გრაჰას შორის ყველაზე მეტად ავლენს ადამიანის სამშვინველის თვისებებს დედამიწაზე ინკარნაციაში. ცის სეგმენტი (ზოდიაქოს ნიშანი), რომელშიც იმყოფებოდა ჩანდრა (მთვარე) დაბადების მომენტში, იწოდება “დაბადების ნიშნად”, ან “მთვარის ნიშნად”.

ჩანდრა (მთვარე) ქმნის დედამიწის და შესაბამისად კაცობრიობის სულის (სამშვინველის) გამოვლენის პირველად გარსს. ბუდჰა (მერკური) მეორეა მოძრაობის სიჩქარით, ამიტომ იგი წარმოადგენს მეორე ძალას დედამიწის გარშემო იერარქიაში. მესამეა შუკრა (ვენერა). მეოთხე – სურია (მზე), მეხუთე – მანგალა (მარსი), მეექვსე – გურუ (იუპიტერი), მეშვიდე – რაჰუ-კეტუ, მერვე – შანი (სატურნი).

სატურნის, როგორც ყველაზე ნელი პლანეტის, მდებარეობა დედამიწასთან მიმართებაში ტრანზიტულ რუქაში, აჩვენებს იმ მკაცრ პირობებს და ჩარჩოებს, რომლებშიც მთელი დედამიწა იქნება. გურუ (იუპიტერი) მიუთითებს იმ თვისებებზე, რომლითაც სავსე იქნება დედამიწის სივრცე. რაჰუ-კეტუს მდგომარეობა აჩვენებს, თუ როგორი სახის იქნება სხვადასხვა ხელობნური თუ ბუნებრივიხასიათის მოულოდნელი გავლენები დედამიწაზე. მანგალას (მარსის) მდებარეობა აჩვენებს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი არსებების ზეგავლენის ხასიათს და დონეს. სურიას (მზის) მდგომარეობა აჩვენებს სხვადასხვა სისტემათა მმართველების ხასიათს. შუკრას (ვენერას) მდებარეობა აჩვენებს იმ ძალთა გაძლიერებას ან შესუსტებას, რომლებიც იძლევიან ნაყოფებს (ბავშვებს), საკვებს, სიამოვნებებს, სილამაზეს და სხვა ამგვარ მოვლნებს. ბუდჰას (მერკურის) მდებარეობაგვაჩვენებს სხვადასხვა არსებათა ურთიერთობას დედამიწაზე. ჩანდრას (მთვარის) მდებარეობა აჩვენებს ყველა ცოცხალი არსების მდგომარეობას დედამიწაზე. როცა მთვარე იზრდება (ივსება), დედამიწაც ასევე ივსება ცოცხალი არსებებით, იზრდება და ვითარდება. განსაკუთრებით სასიკეთოა, როცა მთვარე ერთდროულად თან ზრდადია და თან მისთვის სასიკეთო ნიშანში იმყოფება.

ყოველ ცალკეულ ადამიანთან მიმართებაში, გარდა მთვარის მდებარეობისა ნიშანში, ასევე მნიშვნელოვანია ამ ადამიანის დაბადების ნიშანი და სახლი, რომელშიც ამ მომენტში მთვარე იმყოფება.

ძალთა მდგომარეობის დაკავშირება დედამიწასთან და კონკრეტულ ინდივიდთან მიმართებაში, ესაა ჯიოტიშს, ყოვლისმცოდნეობის მეცნიერების ხელოვნება.

(Visited 818 times, 1 visits today)