abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მენტალური სხეული

მენტალური სხეული

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი Atman

ადამიანის მეოთხე სხეულს მენტალური სხეული წარმოადგენს. ამ სხეულის განკარგულებაშია სამყაროს აღქმის და მისი გადმოცემის ყველა აზრობრივი და ინტელექტუალური საშუალება (მეტყველება, ენა, ლოგიკური და რაციონალური აზროვნება).

განვიხილოთ მენტალური სხეული ორ დონეზე:

პირველ დონეს ეკუთვნის მენტალური ბაზა იმ სოციალური ჯგუფისა (დროისა და ადგილის მიხედვით), რომელსაც ეკუთვნის მოცემული ადამიანი. ის ბაზა, რომელიც ადამიანის პირად მარაგშია, მაგრამ არ წარმოადგენს მის ინდივიდუალურად გამომუშავებულ მარაგს. ეს დონე შეიძლება შევადაროთ ბიბლიოთეკას, რომელშიც შეგვიძლია ამოვიღოთ ინფორმაციის ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს სუფთა ინფორმაცია თავისთავად არ წარმოადგენს რაღაცას, რაც თქვენია უნარის, ან გაცნობიერებულობის თვალსაზრისით.

მეორე დონეს წარმოადგენს პირადი აღმოჩენები და ინსაიდები, რომლებიც გარედან შემოსულ ინფორმაციას პირადი ცოდნის სფეროდ აქცევენ, მოგვიანებით კი უნარებად, რომლებიც საშუალებას აძლევენ ადამიანს გაცნობიერებულ ინდივიდუალობად რეალიზდნენ. ამ დონეს შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც პირველი ბავშვური გათვითცნობიერების აღფრთოვანება, ასევე ის გენიალური აღმოჩენები, რომლებიც ეპოქის მსვლელობას ცვლიან.

მაგალითები, თუ როგორ შეიძლება მენტალური სხეულის საშუალებით ხასიათის თვისებებზე ზეგავლენის მოხდენა:

  • აფირმაციები – პოზიტიური რწმენები – «მე ყოველდღიურად უკეთ და უკეთ ვხდები!!!» – აჯნა + მულადჰარა;
  • პოზიტიურ განწყობას – მივყავართ გამბედაობის და თავდაჯერებულობის მომატებისკენ; «მე შევძლებ», «მე გამომივა» – მანიპურა;
  • პოზიტიური აზროვნება – სიტუაციის პოზიტიურად დანახვის უნარი ზრდის საკუთარი თავისადმი სიყვარულს – ანაჰატა;
  • სიტუაციების გადათამაშება ზრდის გაცნობიერებულობას და ხატ-სახეობრივ აზროვნებას;
  • კონფლიქტების მიზეზის ძებნა ზრდის გაცნობიერებულობას და დაფიქრების უნარს;
  • მოვძებნოთ ვარიანტები, თუ როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში სხვა ადამიანი – ვიშუდჰა + აჯნა;
  • სპეციალური ლიტერატურის კითხვა და “წერა”;
  • ნეგატიური სიტუაციების გადაწერა ზრდის პოზიტიურ გამოცდილებას, გაცნობიერებულობად და საფუძვლიანობას – აჯნა + მულადჰარა.

(Visited 2,463 times, 1 visits today)