abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ასტრალური სხეული

ასტრალური სხეული

სტატიის ავტორი: ალექსანდრ ილინსკი

თარგმნილი Atman-ის მიერ


ასტრალური სხეული
წარმოადგენს სხეულს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი რეალობის ემოციურ-მგრძნობელობით აღქმას და მასზე რეაგირებას ახდენს.

ასტრალური სხეულის დაყოფა პირობითად ორ დონედ შეიძლება:

პირველი დონე – პასუხს აგებს ემოციებზე და გრძნობებზე: რისხვა, ბრაზი, შიში, ვნება, დარდი, სიხარული, ნაღველი, აღფრთოვანება და ა.შ.

მეორე დონე – პასუხს აგებს მდგომარეობებზე, რომლებშიც შეიძლება შედიოდეს რამდენიმე (ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო) გრძნობა ან ემოცია: ესაა სიყვარული, მეგობრობა, ბედნიერება, სიძულვილი. მაგალითად, როდესაც იძულებულნი ვართ დავსაჯოთ ჩვენი საყვარელი ბავშვი, დასჯის პროცესში ერთმანეთს ერევა სიყვარულის გრძნობაც და სამართლიანი ბრაზიც, და ა.შ.

ასტრალური სხეულის «საკუთრებაში» იმყოფება ყველა ემოცია, გრძნობა, მდგომარეობა და ურთიერთობა, რაც კი ადამიანისთვისაა მისაწვდომი. ემოციებს და გრძნობებს შეგვიძლია ფერადი სამყარო ვუწოდოთ: აქ სიმშვიდის ღია მწვანე  ფერიცაა, აქტივობის წითელი ფერიც, და თავდაჯერებულობის მწვანე ფერიც.   ძლიერი ემოციური აფეთქებების (მაგალითად კამათის) დროს ადამიანები ეთერული სხეულის მეტ ენერგიას ხარჯავენ. ასეთი აფეთქებები ძალას აცლიან მას, რაც შედეგად მის ფიზიკურ სხეულსა და ჯანმრთელობაზე აისახება: თუ მსგავსი ემოციური გამოვლინებები სისტემატიურ ხასიათს იღებს, ეს იწვევს ეთერული სხეულის დასუსტებას და საბოლოო ჯამში ვლინდება როგორც ფიზიკური სხეულის

ეს თუ ის ქრონიკული დაავადება.

დროის მოცემულ პერიოდში ამ სხეულის შესწავლით ინტენსიურადაა დაკავებული ფსიქოლოგია, რომელიც გეგმაზომიერად, მეცნიერული აზროვნების მეშვეობით ადასტურებს უფრო ადრე ინტუიტიურად დამყარებულ კანონზომიერებებს. აქაა ემოციური აფეთქებებიც და ღრმა მგრძნობიარე მდგომარეობებიც, შინაგანი გაწონასწორებულობის მდგომარეობაც, სიცოცხლით ტკბობის უნარიც, დაკარგულ ახლობლებზე დარდიც, სინაზეც და ა.შ.

მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ასტრალურ სხეულზე მუშაობით ზოგიერთი თვისების გაძლიერება:

  • იმ კარგის გახსენება, რაც ცხოვრებაში განვიცადეთ, აძლიერებს რწმენას პოზიტიურ შედეგში და მოქმედების სურვილს – მანიპურა;
  • გარკვეულ მდგომარეობებზე განწყობა და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა ვმართოთ ჩვენი მდგომარეობები მიუხედავად გარე ფაქტორებისა, და არ ავყვეთ ჩვენი ახლობლების პროვოკაციულ ქცევებსაც კი;
  • მედიტაცია რაღაც ამაღლებულზე, ნათელზე და კარგზე – ანაჰატა + მულადჰარა;
  • ტექნიკა – ”შეიყვარე შენი ნაკლი” – აჯნა + ანაჰატა;
  • გულწრფელი ლოცვა (გულით) იძლევა საშუალებას ვიცხოვროთ რწმენით გულში და გამოვიმუშაოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა უანგარობა და ერთგულება;
  • მუსიკალური, მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებების განცდა იძლევა საშუალებას დავინახოთ და შევიგრძნოთ სამყარო როგორც სხვა ადამიანმა და გავაფართოვოთ საკუთარი გრძნობებისა და მდგომარეობების პალიტრა;
  • ცეკვა და მუსიკა  – ვიშუდჰა + სვადჰისთჰანა (და სხვა ჩაკრები);
  • ფერწერა – ვიშუდჰა.

(Visited 3,411 times, 1 visits today)