abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა V

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა V

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ხშირად მესიზმრება უნალის მცხოვრები ოსტატი და ერთ ღამეში ჩაძირული, საუკუნეებში ჩაკარგული ატლანტიდა, რომელიც მრავალი ეონის მანძილზე ანათებდი ღამის წყვდიადს.

უძლეველი მბრძანებელი, დედამიწაზე დაბადებულების მმართველი, სხვადასხვა ერების მეფე, უნალის ბრძენი ოსტატი, ატლანტიდის არსებობის მანძილზე ცხოვრობდა შუქის ტაძარში.

ჩვენ საზღვარს მიღმა ციკლის ოსტატი, ადამიანების მსგავს სხეულში ცხოვრობდა, მაგრამ არა როგორც დედამიწაზე დაბადებული, არამედ როგორც ჩვენი საზღვრის მიღმიერი, ციკლის მზე, ჩვენზე აღმატებული.

იცოდე, ადამიანო, რომ ოსტატი ჰორლეტი, არასოდეს ყოფილა ერთი ადამიანებთან.
შორეულ წარსულში, როდესაც ატლანტიდა აღმოცენდა, გაჩნდა სიბრძნის გასაღების მფლობელი, რომელიც სინათლის გზას უკვალავდა ყველას.
სიბნელის დაქვემდებარებით, ის ადამიანის სულის, სიმაღლის, სინათლის, ნათელთან ერთიანობისკენ, მიმავალ გზას აჩვენებდა ყველას.
ათ ნაწილად დაყო მან სამეფო, რომლებსაც ათი ადამიანის-შვილი მართავდა. მეორე მხარეს კი ააშენა ტაძარი, რომელსაც მშენებლობისას ადამიანის ხელი არ შეხებია.
ეთერისგან გამოყვანილი სუბსტანციით და იოტლანის ძალით მისცა მან ფორმები და გონების ძალით ააშენა შავი ტაძარი, რომელმაც დაფარა კუნძულის სივრცეები და წამოიმართა მთელი თავის სიდიადით.
სწრაფად შენდებოდა ტაძარი, ოსტატის სიტყვით, უფორმო ღებულობდა ფორმას. შემდეგ, ტაძარში ააშენა საკნები, რომლებიც ეთერული ფორმებით შეავსო და შეავსო ისინი საკუთარი გონებიდან გამომავალი სიბრძნით. უფორმო მდგომარეობაში იმყოფებოდა ოსტატი ტაძარში და ამასთანავე ფლობდა ადამიანისთვის ნაცნობ ფორმას, მაშინ როდესაც მათ შორის იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, განსხვავდებოდა მათგან, არ განეკუთვნებოდა და არ გავდა ადამიანის შვილებს.
აირჩია მან სამი ადამიანი, რომელიც გახდა მისი კარიბჭე. სამი ყველაზე აღმატებული, რომელიც მომავალში ატლანტიდას და მას შორის კავშირს დაამყარებდა და გახდნენ ისინი მისი მოციქულები და მიჰქონდათ ოსტატის სიტყვა ქალაქის მაცხოვრებლებამდე. აირჩია სხვებიც, რომლებიც გახდნენ ადამიანების დამრიგებლები. შემდეგ დაასახლა ისინი კუნძულ უნდალზე, რათა გამხდარიყვნენ ადამიანებისთვის სინათლის მომტანნი.
ყოველ რჩეულს თხუთმეტი წელი უნდა ესწავლა. მხოლოდ ამ გზით მიიღებდა ცოდნას, რომლითაც სხვებს ნათელს მოუტანდა. ასე შეიქმნა ტაძარი, სადაც ოსტატი ცხოვრობდა.
მე, ტოტი, დიდი ხანი ვეძებდი სიბრძნესა და ნათელს ბნელში, ვიდრე დიდი ხნის წვალების შემდეგ, ერთ-ერთმა სამთაგანმა არ მომიტანა სინათლე. გამაცნო ოსტატის ბრძანება და მიხმო ბნელიდან ნათელში და მიმიყვანა მასთან მიწისქვეშეთა ტაძარში.
დიად ტახტზე, ბრწყინვალე ცეცხლში გახვეული წარსდგა ჩემს წინაშე ტაძრის მკვიდრი. მუხლი მოვუყარე მის წინაშე და ვიგრძენი როგორ შეაღწია ჩემში სინათლის ტალღებმა.
შემდეგ მომესმა მისი ხმა: „სიბნელევ, იქეცი სინათლედ. დიდ ხანს ეძებდი ნათელს. ყოველი სული დედამიწაზე, რომელიც დაასუსტებს სიბნელის ბორკილებს, გათავისუფლებული იქნება მისგან. შენ კი აღსდექი ბნელიდან, და მიუახლოვდი ნათელ მიზანს. ამიერიდან აქ დაიდებ ბინას, როგორც ერთ-ერთი ჩემი შვილი, ცოდნის მფარველი, რომელიც გაავრცელებს ნათელს. იცხოვრე აქ დაეუფლე სიბრძნეს და და აღმოაჩინე საიდუმლოებები საკუთარი თავის სიღრმეში.“
მე, ციკლის ოსტატმა, ვუპასუხე:
„გამიზიარე შენი სიბრძნე, რომ გავთავისუფლდე და შევძლო გავხდე ადამიანების მასწავლებელი.“
რის შემდეგაც მიპასუხა: „საუკუნიდან საუკუნემდე იცხოვრებ ბრძნულად, მას შემდეგ რაც ატლანტიდას ტალღები დაფარავს, მის ქვეშ დაფარული ნათელი მუდამ მზად იქნება გემსახუროს, როდესაც მოუხმობ. წადი, შეიცანი სიბრძნე და იარე ერთიანი სინათლისკენ.“
დიდი ხანი დავყავი ტაძრის მკვიდრთან, ვიდრე არ გავერთიანდი ნათელთან. ღრმად მიწისქვეშ, მივყვებოდი გზას და შევიცანი ამენტის დარბაზების საიდუმლოებები და სამყაროს კანონი, რომელსაც ის წონასწორობაში მოჰყავს.
საკუთარი გონებითა და სიბრძნით შევდიოდი საკნებში, რომლებიც საუკუნოდ დაფარულია ადამიანის თვალებისგან.
დიდი სიბრძნე გადაიშალა ჩემ თვალწინ და მივაღწიე ცოდნის ახალ საფეხურს; შევიცანი, რომ ყველაფერი ერთი დიდის ნაწილია. ბევრად დიდის, ვიდრე ეს ჩვენთვის ცნობილია.
უკიდეგანო სიღრმეში, ბევრად მეტ ცოდნას ვიძენდი და ვხედავდი რომ სიბრძნე იზრდება საუკუნიდან საუკუნემდე და ის ერთი დიდის ნაწილია.
ნათელი იყო ატლანტიდაში. მაგრამ ბნელი ყველგან არის დამალული. ზოგიერთი ადამიანი ნათელში აღმასვლის მიუხედავად, საბოლოოდ სიბნელეში ეცემოდა. ცოდნა ათამამებდა მათ და ამპარტავანს ხდიდა. ღრმად ეფლობოდნენ აკრძალულში და საბოლოოდ შეძლეს მიწისქვეშა კარიბჭის გახსნა. მეტ ცოდნას ეძებდნენ და არ ცდილობდნენ მის გავრცელებას. მას, ვინც მიწისქვეშეთში ჩააღწევს და გაუწონასწორებელია, აუცილებლად ბნელი მოიცავს. თავიანთი ცოდნით მათ ადამიანის სასჯელს დაუდეს სათავე.
მაშინ როდესაც ყოვლისმხედველი ოსტატი თავის აგვანტიში იწვა (მიჯაჭვულობის არქონის მდგომარეობა M G), მისი სული თავისუფლად ლივლივებდა ატლანტიდის სივრცეში. იხილა მან თუ როგორ გახსნეს ატლანტებმა მიწისქვეშეთის კარიბჭე, რომელიც შესაძლოა მტერს მოიზიდავდა დედამიწაზე. მაშინვე გაემართა მისი სული სხეულისკენ და აღდგა აგვანტიდან. იხმო სამი უძლიერესი რჩეული და სამყაროს (დედამიწის ცივილიზაციის M G) განადგურების ბრძანება გახსნა, რის შემდეგაც ჩავიდა მიწისქვეშ, ამენტის დარბაზებში და იხმო ძალები, რომელსაც შვიდი მმართველი ფლობდა და შეცვალა პლანეტის წონასწორობა. წყალმა დაფარა ატლანტიდა და განადგურდა მიწისქვეშეთში ჩასასვლელი კარიბჭეც. ტაძრის მკვიდრის შვილების კუნძულის და უნალის გარდა, ყველა კუნძული წყალმა დაფარა. ეს ადგილი მომავალი თაობებისთვის შემოინახა, მათთვის ვინც პატარა ადამიანებს წაუძღვებოდა სინათლისკენ.
მიხმო ამის შემდეგ, გამაცნო მისი ბრძანება და ჩემი შესასრულებელი საქმე. „თან წაიღე შენი ცოდნა და სიბრძნე, მაგია და ხელნაწერები. წადი როგორც ადამიანების მასწავლებელი. წადი და დაიცავით ყველა სწავლება, ვიდრე ერთ დღეს მათთანაც არ მიაღწევს ნათელი. გაძლევ უსასრულო ძალას დედამიწაზე, რომელიც მოგცემს საშუალებას ძალა გასცე და უკან წაართვა ნებისმიერს. შეკრიბე ატლანტიდის შვილები და წადით გამოქვებულის ხალხთან. გაფრინდით ქხემის მიწაზე.“
შევკრიბე ატლანტები, ხომალდში მოვაგროვეთ ხელნაწერები, მაგია, იარაღი და გავფრინდით. მაღლიდან ჩანდა ტაძარი, სადაც სამი მკვიდრი ოსტატი დავტოვეთ ღრმად მიწისქვეშ, დარბაზებში. ტალღებში ჩაიძირა ატლანტიდა და დაიხურა გზა ციკლების მფლობელებისკენ. მაგრამ სამუდამოდ ღიაა ამენტის კარები მათთვის ვინც დიდ სიბრძნეს ფლობს.
სწრაფად მივფრინავდით ქხემის მიწისკენ. დაპყრობის შემდეგ, დიდი ხანი ვმართავდი მათ და საბოლოოდ მიაღწიეს სინათლეს.
ღრმად, ქვებში დავმარხე ხომალდი, რომელიც ადამიანების გათავისუფლებას ელოდება. ხომალდის თავზე ავღმართე ლომის ნიშანი, რომელიც ასევე ადამიანს წააგავს. ქანდაკების ქვეშ, ჯერ კიდევ დგას ჩემი ხომალდი და ელოდება საჭირო საათს.
იცოდე, ადამიანო, რომ მომავალში გამოჩნდებიან დამპყრობლები. გამოფხიზლდით ამ დროს ისინი, ვინც სიბრძნეს ფლობთ, ამოიღეთ ხომალდი და დაამარცხეთ მტერი ადვილად.
ღრმად არის დაფლული ჩემი საიდუმლო. ეძებე პირამიდაში და ნახავ რა ავაშენე. ყოველი ქვაკუთხედი, მიესადაგება მეორეს. ყოველი მათგანი არის სიცოცხლისკენ მიმავალი კარიბჭე. მიჰყევი გასაღებს, რომელიც დავტოვე. ეძებე და სიცოცხლისკენ მიმავალი შესასვლელი შენს განკარგულებაში იქნება. ეძებე ჩემს პირამიდაში, ღრმად გადასასვლელებში, რომლებიც კედლებში მთავრდება. გამოიყენე შვიდის გასაღები და გაიხსნება გზა შენთვის.
მე შენ მოგეცი გზა.
მოგეცი სიბრძნე.
მიჰყევი გზას, რომელზეც მიგანიშნე და გახსენი საიდუმლო.
_____________________________________________________________
ინტერპრეტაცია

უნალის მცხოვრები, ოსტატი ჰორლეტი დედამიწის მბრძანებელი იყო, მაგრამ არასოდეს ერეოდა სახელმწიფოების საქმეებში, გარდა უკიდურესი გამონაკლისებისა.
ის არ წარმოადგენდა მიმდინარე ციკლს, არამედ წინა ციკლების გაგრძელებას, რომელიც დედამიწის მოსახლეობის განვითარებაზე ზრუნავდა. მან დააარსა ატლანტიდის სახელმწიფო, გაყო რასებად და უფრო მაღალგანვითარებულებს დაავალა მმართველობა.
შემდეგ ეთერისგან (პირველადი მატერიისგან) ააშენა უნალის ტაძარი გონების საშუალებით და ფორმის შესანარჩუნებლად იტოლანი (არ არის თარგმნილი) გამოიყენა.
ერთი მილი სიმაღლის ტაძარს კვადრატის ფორმა ჰქონდა, ხოლო გვერდების სიგრძე სამ მილს შეადგენდა. ის არ მდებარეობდა სამგანზომილებიან სივრცეში, არამედ მეცხრე განზომლებაში, რითაც მისი შავი ფერი აიხსნება. მესამე განზომილების არც ერთ იარაღს არ შეეძლო მიეღწია ტაძრამდე. აქ მდებარეობდა ამენტის სამყაროში ჩასასვლელი, სადაც სიცოცხლის ყვავილი ინახებოდა.
ფორმის მისაცემათ შემქმნელმა სიტყვა გამოიყენა. სიტყვა, რომელიც მაშინ იტოლანით გამოიხატებოდა. მან ტაძრის შიგნით განათავსა მუდმივად მოძრავი მექანიზმები.
მისი ფიზიკური სხეული მუდმივად ტაძარში იმყოფებოდა, ხოლო გონი თავისუფლად მოძრაობდა მისთვის სასურველ ადგილებში. წინასწარ შერჩეული და საგულდაგულოდ მომზადებული სამი რჩეულის მეშვეობით მან სხვა მმართველები და მომავალი მაცხოვრებლები აარჩია და დაასახლა უნდალზე, რომელიც უნალის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა და მისი მოსახლეობა ატლანტების სულიერ მსახურებს, მეცნიერებს და ფილოსოფოსებს წარმოადგენდნენ. ყოველი მათგანი, თხუთმეტი წლის მანძილზე სწავლობდა სამ რჩეულთან, რათა შემდეგ სხვებისთვის გადაეცათ ცოდნა.
ტოტის პირველი კონტაქტი ტაძრის მკვიდრთან ერთ-ერთი სამთაგანის მეშვეობით შედგა და ცეცხლი, რომელიც აღწერილია, წარმოადგენდა ტაძრის სივრცის ამენტის სივრცესთან შეერთების ადგილას წარმოქმნილ ნათებას. ტოტი მიიყვანეს ტახტზე მჯდომარე ტაძრის მკვიდრთან, რომელიც გამოსხივებას ირეკლავდა და ტოტს პირდაპირი მნიშვნელობით – ცეცხლში გახვეული წარუდგა. ტოტს აცნობეს, რომ არჩეულ იქნა ხელნაწერების მცველად, და ოსტატის მიერ მომავლის განჭვრეტის შედეგად ცნობილი იყო, რომ ის დედამიწის დაბალი განვითარებული რასების ცნობიერების ამაღლებაში შეიტანდა წვლილს. ასევე ცნობილი იყო რომ დედამიწის გარკვეული ნაწილების განადგურება მოხდებოდა და ამ დროს არ უნდა განადგურებულიყო ატლანტების ცოდნა, რაც ასევე ტოტის დავალება იყო. მან ეს მისია დიდი ძალისხმევის გამო დაიმსახურა.
ტოტს დაპირდნენ სამუდამო სიცოცხლეს, რათა დავალების შესრულება შესძლებოდა და დარჩებოდა ტაძრში იქამდე, ვიდრე სრულ გასხივოსნებას არ მიაღწევდა.
ტოტი იყენებს დიდ ცოდნას, რათა სულ უფრო და უფრო ღრმად შეაღწიოს დროსა და სივრცეში და შეიცნოს არსებული საიდუმლოებები.
ატლანტიდის არსებობის ბოლო პერიოდში, ცნობიერების დიდმა ტალღამ დატოვა დედამიწა და გადავიდა ვენერაზე, ხოლო მათი ადგილი ბევრად მატერიალისტურმა, მარსის ცნობიერებამ ჩაანაცვლა და ჩასახლდნენ დედამიწის მოსახლეობაში. ისინი მიისწრაფოდნენ ბნელისკენ და აღმოაჩნეს იოგ-სოგ-ტოტ – მდაბიო ციკლში შესასვლელი.
წინა ცნობიერების ზოგიერთი წარმომადგენელი მოიხიბლა მატერიალისტური ხედვით და შუერთდა მარსის ცნობიერებას. ის ვინც გააღებს მიწისქვეშა კარიჭეს, უნდა იყოს ძალიან გაწონასწორებული, რათა მოახერხოს იქ მყოფების დაკავება და არ მოხერხდეს მათი ზედაპირზე ამოსვლა. იმ დროს, როდესაც გარკვეული ჯგუფი ამას ცდილობდა, ტაძრის მკვიდრი ოსტატი მოშორებული იყო სხეულს და ამ ყველაფრის გაგების შემდეგ მაშინვე დაბრუნდა ტაძარში.
მან უბრძანა რჩეულებს, ატლანტიდის მოსახლეობის გარკვეული წევრები უნდალზე შეეკრიბათ. შემდეგ ტაძრის მკვიდრი შევიდა ძალის კამერაში, სადაც იხსნებოდა არხი, რომელშიც გადის დედამიწის წონასწორობა (Inner Earth“). მან უხმო შვიდის ძალას და ერთი არხიდან მეორეზე შეცვალა დედამიწის ბალანსი, რის შემდეგაც ძველი არხი დახურა. ამ ყველაფერმა ატლანტიდის ჩაძირვა გამოიწვია და განადგურდა ატლანტების დანადგარები, რომლებიც სივრცის გამრუდებას იწვევდა.
ტოტს დაევალა სხვა ატლანტებთან ერთად წყლით არდაფარულ ტერიტორიებზე გამგზავრება, ხელნაწერების თან წაღება და სიბრძნის გავრცელება. მან მოაგროვა მეცნიერული ხელსაწყოები, ხელნაწერები და ატლანტიდის რჩეულ მაცხოვრებლებთან ერთად კოსმოსური ხომალდით დატოვა კუნძული. ხომალდის აფრენის შემდეგ მისმა მკვიდრმა ოსტატმა ჩაკეტა ტაძარი და ჩაძირა კუნძული. მან და სამმა რჩეულმა დატოვეს ატლანტიდა.
ეგვიპტეში მოსვლის შემდეგ ტოტმა დაიპყრო ბარბაროსები და სფინქსის ქვეშ გადამალა ხომალდი და გარკვეული ხელსაწყოები. როდესაც მოვა დრო და კოსმოსიდან მოსული დამპყრობლები გამოჩნდებიან, მოხდება საფრენი აპარატის ამოღება და თავდასხმის მოგერიება. ტოტი, პირამიდიდან გადასასვლელ საიდუმლო გასაღებს, რომელიც ამენტიში ჩასასვლელ კარებს გახსნის, ასევე სფინქსს გადასცემს.

(Visited 760 times, 1 visits today)