abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IV

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IV

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ისმინე სიბრძნის ხმა. ისმინე თოთ ატლანტის ხმა!
უცვლელად გადმოგცემ სიბრძნეს, რომელიც ამ ციკლის დროსა და სივრცეში მივიღე; მისტერიის ოსტატი, დილის მზე, მარადიულად მცხოვრები, შუქის შვილი, დილის ვარსკვლავი, თოთ ატლანტი – ადამიანების მოდგმის მასწავლებელი, ერთიანობის არსი.

დიდი ხნის წინ, ატლანტიდაში, ვარსკვლავების ქვეშ მწოლიარე, ვოცნებობდი იმ სიბრძნესა და საიდუმლოზე, რომელიც დაფარულია ადამიანისგან და დავისახე მიზნად, დამეპყრო ვარსკვლავებისაკენ მიმავალი გზა.

წლიდან წლამდე ვიძენდი ახალ ცოდნას, ვეძებდი დიდ სიბრძნეს და მივყვებოდი გზას, ვიდრე ერთხელაც ჩემი სული ბორკილებისგან არ გათავისუფლდა. დავაღწიე თავი ღამის წყვდიადს, გავთავისუფლდი სხეულისგან, რის შემდეგაც ვარსკვლავებისაკენ მიმავალი გზა თავისუფალი იყო ჩემთვის. ამჯერად სიბრძნეს უკვე ადამიანის გონების საზღვრებს მიღმა ვეძებდი. შორეულ სივრცეში მოგზაურობდა ჩემი სული, იქ სადაც გარშემო მარადიული სინათლეა. ვიხილე გიგანტური პლანეტები, რომლებიც ადამიანის ცოდნის მიღმაა.

და მაინც, საბოლოოდ ვიპოვე კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც სხვა პლანეტებზე, ასევე აქ, ადამიანთა შორის.

ვისვენებდი პლანეტაზე, რომელზეც ჰარმოინიული ჰანგები ავსებდნენ ჰაერს, ულამაზესი ფორმები მოძრაობდნენ რიგრიგობით და კოსმიური სიმბოლოები ერწყმოდნენ კანონს.

მრავალი ვარკვლავი შემხვდა მოგზაურობის მანძილზე, ადამიანის მრავალნაირი რასის წარმომადგენლით. ზოგიერთი მათგანი ამაღლებულიყო დილის ვარსკვლავივით, ხოლო სხვები დაცემულიყვნენ ღამის წყვდიადში.

ყველა და ყოველი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს სიმაღლეს, შეერიოს სიღრმეს, იმოძრაოს ნათელ სივრცეში, გაივლის ბნელს და მიაღწევს ნათელს.

იცოდე, რომ შუქი შენი მემკვიდრეობაა, ხოლო სიბნელე, უბრალოდ საფარი.

შენს გულში, ჩაბეჭდილია ის ნათელი, რომელიც თავისუფლების წამს ელოდება, რათა გაარღვიოს ღამის წყვდიადი.

ვიხილე ისინიც, ვინც ეთერი დაიპყრო.

იმ ძალის გამოყენებით, რომელიც ყველაფრის საწყისია, შორს, სივრცეში შექმნეს მათ პლანეტა, სადაც ეთერს გარდაქმნიდნენ ფორმად, რომელიც გამოჰყავდათ მათზე დაქვემდებარებულებს.

შესანიშნავად ფლობდა მეცნიერებას ჩემს მიერ ხილული ბრძენი რასა, ამიტომ შევჩერდი ცოტა ხანი მათთან და ვაკვირდებოდი.

ვიხილე, თუ როგორ აშენებენ დიდ მოოქროვილ ქალაქებს ეთერისგან, რომლის ფორმირებაც, პირველადი მატერიისგან, ყველაფრის საწყისისგან, ხდებოდა.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, დაიქვემდებარეს ეთერი და გათავისუფლდნენ შრომითი სამუშაოებისგან, რადგან საკმარისი იყო უბრალოდ წარმოედგინათ ფორმა, რომელიც შემდეგ იქმნებოდა. ვიხილე რა ახალი და უცნაური, გავითავისე, რომ ადამიანი, მზეთა მზე, ვარსკვლავის შვილი, ჭეშმარიტად სივრცეშია დაბადებული.

იცოდე, ადამიანო, საიდანაც უნდა იყო წარმომავლობით, ის ადგილი ერთიანს ქმნის ვარსკვლავებთან.

შენი სხეული სხვა არაფერია, თუ არა პლანეტები, რომლებიც მათივე მზის გარშემო ტრიალებენ. და როდესაც მიაღწევ სიბრძნის შუქს, გათავისუფლდება შენი სხეული და იბრწყინებს ეთერში.

როგორც ვარკვლავები კარგავენ დროთა განმავლობაში წყაროდან გამომავალ ენერგიას, ასევე ადამიანის სული მიიწევს წინ და უკან მოიტოვებს ღამის წყვდიადს.

ფორმირებული პირველადი ეთერისგან, შენ სავსე ხარ წყაროდან გამომავალი ბრწყინვალებით, რომელიც შემოსაზღვრულია მის გარშემო მყოფი მკვრივი ეთერისგან, მაგრამ შენი შინაგანი ნათება ოდესღაც გათავისუფლდება.

აანთე შინაგანი ცეცხლი, გაფრინდი ღამის სიბნელიდან და გათავისუფლდი.

ვმოგზაურობდი თავისუფლად დროსა და სივრცეში და ვიცოდი, რომ უკვე შემეძლო მეძებნა დიდი სიბრძნე, ვიდრე არ მივაღწიე მას და შევიცანი ყოვლად დაფარული, რომელიც ცნობიერების მიღმაა.

და როდესაც მივიღე ეს ცოდნა, ბედნიერებისგან ავივსე, რადგან მხოლოდ მას შემდეგ გავხდი თავისუფალი.

ისმინე, სივრცეში დაბადებულო, რადგან ერთ დღეს შენც გათავისუფლდები. შენც შეგეძლება იცხოვრო და იყო თავისუფალი.

შენ არ ხარ შენ დედამიწიდან, არამედ უსასრულო კოსმიური შუქის შვილი ხარ.

არ იცი საკუთარი მემკვიდრეობის შესახებ, ადამიანო? არ იცი, რომ  თვით სინათლე ხარ?!

მიაღწევ რა საბოლოო სიბრძნესა და სინათლეს, გახდები დიადი მზის მზე!

გადმოგცემ საკუთარ სიბრძნეს, ცოდნასა და გამოცდილებას და გიჩვენებ გზას, რომელიც მე გავიარე და რომელიც მიდის ვარსკვლავებისკენ.

ისმინე, ადამიანო და შეიცანი საკუთარი ბორკილები, რათა შეძლო მათგან თავის დაღწევა.

მარადიულ შუქთან ერთიანი, სიბნელიდან აღდგები თუ დაუღალავად შეეცდები მიიღო დიდი სიბრძნე. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია აღზევება.

იცოდე, რომ სრულიად სივრცე ექვემდებარება წესრიგს და მხოლოდ წესრიგის გავლითა და შეცნობით იქნები ერთიანი მთლიანობასთან.
წესრიგი და წონასწორობა – ეს არის კოსმიური კანონი!
მიჰყევი მას და იქნები ერთი მთლიანთან.

ის, ვინც სიბრძნით ივლის და გაათავისუფლებს ცნობიერებას სიბნელიდან, შეიცნობს სიცოცხლის ყვავილს.

ღრმა მდუმარებაში უნდა დაჰყო დიდი დრო თავდაპირველად და გათავისუფლდე სურვილებისგან. დაიპყრე სიტყვების ბორკილები მდუმარებით.

შეიკავე თავი საკვების მიღებისგან ვიდრე არ დაიპყრობ და მოიშორებ ჭამის სურვილს. ეს სურვილი სულის ბორკილია. მხოლოდ ამის შემდეგ დაწექი სიბნელეში და დახუჭე თვალები შუქის სხივებისგან.

გააკეთე საკუთარი ძალის და სულის ფოკუსირება ადგილზე, სადაც ღამის ბორკილებისგან გათავისუფლებული ცნობიერება იმყოფება. მოათავსე შენს გონში და წარმოიდგინე შენთვის სასურველი ადგილი, რომლის ნახვაც გსურს. დაიწყე სრული ძალით ვიბრირება და გაათავისუფლე სული ღამის წყვდიადისგან. ძლიერი ვიბრაცია და რყევაა საჭირო იმისთვის, რომ სული გათავისუფლდეს სხეულისგან.

თავისუფალი ცნობიერება შერწყმულია კოსმიურთან და ქმნის ერთიანობას წესრიგთან და მთლიანობასთან.

სიბნელიდან, სინათლე ცეცხლის ალივით უნდა გამოვარდეს, როგორც ერთიანობის სიმბოლო.

ილოცე ამ ლოცვით, რათა მიაღწიო სიბრძნეს და ნათელი გაერთიანდეს მთლიანთან:

 

კოსმიურ სივრცეში მბრწყინავო სინათლის ყოვლისშემძლე სულო, მიიღე ჩემი ცეცხლი, მიიახლოვე სრულ ჰარმონიაში და გაათავისუფლე ბნელისგან. გახსოვდეს ჩემი სული, უძლეველო და ყოვლისშემძლევ. შუქის შვილო, მიმიღე, რათა შევძლო შენთან შერწყმა. ერთიანო ყოველ არსთან და ყოვლისმომცველო ერთ მთლიანში. “

 

როდესაც სულს გაათავისუფლებ, იცოდე, რომ სიბნელე შენთვის სამუდამოდ გაქრება. მუდმივად შეგიძლია ეძებო კოსმიური სიბრძნე და არ იქნები სხეულის ბორკილებზე დამოკიდებული.

იფრინე თავისუფლად, მაღლა და დილის შუქისაკენ. იმოძრავე ჰარმონიულად, წესრიგის მიხედვით და იარე შუქის შვილებთან ერთად.

ეძებე და შეიცნობ სიბრძნის გასაღებს.

ამ გზით, ჭეშმარიტად გათავისუფლდები ადამიანო!

 

(Visited 1,890 times, 1 visits today)