abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა II

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა II

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

 

ღრმად, დედამიწის გულში, ჩაძირული ატლანტიდის ძირში, მარადიული ერთიანობის ცეცხლში გახვეული ამენტის დარბაზები იმყოფება.

შორეულ წარსულში, დროსა და სივრცეში ჩაკარგული შუქის შვილები აკონტროლლებდნენ სამყაროს.

მას შემდეგ რაც მათ ადამიანის შვილები ზეციდან ჩამოსული ძალის ბორკილების ქვეშ ნახეს და იცოდნენ, რომ მზისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ბორკილებისგან თავისუფალს შეუძლია, შექმნეს საკუთარი და ადამიანის მსგავსი სხეულები მათ დასახმარებლად. და შექმნის შემდეგ თქვეს:

„ჩვენ შექმნილი ვართ კოსმოსის მტვრისგან და მივიღეთ სიცოცხლე მარადიული ერთიანობისგან. მცხოვრებნი ადამიანების გვერდით, როგორც მათი მსგავსები, მაგრამ მაინც განვსხვავდებით მათგან.“

შემდეგ ღრმად, დედამიწის ქერქის ქვეშ, შექმნეს ადამიანის თვალისგან კარგად დაფარული საცხოვრებელი სივრცეები. დიდი ძალისა და ენერგიის ზემოქმედებით შექმნეს დამცავი გარსი და საგულდაგულოდ გადამალეს სიკვდილის სამყაროს დარბაზები. ერთმანეთის  გვერდიგვერდ შექმნეს სხვა სივრცეებიც, რომლებიც სიცოცხლითა და ზეციური შუქით შეავსეს. იქვე ააშენეს ამენტის დარბაზები, რათა  სამუდამოდ არსებობის საშუალება ჰქონოდათ. ზეციდან ჩამოსული ძალისგან ადამიანის მოდგმის გამოსახსნელად ოცდათორმეტი შუქის შვილი დასახლდა დედამიწაზე.

ღრმად, სიცოცხლის დარბაზში, იზრდებოდა მანათობელი, მარადიული სხივის მქონე სიცოცხლის ყვავილი. მოათავსეს მის გარშემო ოცდათორმეტი ტახტი, რადგან ყოველ მათგანს მიწვდომოდა სიცოცხლის სხივი. სათითაოდ ათავსებდნენ საკუთარ პირველად სხეულებს  ყვავილის ქვეშ, რათა განახლებულიყვნენ მაცოცხლებელი ენერგიით.

ყოველი ათასწლეულიდან ასი წლის მანძილზე უნდა მიეწოდებოდეს სიცოცხლის შუქი მათ სხეულებს.  ტახტების წრეში, საუკუნიდან საუკუნემდე სხედან დიდი ოსტატები და ცხოვრობენ შეუმჩნევლად ადამიანთა შორის. დარბაზებში იღებენ ენერგიას, ხოლო ამასობაში მათი სული თავისუფლად ცხოვრობდა ადამიანის სხეულში, ასწავლიდა მათ და მიუძღვოდა ბნელიდან მარადიული სინათლისაკენ. გადის დრო, იღვიძებენ შუქის შვილები, გამოდიან მიწის წიაღიდან, რათა იყვნენ წმინდანებად ადამიანთა გვერდით. უსაზღვროა მათი შესაძლებლობები. თოთი, ბნელში დაბადებული, რომელმაც სინათლისკენ მიმავალი გზა გაიკვალა, თავისუფალია დარბაზებისგან, სიცოცხლის ყვავილისგან და ფლობს დიდ სიბრძნესა და ცოდნას. ის ერთიანია დიდ ოსტატებთან და თავისუფალია სიბნელის ბორკილებისგან. სხივებიანი სიცოცხლის ყვავილის შიგნით იმყოფება დრო-სივცრის  შვიდი მეუფე, რომლებიც ეხმარებიან და გზას უჩვენებენ კაცობრიობას.

უძლეველი და უცნობი, ჩუმი და ყოვლისმხედველი, სავსე მაცოცხლებელი ძალით, არ გავდნენ ისინი ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთიანს ქმინდენ მათთან. ადამიანების ბორკილების მცველები მზად იყვნენ მათ დასასუსტებლად, როდესაც მიაღწევდნენ შუქს. პირველი და ყველაზე ძლიერი, მეუფეთა მეუფე, შეუზღუდავი ცხრა მეუფიდან, რომლებიც ბატონობენ ყოველ კოსმიურ ციკლზე, იყო  დამკვირვებელი და ადამიანების პროგრესის შემფასებელი.

მას ექვემდებარება ციკლების მეუფე. სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი, შვიდი, რვა – ყოველი მათგანი საკუთარი მისიით – საკუთარი ძალებით, უჩვენებს ადამიანს გზას და მართავს მის ბედს. იქ სხედან ისინი, ძალაუფლებით, თავისუფლები ყველანაირი დროისა და სივრცისგან. არ არიან ამქვეყნიურები, მაგრამ მაინც ერთნი არიან მასთან – ადამიანის მოდგმის უფროსი ძმები. განსჯიან და აფასებენ, აკვირდებიან ადამიანებს შორის სინათლის გავრცელებას. მათ წინაშე წარვდექი მაშინ, როდესაც ტაძრის მკვიდრი უმაღლეს გონს შეერწყა და მისგან ამომავალმა ხმამ ბრძანა:

„დიდებული ხარ შენ, თოთ, ადამიანის მოდგმაში,

არ ხარ მიჯაჭვული ამენტის დარბაზებს,

ხარ სიცოცხლის ოსტატი ადამიანის შვილებს შორის,

ვერ ნახავ სიკვდილს, სანამ არ მოისურვებ.

შესვი სიცოცხლის სასმისიდან უსასრულობამდე,

სამუდამო სიცოცხლეა შენი ძალაუფლების ქვეშ.

მობრძანდი აქ, ან დატოვე ეს ადგილები, მაშინ როდესაც მოისურვებ,

ღიაა ამენტის სამყარო ადამიანის მზისთვის.

მიიღე სიცოცხლე იმ სახით, როგორსაც მოისურვებ,

შუქის შვილო, მცხოვრებო ადამიანთა შორის.

დანიშნე შენი საქმე,

რადგან ყოველი სული უნდა ირჯებოდეს,

დაე, არასოდეს მიგატოვოს შუქის გზამ.

მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლისკენ მიმავალი

გრძელი გზის ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია,

უსასრულოა სინათლის მწვერვალი.

ყოველი შენი ნაბიჯი მხოლოდ ამაღლებს მას,

ყოველი შენი მიღწევა მხოლოდ გაშორებს მიზანს.

სიბრძნესთან სამუდამოდ მიახლოება და

სამუდამოდ დაშორება იქნება შენი მიზანი.

გათავისუფლებული ხარ ამენტის დარბაზებიდან,

რათა მეუფეთა გვერდიგვერდ,

მათთან ერთად, ერთობლივი შრომით,

მოუტანო შუქი ადამიანის შვილებს.“

ამის შემდეგ, ტახტიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი ოსტატი, მომკიდა ხელი და გამატარა მიწის შუაგულში დამალული ყველა დარბაზი. მაჩვენა ყველა ის მისტერია, რომელიც მოშორებულია ადამიანის თვალს. ბნელი გადასასვლელებით მიმიყვანა დარბაზში, სადაც სიკვდილი მეფობდა. კოსმოსის სივრცესავით გაიშალა ჩემს წინ დიდებული დარბაზი, მართალია ბნელი კედლებით, მაგრამ მაინც სინათლით სავსე. დიდებული ტახტი აღიმართა ჩემს წინ, ხოლო ჩამოფარებული ფარდის უკან, ღამის წყვდიადის მსგავსი არსება იჯდა. შეჩერდა მის წინ ოსტატი და წარმოთქვა სიტყვა:

„წყვდიადის დიდო მეუფევ,

სიცოცხლიდან სიცოცხლის გზაზე გამცილებელო,

დილის მზე წარვადგინე შენს წინაშე.

არ შეეხები შენ მას ღამის ძალაუფლებით.

და არ იხმობ მის ალს ბნელში.

დაიმახსოვრე მისი სახე,

ერთ ერთი ჩვენგანის,

სიბნელიდან სინათლეში აღზევებულის.

გაათავისუფლე ის ბორკილისგან,

დაე, სამუდამოდ ენთოს მისი ალი ღამის წყვდიადში.“

აღიმართა ბნელი არსების ხელი და უფრო და უფრო კაშკაშად განათდა ცეცხლის ალი, გაქრა წყვდიადის ღრუბელი და განათდა დარბაზი. დიდ სივრცეში, ღამის ფარდიდან, ცეცხლის ალი გაჩნდა ჩემს წინ და დაიწყო აფეთქება და იწვოდა ცეცხლოვანი ყვავილივით. იყო სხვა სახის ალიც, რომელიც ამღვრეულ ნათებას გამოსცემდა და მალევე ჩაქრა. ასევე სულ მცირე ნაპერწკლიდან წარმოქმნილი ნათებაც. ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ციცინათელები შემოდგომაზე და შეავსეს სივრცე შუქითა და სიცოცხლით.

შემდეგ გაისმა ძლიერი ხმა:

„ეს ცეცხლი – ადამიანის სულებია,

რომლებიც იწვიან, არსებობენ სამუდამოდ, იცვლებიან, მაგრამ

რჩებიან ცოცხლები, და სიკვდილიდან სიცოცხლედ გარდაიქმნებიან.

როდესაც ისინი აყვავდებიან, და მიაღწევენ განვითარების ზენიტს,

მაშინვე ვგზავნი მათთან ბნელ საფარს, რომელიც მათ ფარავს

და სიცოცხლის ახალ ფორმად გარდაქმნის.

საუუნეების მანძილზე, გამუდმებით მაღლა მიისწრაფვიან,

გარდაიქმნებიან ცეცხლის უფრო დიდ ალად, ანათებენ ბნელს

მომატებული ძალით, ღამის საფარით დაფარული, მაგრამ ჩაუქრობელი.

ამგვარად იზრდებიან ადამიანის სულები, მუდმივად მაღლა მსწრაფი,

დაფარული, მაგრამ ჩაუქრობელი.

მე, სიკვდილი,

მოვდივარ,

მაგრამ არ ვრჩები სამუდამოდ.

რადგან მარადიული სიცოცხლე ყველაფერშია,

მე კი მხოლოდ დაბრკოლება ვარ,

რომელიც  სინათლეს ემსახურება.

გაიღვიძე მუდმივო ცეცხლო,

გაღვივდი და დაამარცხე ღამის წყვდიადი.“

შემდეგ, ცეცხლის ალში, გამოჩნდა ყველაზე კაშკაშა და მანათობელი, გაანთა ბნელი და მალე აღარაფერი დარჩა გარდა სინათლისა. ჩემმა გამცილებელმა კი წარმოთქვა:

„ზარდე შენი სული სინათლით, ამიერიდან აღარ ექვემდებარება ის ღამის მეუფეს“.

უკან მიმავალ გზაზე ვიხილე მრავალი სივრცე, სადაც შუქის შვილების საიდუმლოებები იყო დამალული. ის საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს იხილავს, ვიდრე არ გახდება ის მზე სინათლისა. შემდეგ კი წამიყვანა უკან, სინათლის დარბაზში და დავიჩოქე მუხლებზე დიდი ოსტატების, უმაღლესი ციკლების მეუფეების წინაშე. და წარმოთქვა მან სიტყვა:

 

„აღარ ხარ ამენტის დარბაზებზე დამოკიდებული,

დაინიშნე შენი სამუშაო,

რომელსაც ადამიანის შვილებს შორის შეასრულებ.“

 

მე მივუგე: „დიდო ოსტატო , მომეცი უფლება

ვიყო მასწავლებელი ადამიანთა შორის,

ვატარებ მათ სინათლის მწვერვალისკენ, სანამ

ერთხელ ისინიც გახდებიან მნათობები ადამიანებს შორის,

გათავისუფლდებიან ღამის საფარისგან, რომელიც მათ გარს აკრავს.“

 

და მიპასუხა ხმამ: „იმოქმედე შენი სურვილისამებრ,

იყავი შენი ბედის ბატონ პატრონი,

მიიღე ის შენი ნების მიხედვით ან უარყავი.

წაიღე თან ძალა და სიბრძნე,

იბრწყინე სინათლესავით ადამიანთა შორის.”

 

ტაძრის ბინადარმა ზედაპირზე ამიყვანა.

კვლავ ვევლინებოდი ადამიანებს,

ვუზიარებდი საკუთარ სიბრძნეს, მომქონდა მზის შუქი და ცეცხლი.

ახლა კი კვლავ მივდივარ სინათლის საძებრად ღამის წყვდიადში.

მიიღე და მოუფრთხილდი და იქნება ეს ხელნაწერი ადამიანის მეგზური სინათლის ძებაში.

 

ინტერპრეტაცია

 

გამომდინარე იქიდან, რომ ამენტის დარბაზები მატერიალური ვიბრაციის არა დედამიწისთვის ცნობილ, არამედ სრულიად განსხვავებულ სივრცეში იმყოფება, ისინი პლანეტის ერთი-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილების რიცხვში შედიან.

ეს ადგილი პირდაპირ კავშირშია Yarkimas დადებით და უარყოფით პოლარულობასთან. დედამიწასთან მიმართებაში, მათი მიახლოებითი ადგილმდებარეობა არის კუნძულ ატლანტიდის ქვეშ, მაგრამ იმისათვის რომ ამენტის დარბაზებში მოხვდეთ, საჭიროა დატოვოთ სივრცის ის შრე, რომელშიც იმყოფებით. არსებობს რამოდენიმე ადგილი, საიდანაც ეს შესაძლებელია: გოგირდის წყაროები ოკლაჰომაში, შასტას მთა კალიფორნიაში, მიკტოლანი სამხრეთ ამერიკაში, შამბალა ტიბეტში, დიდი პირამიდა ევიპტეში, შავი ტყე გერმანიაში, ბენარესი ინდოეთში, ატლასის მთები აფრიკაში. უძველესი ერა, ეს პირველი ციკლია, რომელიც დაფიქსირებულია დროის სივრცის წარსულში. ეს სწორედ ის პერიოდია, რომლის შემდეგაც ნეგატიურმა ძალამ დაიმორჩილა ადამიანი და მიაჯაჭვა მატერიალურ სამყაროს.

ამ პერიოდის წამყვანებმა, ანუ შუქის შვილებმა, გარდაქმნეს საკუთარი სხეულები პირველადი მატერიისგან და ჩაბერეს მასში სიცოცხლე. მიუხედავად იმისა რომ ხსენებული სხეულები ფლობდნენ ადამიანის სხეულის ანალოგიურ ფორმას, მათი შინაგანი სტრუქტურა სრულიად განსხვავებული იყო, გძნობის ორგანოებით, რომლებიც შესაძლებელი იყო ცნობიერების  მხოლოდ ორი ერთეულით გამოყენებულიყო – მამრობითი და მდედრობითი. ისინი არ იყვნენ ნეგატივითა და ადამიანის არასრულყოფილებით გაერთიანებული, ამიტომ მათთვის შესაძლებელი იყო ის, რაც ადამიანისთვის მიუწვდომელი იყო. იმ დროს როდესაც თოთის ფიზიკური სხეული ყოველ 50 წელიწადში საჭიროებდა განახლებას, პირველადი სხეული  შესაძლებელი იყო 100 წელიწადში ერთხელ განეახლებინათ.

სწორედ პირველი ციკლის დროს ააშენეს ამ პლანეტაზე ჩამოსულმა შუქის შვილებმა ამენტის დარბაზები. მათზე დაქვემდებარებული  ძალების დახმარებით და სივრცეზე ზემოქმედებით, ააშენეს ამენტი და შემდეგ შეაერთეს დედამიწასთან. კედლები იცავს ამენტის დარბაზებს ყველანაირი გარეშე ძალისგან, გარდა უმაღლესი გონისა. დიდი სივრცე იქნა მცირე ნაწილებად დაყოფილი და მათ  ენერგიის ველები მოთავსებული. ოცდათორმეტი შუქის შვილი იყო დედამიწაზე მომხდარზე პასუხისმგებელი.

დარბაზებში არსებობდა ძირითადი საარსებო ძალის ანუ სულის კონცენტრაციის წერტილი. მასში იღვრებოდა ცხოვრების წყარო, რომელიც პლანეტის სიცოცხლეს კვებავდა. როდესაც დედამიწაზე რაიმე საგანი დაიშლება, მისი სული მიიზიდება სიცოცხლის ყვავილთან და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება. ეს წერტილი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც  მზის წნული ადამიანის ორგანიზმისთვის. შუქის შვილების ტახტები ზუსტად ისე იყო განლაგებული, რომ საკუთარი ენერგიის დაკარგვის შემთხვევაში მათი სხეულები სულის ენერგიის ნაკადის ქვეშ იმყოფებოდნენ. საკმარისი იყო სხეული მის დასხივების ქვეშ ყოფილიყო.

ამ დროს, როდესაც გონი სხეულს ტოვებდა, სრული ბალანსი იყო შენარჩუნებული  და პროცესი შესაძლებელი იყო საუკუნეებიც გაგრძელებულიყო. ენერგია იმ რაოდენობის იყო, რომ მის ქვეშ მოთავსებულ სხეულს, განახლების შემდეგ შეეძლო ათასობით წელიწადი ეარსება.

აქედან გამომდინარე, ასიდან ათი წელი სრულიად საკმარისი იყო ახალგაზრდა და ძლიერი სხეულის შესანარჩუნებლად. უმეტესობა შემთხვევაში, სხეულის დატოვება ბევრად დიდი ხნით ხდებოდა და შუქის შვილები კაცობრიობას ახალდაბადებული ადამიანის სახით ევლინებოდნენ. როდესაც მოსწავლე გასხივოსნების მესამე საფეხურს მიაღწევდა, ის აღარ იყო დამოკიდებული ამენტის დარბაზებზე და საუკუნეების მანძილზე შეეძლო სხეულის განახლება სიცოცხლის ყვავილის ქვეშ.

შვიდი მეუფე, ჩვენს გარეთ არსებული შვიდი კოსმიური გონის ემანაციას წარმოადგენს. ისინი მოქმედებენ ერთმანეთისგან  დამოუკიდებლად და ამასთანავე ჰარმონიაში კოსმიურ გონთან. გარე ძალები (ისეთი როგორიც ნეგატიური არეულობა) მათ კონტროლსა და დაქვემდებარებაშია და წარმოადგენენ კოსმოსის ყველა დასახლებული პლანეტის ემანაციას. მეუფეთა ფუნქციას ასევე დროის სივრცის კონტროლი წარმოადგენს. ასევე ნეგატიური ენერგიის შეჩერებას, რათა ის იმ ცნობიერებას არ შეერიოს, რომელიც მას ოდესღაც გამოეყო. სწორედ მათი ძალა იზიდავს და აკავებს სასიცოცხლო ძალას, სიცოცხლის ყვავილის კონცენტრაციის წერტილში.

მეუფეთა მეუფე – მეცხრე კოსმიური ციკლის ემანაცია, რომელმაც ეს სახელი მისი ყველაზე მარალგანვითარებული და წინწასული სტატუსის გამო მიიღო. ეს არის ძალა, რომელიც კოსმიური ციკლების ყველანაირ ნეგატივს აკონტროლებს.  მის დაბლა დგანან სხვა ექვსი კოსმიური ციკლის მოვლენების მაკონტროლირებელი მეუფეები, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ პირველს არ გენეკუთვნებიან, მაინც ქმნიან მასთან ერთიანობას, რადგან ყველა ისინი ერთი საწყისი, პირველადი სხეულისგან არიან შექმნილი.

მეუფეებთან თოთი ჰორლეტმა მიიყვანა და მან იხილა თუ როგორ შევიდა ერთ-ერთი მკვიდრი მჭიდრო ჰარმონიულ კონტაქტში მეუფესთან და გახდნენ ისინი ერთნი. ადამიანის ფორმისა და ვიბრაციის არქონის გამო, მეუფეებს არ შეეძლოთ საუბარი.  ძალა (ვიბრაცია) უნდა დასულიყო იმ ზომაზე, რომ თოთს შეძლებოდა მისი გაგება.  მოგვიანებით კი მან შეძლო ვიბრაციის იმ ზომაზე ამაღლება, რომ შეძლო მეუფეთა უბგერო ხმის გაგონება. მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული გამოცდის გავლის შემდგომ მოხდა.

ამენტის სამყაროდან გათავისუფლების შემდეგ, თოთმა მიიღო სიცოცხლის ყვავილის გასაღები, რომლის მეშვეობითაც შეეძლო ეცხოვრა რამდენი ხანიც მოესურვებოდა და გარდაცვლილიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა. მან შექმნის კანონები ბოლომდე შეისწავლა, რის შემდეგადაც შეეძლო ნებისმიერი ფორმის სხეულად ჩამოყალიბება. კანონის მიხედვით მას მისია უნდა აერჩია, რადგან გასხივოსნებას მეტი ძალა და პასუხისმგებლომა მოჰქონდა მისთვის.  ტოტის მიერ მიღწეული სიმაღლე, მხოლოდ ერთი ფერდობი იყო ტრანსცენდენტული სინათლის იმ დიდი მთისა, რომლისკენაც ყოველი კოსმიური გონი მიისწრაფვის. რადგან ტოტმა ერთ-ერთ სიმაღლეს უკვე მიაღწია, მას შეეძლო სვლა განეგრძო მათთან ერთად, ვინც უმაღლესი მიზნისთვის წინ მიიწევდა.

სწორედ ერთ-ერთმა ოცდათორმეტთაგანმა შუქის შვილმა და არა მეუფემ, მიიყვანა თოთი ამენტის დარბაზებში, იქ სადაც მეფობდა სიცოცხლის საპირისპირო ძალა –  სიკვდილი. ეს იმ  იმ ძალის ტოლფასია, რომელიც მარადიული  სიცოცხლის ადგილებში არსებობს, უბრალოდ საპირისპირო. შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს სიცოცხლისა და სიკვდილის ძალის გაიგივება, მაგრამ  თუ გავაანალიზებთ იმას, რომ სიკვდილის შემდგომ, სიცოცხლის ნეგატიურობა ხდება თავისუფალი, მაშინ მსგავსება ამ ორ ცნებას შორის, თვალშისაცემია. სიკვდილის მეუფე არ შედის სხვა დანარჩენი მეუფეების რიცხვში, არამედ კოსმიურ ციკლს განეკუთვნება. ის პასუხისმგებელია, სიკვდილის ენერგიით, ნეგატიურზე ზემოქმედებისთვის. იმ ნეგატიურზე, რომელიც ცნობიერების ყოველ ნაპერწკალს მოიცავს. იმ ბნელს, რომელიც გონის დაკარგვას ან სიკვდილს წარმოადგენს, ღამე ეწოდება – მასში გონს ავიწყდება ყველაფერი რაც მანამდე მოხდა. მეუფის დავალება იყო, არ შეხებოდა თოთის ცნობიერებას. მას დაევალა მიეღო თოთის ცნობიერება როგორც მზის სხივი, რომელსაც არ მიეკარებოდა სიკვდილის ენერგია. სიკვდილის მეუფე უხსნის ატლანტს, თუ როგორ ხდება სულის ფიზიკურ სხეულში ჩასახლება, ზრდის ზენიტის  მიღწევა და შემდგომ უკან დაბრუნება.

სიკვდილი მოდის, მაგრამ როგორც დროებითი ცნება. სიცოცხლე ხომ მარადიულია, რომელიც არსებობს დასაწყისიდან ბოლომდე. ფინალში სიცოცხლე და ნათელი, ყოველთვის ამარცხებს სიკვდილსა და ბნელს. სიკვდილი მოითხოვს, რომ ის განდევნოს სიცოცხლემ მარადიული სინათლიდან. თოთს აჩვენეს თუ როგორ გამოდის მისი სხეული ბნელიდან და გარდაიქმნება მარადიულ სინათლედ. გამცილებელი მას ამენტის დარბაზებსა და მათ იდუმალ ადგილებს აჩვენებს, რომლებიც მხოლოდ გასიხივოსნებულთათვის არის მისაწვდომი. ყველაფერ სხვასთან ერთად მან მეოთხე განზომილების შიდა სივრცეებიც იხილა. ამის შემდეგ თოთი კვლავ წარსდგა მეუფეთა წინაშე, რის შემდეგაც მას უბრძანეს აერჩია მისია. მან სულის ბნელიდან ნათელში გამოყვანის მისია აირჩია, რის შემდეგაც მეუფეებმა უბრძანეს სამუშაოს შესდგომოდა. ის დედამიწაზე აიყვანეს რათა შედგომოდა საქმეს. ხელნაწერის ბოლოში ამბობს, რომ დროებით კვლავ მიემგზავრება ამენტის სამყაროში და ტოვებს ადამიანებს.

(Visited 3,072 times, 1 visits today)