abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

კატეგორია: ბიოენერგეტიკა, თარგმანი August 31, 2013  |  Comments Off on პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

ოშო რაჯნიში

(გაგრძელება)

მესამე სხეული ასტრალურია. ისევე როგორც ზეგავლენაა ეთერულ სხეულში, ასტრალურ სხეულში მაგნეტიზმის ძალებია. მაგნეტიზმია მესამე სხეულის სუნთქვა. ერთ მომენტში თქვენ ძლიერი ხართ, მეორეში კი სუსტი. ერთ მომენტში იმედებით სავსე ხართ, მეორეში კი უიმედოდ ხართ. ერთში თავდაჯერებული ხართ, მეორეში კარგავთ საკუთარი თავის რწმენას. ესაა თქვენში მაგნეტიზმის შესვლა და გამოსვლა. არის მომენტები, როცა გგონიათ რომ ღმერთის დამარცხებასაც კი შეძლებთ, და არის მომენტები, როცა ჩრდილისაც კი გეშინიათ. როცა მაგნეტიზმის ძალა თქვენშია, როცა იგი თქვენში შემოდის, მაშინ დიდებული ადამიანი ხართ, როცა იგი წავიდა, არავინ ხართ. და ეს წინ და უკან მონაცვლეობს ზუსტად ისევე, როგორც დღე და ღამე. წრე ბრუნავს, ამიტომ ისეთ დიად ადამიანსაც კი, როგორიც ნაპოლეონი იყო, ჰქონდა უძლურების მომენტები, და ძალიან მხდალ ადამიანსაც კი აქვს სიმამაცის გაელვებები.

დაწვრილებით

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)

კატეგორია: ბიოენერგეტიკა, თარგმანი August 31, 2013  |  Comments Off on პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)

ოშო რაჯნიში

რა არის პრანა და როგორ ავლენს იგი თავს შვიდი სხეულიდან თითოეულში?

პრანა, ეს ენერგიაა, ცოცხალი ენერგია ჩვენში, სიცოცხლე ჩვენში. თუ ვისაუბრებთ ფიზიკურ სხეულზე, ეს სიცოცხლე ვლინდება ჩვენში როგორც შემომავალი და გამავალი სუნთქვა. ეს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო რამეა. ჩვენ ისინი ერთი და იგივე გვგონია. ჩვენ ვამბობთ – „სუნთქვა“, მაგრამ სუნთქვაში ორი პოლუსია: შემომავალი სუნთქვა და გამომავალი სუნთქვა. ყოველ ენერგიაშია ურთიერთ საპირისპირო. ნებისმიერი ენერგია არსებობს ორ საპირისპირო პოლუსს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ იარსებებდა.

დაწვრილებით

სხეული – ჯიოტიშის თვალსაზრისით

კატეგორია: თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება August 04, 2013  |  Comments Off on სხეული – ჯიოტიშის თვალსაზრისით
სხეული - ჯიოტიშის თვალსაზრისით

ჩვენ არ მოგვიგონია ჩვენი სხეული. ის ბუნებრივად წარმოადგენს ჩვენს სულს. ბუნებამ შემოსა სული, რათა მას შეძლებოდა აქ – დედამიწაზე ყოფნა. სხეული თავისი ფორმით იმეორებს სულის ნახატს და მის ურთიერთქმედებას ბუნებრივ გარემოცვასთან.

ჩვენი სხეულის გამოვლინებებით შეგვიძლია დავინახოთ ის ნაკადები, რომლითაც სული ვრცელდება და მოქმედებს ცხოვრების სივრცეში. ეს გაგვიხსნის დიდ რეალობას და ჩვენი არსებობის აზრს, ასევე საშუალებას მოგვცემს, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას სხვა, უფრო უჩვეულო თვალით შევხედოთ.

დასაწყისისთვის ვცადოთ ჩვენს სხეულში საკუთარი თავის – სულის უფრო კონცენტრირებული ადგილ-მდებარეობის მოძებნა. ადამიანების უმეტესობა ადვილად იპოვის ამ ადგილს «მე»-ს შეგრძნებით და ხელით გულმკერდის ცენტრზე მიუთითებს – იქ, სადაც მკერდი მზის წნულში გადადის.

დაწვრილებით

სულიერი მასწავლებელი

კატეგორია: თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება August 04, 2013  |  Comments Off on სულიერი მასწავლებელი
სულიერი მასწავლებელი

სულის ძალის ძიების გზაზე ჩვენ აუცილებლად შეგვხვდება მრავალი ბილიკი ან ღია შესაძლებლობა, და საჭირო იქნება ავირჩიოთ ყველაზე შესაფერისი იმისთვის, რომუსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ვიმოძრაოთ უფრო დიდი ძალის მოპოვებისკენ. ამაში შეუძლია დაგვეხმაროს იმას, ვინც უკვე იცნობს სულის იმ დიდ ძალას, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ვოცნებობთ. ამასთან ასეთი მასწავლებელი აუცილებელი არაა იყოს ადამიანი. უბრალოდ ადამიანისგან უფრო ადვილია დარიგებების მიღება სწრაფად, გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე.

დაწვრილებით

სულიერი განვითარების ტექნოლოგიები

კატეგორია: თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება August 02, 2013  |  Comments Off on სულიერი განვითარების ტექნოლოგიები
სულიერი განვითარების ტექნოლოგიები

რა წარმოადგენს სულიერი განვითარების ტექნოლოგიას?

– ყველაფერი, რასაც მე აღვიქვამ და ვგრძნობ, წარმოადგენს საშუალებას ან ინსტრუმენტს საკუთარ თავში სულის შეგრძნების უნარის განვითარებისთვის.

ეს მართლაც ასეა. ყველაფერი, რასაც აღვიქვამ და ვგრძნობ, უნდა მეხმარეობდეს უფრო ძლიერად ვიგრძნო, ანუ შევიცნო ჩემი სული – ჩემი ცხოვრების მმართველი. სულთან მიმართებაში შეგრძნების, მოსმენის, მორჩილების და მსახურების ნებისმიერი ტექნოლოგია განავითარებს მის ჩემს თავშ შეგრძნების უნარს. თუ სულის გულისთვის ქვებს გადავზიდავ ერთი ადგილიდან მეორეზე, ჩემი სული უფრო ძლიერად შეგრძნებადი გახდება. თუ სულის გულისთვის ვიცეკვებ, ის უფრო გაძლიერდება ჩემში. თუ სულის გულისთვის საფრთხეებში აღმოვჩნდები, ან პირიქით, სიამოვნებებში, იგი ამით უფრო გაძიერდება. მნიშვნელოვანი არაა – რას ვაკეთებ. მნიშვნელოვანია – რისთვის ვაკეთებ.

დაწვრილებით

სულიერი განვითარება

კატეგორია: თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება August 02, 2013  |  Comments Off on სულიერი განვითარება
სულიერი განვითარება

როგორ დავკავდეთ «სულიერი სრულყოფით»?

თანამედროვე ადამიანის პრობლემა სულიერი განვითარების კუთხით იმაში მდგომარეობს, რომ იგი ცდილობს ავარჯიშს თავისი სული (Дух), აღზარდოს, აკონტროლოს და განავითაროს იგი. ასე გვასწავლეს ნების ძალის აღზრდა. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჩვენს წყაროსთან, მამასთან ან უფრო ძლიერ არსებასთან – სულთან? ასეთი დამოკიდებულება შეიძება მხოლოდ უფრო სუსტი, უმწეო და პატარა არსების მიმართ. ჩვენი სული ასეთი არაა. ის ჩვენი შემქმნელია. ვცდილობთ რა, განვავითაროთ ჩვენი სული, ამით ვაკნინებთ მას და ვცდილობთ ჩვენი პატარა, ეგოისტური „მე“-ს მსახური გავხადოთ.

დაწვრილებით

ქალი – ანგელოზთა სამყოფელი

კატეგორია: თარგმანი, პარამეცნიერება August 01, 2013  |  Comments Off on ქალი – ანგელოზთა სამყოფელი
ქალი - ანგელოზთა სამყოფელი

სიცოცხლე მიეცათ ადამიანებს იმისთვის, რომ დანიშნულებისამებრ გამოიყენონ.

სიცოცხლე – ეს პროცესია, რომელშიც თვითოეული ჩვენგანი იმყოფება. სანსკრიტზე “სიცოცხლის პროცესი” – ნიშნავს”დევატა”, რაც ასევე ითარგმნება, როგორც”ღვთაება”. მაგრამ სიცოცხლე – ესაა ყველაფერი ჩვენს გარშემო, გარემოცვა, ანუ ბუნება, რომელიც ასევე სავსეა სხვადასხვა სახის არსებებით – გამოვლენილით და გამოუვლენელით. 

დაწვრილებით
Page 10 of 19« First...«89101112»...Last »