abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა III

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა III

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

მე, თოთ ატლანტი, გიზიარებთ ჩემს ცოდნას, სიბრძნესა და ძალას. საკუთარი ნებით ვუნაწილებ ადამიანებს ამ ყველაფერს.

ვაძლევ, რათა ფლობდნენ სიბრძნეს და მათაც ანათონ ღამის საფარში.

სიბრძნე არის ძალა და ძალა არის სიბრძნე, ხელი ხელთან ქმნის ერთ მთლიანს.

ადამიანო, ნუ გახდები ამპარტავანი სიბრძნის დაუფლების შემდეგ.

ისაუბრე გაუნათლებელთან ისევე, როგორც ბრძენთან.

ყურადღებით მოუსმინე ბრძენს, რომელიც შენთან მოვა, რადგან სიბრძნე ყველაფერია.

ნუ გაჩუმდები მაშინ, როდესაც ბოროტებას გადააწყდები, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტება ანათებს და ბრწყინავს მზესავით.

დაე დაისაჯოს ის, ვინც კანონს გადავა, რადგან მხოლოდ კანონით მოდის თავისუფლება ადამიანებისთვის.

ნუ დათესავ შიშს, რადგან შიში ბორკილია, რომელიც ადამიანს მხოლოდ ბნელს მიაჯაჭვებს.

მიჰყევი გულს და აკეთე იმაზე მეტი, ვიდრე მოგეთხოვება.

სიმდიდრის მოხვეჭისას, უსმინე გულს, რადგან არაფერია სიმდიდრე, თუ გული დაიღლება.

ნუ დაიღლები გულის ხმის მოსმენისას, რადგან ეს სულს ეწინააღმდეგება.

გაცნობიერებულნი არ დაიკარგებიან, ხოლო დაკარგულები პირდაპირ გზას ვეღარ იპოვნიან.

როდესაც ხალხში გამოჩნდები, სიყვარული იყოს შენი გულის დასაწყისი და დასასრული.

როდესაც ვინმე რჩევის სათხოვნელად მოვა, აცადე თავისუფლად გამოთქვას აზრი, რათა გარკვეულ იქნეს ის, რის გამოც მოვიდა. და თუ მერყეობით დაფიქრდება, გაგიხსნას თუ არა გული, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება.

ნუ გაიმეორებ და ნუ მოუსმენ დახვეწილ სიტყვას, რადგან ეს მხოლოდ გაუწონასწორებელთა ცარიელი სიტყვებია. ნუ ისაუბრებ მათზე, რადგან შენს წინაშე მდგომმა შეძლოს სიბრძნის შეცნობა.

დუმილს დიდი სარგებელი მოაქვს. ჭარბ სიტყვას – კარგი არაფერი.

ნუ აიყვან გულს ადამიანის შვილებზე მაღლა, რადგან მტვერზე უფრო დაბალი გახდება მისი ფასი.

თუ გინდა გაიგო შენი მეგობრის შესახებ, ნუ ჰკითხავ მის მეგობარს, არამედ მასთან ერთად მარტოობაში გაატარე დრო. ისაუბრე მასთან, რათა გამოცადო მისი გული მისივე სიტყვებითა და ქცევით. ნივთები რომელიც გეკუთვნის, მეგობარს უნდა გაუნაწილო.

ბრძენი გულს გადავსების საშუალებას აძლევს, ხოლო პირი მისი დახშულია.

ყურადღებით უსმინე სიბრძნისა და შუქის ხმას.

გამჟღავნებული კოსმოსის საიდუმლოებები სამყაროს შუქით ავსებენ.

მიეცი საშუალება მას, რაც წყვდიადისგან გათავისუფლდება, გაყოს მატერიალური არამატერიალურისგან, ცეცხლი – მიწისგან. რადგან ცნობილია შენთვის – მიწა გადმოდის მიწაზე ხოლო ცეცხლი ალდება ცეცხლში და ერთიანი ხდება მასთან.

მათ, ვინც იცის თუ რა არის ცეცხლი, გაუჩნდებათ შინაგანი ცეცხლი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მასში. შინაგანი ცეცხლი ყველაზე ძლიერი ძალაა და აღემატება სხვა დანარჩენს.

ადამიანს შეუძლია თავი გადაირჩინოს მხოლოდ მაშინ, თუ ის წინააღმდეგობაშია. სწორედ ამიტომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დედამიწა, სხვანაირად ის შეწყვეტს არსებობას.

ყოველი ადამიანის თვალი ხედავს სხვანაირად. ერთს რაიმე საგანი გარკვეული ფორმის და ფერის ეჩვენება, ხოლო მეორეს საპირისპიროდ.

აქედან გამომდინარე, მარადიული ცეცხლი, რომელიც ფერს იცვლის და დღითი დღე იცვლება, არასოდეს იქნება ერთფეროვანი.

ამიტომ ვამბობ ამას მე, თოთი, რომ ადამიანი ღამე დანთებული ცეცხლივით არის; დაუკმაყოფილებელი ღამის წყვდიადში.

თავისუფალია შენი ცეცხლის ალი და მხოლოდ ღამის ჩრდილში შეიძლება დაიმარხოს. სად წყდება სახელი და ფორმა? მხოლოდ ცნობიერებაში, უხილავია ბრწყინვალების ძალა.

ადამიანი, სხეულზე მიმაგრებული ვარსკვლავია. იქამდე, სანამ  ბრძოლის ბოლოს ის არ გათავისუფლდება. მხოლოდ მისი ვარსკვლავია თავისუფალი, ვისთვისაც მისივე საწყისია ცნობილი. იცოდე, რომ ყველაფერი არსებული, მხოლოდ სხვა ფორმაა იმისა, რაც არ არსებობს. ყველაფერი, რასაც აქვს არსი, გარდაიქმნება სხვა არსში – არც შენ ხარ გამონაკლისი.

გახსოვდეს კანონი, რადგან კანონი ყველაფერია.

ნუ მოძებნი იმას, რაც კანონისგან არ არის, რადგან ის მხოლოდ გრძნობების ილუზიებში არსებობს.

სიბრძნე მოდის მის შვილებთან მაშინ, როდესაც ისინი მასში შედიან.

საუკუნეების მანძილზე იყო შუქი დახშული. გაიღვიძე, ადამიანო და იყავ იბრძენი.

ღრმად შევდიოდი ცხოვრებისეულ საიდუმლოში, რათა მეპოვნა დაფარული.

ისმინე, ადამიანო და იყავი ბრძენი.

ღრმად მიწისქვეშ, ამენტის დარბაზებში ვიხილე საიდუმლო, რომელიც დაფარულია ადამიანებისგან.

ხშირად ვმოგზაურობდი ღრმად დაფარულ გადასასვლელებში და ვიხილე შუქი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს წარმოადგენს. იქ, მარადიული სიცოცხლის ფერების ქვეშ, შევაღწიე ადამიანების გულსა და საიდუმლოში. და ვნახე, რომ ბნელში ცხოვრობს ადამიანი, ხოლო სინათლე, მასშივეა დამალული.

დიდი მეუფეებისგან მივიღე ის სიბრძნე, რომელსაც გინაწილებთ.

შვიდნი არიან ამენტის მეუფეები. ნუთუ ადამიანის მსგავსად არ არიან ისინი შექმნილი?

სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა –  ეწოდებათ მათ.

უფორმოები, მაგრამ ფორმის შემქმნელები, შორიდან მოვიდნენ ისინი, რათა ადამიანს უხელმძღვანელონ. მუდმივად მცხოვრებნი, მაგრამ არა ცოცხლები, არ არიან სიცოცხლით ერთმანეთთან დაკავშირებული , მაგრამ ამასთანავე სიკვდილისგან თავისუფლები.

მართავენ სიბრძნეს და არ არიან სიკვდილის ბნელ დარბაზებზე დამოკიდებული.

და ამოვიდა მათგან ლოგოსი, რადგან იმ ძალას წარმოადგენენ მეუფეები, რომელიც ყველაფერზე ხელმწიფებს.

ს ა მ ი, სიკვდილის დარბაზების შემქმნელი, ფლობს დაფარული მაგიის გასაღებს. ის გზავნის ენერგიას, მოავლენს სიბნელეს და ხელმძღვანელობს უარყოფითს ადამიანთა შორის.

ო თ ხ ი – ეს არის ის, ვინც ძალას კარგავს. ის ადამიანების სიცოცხლეს განაგებს და მსუბუქი სხეულის მქონე, ადამიანის სულების განმათავისუფლებელია.

ხ უ თ ი – სრულიად მაგიის მეუფე. იმ სიტყვის გასაღები, რომელიც ადამიანთა შორის ჟღერს.

ე ქ ვ ს ი – შუქის მეუფე. ადამიანების სულის გზის მაჩვენებელი.

შ ვ ი დ ი – უკიდეგანო სივრცის მეუფე. სივრცის მბრძანებელი და დროის გასაღები.

რ ვ ა – განსაზღვრავს წონას და აწონასწორებს ადამიანის მოგზაურობას.

ც ხ რ ა – მამა, რომელიც ქმნის და ცვლის ფორმას უფორმოსგან.

შეასრულე მედიტაციები იმ ნიშნებზე, რომელიც გადმოგეცი.

ეს გასაღებია, ადამიანისგან დაფარული.

მიმართე ფიქრები ყოველთვის ზეციური სიცოცხლის შუქისკენ.

მოძებნე რიცხვები იმ გასაღებში, რომელიც გადმოგეცი. ეს სინათლეა სიცოცხლიდან სიცოცხლეში გადასასვლელი გზის გასანათებლად.

გულდასმით ეძებე. ფიქრები მიმართე შინაგანისკენ. ნუ დახურავ გონებას სიცოცხლის ყვავილისგან.

წარმოიდგინე სურათი, იფიქრე რიცხვებზე, რომელიც მოგეცი. ისინი სიცოცხლესთან მიგიყვანენ.

თავისუფალია ბრძენის გზა და გაეღება მას სინათლის სამეფოს კარი.

გაანათე ისე, როგორც დილის მზე. ჩაკეტე სიბნელის კარი და იცხოვრე მარადიულ შუქში.

მიიღე არსებული შვიდი, ისე, როგორც საკუთარი ნაწილი.

ჩემი სიბრძნე გაგიზიარე, ადამიანო.

მიჰყევი გზას, რომელიც გაჩვენე.

სიბრძნის ოსტატები, დილის მზე, შუქი და სიცოცხლე ადამიანის მოდგმას.

 

(Visited 1,403 times, 1 visits today)