abc

Posts Tagged With 'ნეფილიმები'

ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

Posted by tikoroma in თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მითოლოგია, ფილოსოფია January 29, 2016  |  Comments Off on ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“
ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

მთარგმნელი: მან გალა

ე. ბლავატსკაიას მიხედვით

„დედამიწაზე აღმოცენდა, გაძლიერდა და გამრავლდა,
შვიდი მეფე – ძმები ერთი ოჯახიდან.“
ქალდეური შექმნის ქრონიკები

ჯორჯ სმიტის მიერ შეგროვებულ და თარგმნილ ქალდეურ ფილებზე, რომლებზეც ბაბილონური შექმნის ლეგენდაა ასახული, მოხსენიებულია „შვიდი დიადი ღმერთის მიერ შექმნილი “ადამიანის მსგავსი შვიდი არსება „ყორნის სახით“. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ – შავი ან მუქი ფერის კანით. სწორედ ისინი არიან მოხსენიებული კაბალაში ედემის მეფეების სახელით. ეს იყო პირველი რასა, არასრულყოფილი და უსქესო, რომელიც მოგვიანებით განადგურდა. ეს იყო რასა, რომელიც სქესის ბალანსამდე გაჩნდა, ამიტომ მოხდა მათი განადგურება.

Read More