abc

Posts Tagged With 'პირამიდები'

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები

Posted by tikoroma in თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია October 24, 2015  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

თავდაპირველი მთარგმნელი:დორეალი

წინასიტყვაობა

მათი სიძველე განსაცვიფრებელია – ზურმუხტის ფილები ჩვ.წ.აღ-მდე 36 000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორი არის ატლანტელი ქურუმი თოთი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მანვე ააგო გიზას პირამიდები, რომელთა მშენებლობაც, მოგვიანებით, ფარაონ ხეოფსს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტელმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა.

ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 50 000 – 36 000 წლებში, 16 000 წლის განმავლობაში განაგებდა თოთი ეგვიპტეს და მაშინდელი პრიმიტიული რასა, ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურამდე აიყვანა. ატლანტელი თოთი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის შესაბამისად. მისი სიბრძნის წყალობით, თოთი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება, მათ შორის – ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციებისაც.

Read More