abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(მიზეზის და შედეგის კანონი. წინასწარმეტყველების გასაღები)

ადამიანო, ისმინე ატლანტის ხმა და მიიღე მისი სიბრძნე.
დროისა და სივრცის კანონს დავეუფლე და შევიძინე მომავლის ცოდნა.
ვიხილე, რომ ადამიანი, დროსა და სივრცეში მოძრაობისას, გაერთიანდება ე რ თ ი ა ნ ო ბ ა ს თ ა ნ.
მომავალი დახურული წიგნია მხოლოდ მათთვის, ვინც კითხვა იცის.
ყველა შედეგი საკუთარ მიზეზს გამოავლენს, ისევე, როგორც ყველა შედეგი პირველ-მიზეზისგან მოდის.

იცოდე, რომ მომავალი არ არის ფიქსირებული და სტაბილური. ის იცვლება იმისდა მიხედვით, თუ მიზეზი როგორ წარმოაჩენს შედეგს.
შეხედე მოტივს, რომელიც უნდა მოიტანო მიმდინარეობისას და დაინახავ, რომ ყველაფერი არის შედეგი.
შენს მიერ მოტანილი შედეგი არის მიზეზი სხვა, ბევრად უფრო სრულყოფილი შედეგის.
მომავალი არასოდეს არის ფიქსირებული, არამედ მიჰყვება ადამიანის თავისუფალ ნებას და მოძრაობს დროსა და სივრცეში, მიზნისკენ, სადაც წარმოიქმნება ახალი დ რ ო.
ადამიანს, მომავლის წაკითხვა მხოლოდ იმ მიზეზების საშუალებით შეუძლია, რომლებიც შედეგებს წარმოქმნის.
ეძებე მიზეზთა კავშირი და შეძლებ შედეგის აღქმას.
როდესაც ვახსენებ მომავალს, ვგულისხმობ შედეგს, რომელიც მიზეზს მოჰყვება.
ადამიანი, თავის მიზნისკენ მოგზაურობის მანძილზე, მუდამ ცდილობს თავიდან აიცილოს ბნელი.
ღამის წყვდიადი, რომელიც ადამიანს მუდამ თან სდევს, ვარსკვლავზე გარშემოკრულ ჩრდილს წააგავს, ამიტომ საჭიროა ადამიანმა ვარსკვლავის მსგავსად ანათოს.
ბედი მას მუდამ წინ წაიყვანს, ვიდრე არ გახდება ის სინათლესთან ე რ თ ი ა ნ ი.
მართალია გზა ჩრდილებს შორის გადის, სინათლე მუდამ გაანათებს მის წინ.
შორს მომავალში, ვხედავ ნათელში მყოფ ადამიანის მოდგმას, თავისუფალს ბნელი ბორკილებისან.
მაგრამ ვიდრე ამას მიაღწევ, მრავალჯერ შეეხება ჩრდილი შენ მანათობელ სულს, რომელსაც თავისუფლება სწყურია.
მრავალსაუკუნოვანი დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ბნელსა და ნათელს შორის.
შორეულ მომავალში სინათლე ყველაფერს მოიცავს, ხოლოდ ბნელი დამარცხდება.
ამიტომ ისმინე ჩემი სიბრძნე და ნუ მოაქცევ საკუთარ სინათლეს ბორკილებში.
ადამიანი მაღლდებოდა და კვლავ ეცემოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ცნობიერების ახალი ტალღები მუდამ მიედინება ჩვენს დაბლა არსებული დიადი უფსკრულიდან მათი მიზნის მზის მიმართულებით.
თქვენ ცხოველზე ოდნავ მაღლა მდგომი მდგომარეობიდან მიაღწიეთ დღევანდელს, უდიადესს ადამიანთა შორის.
მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენამდე სხვები არსებობდნენ. ბევრად დიდებულები ვიდრე თქვენ.
და გეტყვით, რომ როგორც ისინი დაეცნენ ერთ დროს, იგივე მოგელით თქვენ და მოვა დასასრული.
და დედამიწაზე, რომელზეც თქვენ არსებობდით, იცხოვრებენ ბარბაროსები, რომლებიც თავიანთ გზას გაივლიან სინათლის მიმართულებით.
დავიწყებული იქნება ძველი სიბრძნე, მაგრამ ხალხისგან დაფარული კვლავ იარსებებს.
ქხემად წოდებულ მიწაზე, რასები აღმოცენდებიან და რასები დაეცემიან.
დავიწყებულ იქნებით ადამიანის მიერ, მაგრამ გადაინაცვლებთ საზღვრებსგარე სივრცეში და მოიტოვებთ უკან ადგილს, სადაც ცხოვრობდით.
ადამიანის სული, მუდმივ მოძრაობაშია. ის მიიწევს წინ, მიზნისკენ, რომელიც სინათლესთან ერთიანს ქმნის.
მუდამ წინ იმოძრავე, გადაადგილდი მიზეზის კანონითა და შედეგით, ვიდრე საბოლოოდ ორივე არ გახდება ერთი.
როდესაც შენ წახვალ, სხვები მოვლენ იქ, სადაც შენ ცხოვრობდი.
ცოდნა და სიბრძნე დავიწყებული იქნება და მხოლოდ ღმერთების ხსოვნაღა დარჩება.
როგორც მე წარმოვადგენ თქვენთვის ღმერთს, ასევე თქვენ იქნებით ღმერთები მომავალი რასებისთვის, რადგან თქვენი ცოდნა მათსაზე ბევრად მაღლა იდგება.
მაგრამ საუკუნეების მანძილზე კანონი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება ადამიანისთვის, მაშინ როდესაც მოინდომებს.
მომავალი საუკუნეები იხილავენ მათ სიბრძნის აღორძინებას, ვინც თქვენს ადგილს ჩაანაცვლებს.
ამჯერად ისინი შეეცდებიან სიბრძნის შეძენას და სინათლით სიბნელის განდევნას.
მაგრამ მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებენ სინათლის მოპოვებას.
სხვები, რომლებიც იქნებიან ბნელით მოცულნი, შეეცდებიან მათ შეფერხებას.
შემდეგ ადამიანისთვის დადგება დიდი ომის პერიოდი, რის შედეგადაც დედამიწა იწყებს ზანზარს და შეირყევა მისი მოძრაობა.
სწორედ ამ დროს დაიწყებს სიბნელის საძმო ომს ბნელსა და ნათელს შორის.
როდესაც ადამიანი კვლავ დაიპყრობს ოკეანეს, ჩიტისმაგვარი ფრთებით აფრინდება ცაში და ელვას შეაჩერებს, დაიწყება ბრძოლა.
უდიდესი ბრძოლა გაიმართება შავ და თეთრ ძალებს შორის.
ერები აღდგებიან ერების წინააღმდეგ და ბნელ გამანადგურებენ ძალას გამოიყენებენ.
ძლიერი იარაღი გაანადგურებს არემარეს, ვიდრე ადამიანის რასის ნახევარი არ ამოწყდება.
და სწორედ მაშინ ჩამოვლენ დილის შვილები და მისცემენ ადამიანებს მითითებას: „ადამიანებო, დაასრულეთ ერთმანეთის მტრობა. მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ სინათლემდე. მოიშორეთ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და მიჰყევით გზას, რომელშიც ყველა მართალი ხართ.“ ამის შემდეგ დასრულდება მტრობა ძმებში და მამა-შვილს შორის. და ჩემი ხალხის ძველი სახლი აღდგება ოკეანეების სიღრმიდან.
ამის შემდეგ დადგება ნათელი ხანა და ადამიანებს სინათლის საძმო გაუძღვება.
განდევნილ იქნება ღამის წყვდიადი.
ადამიანები ამაღლდებიან და გახდებიან შუქის შვილები.
ამ დიდებულ ხანაში, სიბრძნე და ცოდნა ადამიანის განკარგულებაში იქნება და მიუახლოვდება ის ცეცხლის მუდმივ წყაროს, საწყის ადგილს, რომელიც ამასთანავე ერთიანია ყველაფერ არსებულთან.
ყველაფერი შეადგენს ე რ თ ს და ე რ თ ი გახდება ყველაფერი. ადამიანი, როგორც კოსმოსის სრულყოფილი ცეცხლი, ვარსკვლავებს შორის გზას გაიკვალავს.
ის საზღვრებსაც გასცდება და მიაღწევს ვარსკვლავებს მიღმა არსებულ სივრცეებსაც.
დიდი ხანი მისმინეთ, დიდი სიბრძნე მიიღეთ და დროა დაგტოვოთ. მივდივარ ამენტის დარბაზებში, მაგრამ ჩემი სული მუდამ თქვენთან იქნება და გიჩვენებთ გზას.
დაიცავით და შეინახეთ მრავალი საიდუმლო, რომელსაც გიტოვებთ. მუდამ სიბრძნეს ესწრაფეთ და დაე მუდამ სინათლე იყოს თქვენი მიზანი.
ნუ მისცემთ სიბნელის ბორკილებს თქვენი სულის დატყვევების საშუალებას.
გტოვებთ, მივდივარ ამენტის დარბაზებში. დარჩით მუდამ ჩემ შვილებად, აწმყოსა და მომავალშიც. მოვა დრო და თქვენც გახდებით უკვდავნი და იცოვრებთ ადამიანებში შუქის შვილების სახით.
დაიცავით ამენტის დარბაზების შესასვლელი.
დაიცავით ის მრავალი საიდუმლო, რომელიც თქვენში დავმალე.
ნუ მისცემთ ბარბაროსებს საშუალებას დაეუფლონ დიდ სიბრძნეს, რომელიც დაგიტოვეთ.
მხოლოდ მათთვის შეინახეთ, ვინც სინათლეს ეძებს.
მივდივარ და გიტოვებთ კურთხევას. მიჰყევით ჩემ გზას და სინათლეს.
დაე თქვენი სული დიდებულ არსს შეერწყას.
მიეცით ცნობიერებას საშუალება გახდეს დიდებულ სინათლესთან ერთიანი.
მიხმეთ, როდესაც დაგჭირდებით.
ახსენეთ ჩემი სახელი სამჯერ ზედიზედ: ჩეკეტეტ არელიხ ვოლმალიტეს
(Chequetet, Arelich, Volmalites)

(Visited 912 times, 1 visits today)