abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ფიზიკური სხეული

ფიზიკური სხეული

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი Atman

ადამიანის სხეულების განხილვას დავიწყებთ ფიზიკური სხეულით:

ამ სხეულთან მუშაობაში ვგულისხმობთ ისეთი პროცესების მართვას, როგორიცაა სუნთქვა, სიარულისა და დგომის მანერა, კვება, დასვენების ფორმები; ფიზკულტურა, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური, ძილი და ა.შ.

ჩვეულებრივ ადამიანის სხეული ისეთ მდგომარეობას იკავებს სივრცეში, როგორიც მის ჩვეულ ცხოვრების მანერას შეესაბამება. იგივე შეიძლება ითქვას სუნთქვაზეც, და მის სხვა გამოვლინებებზეც.

დაწვრილებით

აუროვილი – კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები July 10, 2013  |  Comments Off on აუროვილი – კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი
აუროვილი - კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი

მთარგმნელი და სტატიის ავტორი tty_

მირა ალფასმა (1878-1973) 1954 წელს დაწერა, რომ “დედამიწაზე უნდა იყოს ისეთი ადგილი, რომელიც არცერთმა არ უნდა მიიჩნიოს თავის საკუთრებად, ადგილი, სადაც თავისუფლად მოაზროვნე თავს იგრძნობს დამოუკიდებლად, როგორც მსოფლიო მოქალაქე. ეს ადამიანები უნდა მიისწაფოდნენ ერთადერთი ავტორიტეტისკენ – უმაღლესი ჭეშმარიტებისკენ. ეს ადგილი უნდა იყოს მშვიდობის, თანხმობისა და ჰარმონიის ადგილი”.

დაწვრილებით

აგარტა – დედამიწის დასახლება

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები July 04, 2013  |  Comments Off on აგარტა – დედამიწის დასახლება
აგარტა –  დედამიწის დასახლება

სტატიის ავტორი steward


აგარტა
არის ქალაქი დედამიწის შუაგულში, რომელიც სრულყოფილმა ადამიანებმა (ჰუმანოიდებმა) შექმნეს მილიონობით წლის წინ. მათი მისია იყო მოემზადებინათ ახალი პლანეტის ზედაპირი საცხოვრებლად სულთა შემდგომი ნაკადის რეინკარნაციისთვის, რომლებმაც შეწყვიტეს თავისი ციკლი გარკვეული მიზეზების გამო. გადმოცემით, ისინი ცხოვრობდნენ პლანეტა ლუციფერზე, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერს შორის და განადგურდა ან გაანადგურეს (ეს ცალკე თემაა). ახლა ამ ადგილას ასტეროიდების სარტყელია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ამ ადგილას იყო მე-5 პლანეტა.

დაწვრილებით

მულადჰარა (ფუძისეული) ჩაკრა

კატეგორია: ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება June 27, 2013  |  Comments Off on მულადჰარა (ფუძისეული) ჩაკრა
მულადჰარა (ფუძისეული) ჩაკრა

მთარგმნელი Atman


განლაგება:
ფეხებს შორის, წერტილში, რომელიც მოთავსებულია ანუსსა და გენიტალიებს შორის.

ფერები: წითელი და შავი.

დამატებითი ფერი: ცისფერი.

სიმბოლო: წრე, რომელიც გარშემორტყმულია ლოტოსის ოთხი ფოთლით, და მასში კვადრატით. ხანდახან კვადრატი გამოისახება მოყვითლო-მოოქროსფრო ფერით, რაც მატერიალური სამყაროს სიმბოლოა, და მასში შეიძლება იყოს ასოები, რომლებიც შეესაბამებიან ვიბრაციას მანტრისა – ”ლამ”. კვადრატიდან ამოდის ღერო, რომელიც განასახიერებს ჩაკრას კავშირს ცენტრალურ არხთან – სუშუმნასთან.

დაწვრილებით

XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)

კატეგორია: ინტერვიუ, პარამეცნიერება June 27, 2013  |  Comments Off on XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)
XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)

ესაუბრება: old_man

გიორგი 2011 წელს ეზოთერული ცოდნის ფორუმის საშუალებით გავიცანი. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ბიჭი იყო, თუმცა, თანატოლებს არ ჰგავდა. ისეთი საკითხები აინტერესებდა, რაც მის ასაკში იშვიათობაა. საუბრობდა ენერგეტიკაზე, ადამიანის აურაზე, ტელეკინეზზე. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა. მაშინვე შეატყობდით, რომ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამჟღავნებდა. შეიძლება ამის მიზეზი იყო ის, რომ ლაპარაკი არ უყვარდა, მოსმენა ერჩივნა. რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ გიორგი უნიკალურ უნარებს ფლობს.

თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, დღეს ბლოგის მკითხველები თავად გიორგისგან შეიტყობენ.

დაწვრილებით

დაოსური სხეულის სტრუქტურა

კატეგორია: თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება June 24, 2013  |  Comments Off on დაოსური სხეულის სტრუქტურა
დაოსური სხეულის სტრუქტურა

სტატიის ავტორი ოლეგ ჩერნე

მთარგმნელი td………


დაოსური სხეული
 – ტერმნია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის სხეულს, პრაქტიკაში გამომუშავებული  სხეულის უნარით დაეყრდნოს ცზინ  (ძინ )ენერგიას და ასევე შექმნა პირობები შენ (Shen) სულის ფორმირებისთვის:

  • ცი (qi)-ხაზოვანი ენერგია (მოკვდავი);
  • ცზინ (ძინ, jing) -ფორმის ენერგია (გეომეტრიული ფორმა);
  • შენ (shen) -კრისტალური ენერგია (ფორმის შემანარჩუნებელი ენერგია, უკვდავი ენერგია).

დაოსური სხეულის სტრუქტურა

დაოსური სხეულის სტრუქტურა ესაა მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის ურთიერთმოქმედების გაგების პროცესი,რომელიც მოქმედებს – “ზეცა-დედამიწა-ადამიანი” – სქემის მიხედვით, ან/და ძალისხმევის სქემით, რომლითაც ჩამოყალიბდა ადამიანის ბუნება.

დაწვრილებით

ნატიფი სხეულები – მათი ურთიერთქმედება და ფუნქციები

კატეგორია: პარამეცნიერება, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება May 24, 2013  |  Comments Off on ნატიფი სხეულები – მათი ურთიერთქმედება და ფუნქციები
ნატიფი სხეულები – მათი ურთიერთქმედება და ფუნქციები

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი  Atman

ჩვენს განკარგულებაში დაბადების მომენტიდან ფიზიკური სხეულის გარდა კიდევ სამი სხეულია: ეთერული, ასტრალური და მენტალური. თუმცა ყველაზე მეტად მატერიალურ დონეზე ფიზიკური სხეული გამოვლინდება. იგი წარმოადგენს მისი შემადგენელი ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემის ერთობლიობას, და ყოველი ორგანო, გარდა იმისა, რომ თავის კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს, ჩართულია ასევე ცხოველქმედების მთლიან სისტემაში.

დაწვრილებით

Page 13 of 20« First...10«1112131415»...Last »