abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა I

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა I

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

 

(დორეალის თარგმანი)

წინასიტყვაობა

ზურმუხტის ფილების სიძველე განსაცვიფრებელია – ხელნაწერი ჩვ.წ.აღ-მდე 36 000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორია ატლანტიდელი ქურუმი ტოტი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ, ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მანვე ააგო გიზეს პირამიდები, რომელიც მოგვიანებით ფარაონ ხეოფსს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა.

ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით  50 000 – 36 000 წლებში, 16 000 წლის მანძილზე განაგებდა თოთი ეგვიპტეს და მაშინდელი პრიმიტიული რასა, ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურამდე აიყვანა. ატლანტი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით. მისი სიბრძნის წყალობით, ტოტი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება – მათ შორის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის.

როდესაც ტოტს ეგვიპტის დატოვება მოუწია, ამენტის დარბაზების თავზე პირამიდა აღმართა, ჩაწერა ყველაფერი თავის ქრონიკებში და საიდუმლო დარბაზებს მცველებად ყველაზე სანდო ადამიანები დაუნიშნა. მოგვიანებით, მცველების შთამომავლებმა გააგრძელეს ტრადიცია და თოთის წასვლის შემდეგ აღმართულ იქნა სიბრძნის ღმერთის ტაძარი. ლეგენდის თამახმად, ამენტის დარბაზებში (იგივე ღმერთების დარბაზებში) ხდებოდა სულის გარდასვლა, რათა სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო.

დროთა განმავლობაში თოთი კვლავ ჩნდებოდა სხვადასხვა ადამიანის სახით, ხოლო მესამედ და უკანასკნელად ის დედამიწას ჰერმესის სახით მოევლინა – როგორც ჰერმეს სამჯერ დაბადებული. ამ მდგომარეობაში მან კაცობრიობას, უძველესი მისტერიული კრებული – ზურმუხტის ფილები დაუტოვა.

ზურმუხტის ფილები მოიცავს პირამიდის ძირში, ქურუმების მიერ საგანგებოდ დაცულ ათ ნაწილს. ათი ფილა ცამეტ ნაწილად არის დაყოფილი. უკანასკნელი ორი იმდენად დიდი მოცულობის  და ფართო ცნების არის, რომ დღესდღეობით მათი დღის შუქზე გამოტანა არ არის ნებადართული. მოცემული საიდუმლოებების კრებული რამოდენიმეჯერ უნდა იქნას გადაკითხული, რათა ადამიანი მათ ნამდვილ სიღრმეს და სიბრძნეს ჩაწვდეს.

საჭიროა ორიოდე სიტყვით ითქვას თუ რა გზით ჩაუვარდა ხელში თანამედროვე ადამიანს, საუკუნეების მანძილზე საგანგებოდ დაცული საიდუმლო კრებული.

ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 1300 წელს, ძველ ქხემში (ეგვიპტე) მომხდარი არეულობების გამო, რამოდენიმე ქურუმი, რომელთა შორისაც უძველესი პირამიდის მცველებიც იყვნენ, გაგზავნილ იქნენ დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ზურმუხტის ფილების სახელით (რომლებიც მათი თილისმის როლსაც ასრულებდნენ), შეუდგნენ ატლანტების სხვა, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი კოლონიების (ცივილიზაციების) განათლებას. ლეგენდის თანახმად, ფილები  ძალაუფლებას მათ თვით ჰერმესისგან აძლევდა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეგვიპტის დიდი პირამიდა იყო და დარჩება უძველესი მისტერიის და განათლების უმნიშვნელოვანეს ტაძრად. ეს არის ადგილი, სადაც განათლება მიიღეს იესომ, სოლომონმა, აპოლონმა და სხვებმა.

ავტორმა (რომელიც დიდი თეთრი ლოჟის წევრია),  მიიღო დავალება მოეგროვებინა ზურმუხტის ფილები, დაებრუნებინა ადგილზე, ხოლო დავალების სისრულეში მოყვანის შემდეგ მას ასლების გაკეთების და თარგმნის უფლება მიეცემოდა. 1925 წელს დავალება შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცა ნებართვა ინფორმაციის ნაწილი გამოქვეყნებულიყო.

რამოდენიმე სიტყვა ფილების მატერიალურ ასპექტზე: მომწვანო ზურმუხტისფერი თორმეტი ფილა შედგება ალქიმიური ტრანსმუტაციის გზით მიღებული სუბსტანციისგან. ისინი არარეალური გამძლეობის არიან და მათი განადგურება შეუძლებელია. მათი ატომური სტრუქტურა ფიქსირებულია და არანაირ გარდაქმნას აღარ ექვემდებარება, რითაც ისინი იონიზაციის მატერიალურ კანონს არღვევენ. ფილებზე გამოსახულია უძველესი ატლანტების სიმბოლოები, ხოლო  ფილები შეერთებულია ოქროსფერი შენადნობის სამაგრით. სიბრძნე, რომელსაც ზურმუხტის ფილები შეიცავენ, უძველესი მისტერიების საწყისია. ასევე სიბრძნე მიიღოს მათმა მკითხველმა, რომელიც გულში გაუასმაგდება.

წაიკითხეთ. წაიკითხეთ იმისდა მიუხედავად, დაიჯერებთ თუ არა. და მათში არსებული შინაგანი ვიბრაცია გააღვიძებს პასუხს თქვენს სულში.

კოსმიურ ჰარმონიაში

დორეალი საძმოს უმაღლესი ხმა

 

        ზურმუხტის ფილა I

მე, თოთ ატლანტი, საიდუმლოთა მფლობელი, ხელნაწერების მცველი, ყოვლისშემძლე მეუფე, მცხოვრები თაობიდან თაობებში, ამენტის დარბაზებში მყოფი, გადავცემ ატლანტების სიბრძნის ამ ხელნაწერებს მათ, ვინც შემდგომში მოვლენ. კუნძულ უნდალზე, დიდებულ ქალაქ კეორში გარდავიქმენი ამ სახით.

ატლანტები არ ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ პატარა ადამიანებივით, არამედ ამენტის დარბაზებში, სადაც სიცოცხლის მდინარე მოჩქეფს, ანახლებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. მრავალჯერ გამივლია შუქთან მიმავალი ბნელი გზა, ამდენივეჯერ აღვმდგარვარ სიბნელიდან სინათლეში და განახლებულა ჩემი ძალები. ამჯერად გარდავიქმნები საბოლოოდ და ქხემის მაცხოვრებლები ვეღარ მიხილავენ ვეღარასოდეს. მაგრამ მოვა დრო, აღვდგები სხეულის გარეშე და განვიკითხავ მათ, ვინც უკან დარჩება. იფრთხილეთ ქხემის მცხოვრებნო, რადგან ყველას, ვინც ჩემს სწავლებას არასწორი გზით გადასცემს, იმ ბნელ გამოქვაბულებში  ჩაგყრით, საიდანაც ხართ. ჩემი წყევლა იქნება თქვენ თავზე, თუ სამხრეთის ან ჩრდილოეთის მცხოვრებთ გადასცემთ ჩემს საიდუმლოებებს. ყურადღებით ისმინეთ ჩემი სიტყვა, რადგან ჭეშმარიტად აღვდგები და განვიკითხავ ყველას. სიკვდილის და დროის მიღმა სამყაროდან დავბრუნდები, რათა დაგასაჩუქროთ ან დაგსაჯოთ და საზომი ჩემთვის იქნება ის, თუ როგორ უფრთხილდებოდით იმას, რაც მოგანდეთ. დიადი იყო ჩემი ხალხი, რომელიც დედამიწის უძველეს სიბრძნეს და ულევ ცოდნას ფლობდა უძველეს დროს და ვერ უტოლდებოდა მათ პატარა ადამიანი.

ჩვენს შორის მცხოვრები შუქის შვილების მეშვეობით ვფლობდით დიდ სიბრძნეს.

დიდი ძალა გაგვაჩნდა, რომელიც მარადიულ ცეცხლთან შევიძინეთ.

უდიდესი ჩვენს შორის იყო მამაჩემი თოთმესი, დიდი ტაძრის მცველი.

ტაძრის, რომელიც იყო მასში მცხოვრები შუქის შვილებისა და ათ კუნძულზე მცხოვრები ადამიანის რასის დამაკავშირებელი რგოლი. უნალში მცხოვრები, ის შუამავალი იყო, რომლის ხმას დიდი მეუფეები ემოჩილებოდნენ.

ბავშვობიდან უნალში ვცხოვრობდი, სადაც მამაჩემი უძველეს სიბრძნეს მასწავლიდა, ვიდრე ჩემში სიბრძნის ცეცხლი არ აინთო და გადაიქცა ყოვლისმომცველ ალად. მხოლოდ სიბრძნის მიღწევა მწყუროდა.

ერთ დღეს კი, ტაძრის მეუფის ბრძანების თანახმად, მათ წინაშე უნდა წარვმდგარიყავი. არც თუ ისე ბევრი გადარჩენილა ტაძრის მეუფის დანახვის შემდეგ ცოცხალი, რადგან არ გვანან შუქის შვილები ადამიანებს, როდესაც ფიზიკურ სხეულში არ იმყოფებიან. მე ვიყავი რჩეული, რომელსაც ტაძრის მკვიდრი მოვალეობის შესასრულებლად ანათლებდა და ამზადებდა. მოვალეობისა, რომლისთვისაც ჯერ არ ვიყავი დაბადებული დროის წიაღიდან. მრავალი საუკუნე დავყავი ტაძაში.

ვეუფლებოდი უდიდეს სიბრძნეს, ვიდრე ერთხელაც დიდი სინათლიდან გამომავალ შუქს არ მივუახლოვდი. მან მასწავლა ამენტის გზა, მიწისქვეშა სამყაროსი, სადაც ბრწყინვალე ხელმწიფე ძალაუფლების ტახტზე იჯდა.

თაყვანი ვეცი სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფეებს, რომელთაგანაც საჩუქრად სიცოლხლის გასაღები მივიღე.

თავისუფალი ვიყავი ამენტის დარბაზებისგან და  არ ვიყავი მიჯაჭვული სიცოცხლის წრეს. ერთხელაც გავემგზავრე ვარსკვლავებისკენ, სადაც ვხეტიალობდი იქამდე, სანამ დრო და სივრცე არ გაქრა.  სიბრძნის ჭურჭლის ფსკერამდე დაცლის შემდგომ, ჩავიხედე ადამიანების გულებში, სადაც ბევრად დიდებული საიდუმლოებები ვიხილე, რამაც ძალიან გამახარა. რამეთუ, მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებისას მშვიდდება ჩემი სული. საუკუნეების მანძილზე ვუყურებდი როგორ მიირთმევენ სიკვდილის სასმისიდან გარშემომყოფები, ხოლო შემდეგ კვლავ როგორ უბრუნდებოდნენ სიცოცხლეს და დღის შუქს.

დროთა განმავლობაში, ატლანტიდის სამეფოებიდან გაქრა ცნობიერების ტალღები,  რომელიც ჩემთან ერთიანს ქმნიდა. წავიდა, რადგან მათ ადგილას გაჩენილიყო ახალი – დაბალი (მდაბიო?) ვარკვლავის შთამომავლობა.

ატლანტების ცნობიერება, იმდენად გარდაიქმნა და მიმართულ იქნა ბნელისკენ, რომ ერთხელაც განრისხებული მკვიდრი აღდგა  ა გ ვ ა ნ ტ ი დ ა ნ (ეს სიტყვა აღნიშნავს მიჯაჭვულობის არქონის მდგომარეობას) და უხმო ბუნების ძალებს. ღრმად მიწისქვეშ. ისმინეს ამენტის შვილებმა მისი სიტყვა და ლოგოსის მეშვეობით გამოიწვიეს ცვლილება ცეცხლის ყვავილისა, რომელიც მარადიულად ანთია მიწისქვეშ. დიადმა ცეცხლმა იცვალა მიმართულება.

 

სამყაროს დიდი წარღვნა მოევლინა და წყალმა დაფარა ყველაფერი. წარღვნა იქამდე ცვლიდა დედამიწის კანონზიმიერებას, სანამ უვნებელი მხოლოდ შუქის ტაძარი არ დარჩა, რომელიც მთა უნდალზე იდგა. ძალიან მცირე რაოდენობით სიცოცხლე გადარჩა შუქის ტაძარში, რადგან ის წყალმა ვერ დაფარა.

მიხმო ოსტატმა და თქვა: “მოაგროვე შენიანები, გადაიარე ზღვები და მიდი ადგილზე სადაც თმიანი ველური ბარბაროსები  უდაბნოს გამოქვაბულებში ბინადრობენ და მიჰყევი გეგმას, რომელიც შენთვის უკვე ცნობილია.“

შევედით ოსტატის ხომალდში და გავემგზავრეთ. სწრაფად მივეშურებოდით ამომავალი მზისკენ და მალე ქხემის მიწაზე აღმოვჩნდით. შუბებით და კეტებით შეიარაღებული შეგვხვდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და განიზრახეს ატლანტიდის შვილების ამოწყვეტა, მაგრამ ავიღე ჩემი კვერთხი და გავგზავნე ვიბრაციის სხივი, რომელმაც ისინი კლდის ნატეხებივით უმოძრაო გახადა.

ამის შემდეგ მივმართე მათ მშვიდობის სიტყვით, ვაჩვენე ატლანტების ძალა და ვამცნე, რომ ჩვენ გამოგზავნილი მზის შვილები ვიყავით. დავამშვიდე  მაგიური ძალით და მხოლოდ მაშინ გავათავისუფლე, როდესაც ჩემს ფეხებთან  დაეცნენ. დიდი ხანი დავყავით ქხემში, შემდეგ კი კვლავ დიდი ხნით ვეწვიეთ. ოსტატის მცნებების გასავრცელებლად, სხვადასხვა მიმართულებით გავგზავნე ატლანტიდის შვილები.

მრავალი წელი ვცხოვრობდი ქხემში და ვასრულებდი დიდ საქმეს, რათა გამევრცელებინა ის სიბრძნე, რომელიც ჩემში ინახებოდა. აფეთქებით გავიკვალე გზა ამენტის დარბაზებში, რათა შემენარჩუნებინა საკუთარი ძალაუფლება, რომლითაც საუკუნიდან საუკუნემდე ატლანტიდის მზის ქვეშ ვცხოვრობდი  და შემენახა უძველესი ხელნაწერები. დიდების ხანა დაუდგა ქხემს. იპყრობდნენ მეზობელ ტერიტორიებს და იერთებდნენ სხვა ერებს.

ახლა კი ვტოვებ მათ, მივემართები ამენტის ბნელ დარბაზებში, რათა კიდევ ერთხელ წარვსდგე ძალების მეუფეებთან – პირისპირ ტაძრის ბინადრებთან. და აღვიმართე ამენტის წიაღში შესასვლელ კარიბჭესთან.

შესასვლელთან ამაღლებული, მე, პირამიდა, ვიყენებ ძალას, რომელიც გადალახავს დედმიწის სიძლიერეს.

უფრო და უფრო ღრმად ვათავსებდი სახლს და ძალის კამერას. გამოვჭერი მრგვალი შესასვლელი, რომელიც თითქმის უმაღლეს წერტილს უტოლდებოდა. იქვე, ღერძზე დავამაგრე კრისტალი, რომელიც გზავნიდა სხივს დროსა და სივრცეში. კრისტალი, ამენტის შესასვლელში კონცენტრირებული ეთერიდან იღებდა ენერგიას. ასევე ავაშენე სხვა კამერები, რომლებიც ერთი შეხედვით ცარიელია, მაგრამ მათში ამენტის გასაღებია დამალული. ის უშიშარი, ვინც ბნელ სამეფოში შეაბიჯებს, ჯერ გრძელი მარხვით განიწმინდოს – დაწვეს ჩემს კამერაში არსებულ ქვის სარკოფაგში. ხოლო ამის შემდეგ გავუხსნი მას უდიდეს საიდუმლოს. მალევე მოაღწევს შეხვედრის ადგილამდე, სადაც თვით დედამიწის ბნელეთშიც კი შევხვდები მას. მე, თოთ ატლანტი, სიბრძნის მეუფე, შევხვდები მას და ვიქნები სამუდამოდ მასთან.

მუდამ მანათობელი დიდი პირამიდა, დედამიწის  ძალების დარად ავაშენე  და იარსებებს ის საუკუნეების მანძილზე. მასში ჩავაქსოვე ჩემივე მაგიის ხელოვნება, რომ უკან დაბრუნებისას, იქვე დამხვდება. ჭეშმარიტად, როდესაც მე ამენტის დარბაზებში მეძინება, ჩემი სული მრავალჯერ გარდაიქმნება და მოევლინება ადამიანებს სხვადასხვა სახით.

ჰერმესი სამჯერ დაბადებული – ტაძრის ბინადრის მოვლენილი დედამიწაზე, რათა მოხდეს კაცობრიობის ამაღლება.

ახლა კი ვბრუნდები ამენტის დარბაზებში და ვტოვებ ჩემი სიბრძნის დიდ ნაწილს დედამიწაზე. შეინახეთ და მოუფრთხილდით მეუფის სიტყვას და თვალები მუდამ სინათლისკენ მიაპყრეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით – როდესაც მოვა დრო, გახდებით ერთნი მეუფესთან, ჭეშმარიტად – ერთნი გახდებით მასთან და შექმნით ერთიანობას ყ ვ ე ლ ა ფ ე რ შ ი.

ახლა კი გტოვებთ.

დაიცავით ჩემი მცნებები.

მოუფრთხილდით მათ და შეასრულეთ. მე დავბრუნდები. დაგეხმარებით და შემოვიტან თქვენში სინათლეს.

ჩემს წინ იღება შესასვლელი.

და შევდივარ ღამის წყვდიადში.

 

ჰერმეს ტრისმეგისტოსი

 

დორეალის ინტერპრეტაცია

ტოტის ამენტის დარბაზებში გადასვლა არ იყო ცვლილება, რომელსაც ჩვენ სიკვდილის სახელით ვიცნობთ. მან საკუთარი ფიზიკური სხეული, უბრალოდ, ენერგიის სხივის (წყაროს) ქვეშ მოათავსა, რომელსაც ტექსტის შემდგომ ნაწილში “სიცოცხლის ყვავილის” სახით გავიცნობთ. მასში სხეულის უსასრულოდ დიდი ხნით შენახვა იყო შესაძლებელი. თოთი აღარასოდეს დაბრუნდება ჩვეული სახით, მაგრამ იქამდე, ვიდრე მისი სხეული ეწ. გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მის გონს შეეძლო სხვა  სხეულებში შესვლა და ცხოვრობდა მრავალ სიცოცხლეს.

კეორი ატლანტების სულიერი ქალაქი იყო. უნდალზე, კუნძულზე, რომელიც უნალის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა, არსებობდა ორი ქალაქი, უფრო სწორად კი  ორ ნაწილად გაყოფილი ერთი დიდი ქალაქი, რომელიც მთელ კუნძულს იკავებდა. კუნძული შემოსაზღვრული იყო ტერასული ფორმის გალავნით, ხოლო ცენტრში, კედლით იყო ორ ნაწილად გაყოფილი. კეორი, მიმართული იყო უნალისკენ და დასახლებული სასულიერო პირებით, ხოლო კუნძულის მეორე მხარე, ჩიენის სახელით ცნობილი, დასახლებული იყო მეცნიერებითა და ფილოსოფოსებით. კუნძლის ორივე ნაწილში შესვლა ხდებოდა, ჯგუფების მეთაურების მიერ გაცემული ეწ. საშვით.

ძლიერებად, ძალაუფლებიანად, ტექსტში  ცამეტი  ადეპტი მოიხსენიება. თოთის მამა – თოთმესი იყო ცამეტი ადეპტის წინამძღოლი, მთავარი. ისინი მოქმედებდნენ სწორედ იმ პრინციპებით, რომლებიც საბოლოოდ თეთრი ლოჟის წარმოქმნას დაედო საფუძვლად. მათ იცოდნენ ამენტის ქალაქის მიწისქვეშა შესასვლელის გზა და დროთა განმავლობაში ახერხებდნენ საკუთარი სხეულის სიცოცხლის ყვავილის ქვეშ განახლებას. ოსტატებისგან განსხვავებით, ისინი საკუთარ სხეულს არ ტოვებდნენ და უბრალოდ სიცოცხლის ალის დახმარებით აახალგაზრდავებდნენ სხეულებს.

თოთი ათასჯერ იყო ამენტის დარბაზებში ნამყოფი სხეულის განსაახლებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ამის გაკეთება, ყოველ 50 წელიწადში ერთხელ იყო საჭირო, ტექსტის დაწერის მომენტში მისი ასაკი დაახლოებით 50 000 წელი იყო. ატლანტიდის ჩაძირვისას კი  მისი ასაკი 20 000 წელიწადს შეადგენდა. გამომდინარე აქედან, ზურმუხტის ფილების შექმნა დაახლოებით 20 000 წლის წინ მოხდა.

თოთი ტოვებდა სხეულს სიცოცხლის ყვავილის ქვეშ, ხოლო თავად შეეძლო სხვა სხეულით ხელმეორედ მოსვლა, მაგრამ როდესაც მოისურვებდა, მისი ცნობიერება უკანვე ბრუნდებოდა თავდაპირველ სხეულში. ის ამბობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება მატერიალურ სხეულში და განიკითხავს. ეს დრო ნახსენებია მომდევნო ფილებში, მაშინ როდესაც უცხოები დაესხნენ თავს დედამიწას. ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც მან დატოვა, იყო სფინქსის ქვეშ არსებული საომარი ხომალდი და ასევე პირამიდების დიდი საიდუმლო. ეგვიპტის (ქხემის) შვილები, დანაპირებისამებრ ბოლომდე ასრულებენ პირობას და იცავენ დაფარულ საიდუმლოს. ტოტის მიერ გადაცემული მისტიური ცოდნა დაეხმარა მათ გარეშე თვალისგან არტეფაქტების დამალვაში.

თოთის ხალხ, არ იყვნენ ძირძველი ატლანტები, არამედ უნდალზე მცხოვრები სასულიერო პირები, ფილოსოფოსები და სწავლულები. მათ ცოდნის მიღება თვით პირველწყაროდან –  აკაშას ქრონიკებიდან შეძლეს. შუქის შვილები დროთა განმავლობაში სტუმრობდნენ მათ და დიდი სიბრძნით ასაჩუქრებდნენ. მუდმივი ალის (ცეცხლის) ძალა, სრულიად სამყაროს ცნობიერებაა.

თოთმესი იყო უმაღლესი ქურუმი, შუქის შვილებთან და ტაძრის ბინადრებთან შუამავალი, რომელიც მათთან კუნძულის მაცხოვრებლებს აკავშირებდა.

თოთს ასწავლეს დიდი საიდუმლოებები, რომლებიც ტაძრის არქივებში ინახებოდა. მისმა განვითარებამ იმ საფეხურს მიაღწია, როდესაც ძალიან სწრაფად ახერხებდა ჭეშმარიტების შემეცნებას და ათვისებას. ამ ყველაფრის შესწავლამ და გათავისებამ, ის განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა. მისგან იმ სახის ვიბრაცია მოდიოდა, რომლის მეშვეობითაც თოთის არსებობის შესახებ ტაძრის ბინადარმა შეიტყო.

ტაძრის მკვიდრი არ ფლობდა სხეულის იმ ფორმას, რომელსაც ადამიანი ატარებს და იცნობს, არამედ იმ თავდაპირველს, სფეროსებრ ფორმას, რომელსაც პირველი მაცხოვრებლები ფლობდნენ. მსგავსი სხეულიდან გამომავალი შუქი და ენერგია იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანის მსგავს სხეულს არ შეეძლო გაძლება. მხოლოდ უმაღლეს საფეხურზე მყოფ ცნობიერებას შეეძლო გაეძლო მისთვის და დარჩენილიყო ამასთანავე მატერიალურ სხეულში.

ტაძრის მკვიდრი თოთში დიდ შესაძლებლობებს ხედავდა და ხვდებოდა, რომ დრო იყო შუქის ნაპერწკალი გაზრდილიყო ცეცხლის ალში. ცეცხლის ალის გამოღვიძებამ მასში ის დიდი შესაძლებლობები გააღვიძა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელია. მან ამენტის საიდუმლოს  და  დედამიწის სიცოცხლის ყვავილის შესახებ შეიტყო. სიცოცხლის და სიკვდილის მეუფეებისგან მიღებული სიცოცხლის გასაღების მეშვეობით მან მიიღო შესაძლებლობა, მიეცა ან წაერთმია სიცოცხლე სურვილის მიხედვით. სხეულის დატოვების დროს თოთს საშუალება მიეცა ნებისმიერ დროს ემოგზაურა დროსა და სივრცეში. კოსმოსის შესწავლის შემდეგ ის მიხვდა, რომ კოსმოსის მთელი ძალა კონცენტრირებული იყო ადამიანის გულსა და გონებაში. იქ მან დიდი საიდუმლოებების შეცნობა მოახერხა და ნახა, რომ სწორედ ადამიანის მეშვეობით ხდება კოსმოსის გავრცელება შეუცნობელ სივრცეებში.

თოთი ატლანტიდის ჩაძირვამდე დაახლოებით 20 000 წლით ადრე დაიბადა, მაგრამ თავის თავზე აღებული მისიის გამო, ის არსად წასულა, როგორც პირველი ნაკადი, გასხივოსნების შემდეგ.  ისინი, ვინც მასთან ერთად ახალგაზრდობიდანვე იყვნენ, გასხივოსნების შემდეგ გადავიდნენ ვენერაზე და ეს ყველაფერი მარსის ცნობიერებამ შეცვალა. ცნობიერების ამ ტალღისთვის არ შეიძლებოდა ატლანტების მიღწევების და საიდუმლოების ნდობა, რადგან ისინი ცოდნას ცუდისკენ მიმართავდნენ და სათავისოდ გამოიყენებდნენ. ტაძრის ბინადარმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ბუნების ციკლების მეუფეებმა ისმინეს, წარმოშვეს წარღვნა, მიწა დაფარა წყალმა და არსებული იდუმალი ცოდნაც განადგურდა.

ცოდნა, რომელიც განადგურდა, მართალია არაფერს წარმოადგენდა შუქის შვილების ცოდნასთან შედარებით, მაგრამ მაინც საკმარისი იყო არასასურველ ხელში აღმოჩენილიყო და მაშინვე დამანგრეველ ძალად იქცეოდა.

ცეცხლის ყვავილი არ მდებარეობდა სიცოცხლის ცეცხლის ყვავილში, არამედ პირამიდის ცივ ცეცხლში, რომელიც დედამიწის წინასწორობას  წარმოადგენდა.

შუქის ტაძარი არ წარმოადგენდა უნალის საკუთრებას, არამედ – უნდალის სასულიერო პირების ტაძარს. უნალის ტაძარი არასოდეს მოხსენიებულა როგორც ტაძარი, არამედ ეს იყო კარიბჭე, საიდანაც ევლინებოდათ ტაძრის მკვიდრი. იცოდნენ თუ რა, რა მასალისგან არის აშენებული ხსენებული ტაძარი, არასოდეს ღელავდნენ მის განადგურებაზე წარღვნისას. უნდალის რამოდენიმე ბრძენი გადაურჩა წარღვნას მას მერე, რაც მიწის დანარჩენი ნაწილი ჩაიძირა.

თმიანი ველურების მიწა, რომელიც ნახსნებია, ეს არის დღევანდელი ეგვიპტე. ქხემი იყო პირველი ადგილი, სადაც ატლანტების მიერ ცოდნის გავრცელება მოხდა. იქიდან ხდებოდა ემისრების გაგზავნა დედამიწის სხვა კუთხეებში, სხვა ველური ტომების ტერიტორიებზე. ესეთი იყო უმაღლესი გეგმა – გამოყენებულიყო ქხემი ცოდნის და ცივილიზაციის ცენტრად, რათა იქიდან მომხდარიყო დედამიწაზე ცოდნის გაბნევა და გავრცელება.

ოსტატის ხომალდს შეეძლო პლანეტებს შორის მოგზაურობა და ფლობდა დიდი ძალის გამანადგურებელ იარაღს, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის მოსპობა შეეძლო. ატმოსფეროში მისი გადაადგილება ატომური ძრავის მეშვეობით ხდებოდა. მაგრამ ატმოსფეროს გარეთ მისი მართვა პილოტს ტელეპატიურად შეეძლო და გადაადგილდებოდა არა მხოლოდ პლანეტებს შორის, არამედ ნებისმიერ წერტილში მოხდებოდა. მისი სტრუქტურის წყალობით, შესაძლებელი იყო ზომებში გაზრდა და შემცირება სურვილის მიხედვით. როდესაც ტოტმა უნალი დატოვა (ის არ ახსენებს რომ ამ დროს უნდალი უკვე ჩაძირული იყო), დიდი ტაძარი (მკვიდრის კარიბჭით) ასევე ჩაიძირა, მაგრამ არ განადგურებულა.

ტოტის და მისი თანმხლები პირების მოკვლა განიზრახეს ველურმა ეგვიპტელებმა, როდესაც ისინი მათ მიწაზე მოვიდნენ, მაგრამ ტოტის კვერთხმა მათი პარალიზება მოახდინა ენერგიის ნაკადის მეშვეობით. ტოტის ზებუნებრივმა შესაძლებლობებმა აიძულა ეგვიპტელები მას დამორჩილებოდნენ. მან აუხსნა ადგილობრივებს, რომ მზის შვილია, მაგრამ აქ ის სულიერ მდგომარეობას გულისხმობდა. მრავალი წელი დასჭირდა მას, მზის ახალი შვილების ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ როდესაც ეს მისია შესრულდა, სხვადასხვა რასებში იქნენ ემისრები გაგზავნილი, რათა ესწავლებინათ და ეხელმძღვანელათ მათთვის.

გამომდინარე იქიდან,  რომ თოთის მისია ბოლომდე შესრულებული ჯერ არ იყო, მაგრამ მისი სხეული დაბერებას იწყებდა, ის იძულებული გახდა გაეღო ამენტის სამყაროს კარები სხეულის განახლების მიზნით.

დროთა განმავლობაში ეგვიპტელმა ველურებმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რათა გზა თოთის გარეშე გაეკვალათ და განეგრძოთ ცივილიზაცია. ატლანტმა,სხეულის სიცოცხლის ყვავილის ქვეშ მოთავსება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი ცნობიერება თავისუფლად შეძლებდა სივრცეში გადააადგილებას. ამენტის დარბაზებში შესასვლელი იყო ხუფუს პირამიდაში, დაფარული ქვით, რომლის ატომური სტრუქტურის შეცვლისას, იქამდე სანამ ის ძალიან მსუბუქი გახდებოდა,  ხდებოდა შესასვლელის გახსნა, ხოლო პირამიდის აშენების შემდეგ, ქვა დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. პირამიდის ქვეშ მოთავსებულია ძალის (ენერგიის) ოთახი, რომელიც პირამიდის ღერძთან ცენტრალური შახტით არის დაკავშირებული. შახტის ზედა ნაწილში მოთავსებულია კრისტალები და ლინზები, რომლის მეშვეობითაც მიმართულია სხივი ენერგიის კამერიდან. აქ ხდება სხივების გარდატეხა დროსა და სივრცეში. ისინი სივრცისშორის (Interdimensional) გზით მიმართულია პირამიდის სიღრმიდან ამენტის დარბაზებისკენ. სხივი, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის მიმართულებით ემთხვევა დედამიწაზე არსებულ სივრცეს, არსებობს საკუთარ, დამოუკიდებელ სივრცეში. სწორედ ამ საიდუმლო კამერებზეა ხელნაწერებში საუბარი. სარკოფაგი დაკავშირებულია ცენტრალურ შახტასთან. როდესაც ადამიანი მასშია მოთავსებული გარკვეული ხნით, სხეული შახტის მეშვეობით გადაადგილდება დაბლა, ენერგიის კამერაში. ეს ცოდნა ეგვიპტელებში კიდევ იყო რიტუალის დონეზე შემორჩენილი. იმისთვის რომ სხეული გადაადგილებულიყო ენერგიის კამერაში, მისი სხეული უნდა დაფარულიყო გარკვეული სტრუქტურით, რომლის შესახებ ცოდნაც სამწუხაროდ დაიკარგა.

დიდი პირამიდის განადგურება არასოდეს მოხდება. მისი მცველები გააღვიძებენ ძალებს, რომელიც აუცილებლად შეუშლის ხელს ყველას ვინც სიმყუდროვეს დაარღვევს და გამოიწვევს პირამიდას.

საბოლოოდ თოთი გარდაიქმნა ჰერმესად და სხვა დიდ მასწავლებლებად, მაგრამ არა მხოლოდ დედამიწაზე.

თოთი მიდის იმ პირობით, რომ ყველა, ვინც კი შემდგომში მოვა, შეძლებს იგივე გზის გავლას.

(Visited 7,797 times, 1 visits today)