abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

“სიკვდილი დიდი თავგადასავალი”

"სიკვდილი დიდი თავგადასავალი"

მთარგმნელი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

 

1. ტიბეტელები, გარდაცვალების პროცესს „ცივ ნათელ შუქში შესვლას“ უწოდებდნენ. კარგი იქნება თუ სიკვდილს იმ გამოცდილებად მივიღებთ, რომლიც ფორმის ილუზიისგან გვათავისუფლებს. ეს მოგვცემს საშუალებას მკვეთრად გავაცნობიეროთ, რომ სიკვდილზე საუბრისას, იმ პროცესს ვგულისხმობთ, რომელიც მატერიალურ ბუნებას, სხეულს, მის ფსიქიურ შესაძლებლობებს და მენტალურ პროცესებს ეხება.

2. სინამდვილეში, ადამიანის შეცდომა, მის გარდაცვალებისადმი დამოკიდებულებაშია, რომლის მიხედვითაც ხილული ფორმიდან სიცოცხლის გაქრობა და ამ ფორმის მომავალი განადგურება, მისთვის სრულ კატასტროფას წარმოადგენს.

3. არსებული ფორმის განადგურებას (რისიც მრავალ თქვენთაგანს ეშინია) არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ის, ვინც იცის, რომ გარდაქმნა ბუნების უმთავრესი კანონია, ხოლო სიკვდილი არ არსებობს. დღედღეობით ფართოდ არის სიკვდილის ძალა გავრცელებული, მაგრამ ეს თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის, ადამიანის თავისუფალი ქმედებების, სიმართლის და უმაღლესი სულიერი ფასეულობების სიკვდილია. ეს ყველაფერი უმთავრეს ფაქტორებს წარმოადგენს და ფიზიკური ფორმის სიკვდილი მათთან შედარებით უმნიშვნელოა, რადგან ის ხელმეორედ, ახალი შესაძლებლობებით დაბადებისას, შედარებით ადვილად გამოსწორებადია.

4. მიღებულია აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი სრულდება. მაშინ როდესაც დასასრულზე ვსაუბრობთ, საქმე იმ დაუშრეტელ ფასეულობებთან გვაქვს, რომელთაც წინ ვერაფერი აღუდგება და რომლებიც უკვდავების თესლს ინახავენ. სასურველია თუ ამაზე დაფიქრდებით და გააცნობიერებთ, რომ ყველაფერი რაც ჭეშმარიტ სულიერ ფასეულობას წარმოადგენს, ამოუწურავია, უკვდავია და არ ექვემდებარება დროის ზემოქმედებას. კვდება მხოლოდ ის, რაც არაფრად ღირს და – ადამიანის შემთხვევაში – ეს არის ის, რაც ფორმას აძლევს მნიშვნელობას. სწორედ პრინციპზე და არა მოვლენის გარეგნულ მხარეზე აგებული ფასეულობები შეიცავენ იმ უკვდავ პრინციპს, რომელსაც ადამიანი „დაბადების კარიბჭიდან, აღქმის კარიბჭის გავლით, მიზნის კარიბჭემდე მიჰყავთ“ – როგორც ამას ერთ ერთი უძველესი კომენტარი გვაცნობებს.

5. სიკვდილი და შეზღუდვა სინონიმებია. როდესაც ცნობიერება ფორმაში ფოკუსირდება და შეზღუდვის პრინციპთან გაიგივდება, ის თავისუფლებას სიკვდილის მეშვეობით ჰპოვებს. ევოლუციიდან გამომდინარე, ის თანდათან უახლოვდება იმის გაცნობიერებას, რომ არ წარმოადგენს ფორმას, აცნობიერებს ტრანცენდენტულ სფეროს, ხვდება, რომ ფორმისგან განცალკევებულია და ფოკუსირდება საკუთარ თავში…

6. სიკვდილი იმ დიდებული ილუზიის ნაწილია და მხოლოდ იმ საფარის გამო არსებობს, რომელშიც საკუთარი თავი შევმოსეთ.

7. სიკვდილის შიში და დეპრესია, მიმდინარე საუკუნესა და ციკლში, ადამიანისთვის იგივე ბარიერის მცველის როლს ასრულებს. ორივე მათგანი, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე წარმოქმნილ მგრძნობელობით რეაქციას წარმოადგენს, რომელთა დაძლევა არ ხდება სხვა ფაქტორის, კერძოდ შიშის არქონის მეშვეობით. მათ წინააღმდეგ მხოლოდ სულიერი განვითარებით და გონებრივი ზემოქმედებით შეიძლება მოქმედება. სწორედ ამაში მდგომარეობს ოკულტური მინიშნება.

8. ამ სამეფოსთვის მზადება წარმოადგენს სწავლის მთავარ ამოცანას, რომელიც ხუთმაგი განდობის ურთულესი დისციპლინაა. მოსწავლის ძირითადი სამუშაო, სამეფოს პოვნაა, რომლის მაცხოვრებლების განსაკუთრებული შესაძლებლობა უკვდავებაში მდგომარეობს. ისინი უკვდავი რასის წარმომადგენლები არიან და უკანასკნელი მტერი, რომელიც მათ დაამარცხეს, სწორედ სიკვდილია.

ელის ბეილი – “სიკვდილი, დიდი თავგადასავლი”

(Visited 81 times, 1 visits today)