abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

აგარტა – დედამიწის დასახლება

აგარტა –  დედამიწის დასახლება

სტატიის ავტორი steward


აგარტა
არის ქალაქი დედამიწის შუაგულში, რომელიც სრულყოფილმა ადამიანებმა (ჰუმანოიდებმა) შექმნეს მილიონობით წლის წინ. მათი მისია იყო მოემზადებინათ ახალი პლანეტის ზედაპირი საცხოვრებლად სულთა შემდგომი ნაკადის რეინკარნაციისთვის, რომლებმაც შეწყვიტეს თავისი ციკლი გარკვეული მიზეზების გამო. გადმოცემით, ისინი ცხოვრობდნენ პლანეტა ლუციფერზე, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერს შორის და განადგურდა ან გაანადგურეს (ეს ცალკე თემაა). ახლა ამ ადგილას ასტეროიდების სარტყელია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ამ ადგილას იყო მე-5 პლანეტა.

ნათქვამია, რომ ამ ადამიანებმა წარმატებით მოახერხეს პლანეტა საცხოვრებლად ვარგისი გაეხადათ და აგრეთვე, ადგილობრივ აბორიგენებს, რომლებიც მაშინ სახლობდნენ, ჩაუტარეს გენეტიკური მოდიფიკაცია და სრულყვეს ისინი, რათა ევოლუცია დაეჩქარებინათ, (შესაძლებელია თავისი გენიც გაუზიარეს, რაკი ასევე შემქმნელის ხატად ვართ გაჩენილები). როცა ყველაფერი მზად იყო მათ ააშენეს პირველი ქალაქი აგარტა, იგივე ედემის ბაღი და წარმოიქმნა პირველი ცივილიზაცია; შესაძლებელი გახდა, რომ სულებს გაეგრძელებინათ რეინკარნაციის ციკლი. ნათქვამია, რომ მაშინდელი გასხივოსნებული არსებები, რომლებიც ყველაზე მაღლა იდგნენ იერარქიაში, დაეშვნენ დედამიწაზე, ესენი იყვნენ 7 ბრძენი, მელქისედეკთა ორდერის წევრები და ლიდერები (ეს ასევე მოიხსენიება გალაქტიკის ფედერაციად).

ამის შემდეგ, ბევრი ცივილიზაცია წარმოიშვა და ამოწურა თავისი თავი, ყველაფერი ჩვეულებრივი რიტმით მიდიოდა, თუმცა იყვნენ დედამიწის ცივილიზაციის ზედამხედველები, რომლებსაც კონტროლი ევალებოდათ, მაგრამ პირდაპირი ჩარევის უფლება არ ჰქონდათ და არც ადამიანებთან კავშირის, (იგულისხმება ცოლ-ქმრული). გარკვეული დროის მერე ამ მცველებმა, რომლებსაც ანგელოზებსაც ეძახდნენ ნელ-ნელა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს დედამიწის ცივილიზაცია, შეამჩნიეს, თუ რა ლამაზ არსებებად ჩამოყალიბდნენ თავიანთი ქმნილებები. მოიხიბლნენ, ზოგი მათგანი დანებდა ცდუნებას, როცა დედამიწის მეფეები დიდ საჩუქრებს უძღვნიდნენ და მათ შორის, თავიანთ ასულებსაც და მათ პირობა დაარღვიეს (ეს ანუნაკის და გოლიათების ლეგენდას ჰგავს, როცა ნეფელიმები დაეცნენ), რის გამოც გამოიდევნენ შიდა დედამიწიდან და ასევე დაკარგეს მუდმივი უკვდავება, ისინი ჩვეულებრივი მოკვდავნი გახდნენ. თუმცა მაინც შემორჩათ ბევრად განვითარებული თვისებები რასაც ფლობდნენ, აგრეთვე უფრო დიდხანსაც ცხოვრობდნენ. მას შემდეგ ნათქვამია რომ ყოველი მეცნიერი თუ ქურუმი ან მაგი, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა, იყვნენ ამ დაცემულ ანგელოზთა სულები, რომლებიც ჩაებნენ ამ ჩვეულებრივი რეინკარნაციის ციკლში.

agartha
ნელ-ნელა კაცობრიობა უახლოვდებოდა თავის ბნელ ხანას. ატლანტიდაზე ცხოვრობდა მე-4 თაობის რასა, რომელაც განვითარების დიდ მწვერვალს მიაღწია, მათ განსაკუთრებული ხედვა ჰქონდათ, ისინი ასევე წარმოიდგენდნენ დედამიწას როგორც ცოცხალ არსებას და უვლიდნენ, არ აბინძურებდნენ, თავიანთი თავი მის უჯრედებათ მიაჩნდათ, არ არსებობდა მონიშნული რესურსები და არც ზედმეტი შრომა და კლასობრივი დაყოფა, ისინი ყველაფერს უზიარებდნენ ერთამეთს და სიუხვეში ცხოვრობდნენ. ისინი ცხოვრობდნენ 4 განზომილებაში. როცა მათ პიკს მიაღწიეს მათ დაიწყეს დედამიწის გრავიტაციული ქსელის შესწავლა, პირამიდებს იყენებდნენ კავშირისათვის ზე სამყაროსთან, მაგრამ მთავარი მიზანი იყო მიეგნოთ ბგერისთვის, ორიგინალური ბგერა, საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა (როგორც პირველად იყო სიტყვაო) მაგრამ ნახსენებია რომ გამოუცდელმა მეცნიერებმა ნებართვის გარეშე ჩაატარეს ამაზე ცდებიო და მოხდა დიდი კატაკლიზმებიო, რამაც გამოიწვია, ამით ატლანტიდის განადგურების მექანიზმი ჩართეს. ამ კატაკლიზმების მერე 7 სულიერი ბრძენი, რომლებიც დედამიწაზე იყვნენ, ჩავიდნენ აგარტაში და იქ დამკვიდრდნენ, სულიერებიდან დაშორებამ გამოიწვია ხალხთა განცალკევება და ასევე ტრადიციათა და კულტურათა დაყოფა, მაშინ არ არსებობდა როგორც ასეთი მმართველი თუმცა ისინი ვისაც ცოდნა ქონდათ შექმნეს ფარული საძმოები და დაჯგუფებები, მას შემდეგ რაც კაცობრიობა დეგრადაციას განიცდიდა, ისინი უფრო და უფრო ხდებოდნენ თაყვანისცემის ობიექტები რადგან ისინი ინარჩუნებდნენ ცოდნას და არ უზიარებდნენ, აქედან მოდის გამოთქმა “ცოდნა ძალაა”! მათ შექმნეს ქალაქი სახელმწიფოები და პირველი საიდუმლო სამსახურები რომელთაც ევალებოდათ თვალთვალი სხვა ქალაქებზე, ამას მოჰყვა იარაღის შექმნა რომელიც გამიზნული იყო მხოლოდ თავდაცვისათვსი, შემდეგ კი თავდასხმისათვის. ამ დროს შეიქმნა ყველაზე სასტიკი იარაღი, გრავიტაციული ბომბი, რომელიც გამიზნული იყო ამ ქალაქი სახელმწიფოების გასანადგურებლად. არის ინდური წიგნი მაჰაბჰარატა, სადაც აღწერილია ერთ ომზე და ნახსენებია, რომ 3 ქალაქს დიდი მეხი ესროლეს, რის შედეგადაც, ჩიტები ცვიოდა ციდან, სპილოებს კანი სძვრებოდათ, მეომრები აბჯარს იხდიდნენ და წყალში ხტებოდნენო, ყველაფერი სასიკვდილო ბრიზმა მოიცვაო _ ეს ისე არის აღწერილი, თითქოს ბომბი ჩამოაგდეს, თანაც ბირთვული. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს მიაღწიეს განვითარების პიკს, როცა ორიგინალური ბგერა შექმნეს, რომელსაც დედამიწის გრავიტაციული ქსელის ცვლილება მოჰყვა და აგრეთვე პოლუსების ცვლილება, რამაც გამოიწვია უზარმაზარი კატაკლიზმები და კონტინენტების დაყოფა დააჩქარა.
ერთი ფაქტი კიდევ: აფრიკაზე ნაპოვნია მაღარო, რომელიც ითვლის 50000-დან 100000 წლამდე ასაკს და რომელშიც ნაპოვნია გამდნარი ურანის კვალი და ურანის შესანახი დეპოები; ამაში გაერო ჩაერთო, მაგრამ ამის მერე საიდუმლოდ შეინახეს ეს ფაქტი. ასევე ნაპოვნია ძველი ბირთვული აფეთქების კვალი რუსეთში, სადაც კლდის ფენებში ნაპოვნია გამდნარი ფენა, რომელიც მხოლოდ ბირთვულ აფეთქებას შეიძლებოდა გამოეწვია.

პლანეტა ლუციფერი

პლანეტა ლუციფერი, დამტკიცებულია, რომ მდებარეობდა მარსსა და იუპიტერსს შორის, მისი განადგურების ძირითადი ვერსია არის; პირველი, ის რომ იგი გაანადგურეს, ხოლო მეორის თანახმად, იგი მასზე არსებულ ცივილიზაციათა შორის მიმდინარე შიდა ომებმა გაანადგურა. რა ვიცით მათზე? საინტერესო მეტაფორებია, როგორც ვიცით თითოეული პლანეტა ასოცირდებოდა მთავარანგელოზთან, ახლა 9 არის, ასევე ბიბლიაში არის 9 ანგელოზი. რამ გამოიწვია ლუციფერის დაცემა ბიბლიაში, მისმა ამპარტავნებამ: მან ღმერთთან გატოლება მოინდომაო, რის შედეგადაც გააძევეს.
მეცნიერულად პლანეტაზე ნათქვამია, რომ ის მოცულობით ძალიან დიდი იყო და გრავიტაციული ველიც შესაბამისად დიდი ჰქონდა, მას ჰყავდა უამრავი თანამგზავრი, ასევე ცნობილი ლილიტი (ალბათ გეცნობათ) და მისი განადგურება რომ არა, მას შეიძლება მზის სისტემა დაეშალა, ანუ მისი გრავიტაციული ველი სხვა პლანეტებსაც თავის გარშემო მოაქცევდა და ფაქტიურად, მეორე მზესავით იქნებოდა (რაც ალბათ არ დაუშვეს) მასზე არსებულ ცივილიზაციაზე ცოტა რამ ვიცით, ის ჰყვაოდა, თუმცა რამ გამოიწვია მისი დაღუპვა ეს უცნობია ჩემთვის პირადად.

თუმცა თუ სამყაროსეულ კანონებს გავითვალისწინებთ, პლანეტასაც აქვს რამდენიმე სხეული, აგრეთვე არამატერიალურ დონეზე, ლუციფერი ამ დონეზე კვლავ განაგრძობს არსებობას…

nhgbdxdpn26k155qkhs7

პლანეტა ლუციფერის განადგურება ასევე შესაძლებელია ბერძნულ მითოლოგიაშიც დავუკავშიროთ ერთ მითს, კერძოდ, ფაიტონის მიერ მზის ეტლის გატაცებას და შემდგომ მის განადგურებას, რადგან მან ამას ვერ გაუძლო და “ის გაანადგურეს”, რათა მთელი დედამიწა არ შეეწირა.

საყურადღებოა ისიც, რომ დედამიწის მაგნიტური ველის წყარო, რაც მას კოსმოსური რადიაციისგან, მზის ქარიშხლისგან და სხვა უამრავი საფრთხისგან იცავს, მის შიგნით მდებარეობს. ესაა იგივე ჩრდილოეთის ციალი, რომელიც ქმნის რკალს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ირგვლივ, ზუსტად იმ ადგილიდან ამოდის, სადაც რამდენიმე ვერსიის თანახმად, არის აგარტაში შესასვლელი, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ბლოკირებულია, რადგან შიგნით არსებული ზეცივილიზაცია არ უშვებს კაცობრიობას, ალბათ, მიზეზიც აქვთ, თუმცა მათი ჩარევა დროდადრო ხორციელდება ხოლმე, განსაკუთრებული აქტივობა იგრძნობოდა, როცა “პირველი” ატომური ბომბი გამოსცადეს, როგორც ჩანს, კაცობრიობა იგივე გზას გადის ხოლმე. მათი გადმოცემით, ჯერ ასეთი იარაღი ჩვენს ხელში ძალზე სახიფათოა და რომ არაერთ ცივილიზაციას იგივე დამართვნია, როცა თვითგანადგურების მექანიზმი ჩაურთავს. ეს არის წერტილი, საიდანაც მობრუნება შეუძლებელია და რომ დიდი სიფრთხილე გვმართებს! ზოგიერთი ინფორმაციით, მათ იმდროინდელ ამერიკის პრეზიდენტს შესთავაზეს ალტერნატიული, მუდმივი ენერგიის წყარო, რათა კაცობრიობას აღარ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი, მაგრამ უარი მიიღეს, რადგან ეს საქმე მთლად პრეზიდენტს არ ეხებოდა და ის ვერ წყვეტდა ამას მარტო.

brv1rq6tsgulnyq56bu

აგარტამდე, დედამიწის ქერქშიც ბევრი ქალაქი და ცივილიზაციაა; სამხრეთ ამერიკის გამოქვაბულებში, მაგალითად, დიდი მიწისქვეშა ქალაქია, სადაც ცხოვრობენ ატლანტიდის და ლემურიის გადარჩენილი მოსახლეობა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ დიდმა ომმა იმსხვერპლა ატლანტიდა, რომელსაც ჰქონდა კონფლიქტი ლემურიასთან. ცნობისათვის, ლემურია იყო დიდი კონტინენტი წყნარ ოკეანეში, რომელიც დაუზუსტებელი მიზეზების გამო ჩაიძირა და განადგურდა, ან შეიძლება ასეც არის ჩაპროგრამებული: კაცობრიობა თავის თავს ანადგურებს, როცა განვითარების გარკვეულ წერტილს მიაღწევს ხოლმე. შეიძლება გადარჩენილები ის ხალხია, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს და სხვაგვარად აღიქვამენ ყველაფერს და გადადიან განვითარების მომდევნო საფეხურზე, საკვირველი ის არის, რომ ასეთი გადარჩენილები უფრო და უფრო ჩადიან ქვემოთ და უახლოვდებიან სულიერების და შემოქმედის ენერგიის წყაროს, იგივე შიდა მზეს, რომელთანაც სიახლოვე ასეთ დადებით გავლენას ახდენს. ეს ვითომ დამთხვევაა, ყველა შიგნით მიილტვის?..
თუმცა დედამიწის დასახლების პირველ დასახლებებს ძალიან შორს მივყავართ, კვალი სად არ მიდის, რომელ ვარსკვლავსა თუ თანავარსკვლავედში: ვარსკვლავ სირიუსზე, ანდრომედასა და ლირას თანავარსკვლავედში და აგრეთვე კუროს თანავარსკვლავედში მყოფ ვარსკვლავთა ჯგუფზე სახელად პლეადები, რომელიც 7 და ვარსკვლავისგან შედგება. ამ გადმოსახედან, დედამიწა ჰგავს პატარა ბნელ კოლონიას და ასეც არის.

1947 წელს მოეწყო ერთი სამხედრო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ანტარქტიდაზე ნაცისტების ბაზის აღმოჩენას და აგრეთვე სამხრეთ პოლუსის შესასვლელის შესწავლას, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ექსპედიცია დიდი დანაკარგებით დაბრუნდა, კონგრესში განიხილებოდა კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ პოლუსის გამოყენებას, როგორც საცდელი პოლიგონი ბირთვული იარაღისთვის, თუმცა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, კაპიტოლიუმის თავზე გამოჩნდა მფრინავ ობიექტთა გუნდი, რომელიც გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა, ეს მოხდა 1952 წელს.

დეტალები შეგიძლიათ აქ ნახოთ:

ეს ინფორმაცია არის შემოკლებული ვერსია, ფილმიდან   “ლეგენდა ატლანტიდაზე”

წყარო: http://www.esoteric.ge/forum/

(Visited 1,842 times, 1 visits today)