abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

წიგნი 8. 

(დასასრული)

მესამე ეგზეკუცია

– მამა წყალი დალიე როდესაც მოგინდება, და დავიწყებთ შემდეგ პროცედურას. საერთოდ 19 დღე ან უკეთესია 33 დღე ჩატარდეს ყველა ეს პროცედურა ადამიანისათვის რომელიც დაბინძურებულ გარემოში იმყოფება, მაგრამ რადგან შენ დრო არ გაქვს 3 დღემდე შევამცირე, მაგრამ თავს გავართმევთ. წამოდი სხვა ადგილას.

წავედით ტბიდან და ხეებს შორის დავინახე მშრალი ბალახებისაგან გამზადებული საწოლი, გვერდით ეწყო 4 ცალი სელის ან ჭინჭრის ბოჭკოსაგან დაბწნილი ბაწარი.

ბაწრის 1 თავი ბოლოვდებოდა მარყუჟებით, ხოლო ყველა ბაწრის მეორე თავი მიბმული იყო ხეზე. როდესაც დავწექი მშრალი ბალახის საწოლზე, ვალოდიამ ხელებზე და ფეხებზე მომაბა ბაწრის მარუჟი, მსუბუქად გაქაჩა ისინი და ჯოხების დახმარებით რომლებიც ყოველი თოკის შუაში იყო მათ დასაჭიმად. მან დამჭიმა. სახსრებში გაისმა ტკაცუნი, შემდეგ კიდევ დაჭიმა ბაწარი და მითხრა:
_მამა შენთვის აუცილებელია, რომ ასე იწვე თუნდაც 1 საათით მუცელზე და საათით ზურგზე, ხოლო რომ არ მოგწყინდეს და დიდი სარგებელიც იყოს გამაჯანსაღებელ მასაჟს გაგიკეთებ, შენ კი თუ გინდა დაიძინე კიდეც.
ეს პროცედურა გრძელდებოდა 2 საათს ყოველდღიურად 3 დღის განმავლობაში.
როგორც შემდეგ გავიგე ბაბუასაგნ ამ პროცედურით უმჯობესდება სახსრების მოძრაობის უნარი. ის განსაკუთრებით აუცილებელია ასაკოვანი ადამიანებისათვის, მისი დახმარებით სიმაღლეში გაზრდაც კი შეიძლება, რადგანაც სწორდება ხერხემალი, მაგრამ რაც მთავარია სხსრების ხახუნისადმი მდგრადობა. თავად განსაჯეთ, როდესაც დავდივართ, დავრბივართ, ვარჯიშობთ სპორტდარბაზში, ვივარჯიშებთ კუნთებს, თითქმის ყველა მოქმედება სრულდება სახსრების მომატებული დატვირთვით, აქ კი პირიქით დატვირთვა იხსნება.
მასაჟის მეორე დღეს მან სხეულზე წამისვა რაღაც მოტკბილო წვენი თუ ნაყენი და შემომახოხდა უამრავი მწერი, ანასტასიასაგან ვიცოდი, რომ ისინი კანის ფორებს ასუფთავებენ. თქვენს პირობებში კანის ფორების გაწმენდა შესაძლებელია რუსულ აბანოში ცოცხით. როდესაც ადამიანი ორთქლით ხურდება და გამოდის ოფლი ასევე სუფთავდება კანის ფორები. ამ პროცედურებამდე ჩვენ ვასრულებდით ჩვეულებრივ სავარჯიშოებს: დავრბოდით, ვცურავდით. სამჯერ დღეში ვალოდია მთავაზობდა დავმდგარიყავი ხელებზე თავით ძირს რამდენხანსაც გავძლებდი, და მე ვიდექი ფეხები კი ხეზე მქონდა მიდებული, ეს პროცედურაც საინტერესოა სახისაკენ მიემართება ბევრი სისხლი, ის იჭიმება და სწორდება ნაოჭები.
მთელი 3 დღე ვიკვებებოდით კედარის რძით, ყვავილების მტვერით, კედარის კაკალის ზეთით, კენკრით, ცოტა მშრალი სოკოთი (ყოველივე ეს რეალურად შესაძლებელია იქონიოთ ჩვეულებრივ პირობებშიც). ჩემი შვილის მიერ შემოთავაზებულ ყველა პროცედურის ადაპტირებას ვახდენდი გონებაში თუ რამდენად გამოყენებადია ჩვენს პირობებში და მივედი დასკვნამდე, რომ ყველაფრის მოსინჯვა შესაძლებელია სახლშიც კი ეფექტურად. სხულის გასაწმენდი საშუალების შეძენა აფთიაქშიც არის შესაძლებელი, ვიშიმშილოთ, გამოვიყენოთ შარდმდენი საშუალება. მკვდარი წყლის შოვნაც არ არის რთული, ახლა ბოთლებში ყველა წყალი მკვდარია. ცოცხალიც შეიძლება მივიღოთ, თუკი სადმე არის სუფთა წარო.
გამაჯანსაღებელი ეფექტი აუცილებლად მოვა.

უცნაური პროცედურა
მაგრამ ჩემი შვილის შემოთავაზებულ პროცედურაში იყო კიდევ ერთი იდუმალი პროცედურა, რომლის ჩვენს პირობებშიც შესრულებაც პრობლემატურია. მე მას დაწვრილებით აღვწერ, იქნებ ვინმე რაიმეს მიხვდეს და გვირჩიოს, თუ როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს პირობებში. ის მდგომარეობს შემდეგში: ვალოდია დღეში 3 ჯერ – დილას, ვახშმის წინ და დაახლოებით დღის 3 საათისთვის მაძლევდა დასალევად მათ მიერ მომზადებულ ნაყენს.
ყოველთვის, როდსაც მისი დალევის დრო მოდიოდა, ვალოდია მირბოდა თავის საიდუმლოსთან, ამოჰქონდა ორმოდან დოქი ამ ნაყენით და მაძლევდა დასალევად, ოღონდ არაუმეტეს 1 ყლუპისა. როდესაც პირველად მომცა ნაყენი მითხრა:
– დალიე და დაიმახსოვრე რა რაოდენობის მიიღე, ყლუპი რამხელა იყო. როგორც კი დალევ მინდორზე დაწექი, მე მოვუსმენ თუ რა ემართება შენს გულს.
დავწექი მინდორზე, ვალოდიამ გულზე დამადო ხელები და გაჩუმდა. რამოდენიმე წამში სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ვიგრძენი ხან გახურება, ხან ჩხვლეტა, ხან კი გული უფრო ჩქარა ცემდა. მაგრამ ვგრძნობდი თითქოს გულის კუნთი ფართოვდებოდა უფრო ჩვეულებრივ, ხოლო იკუმშებოდა გაცილებით იშვიათად სისხლის ზეწოლის გამო.
როგორც მოგვიანებით მითხრეს სპეციალისტებმა, სისხლის ძლიერი და მკვეთრი მოძრაობის ადგილებში შესაძლებელია გახურების ან ჩხვლეტის შეგრძნება.
ვალოდია რამოდენიმე წუთი უსმენდა ჩემს გულს შემდეგ მითხრა:
– ყველაფერი კარგადაა, მამა, შენმა გულმა შესაძლოა უფრო დიდ ყლუპსაც გაუძლოს, მაგრამ სჯობს არ გავრისკოთ, შემდეგში ნაკლები მოყლუპე.
როდესაც ჩემს შვილს ვკითხე, თუ რისთვისაა ეს ნაყენი და რა არის მიშ შემადგენლობაში, მან მიპასუხა:
– ეს ნაყენი მოგცემს ძალას დაავადებებთან საბრძოლველად, თუკი რაიმე გაქვს, დაგეხმარება გამოჯანმრთელებაში.  მაგრამ რაც მთავარია შენში ძალა აღდგება, ენერგია გაგიჩნდება, რაც აუცილებელია ჩემი დაიკოს დასაბადებლად.
– ფიქრობ რომ არასაკმარისად მაქვს?
– შესაძლოა საკმარისი გქონდა, მაგრამ ახლა კი ნამდვილად ბევრი გაქვს.
– ყოველთვის მექნება, თუ დავხარჯავ ბავშვის გასაჩენად?
– მომდევნო ბავშვის გასაჩენად ისევ დაგჭირდება ამ ნაყენის დალევა. ისინი ხომ ყოველ ჯერზე ასე აკეთებენ.
– ვინ ისინი?
–  სიასამური (Соболя) და სხვა ცხოველები, მე გავყევი მხოლოდ სიასამურს. ეს ბაბუამ მირჩია, როდის და რამდენი დღე უნდა უთვალთვალო.
– ბაბუამ საიდან იცის ეს ყველაფერი?
– ბაბუა ფლობს ყველა იმ სიბრძნეს, რასაც ფლობდნენ დიდი ბრძენები და ქურუმები. და იმასაც, რაც დაავიწყდათ თანამედროვე მღვდლებს და იმასაც, რაც საიდუმლო იყო ათასობით წლის წინათ. ამ ნაყენს ქურუმები იყენებდნენ თავისი შვილის დაბადებამდე და ასევე სიკვდილის წინ, რათა უკვდავნი ყოფილიყვნენ.
– რას ნიშნავს “სიკვდილის წინ, რათა უკვდავნი ყოფილიყვენ?“
– ისე რომ ყველას ეფიქრა, თითქოს მოკვდა. სინამდვილეში კი მხოლოდ სხეულს იცვლიდნენ და იქვე ინკარნირდებოდნენ, და ყველა ცოდნა რჩებოდა მათში, ყველა ინფორმაცია.  არის სწრაფი გარდასხეულების სხვა საშუალებებიც, მაგრამ ცოტა შესაძლებლობა ინფორმაციის დასატოვებლად. ამოტომ იბადებიან ადამიანები კვლავ და მათ სჭირდებათ ცხოვრების სწავლა-შეცნობა. ძველი დროის ახალთან შედარება მათ არ შეუძლიათ. იმიტომ ირევიან თავიანთ ცხოვრებაში, რომ არ აქვთ ცხოვრების შესახებ ცოდნა და გრძნობა ღმერთის შესაცნობად.

(Visited 1,486 times, 1 visits today)