abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 2

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 2

ახლა დავეშვათ დაბლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში.
მაგრამ მანანდე ორიოდე სიტყვით თვითონ შექმნაზე, ქმნილების პროცესზე. შექმნა ხდება ერთი საფეხურით მაღალ განზომილებაში სუფთა ღვთიური გონის, აზრის პროეცირებით სივრცეში, რომელიც იგივე სამყაროს მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ყველაფერი იწყება ქაოსით, ან უფრო სწორად რაც ქაოსად ჩანს, მასში უდიდესი წესრიგი და კანონზომიერებაა, ყველა ატომს მისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი და სივრცე უჭირავს, ეს პროცესი მილიონჯერ თუ მილიარდჯერ აჩქარებული რომ დაინახოთ, იხილავდით საკრალური გეომეტრიის საოცრად ზუსტ და ულამაზეს ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული კანონზომიერებით და ერთი პროცესი მიმდინარეობს პლანეტების გაზობრივი ფორმებიდან მყარ სხეულებად ჩამოყალიბებისა თუ მზის სისტემის და გალაქტიკების შექმნაში, ასევე თუნდაც ერთუჯრედიანი ცოცხალი არსების განვითარებაში, და ყველა პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით და ენერგიით მიმდინარეობს.


როგორც ვთქვი, ქვედა სამყაროები, ზედების ანალოგიურად, მაგრამ არა ზუსტად იქმნება. ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან შედარებისთვის: წარმოიდგინეთ ხართ საოცრად ლამაზ ბუნებაში, უამრავი ულამაზესი ყვავილი, ჩიტების გალობა, გვერდით ჩანჩქერი, რომლიდანაც გრილი სიო უბერავს, გამჭვირვალე წყალში ნაირფერი თევზები დაცურავენ, ირგვივ ყვავილების არომატი იფრქვევა, შეგიძლია ყველა წუთში წამოდგე და ირგვლივ არანაკლები სილამაზით დატკბე. შემდეგ ეტაპზე იგივე სცენას ხედავ 3D-ში, ვიზუალურად კარგად აღიქვამ, მაგრამ არომატები, სიოს ქროლა.. იკარგება, თან შენი ნებით ვერც ერთ მხარეს ვერ დაათვალიერებ, მხოლოდ იმ ადგილს ხედავ რაც შემოთავაზებულია, ამის შემდეგ – ჩვეულებრივ ეკრანზე სადაც სცენა იგივეა, მაგრამ არც ისე რეალური, მერე კარგი დონის ფერად პანოზე ან ჰელიო სურათზე, სადაც ფერებსაც და სილამაზესაც ასე თუ ისე აღიქვამ, მაგრამ არც არომატებია, არც ჩიტების გალობა და რეალობის შეგრძნებაც – ძალიან მცირე, და ბოლოს წარმოიდგინეთ ამ სცენის ცუდი ხარისხის შავ-თეთრი ფოტო. – ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი ფიზიკური სამყარო რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ჩვენი ნამდვილ სამყაროსთან შედარებით. და აქამდე ნელნელა ეტაპობრივად თუ არ დავეშვით, ვერაფრით ვერ შევძლებთ აქ გაჩერებას, მაგალითადად: თუ ერთბაშად დავლევთ ერთ კოვზ რომელიმე შხამს, აუცილებლად მოგვკლავს, მაგრამ თუ ამ შხამს, უკვე დიდი ხანია ორგანიზმს ვაჩვევთ მცირე დოზებით, ის რაც სხვისთვის სასიკვდილო დოზა იქნება, მიჩვეულ ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს…

 

ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების დაღმავალი გზის ბოლო წერტილში, ანუ თუ წარმოვიდგენთ განითარების გზას, როგორც სწორკუთხა სამკუთხედს, წვერით ზემოთ, განზომილებები კი ამ სამკუთხედში გავლებული პარალელური ხაზებია, ჩვენ ამ სამკუთხედის ბოლოში ვართ და ერთი ქვედა წვეროდან მეორე ქვედა წვრომდე უკვე მივედით და ახლა ზემოთ ასვლა უნდა დავიწყოთ. ერთი საფეხურით ზემოთ რომ ავიწოით 90 გრადუსიანი კუთხით უნდა მოვბრუნდეთ ორ ნაბიჯად – 45 გრადუსი სამკუთხედის ფერდზე და 45 გრადუსით, პარალელზე შესასვლელად და ასე შემდგომ ზედა წვერომდე, იგივე Z მაგვარი სვლებით, რითაც ჩამოვედით, როგორც ვთქვი, ცნობიერების განზიმილებებს შორის გადასვლას არ შეეფარდება მოძრაობის აღმნიშვნელი არც ერთი ტერმინი, თუმცა მის შესახებ ეგვიპტელებმაც იცოდნენ, და მისტერიის სკოლებში 24 წლიანი წვრთნის შემდეგ, ახერხებდნენ ფიზიკური სხეულის შენარჩუნებით ზედა განზომილებებში მოგზაურობას, სხეული ამ დროს უმეტეს შემთხვევაში დიდი პირამიდის მეფეთა დარბაზში, სარკოფაგში იმყოფებოდა, როგორც ორი, 45 გრადუსიანი კუთხით, ასევე, ერთი 90 გრადუსიანი ნაბიჯით, მაგრამ ეს სხვა თემაა…

ახლა ნამდვილად დავეშვათ მიწაზე , ახლა ვეცადოთ გავიგოთ რა არის ამდენი ტკივილი, ამდენი სიბნელე, ამდენი ბოროტება, ეშმაკი, ჯანდაბა და დოზანა და საიდან მოვიდნენ, თუ კი ასეთი ღვთიური და სრულყოფილები ვართ და თუ ასე ღვთიურად და სრულყოფილად არის შექმნილი ეს სამყარო. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ბოროტება მართლაც არსებობს, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ახალ ამბებში, ჩვენი ისტორია ხომ სავსეა სისხლიანი დაუნდობელი ომებით, მკველობებით, უდანასაულოთა დასჯით, უსამართლოებებით, ვისაც მაგიასთან შეხება ქონია, მათ იციან რომ, რომ ეს ძალაც არსებობს… თუ კი ვამბობთ, რომ რეალური მხოლოდ ღმერთი და სიყვარულის ენერგიაა რა ვუყოთ ამ რეალობას?!. პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (თუმცა, დამერწმუნებით ალბათ, ადვილი, ნამდვილი არ არის), რომ ყველა, უკლებლივ ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცოცხლია და რომელიც ახლა ცოცხალია და დედამიწაზე დადის, იგივე ღვთის შვილი, იგივე ღვთიური ნაპერწკალია, როგორც თვითოეული ჩვენთაგანი, იგივე საწყისიდან მოდის, იმდაგვარივე გზა გაუვლია: ჰიტლერსაც და სტალინსაც, ბინ ლადენსაც ობამასაც, მეზობლის დორბლიან იდიოტ ბავშვსაც და აინშტაინსაც, სერიულ მკველსაც და მის მსხვერპლებსაც, გრიგოლ ხანძთელსაც და თემურ ლენგსაც, რომის პაპსაც და იმამსაც _ უკლებლივ ყველას!
განსხვავება ყოფიერების ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანშია…

 

იმის გასაგებად თუ რა არის დუალიზმი, სიკეთისა და ბოროტების, სიმათლისა და სიბნელის, ღმერთებისა და ეშმაკების ეს ჩვენი სამყარო, კიდევ ერთ უხეშ მაგალითს მოვიტან. წარმოიდგინეთ ფართო ტრიალი მინდორი შუადღის კაშკაშა მზე, არსად არც ერთი ჩრდილის ნასახი არ არის, რადგან არც შენ ხარ ამ მინდორში არც ხე და ბალახი, როგორც კი შუა მინდორში დადგები და მზე ზუსტად ზენიტშია, ჩრდილს ვერსად ხედავ, იგი შენს ქვემოთაა, რახან შენ არსებობ, ჩრდილიც არსებობს პოტენციურად, უბრალოდ შენ იცი რაც არის ჩრდილი, და ამდენად არანაირად არ გაწუხებს. ეს ჩვენი პირველი და ერთადერთი რეალური სამყაროა, როცა დაბლა ვეშვებით ჩრდილი იზრდება (მზის ჩასვლასთანან ერთად), სანამ შენს სიმაღლეს გაუსწორდებოდეს, დიდად ყურადღებას არ აქცევ და თან ჯერ კიდევ გახსოვს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩრდილი შენს სიმაღლეს გაუსწორდება და აგრძელებს გადიდებას ეს უკვე გაშინებს, ეს უკვე ჩვენი სამყაროა, სადაც მეხსიერება უკვე დაკარგული გაქვს, გარკვევით ხედავ ჩრდილს, მაგრამ არა საკუთარ თავს და არ იცი რომ ამ ჩრდილს მხოლოდ შენ ქმნი მატერიალურ სამყაროში შენივე არსებობით, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია. შეშინებული და დაბნეული გაურბიხარ საკუთარ ჩრდილს, უკან მიხედვის გეშინია, რადგან იცი რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვება, გზადაგზა ყველას აფრთხილებ (რელიგიური ფანატიზმი) ან უარესი, ჩრდილისკენ ბრუნდები აკვირდები და შეისწავლი, ხედავ ხელების მოძრაობას, რომელიც რაღაცნაირად დაგეხმარა (რა ვიცი, თავი მოიფხანე და გესიამოვნა, რაღაც ამდაგვარი , მაგრამ არ იცი რომ ეს შენ მოქმედებ, რომ ჩრდილი არაფერია უშენოდ, და ერთადერთი რეალური ძალა ჩრდილი გგონია, ამიტომაც ზურგს აქცევ სინათლეს და მხოლოდ ჩრდილის მხარეს ხარ მიბრუნებული, გეშინია, სხვასაც აშინებ და ეთაყვანები ( ოკულტიზმი, სატანიზმი, მაგია…).
ახლა ჩვენ, დაახლოებით საღამოსპირას ვიმყოფებით, როცა მზე უკვე ჩადის, და ჩრდილებიც ძალიან გრძელია, მაგრამ ღამის შემდეგ (სიბნელისა და სიცარიელის სამი დღე-ღამე), მზეს მეორე მხრიდან დავინახავთ, ჩრდილები ისევ ძალიან გრძელი იქნება და საშიშად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გავუძლებთ და არ შევშინდებათ, დავინახავთ ჩვენს თვალწინვე როგორ დაპატარავდება, მეხსიერებაც ნელ-ნელა დაგვიბრუნდება, ხოლო როცა მზე კვლავ ზენიტში დადგება, სრული ციკლი დამთავრდება და უკვე სახლში ვიქნებით, თუმცა მანამდე მართლაც არსებობს რეალური საშიშროებები….

 

ცოტას გადავუხვევ თემიდან.
სანამ განვითარების დაღმავალ გზაზე დავეშვებოდეთ, ერთიანდება ამ “მოგზაურობაში” მონაწილე სულთა ცნობიერება, და იქმნება ერთი საერთო ცნობიერება, რომლის შიგნითაც თითოეული სული თავის ინდივიდუალობას აცნობიერებს, მაგრამ მთლიანობაში ეს ერთი ცნობიერებაა, ამის გაგება და აღქმა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია ჩვენთვის ახლა. ძველ ხალხში – ინდიელებში, მაორებში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოგონება საერთო ცნობიერებაზე, ინდიელებს აქვთ მისალმება “ინლეკეჩ”, რომელიც ასე ითარგმნება – “შენ მეორე მე ხარ”, ავსტრალიელ აბორიგენებს უნარი აქვთ, სიტყვების გარეშე გადასცენ ერთმანეთს შთაბეჭდილება, ახალ ზელანდიელი მაორები, საჭიროების შემთხვევაში, მთელი სოფელი საერთო სიზმარს ხედავს, რომელსაც წინ უძღვის “ერთად სუნთქვის” რიტუალი. ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთია საერთო ცნობიერების, რომლის ნაწილსაც თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს სინამდვილეში და ახლა კი ერთიანობის ნაცვლად ერთმანეთს მტრად ან მეგობრად, კეთილმოსურნედ ან ბოროტად, შავად და თეთრად….. აღვიქვამთ.
ეს საერთო ცნობიერება ე.წ. ქრისტეს ცნობიერებაა, ყველა დიდი მასწავლებელი კაცობრიობის ისტორიაში ამ საერთო ცნობიერების მატარებლები იყვნენ,(მასწავლებლები, რომლებიც ყველა ეტაპზე გვყავდა და სხვადასხვა სახელით ვიცნობთ, სხვა თემაა და ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ (მკითხველი თუ შემრჩა), მათი მიზანი ჩვენი გამოფხიზლება იყო, რომ ძალიან ღრმად არ ჩავძირულიყავით ამ დანაწევრებულ სამყაროში. არ გავმხდარიყავით მატერიალური სამყაროს, წუთიერი სიამოვნებების მონა, რადგან ეს არ არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი ამ მატერიალურ სამყაროში ნაკლებად საჭირო სულიერი ღირებულებების, პირველ რიგში სიყვარულის შენარჩუნებაა: როდესაც ვინმეზე იცი რომ ძმაა შენი, კიდეც გიყვარს და ბევრსაც მიუტევებ, ამაში რაა გასაკვირი, მაგრამ როდესაც მოსისხლე მტერში ეცდები ძმა დაინახო, ისევე შეიყვარო და ისევე მიუტევო როგორც საკუთარ ძმას _ ეს არის ჩვენი გაკვეთილი.
ჩვენ რომ აქ ისევ საერთო ცნობიერება გვქონდეს, უმცირეს ტკივილსაც ვერ მივაყენებთ ვერავის, რადგან იმ ტკივილს პირველ რიგში ჩვენვე ვიგრძნობთ. ახლა კი შეგვიძლია ვინმეს საოცრად დიდი ტკივილი მივაყენოთ, ფიზიკური თუ სულიერი, და მერე მშვიდად დავიძინოთ, დაგვაგიწყდეს და ვერ ვხვდებით რომ იგივე ტკივილს ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ანესთეზია – დაბლოკილი მეხსიერება მოქმედებს. შედეგებს კი კარმა აწესრიგებს, რომელიც ჩვენი სასჯელი კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ჩვენს ქმედებათა დამბალანსებელია, მაგრამ ესეც სხვა თემაა….

 

თუ საერთო ცნობიერებაზე სულ მცირე, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეგვექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება დაახლოებით მაინც გავიგოთ რა არის კარმა, როგორ და რატომ მოქმედებს. უმეტესობა თვლის, რომ კარმა განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ დანაშაულობებზე სასჯელია, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში უნდა გადავიხადოთ. გარკვეულწილად ეს ასეა, რადგან ჩვენს ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება, რომელიც ახალ ცხოვრებაზე აისახება, არსებობს ერთგვარი აქცია-რეაქციის ჯაჭვი, რომელსაც კარმის სახელით ვიცნობთ. მაგრამ კარმა მხოლოდ ჩადენილ ნეგატიურ ქმედებას არ ეხება, ეხება ჩვენს მიერ ჩადენილ ყველა მოქმედებას, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება აქ და ახლა დანაწევრებულია, და ერტმანეთთან კავშირს ვეღარ ვგრძნობთ, ჩვენი საერთო ცნობიერება ისევ არსებობს, რადგან ფაქტიურად ჩვენ ერთდროულად ვარსებობთ ყველა განზომილებაში (ამის აღქმა ძალიან ძნელია, და არც არის საჭირო ვეცადოთ), ამდენად აქ და ახლა ჩვენს მიერ ნამოქმედარი გავლენას ახდენს საერთო ცნობიერებაზე, რომელიც დაბალანსებულია, ანუ ყველას ჩვენი თანაბარი ადგილი გვიჭირავს და რომლის ბალანსის დარღვევაც გამოიწვევს ამ საერთო ცნობიერების დაშლას, რაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ თვითონვე, როცა გავაერთიანეთ ცნობიერება, ჩავდეთ მისი მარეგულირებელი მექანიზმიც – რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა მოხდეს ეს არ უნდა დაირღვას. ეს მარეგულირებელი მექანიზმია სწორედ – კარმა.
შედარებისთვის ისევ უხეშ მაგალითს მოვიტან: წარმოვიდგინოთ უზარმაზარი სფერო, როგორც საერთო ცნობიერება, ახლა ჩვენი თავი, ჩვენი ცნობიერება წარმოვიდგინოთ სფეროს შიგნით უამრავი მისივე იდენტური ციცქნა სფეროებით სახით, რომლებიც ამ სფეროს ავსებს, ერთმანეთს შორის ძალიან მცირე, მაგრამ ზუსტი ინტერვალით არიან დაშორებული, ეს სფერო კი კაშკაშა სინათლით არის განათებული და ყველა სფერო ერთმანეთს გარკვევით ხედავს. მერე წარმოვიდგინოთ ეს სფეროები ერთმანეთთან დაკავშირებულია სიმით, ელასტიკით, რა ვიცი, რეზინით, რა თქმა უნდა ეს რეზინი თუ სიმი თანაბრად არის დაჭიმული ამ სფეროებს შორის და ეს ასეა სანამ დედამიწაზე დავიწყებდეთ ინკარნაციას, მაგრამ ამ მყარ ფიზიკურ სამყაროში მოხვედრისთანავე, სინათლე ქრება, გარეთა დიდი სფერო უცვლელი რჩება, პატარა სფეროები კი ქაოტურად ერთმანეთს ეჯახებიან, აზრზე არ არიან ვინ ვის ეჯახება, მაგრამ დარჩენილია რეზინი, ასე რომ, თუ მარჯვნივ ძალიან გადაიხარე, მარცხენა მხრიდან რეზინი ზედმეტად დაიჭიმება, მარჯვნივ კი ზედმეტად შეიკუმშება, თან შენი მოძრაობით არა მარტო მარჯვენა და მარცხენა მეზობლის ბალანსს ცვლი, არამედ შენს ირგვლივ მყოფი ყველა სფერო კარგავს თავის ადგილს. ამ რეზინის დანიშნულებაა ისევ თავის ადგილზე დააბრუნოს ყველანი – ეს არის ჩვენი კარმა, რაც მეტად ეწინააღმდეგები (არ ასრულებ კარმულ ვალებს), მით უფრო მეტად იჭიმება რეზინი, მით უფრო მეტ სფეროებს ითრევს თავის გზაზე, უფრო მეტად იმძიმებს თავის ადგილისკენ მიმავალ გზას.

სტატიის ავტორი: ქეითი

 

(Visited 343 times, 1 visits today)