abc

Posts Tagged With 'კასტანედა'

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

Posted by tikoroma in თარგმანი, მაგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა March 14, 2016  |  Comments Off on მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი
მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)

პირველი ნაწილი

სიზმარხილვებში არაორგანულ არსებებთან შეხვედრა გარდუვალია. ამავდროულად მათზე წარმოდგენები დღემდე იმდენად წინააღმდეგობრივია, იმდენ კამათს იწვევს, რომ მათზე წერის სურვილი ბევრს ეკარგება. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ არაორგანული არსებების თემა აძლევს ქრისტიანებს უფლებას, რომ ისაუბრონ ტოლტეკების ცოდნაზე, როგორც „სატანიზმის“, „ეშმაკებთან ურთიერთობის“ ნაირსახეობაზე, ხოლო მატერიალისტური ყაიდის რაციონალისტებს იმაზე, რომ კასტანედას პრაქტიკებს ჰალუცინაციებამდე და პარანოიამდეც კი მიჰყავს ადამიანი.

Read More