abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის დამატებითი XV ფილა

ჰერმეს ტრისმეგისტოსის  ზურმუხტის დამატებითი  XV ფილა

მთარგმნელი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო 

(საიდუმლოთა საიდუმლო) შეკრებილხართ, რათა იხილოთ საიდუმლოთა საიდუმლო, რომელიც მოგანიჭებთ ძალას გააღვიძოთ ადამიანი-ღმერთი და მიიღოთ სამუდამო სიცოცხლე.

ისმინეთ, არ დაგიმალავთ, არ გავხვევ საიდუმლოს დაფარულ სიტყვებში და გაგიხსნით მას.
გაგანდობთ საიდუმლოს იმ ჯაჭვისა და ბორკილების შესახებ, რომლითაც დედამიწის სფეროს ხართ მიჯაჭვული.

სიბნელე და სინათლე – ერთი ბუნების ორი ენერგიაა, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან ერთი წყაროსგან წარმოიშვა ორივე.
სიბნელე არეაულობაა.
სინათლე წესრიგი.
გარდაქმნილი სიბნელე – სინათლის ნათელია.
ეს თქვენი გზაა, ჩემო შვილებო – გარდაიქმნათ ბნელიდან ნათელში. ისმინე სიცოცხლის კანონის შესახებ და მის დედმიწასთან დამოკიდებულებაზე.
იცოდე, რომ სამგვარი ბუნება გაქვს – ფიზიკური, ასტრალური და მენტალური.
ყოველი ბუნების სამი გამოვლინება; საერთო ჯამში ცხრა – როგორც ზევით, ისე ქვევით.
ფიზიკურ პლანზე, არსებობს არხები, მოძრავი სისხლით, რომელიც მოქმედებს გულზე, რათა ის ფეთქავდეს.
მაგნეტიზმი რომელიც ნერვულ დაბოლოებებში მოძრაობს, ენერგიით ამარაგებს ქსოვილსა და უჯრედებს.
აკასა, თხელია და არხებში მიედინება.
სამივე ურთიერთმოქმედებაშია და ზემოქმედებს სხეულზე.
ისინი ქმნიან ჩონჩხისმაგვარ გარსს, რომელშიც ეთერი მიედინება.
მათი ფლობა წარმოადგენს სიცოცხლის საიდუმლოს.
ის მხოლოდ ადეპტის სურვილის მიხედვით იხსნება. როდესაც აქტუალური ცხოვრების მიზანი მიღწეულია.
სამი ბუნება აქვს ასტრალს და მდებარეობს ზევითას და ქვევითას შორის. შუალედია ის.
არც სულიერია, არც ფიზიკური, მაგრამ გადაადგილდება ორივე მიმართულებით.
სამი ბუნება აქვს გონს და წარმოადგენს უმაღლესის გამოვლინებას. შენი ცხოვრების მიზეზების და შედეგების განმსაზღვრელს.
ამდაგვარად ფორმირდება სამმაგი (სამის შემადგენლობით) არსება, მაღლამიმართული, ოთხის ძალით.
ადამიანის სამმაგი ბუნების მიღმა კი არსებობს მისი რეალური სულიერი ჭეშმარიტება.
ოთხი ბუნება აქვს მას, რომლებიც არსებობის ყველა პლანზე ბრწყინავს, მაგრამ ერთიანობაში წარმოადგენენ ცამეტს, მაგიურ რიცხვს.
დაფუძნებული ადამიანის შესძლებლობებზე – ძმები:
ყოველი მათგანი არსის გახსნას ემსახურება და დ ი ა დ ი ს არხს წარმოადგენს.
ადამიანი დედამიწაზე ბორკილებშია – დროსა და სივრცის მეშვეობით მიჯაჭვულია მიწიერ პლანს.
ვიბრაციის ტალღა, რომელიც ყოველ პლანეტას გარს აკრავს, ადამიანს მიჯაჭვულობაში ამყოფებს საკუთარ გამომჟღავნების პლანზე.
გასაღები თვით ადამიანშია. მის შიგნით შეიძლება თავისუფლების პოვნა.როდესაც შენს არსს გაათავისუფლებ სხეულისგან, ამაღლდი შენი მიწიერი პლანის ყველაზე შორეულ საზღვრებში.
ამ დროს, დროებით, შენი სინათლე ამაღლებული იქნება და თავისუფლად შეძლებ სივრცის ბარიერების გადალახვას.
დროებით, ნახევარი მზის მანძილზე (6 საათი), შეძლებ, გადალახავ ბარიერებს და შეიცნობ მათ ვინც შენზე მაღლა დგას.
ჭეშმარიტად შეძლებ უმაღლესი სამყაროების გავლას და იხილავ შენთვის მისაწვდომ სიმაღლეებს.
შებოჭილი და დატყვევებული ხარ სხეულში, მაგრამ ძალას შეუძლია გაგათავისუფლოს.
ეს საიდუმლოა, რომლის დროსაც თავისუფლება შეცვლის მონობას:

დაე შენი გონება იყოს მშვიდ მდგომარეობაში.
სხეული იყოს სიმშვიდეში და მხოლოდ სხეულისგან თავისუფლება გააცნობიერე.
მთელი შენი არსის კონცენტრაცია მიმართე ძიების მიზნისაკენ.
კვლავ იმაზე იფიქრე რომ გათავისუფლდები.
იფიქრე სიტყვაზე – La-um-I-l-gan – მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც ჩემს სიბრძნეს ეძებს, მიცურავენ ბგერით (ხმით) შენი მისწრაფების ადგილებისკენ.
ბორკილებისგან თავისუფლები.

გიტოვებ საიდუმლოთა შორის საიდუმლოს – გზას, თუ როგორ უნდა შეხვიდე ამენტის დარბაზებში, უკვდავების ადგილზე, როგორც მე გავაკეთე ეს და წარვდექი მეუფეთა წინაშე.

დაწექი და მოადუნე სხეული.
სუფთა უნდა იყოს შენი გონება და მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დამარცხდები.
დაინახე ამენტი ისე, როგორც ის მე აგიღწერე ფილებზე.
მთელი გულით ისურვე იქ ყოფნა.
წარსდექი შენი გონებით მეუფეების წინაშე.
გონებაში წარმოთქვი სიტყვა, რომელსაც გაძლევ – Mekut-el-shab-el hale-zur-benel-
zabrut Zin-efrim-Quar-el…
მოადუნე სხეული და გონება.
და დარწმუნებული იყავი, რომ უხმობენ შენ სულს.

ახლა კი მოგცემ შამბალას გასაღებს. ადგილისას, სადაც ჩემი ძმები ცხოვრობენ წყვდიადში: წყვდიადში, რომელიც სინათლით არის სავსე – მიწის სიბნელე, მაგრამ სულის სინათლე იქნება შენი თანმხლები, როდესაც ჩემი დღეები დასრულდება.

მოათავსე სხეული ისე, როგორც გასწავლე.
მიდი ღრმად დაფარული ადგილის საზღვრებამდე.
დადექი კარიბჭისა და მისი მცველების წინ.
უბრძანე მათ შეშვება, შემდეგი სიტყვებით – „მე სინათლე ვარ და არ არის ბნელი ჩემში.
თავისუფალი ვარ ღამის ბორკილებისგან.
გააღე ოცდაერთის გზა, რათა შევძლო სიბრძნის სამეფოში შესვლა.“
თუ ისინი უარზე იქნებიან, რაც სავარაუდოდ მოხდება კიდეც, შემდეგი სიტყვებით უბრძანე: „მე სინათლე ვარ და არ არსებობს დაბრკოლება ჩემთვის. საიდუმლოს საიდუმლოს მეშვეობით გიბრძანებთ გააღოთ – Edom-el-ahim-Sabbert-Zur adom .“
თუ შენი სიტყვები იყო ჭეშმარიტი, ყველა დაბრკოლება გაქრება.
ეხლა კი გტოვებთ, ჩემო შვილებო.
მივემართები დარბაზებისკენ დაბლა, ასევე მაღლა.
დაიმსახურეთ ჩემი მიმართულებით მომავალი გზა.
და ჭეშმარიტად გახდებით ჩემი ძმები.
ამ გზით ვამთავრებ წერას და დაე, გასაღებად ემსახუროს ის ყველას, ვინც შემდეგ მოვა.
რადგან მათთვის ვარ გასაღები და მიზანი.

(Visited 534 times, 1 visits today)