abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

“სიკვდილი დიდი თავგადასავალი”

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მეცნიერება June 05, 2017  |  Comments Off on “სიკვდილი დიდი თავგადასავალი”
"სიკვდილი დიდი თავგადასავალი"

მთარგმნელი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

 

1. ტიბეტელები, გარდაცვალების პროცესს „ცივ ნათელ შუქში შესვლას“ უწოდებდნენ. კარგი იქნება თუ სიკვდილს იმ გამოცდილებად მივიღებთ, რომლიც ფორმის ილუზიისგან გვათავისუფლებს. ეს მოგვცემს საშუალებას მკვეთრად გავაცნობიეროთ, რომ სიკვდილზე საუბრისას, იმ პროცესს ვგულისხმობთ, რომელიც მატერიალურ ბუნებას, სხეულს, მის ფსიქიურ შესაძლებლობებს და მენტალურ პროცესებს ეხება.

Read More

ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მეცნიერება, მითოლოგია September 18, 2016  |  Comments Off on ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი
ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER

მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.

ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“

Read More

მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მეცნიერება September 17, 2016  |  Comments Off on მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა
მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა

ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ამ პოსტში ლაპარაკი იქნება მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდ ქვერასაზე, რომლისგანაც საბოლოოდ (მეშვიდედან) ჩამოყალიბდნენ გვიანდელი ატლანტები…

P.S. ცნობისთვის, ეს არ არის პირდაპირი თარგმანი რომელიმე თეოსოფიური წყაროდან, არამედ არის “მოკლე შინაარსი” და ეყრდნობა “საიდუმლო დოქტრინას” და შტაინერის ნაშრომს “აკაშას ქრონიკებიდან”.
რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, აღნიშნულ ნაშრომებს უნდა გაეცნოთ.

Read More

ემოციური ინტელექტი

კატეგორია მეცნიერება, ფსიქოლოგია June 03, 2015  |  Comments Off on ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტი

მთარგმნელი და სტატიის ავტორი: Narilla

ემოციური ინტელექტი  (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.

Read More

იაჰვე

კატეგორია თარგმანი, მეცნიერება July 22, 2013  |  Comments Off on იაჰვე
იაჰვე

მთარგმნელი Tikoroma

Ilil Arbel, Ph.D.-ს მიხედვით

ღმერთის სახელი, რაც მოხსენიებულია ბიბლიაში, წარმოადგენს მხოლოდ 4 სიმბოლოს – YHVH ან YHWH. ძველ ებრაულში არ იყო ხმოვნები, ასე რომ არავინ იცის რამდენი ხმოვანი უნდა გამოვიყენოთ ამ სახელის წარმოსათქმელად და რეალურად, როგორ ჟღერს ის. მოგვიანებით გავრცელებული სახელი „იეჰოვა“, არის მისი ინგლისური ვარიანტი და ვერ ვადასტურებთ, რამდენად სწორად შეესაბამება ღმერთის რეალურ სახელს.

ბიბლიაში ღმერთი ხშირად იწოდება როგორც „ადონაი“, რაც ნიშნავს „უფალი ჩემი“, ხოლო საკუთრივ სახელს ტაბუ ჰქონდა დადებული. მას არ ახსენებდნენ. ძველად თვლიდნენ, რომ სახელს აქვს ძალა და თუ იცოდი პირის ნამდვილი სახელი, შენ გქონდა ძალა მასზე. ხშირად პირს ჰქონდა ორი სახელი, ერთი გავრცელებული, მეორე კი საიდუმლო. გამორიცხული არაა, რომ იაჰვე იყო ღვთის საიდუმლო სახელი და მას იყენებდნენ გავლენის მოსახდენად, გასაკონტროლებლად. ეს პრაქტიკა ახლოს დგას ჯადოსნობასთან და კერპთაყვანისმცემლობასთან. მოგვიანებით, როცა მონოთეიზმი გავრცელდა, ღვთის სახელის გამოყენება აიკრძალა. დღესდღეობით ებრაელები მოიხსენიებენ მხოლოდ ტიტულს: ”ყველაზე მაღალი”, ”წმინდა”, ”ღმერთი“, ხოლო სახელს „იაჰვე“ ებრაელები აღარ გამოიყენებენ.

Read More

“ტიბეტური სახარება”

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მეცნიერება July 21, 2013  |  Comments Off on “ტიბეტური სახარება”
"ტიბეტური სახარება"

სტატიის ავტორი narilla

“ტიბეტური სახარება” – ასე მოიხსენიებენ კრებულს სახელწოდებით “ცხოვრება წმინდისა ისსასი, საუკეთესოსი ადამიანთა შვილთაგან”. ეს კრებული ჩრდილოეთ ინდოეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთ უძველეს ბუდისტურ მონასტერში (ჰემის მონასტერში), ტიბეტურ ენაზე ხელნაწერის სახით აღმოუჩენია ევროპელ მოგზაურს.

Read More

ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მეცნიერება May 13, 2013  |  Comments Off on ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო
ასომთავრული ანბანი და მისი საიდუმლო

სტატიის ავტორი: tikoroma

(ნაწილი I)

კაცობრიობა დამწერლობის წმინდა ანბანური სისტემის შემოღებას ფინიკიელებს უნდა უმადლოდეს. როგორც ცნობილია, არც ერთ სხვა ერს მსოფლიოში დამოუკიდებლად ანბანური დამწერლობა არ შეუქმნია. ფინიკიური ანბანის საფუძველზე შექმნილმა ბერძნულმა და არამეულმა დამწერლობებმა, დასაბამი დაუდეს დასავლურ და აღმოსავლურ ანბანურ სისტემებს. ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქართული ასომთავრული, ბერძნულისა და არამეულის მსგავსად,  შექმნილია უშუალოდ ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში (რ. პატარიძე1).

Read More