abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

აუროვილი – კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები July 10, 2013  |  Comments Off on აუროვილი – კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი
აუროვილი - კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი

მთარგმნელი და სტატიის ავტორი tty_

მირა ალფასმა (1878-1973) 1954 წელს დაწერა, რომ “დედამიწაზე უნდა იყოს ისეთი ადგილი, რომელიც არცერთმა არ უნდა მიიჩნიოს თავის საკუთრებად, ადგილი, სადაც თავისუფლად მოაზროვნე თავს იგრძნობს დამოუკიდებლად, როგორც მსოფლიო მოქალაქე. ეს ადამიანები უნდა მიისწაფოდნენ ერთადერთი ავტორიტეტისკენ – უმაღლესი ჭეშმარიტებისკენ. ეს ადგილი უნდა იყოს მშვიდობის, თანხმობისა და ჰარმონიის ადგილი”.

Read More

აგარტა – დედამიწის დასახლება

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები July 04, 2013  |  Comments Off on აგარტა – დედამიწის დასახლება
აგარტა –  დედამიწის დასახლება

სტატიის ავტორი steward


აგარტა
არის ქალაქი დედამიწის შუაგულში, რომელიც სრულყოფილმა ადამიანებმა (ჰუმანოიდებმა) შექმნეს მილიონობით წლის წინ. მათი მისია იყო მოემზადებინათ ახალი პლანეტის ზედაპირი საცხოვრებლად სულთა შემდგომი ნაკადის რეინკარნაციისთვის, რომლებმაც შეწყვიტეს თავისი ციკლი გარკვეული მიზეზების გამო. გადმოცემით, ისინი ცხოვრობდნენ პლანეტა ლუციფერზე, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერს შორის და განადგურდა ან გაანადგურეს (ეს ცალკე თემაა). ახლა ამ ადგილას ასტეროიდების სარტყელია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ამ ადგილას იყო მე-5 პლანეტა.

Read More

ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მეცნიერება May 13, 2013  |  Comments Off on ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო
ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო

სტატიის ავტორი: tikoroma

(ნაწილი I)

კაცობრიობა დამწერლობის წმინდა ანბანური სისტემის შემოღებას ფინიკიელებს უნდა უმადლოდეს. როგორც ცნობილია, არც ერთ სხვა ერს მსოფლიოში დამოუკიდებლად ანბანური დამწერლობა არ შეუქმნია. ფინიკიური ანბანის საფუძველზე შექმნილმა ბერძნულმა და არამეულმა დამწერლობებმა, დასაბამი დაუდეს დასავლურ და აღმოსავლურ ანბანურ სისტემებს. ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქართული ასომთავრული, ბერძნულისა და არამეულის მსგავსად,  შექმნილია უშუალოდ ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში (რ. პატარიძე1).

Read More

ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მეცნიერება, ფილოსოფია May 04, 2013  |  Comments Off on ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)
ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)

სტატიის ავტორი: lashapoli

ეს თემა ეხება იმ მოვლენებს რომელიც ძველ აღთქმაში ვითარდებოდა. კერძოდ ღმერთად წოდებულ სუიექტებზე, რომლეთა კარნახითაც ხორცილდებოდა ესე თუ ის ქმედება.

Read More

აინუ

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები May 01, 2013  |  Comments Off on აინუ
აინუ

სტატიის ავტორები: Lashapoli, Kate, anima-mundi

აინუ (アイヌ) (აინუ ქართულად “ადამიანს” ნიშნავს) არის იაპონიის და რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი. ისტორიულად ისინი ლაპარაკობენ აინუს ენაზე და მის დიალექტებზე. აინები კუნძულებზე 13 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ. ამ ხალხის კულტურა განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა, თუმცა შემდგომში მათმა კულტურამ უკანა საფეხურზე დაიწია, რისი მიზეზიც გაუგებარია.

Read More

ატლანტიდა – წარმოდგენებიდან სინამდვილისაკენ!

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები April 02, 2013  |  Comments Off on ატლანტიდა – წარმოდგენებიდან სინამდვილისაკენ!
ატლანტიდა - წარმოდგენებიდან სინამდვილისაკენ!

სტატიის ავტორი: Kate


ატლანტიდა ჩვენი რასის უძველესი და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ცივილიზაციაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა და ვინ ვართ ახლა. მანამდე არსებულმა ცივილიზაციებმა განვითარების თავისი გზა გაიარეს და მათ ჩვენს წინსვლასა და მეხსიერებაზე გავლენა თითქმის არა აქვთ. გარდა ლემურიისა, რომლისგანაც წარმოიშვა ატლანტების ცივილიზაცია, დედამიწაზე ცივილაზაციები არსებობდნენ მილიონობით წლის წინ, ჩვენი რასა კი 150-200 ათასი წლისაა მხოლოდ და ლემურიიდან იღებს სათავეს.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტრი და მისი ჰერმეტიზმი

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა March 29, 2013  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტრი და მისი ჰერმეტიზმი
ჰერმეს ტრისმეგისტრი და მისი ჰერმეტიზმი

სტატიის ავტორები: lashapoli, Kate

ჰერმეს ტრისმეგისტრი (Hermes Mercurius Trismegistus), მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც არსებული ინფორმაციით თავის თავში მოიცავს ორი ღვთაების გაერთიანებას, ეგვიპტური ტოტის და ბერძნული ჰერმესის. მას მიაწერენ რელიგიურ-ფილოსოფიური სახის სწავლებებს, რომლებიც ტრაქტატების სახითაა შემორჩენილი ძველ ბერძნულ ენაზე და ამ ტრაქტატებზე დაყრდნობით წარმოიშვა ერთგვარი მეცნიერება ჰერმეტიზმი.

სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია, და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.

Read More