abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ინსაიდერის გამოცხადება

ინსაიდერის გამოცხადება

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

რაღაც უცნაური რამ მოხდა ფორუმზე godlikeproductions.com რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც ფორუმელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვიღაც, ვინც თავს ინსაიდერს უწოდებს, ამტკიცებდა, რომ ის ეკუთვნის, იმ ოჯახის ხაზს, რომელიც მართავს სამყაროს და შეგვპირდა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას. თავიდან ეს ხუმრობას ჰგავდა, რამდენიმე კითხვაზე ჩვეულებრივი პასუხი იყო გაცემული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.

ნებისმიერმა, ვინც ერკვევა დიალექტიკაში, იცის, რომ პასუხები (კითხვით ფორმაში) ინსაიდერის მხრიდან მიზანმიმართულად აპროვოცირებდა სხვებს, რომ დაესვათ შეკითხვები, რამაც გამოიწვია შემდეგი მოვლენები. ინსაიდერის პირველი შეკითხვა იყო შემდეგი: „თქვენ გგონიათ, რომ გარკვეულ პლანეტაზე ცხოვრობთ? და ნამდვილად ცხოვრობთ თქვენ მასზე?“

ხოლო მომდევნო პასუხები, რომლებიც მან გაგვცა, უთითებდა მის მიერ ფილოსოფიის, ისტორიის, მეტაფიზიკის, რელიგიის, მაგიის, პოლიტიკის… ღრმა ცოდნას. ეს პასუხები იყო ძალიან ორიგინალური და კონკრეტული, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით.

საოცარია ის, რომ ინსაიდერი კითხვებს პასუხობდა ძალიან სწრაფად. კითხვების თემები იყო სხვადასხვა შინაარსის, ხოლო პასუხები ჩნდებოდა წამიერად. ეს როგორ შეიძლება? ინტერნეტიდან კოპირებით? მე გულმოდგინედ შევამოწმე და ვერ ვიპოვე ინტერნეტში იწ წინადადებები, რომლებიც ინსაიდერმა დაწერა. ვიგრძენი რომ უბრალო ადამიანს ასეთი რამ არ შეუძლია.

ინსაიდერის პირველი გამოცხადება (პირველად გამოჩნდა ინგლისურენოვან ფორუმზე 2005 წელს)
ინსაიდ: – მე ელიტური ოჯახის წევრი ვარ, რომელიც თქვენ გეჯავრებათ…. დამისვით კითხვები და მე გაგცემთ პასუხებს.
რატომ? იმიტომ რომ შემიძლია.
ფორუმ: – რა არის „ელიტური ოჯახი?“
ინსაიდ: – ასეთი სახელი გამოიყენება. ოჯახები რომლებიც ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში მართავენ მათ, ვინც არ ეკუთვნით მათ სისხლით.
ფორუმ: – რას ფიქრობ პრობლემაზე “peak oil” (ნავთის მაქსიმალური მიღების მომენტი, რის შემდეგაც მოგების მოცულობა მნიშვნელოვნად ეცემა)
ინსაიდ: – გარკვეულ წრეებში ცნობილია, რომ ის გამომუშავდება. დედამიწა მეტ ნავთს აწარმოებს აირისაგან. გინდ დამიჯერეთ გინდ არა, ეს ბუნებრივი პროცესი შემდეგი პრინციპით მუშაობს – „რაც მეტს იღებთ, მით მეტი ინახება ბალანსის შესანარჩუნებლად“. გამოიკვლიეთ ფუტკრების მეთოდი, რითაც ისინი აწარმოებენ თაფლს და მიხვდებით. გარდა ამისა, დედამიწაზე ბევრი ადგილია, მდიდარი ბუნებრივი წიაღისეულით, რომელსაც ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებია.
ფორუმ: – რაა საერთო ელიტური ოჯახის ხაზში?
ფორუმ: – გქონია როდესმე სექსი ბავშვთან?
ინსაიდ: – გაიგე, რომ გენეალოგიური ხაზი არჩეულ იქნა მმართველობისათვის. ის არ გაჩენილა ჰაერიდან. სულები, რომლების ამ ხაზში ევლინებიან, ირჩევიან ღვთაებრივი კანონის მიერ.
მეორე შეკითხვა უჩვენებს, რომ შენ ძალიან ბევრს კითხულობ აიკას (დევიდ აიკი „შეთქმულების თეორიის“ ავტორი), ეს უბრალოდ გამოიყენება, როგორც ხელსაწყო. მაგრამ მე გიპასუხებ, არა.
ფორუმ: – ბოდიში. მე არავინ მმართავს და არც არასოდეს მმართავდა ვინმე!
ინსაიდ: – ძველი ანდაზაა: იდეალური მონა ის არის, ვინც ამბობს: „მე არ ვარ მონა“. ეს ისეა, როგორც ალკოჰოლიკი, რომელიც ამბობს, რომ ის არ არის ალკოჰოლიკი, ამიტომ ის ყოველთვის დარჩება ალკოჰოლიკად. აზრი გასაგებია?
ფორუმ: – სად ხართ, ელიტარებო, გონებრივად ავადმყოფ ნათესავებს სად მალავთ, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ინცესტის შედეგად ჩნდებიან?
ინსაიდ: – ეს მითია, რომ ინცესტი ყოველთვის პრობლემას ქმნის. თუ ორი მშობელი ატარებს გენს, რომელიც საუკეთესოა ხარისხით, ვიდრე დანარჩენების…
ფორუმ: – რატომ დაუშვთ, რომ ჩვენ გავმრავლებულიყავით კურდღლებივით, თუკი ზედმეტი მოსახლეობა თქვენთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ინსაიდ: – 1. ჩვენ არ დაგვიშვია ეს. თქვენ იმაზე მეტი ძალაუფლება გაქვთ, ვიდრე გგონიათ.
2. გადავსებული მოსახლეობა ჩვენ ხელს არ გვიშლის.. ესეც მითია.
ფორუმ: – რას ფიქრობს „ელიტარული ოჯახის“ წარმომადგენელი godlikeproductions.com ფორუმზე?
ინსაიდ: – რაც მეტადაა ადამიანები დაყოფილი, მით უფრო იოლი სამართავი არიან. თუ მათ გავხდით თავდაჯერებულს იმით, რომ მათ ხელში უჭირავთ ხმალი (იარაღი), რითაც მათი აზრით ისინი ხდებიან ძლიერები და შეუძლიათ იბრძოლონ „ბნელ ძალებთან“, მაშინ როდესაც ეს უბრალოდ კბილსაჩიჩქნია.
ფრთხილად უნდა იყო იმასთან ვისაც ამ ხმალს აძლევ ტრინიტი. იცი, რომ არა მხოლოდ წარმოთქმა არამედ სიტყვის დაწერაც კი გამოსცემს გამოსხივებას, და ეს პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს?
თქვენ გგონიათ, რომ იბრძვით გარკვეულ მხარეს. მაგრამ მე გეტყვით, რომ აქ დაწერილი სიტყვების უმრავლესობა თქვენს მხარეს არ ეხმარება.
ფორუმ: – რა რელიგიური მიმდინარეობის ხართ?
ინსაიდ: – რელიგიები „ჩვენი“ შექმნილია.
ის რელიგიები, რომლებიც ახლა პოპულარულია, სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. კონკრეტულად ამის შესახებ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, ოდნავ ცრუ გზაზე არიან. არსებობს ჭეშმარიტების გული, მაგრამ ის იყვინთება გაუკუღმართებულობის ზღვაში… თქვენთვის, რომ აარჩიოთ, გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენს რწმენას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს დაკავშირებულია რთულ ღვთაებრივ კანონთან.
ფორუმ: – რას იტყვით მსოფლიო ეკონომიკის შესახებ?
ინსაიდ: – შეთქმულების თეორეტიკოსები იმაში არიან მართალი, რომ ეკონომიკა ეყრდნობა ფულს, რომელიც არ არსებობს, ის არც იყო და არც იარსებებს. ის ვინც ფლობს ბანკებს, ასევე ფლობენ მასობრივ კომუნიკაციებს და პოლიტიკას, ასე რომ თქვენ იჯერებთ იმას, რაც მათ სჭირდებათ.
ფორუმ: – როდის მოხდება თავთავის და ღვარძლის გადარჩევა? თუ თქვენ გსურთ, რომ მოიშოროთ თავთავი და დაიტოვოთ ჩენჩო, როგორც მონები? ნებისმიერ შემთხვევაში ეს როდის მოხდება? დავიღალე ცრუ წინასწარმეტყველებებით, გთხოვთ, იყავით გულწრფელი ამჯერად.
ინსაიდ: – 100% ით დარწმუნებული ვარ სამყაროს დასასრული არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორც ყველას წარმოუდგენია. სამყაროს აღსასრული, როგორც თქვენ გიხსნიან სხვადასხვა წყაროები, სინამდვილეში არასოდეს ყოფილა ნაგულისხმევი ამ ადგილისათვის.
დადგება დრო, როდესაც ყველა იქნება განთავისუფლებული, მაგრამ ეს არ არის მასობრივი მოვლენა, უფრო ინდივიდუალურია…. იმუშავეთ საკუთარ თავზე.
ფორუმ: – საინტერესოა, ელიტა რატომ არ ხელმძღვანელობს? უფრო იმას გავს, რომ ისინი პარაზიტობენ საზოგადოებაზე.
ინსაიდ: – თევზები ოკეანეში ვერ ხედავენ, რომ ჩიტები ცაში დაფრინავენ.
ფორუმ: – მიგიღია შენ ან შენს ოჯახს მონაწილეობა ოკულტურ რიტუალში, თუ კი როგორია მისი ხასიათი?
ინსაიდ: – რიტუალს აქვს დანიშნულება, რაც უმრავლესობისათვის გაუგებარია. რიტუალი ემსახურება უმაღლეს არსებებთან კავშირს, რომლებიც ამ ყოფის გეგმას ხელმძღვანელობენ.
ჩვენ ჩვენს სამუშაოს ვაკეთებთ.
ფორუმ: – უნდა გითხრათ, რომ თქვენმა ღვთაებრივმა კანონმა კარგად «იხმარეთ» ეს პლანეტა და მისი მოსახლეობა!
ინსაიდ: – შენი ტიპის მორწმუნეები ვერ ხვდებიან, რომ ეს თქვენ თვითონ გააკეთეთ და არავინ აკეთებს ამას თქვენს გარდა.
სხვათაშორის, რაც ახლა დაწერე, ამით გაიხანგრძლივე დედამიწაზე ყოფნა კიდევ ერთი დაბადებით… ვიზიარებ მწუხარებას.

***

კითხვებს უსვამენ და ეს აღარ პასუხობს მერე ისევ უმეორებენ ერთი და იგივეს: ბილ გეითსი შენზე მაგარი თუ არის, არაბი ხარ თუ სადაური, ნატაშა ვინ არის, დედოფალ ელიზაბეტზე რას იტყვი? … ინსაიდერი ეუბნება, ჩამოაყალიბეთ წესიერად, რაც გაინტერესებთ და სისულელეებზე არ ვპასუხობო, ხოლო თუ გაინტერესებთ ცნობილი სახეების შესახებ, ისინი ელიტარულ ოჯახს არ ეკუთვნიანო. ხოლო ჩემს რასას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არაფერს ნიშნავს.

ფორუმ: – როგორ მუშაობს ვიზუალიზაცია?
ინსაიდ: – ის მუშაობს ყველასთვის. საჭიროა განსაზღვრულ დონეზე ასვლა პირად განვითარებაში. ეს ნიშნავს, ცხოვრობდე მკაცრი წესებით ყველაფერთან მიმართებაში, რასაც აკეთებ ცხოვრებაში, წვრილმანებშიც კი. ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნია არც დისციპლინა, არც თავშეკავება, რომ ამ დონეს მიაღწიოს. ზოგიერთები აქ ამტკიცებენ, რომ ეს შეუძლიათ, მაგრამ მე ვიცი სავარაუდოდ, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს მათი ცხოვრების შესახებ, ისინი ძალიან შორს არიან ამისგან, ვიდრე მათ გონიათ.
„ვიზუალიზაცია“ მუშაობს, იმიტომ რომ ეს – არსებითი საშუალებაა, რომ შექმნა ამ მატერიალურ სამყაროში.
სამყარო – ცოცხალი არსია, რომელიც იყენებს თავის გონებას, რომ შექმნას, მის მიერ შექმნილს, შეუძლია ფლობდეს ასეთივე ძალას.

ფორუმ: – ვინ იყენებს აიკას? (დევიდ აიკი „შეთქმულების თეორიის“ ავტორი) და რატომ?
ინსაიდ: – აიკმა იცის სიმართლის არსი და ცდილობს მის გადმოცემას. თუმცა ის ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში ეს მის წინააღმდეგ მუშაობს.
რეპტილიური ხაზის შესახებ ინფორმაცია მას მიაწოდა „ოჯახის“ ადამიანმა. 7-8 თვის განმავლობაში მას ბომბავდნენ „მსხვერპლით“, რომლებმაც დაინახეს ტრანსფორმაციები, სატნური რიტუალები და ა.შ. ასე რომ მას არ შეეძლო არ დაეჯერებინა ეს. ზოგჯერ „თვითმხილველებს“ უგზავნიდნენ დღეში რამოდენიმეჯერ. სხვებს აიკის მსგავსად (ასეთები იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ) კვებავდნენ მსგავსი ისტორიებით.
მე ნამდვილად არა ვარ რეპტილია.

ფორუმ: – გამარჯობა ინსაიდერ!
თქვენ ღვთაებრივი საძმოს წევრი ხართ? თქვენ – „მე“ ხართ? ის ხართ, ვინც მართავს მატრიცას?
ცნობისმოყვარე გონებას სურს იცოდეს, მოვლენებით დაბნეული ვარ. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ გვძულხართ, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გძულდეს ღვთაებრივი სამყაროს წარმომადგენელი არსება! შემდეგ თქვენ წარმოადგენთ „ელიტური ოჯახის ხაზს“ დედამიწაზე, მაგრამ რა ვუყოთ სულების სამყაროს? ისევ დავიბენი. შეგიძლიათ ახსნათ? უბრალოდ რას წარმოადგენს ელიტა, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, გვძულს, და რომელმაც როგორც ჩანს, იცის ყველა „საიდუმლოებები“?
ინსაიდ: – თქვენ დაბნეული ხართ იმის გამო, რომ სხვა ვერსიები მიიღეთ როგორც „სიმართლე“ და გეგონათ რომ გქონდათ სამყაროს ერთიანი სურათი, მაგრამ იმან, რაც მე ვთქვი, გააქარწყლა მაგის დიდი ნაწილი.
„ოჯახთან“ დაკავშირებით არსებობს რაღაც გაუგებრობები… და აქ დასმული შეკითხვები ამას ადასტურებს. მაგრამ ამას აქვს მიზეზი და ეს ემსახურება გარკვეულ მიზანს.
ჩვენ ამ სამყაროთი იმაზე მეტად არ ვმანიპულირებთ, ვიდრე დაშვებულია ღვთაებრივი კანონით. ჩვენ გაძლევთ ინსტრუმენტებს, ხოლო თუ როგორ გამოიყენებთ მათ ეს თქვენი საქმეა. ინსტრუმენტი შესაძლოა გამოიყენო ბოროტად, მაგრამ არავინ გაიძულებთ მათ ასეთ გამოყენებას… თქვენ თავად ირჩევთ. ამიტომ იმის შეძულება, ვინც ინსტრუმენტები მოგაწოდათ, და რომელსაც საკუთარი ნებით იყენებთ, რომ „შესცოდოთ“, ეს იგივეა რომ შენიღბოთ საკუთარი კვალი.
თქვენ იმას იღებთ, რაც დაიმსახურეთ. ასე მუშაობს ეს სამყარო.
ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, იმავეს აკეთებთ თქვენც.
არის ძველი ანდაზა.. რომელიც არ წერია საჯარო წერილებში: ეშმაკმა არ იცის, რომ ის ეშმაკია – ის ფიქრობს, რომ ის ღმერთია.
ალბათ. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს რომ ხალხი ეთაყვანება „ბოროტებას“, და ფიქრობენ, რომ „კეთილს“ ემსახურებიან.

„შენ ვერ ხვდები სინამდვილეში, რას წარმოადგენს ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“

esoteric.ge

http://www.insiderrevelations.ru

(Visited 1,702 times, 1 visits today)