მთარგმნელი: Man Gala
5. ბორბალი კიდევ სამასი მილიონი წელი ტრიალებდა. მან შექმნა რუპა (ფორმები); რბილი ქვები, რომლებიც შემდეგ გამაგრდა; მაგარი მცენარეები, რომლებიც შემდეგ დარბილდა; ხილული – უხილავიდან, მწერები და მცირე ფორმის ორგანიზმები. სამასი მილიონი წლის შემდეგ ის გახდა მრგვალი. ის იწვა ზურგზე, გვერდზე… არ უხმობდა ციურ შვილებს, ასევე არ უნდოდა მოეხმო სიბრძნის შვილებისთვის. მან საკუთარი მუცლიდან წყლის ადამიანები შვა, ბოროტი და საშინელი…
6. სხვების ნარჩენებისგან, საშინელი და ბოროტი წყლის ადამიანები წარმოშვა. თავისივე პირველის, მეორის და მესამის ნარჩენებისგან წარმოშვა ახალი.
ნათელი დედ-მამისგან, დხიანები მოვიდნენ და დასახლდნენ; თეთრი ადგილებიდან მოვიდნენ, უკვდავი მოკვდავების სავანეებიდან.
7. უკმაყოფილებამ მოიცვა ისინი. „არ არის აქ ჩვენი ნაყოფი. უვარგისია ეს რუპა მეხუთესთვის, ჩვენი ძმებისთვის. არ არის აქ სიცოცხლის სავანეები. სუფთა წყალს და არა ამღვრეულს უნდა სვამდნენ ისინი. უნდა ამოვაშროთ .“
8. მოვიდა ცეცხლი, ალი და ნაპერწკალი; ცეცხლი ღამის და ცეცხლი დღის. მათ ამოაშრეს ამღვრეული წყლები. მოვიდნენ ლხა ზევიდან და ლხამაინი ქვევიდან. მათ გაანადგურეს ოსხაოვანი და ოთხსახოვანი ფორმები. გააქრეს თხა-ადამიანები, ადამიანები ძაღლის თავით და ადამიანები თევზის ტანით.
9. დედა-წყალმა, დიდმა ზღვამ, ამოიოხრა. მისმა დონემ აიწია და გაქრა მთვარეში, რომელმაც აწია ის, რომელმაც წარმოშვა ის.
10. როდესაც ყველაფერი განადგურდა, დედა-მიწა დაცარიელდა. ის დაშრობას ითხოვდა.