abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

დაოსური სხეულის სტრუქტურა

დაოსური სხეულის სტრუქტურა

სტატიის ავტორი ოლეგ ჩერნე

მთარგმნელი td………


დაოსური სხეული
 – ტერმნია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის სხეულს, პრაქტიკაში გამომუშავებული  სხეულის უნარით დაეყრდნოს ცზინ  (ძინ )ენერგიას და ასევე შექმნა პირობები შენ (Shen) სულის ფორმირებისთვის:

  • ცი (qi)-ხაზოვანი ენერგია (მოკვდავი);
  • ცზინ (ძინ, jing) -ფორმის ენერგია (გეომეტრიული ფორმა);
  • შენ (shen) -კრისტალური ენერგია (ფორმის შემანარჩუნებელი ენერგია, უკვდავი ენერგია).

დაოსური სხეულის სტრუქტურა

დაოსური სხეულის სტრუქტურა ესაა მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის ურთიერთმოქმედების გაგების პროცესი,რომელიც მოქმედებს – “ზეცა-დედამიწა-ადამიანი” – სქემის მიხედვით, ან/და ძალისხმევის სქემით, რომლითაც ჩამოყალიბდა ადამიანის ბუნება.

ამ სქემაში არის:

  • დედამიწა-ეს არის ფორმა
  • ადამიანი-საზომი (ზომა)
  • ზეცა-შესაბამისობა,სადაც საფუძვლად აღებულია 13 სტრუქტურიზაციათაგან ერთ-ერთი, მათ ქმნის ჩვენი სივრცე,  რომელიც იყოფა სიხშირეების მახასიათებლებად.

თვით სხეულის შესწავლის საფუძვლად აღებულია  საზომი, ზომიერება, რომლითაც გაჯერებულია სწავლება დაოსური სხეულის  შესახებ.

 

 ერთარსის სწავლება, ანუ სწავლება ენერგიის შესახებ (tai yi)

ერთარსის სწავლება, ანუ სწავლება ენერგიის შესახებ- ეს არის ენერგიების სხვადასხვა სიხშირეების რეზონანსული მახასიათებლების გაგება, რომლებშიც შეიძლება იმყოფებოდეს და ვითარდებოდეს ადამიანის სხეული.

სწავლება აღვსების შესახებ

სხეულის ,მისი სისტემების, სხეულის „ჭურჭლების“ და  სადინრების აღვსების ხედვა, შედის დაოსური სხეულის შემეცნებაში შევსების პოზიციიდან. აქვე განიხილება შევსების პირველადი, საწყისი სისტემები: სისხლ-ძარღვოვანი და კუნთოვანი სისტემები.

ვიდრე სხეულს გავაცნობიერებთ ღერძის ან პროპორციების კუთხით, უნდა შევიმეცნოთ ის ავსების პოზიციიდან, ანუ მისი მყოფადობის  მდგომარეობიდან. სხეულის აღვსება განისაზღვრება ადამიანის პრენატალური (დაბადებამდელი, თანდაყოლილი) ბუნებით, მისი სასიცოცხლო რიტმებით (პოსტნატალური ბუნება). ეს ის მომენტია რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას მისი დაბადების ბუნებიდან და მისი მყოფადობის, არსებობის ბუნებიდან გამომდინარე.

აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბადების დაძაბულობას-ის თუ სხეულის რომელი სისტემა დაიძაბა პირველად, ანუ რომელი სისტემა შეივსო დაბადებისას.  იგი აყალიბებს ადამიანის სუნთქვას, სუნთქვა კი აყალიბებს კვებას. ყოველივე ეს იქვემდებარებს ადამიანის ყველა ქცევას და განსაზღვრავს მის სისავსეს, არსებობის განცდებსა და როგორც შედეგი დამოკიდებულებებს(მიჯაჭვულობას).

სწავლება პროპორციების შესახებ

აქ განიხილება სხეულის სისტემები-კუნთოვანი და ძვლოვანი.

დაოსური სხეული პირველ რიგში ეს არის სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ენერგიის ცირკულაციას, ბრუნვას. პროპორციის გაგება, შემეცნება  ეს არამხოლოდ ამა თუ იმ ადამიანის თვისების გამოვლენაა, არამედ სიცოცხლის ძალების გარდაქმნისა და ზრდის უნარია.

პროპორცია-ეს არის სხეულის მოცემულობა, რომელიც გამოიმუშვებს  8-დან ერთ ძალისხმევას (კომბინაციურ პარამეტრებს),რომელსაც შესწევს უნარი გარდაქმნას, ტრანსფორმაცია გაუკეთოს ჩვენს სხეულს. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, ის დამოკიდებულია სქემაზე, მის საიდენტიფიკაციო კოდის მატრიცაზე , რომელიც უკავშირდება პროპორციულ ფორმას. მისი ზომები შეიძლება იყოს დიდი ან მომცრო, მაგრამ ეს არის ის მთლიანობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ მოვლენათა მიმდინარეობას. რაც უფრო სუსტია პროპორცია, მით უფრო ნაკლები სიცოცხლიანობაა (სასიცოცხლო ძალაა) ადამიანში.

სწავლება ღერძის შესახებ

აქაც განიხილება სხეულის სისტემები-კანისა და მყესების.

ეს არის ყველა სახის ენერგიების ბრუნვის კუთხის გაცნობიერება, სადაც ჩვენ გვაქვს ენერგია ცი-ს (qi )ბრუნვის სამი კუთხე,  ენერგია ცზინ (ძინ, jing) ბრუნვის 3 კუთხე და ასევე, ენერგია შენ (shen)ბრუნვის 3 კუთხე. ეს გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ენერგიის გარდატეხის კუთხე და შედეგად შეგვიძლია ფიზიკური სხეულის ენერგეტიკულად გარდაქმნა, რაც თავისმხრივ არის უკვდავების საიდუმლოს გახსნა. ყოველივე ამან განაპირობა დაოსური მედიცინის შექმნა, რაც ვისმხრივ განსხვავდება ჩინურისგან იმით, რომ უკანასკნელი მუშაობს, მხოლოდ დროებით, მოკვდავ სხეულთან და აღადგენს მოლოდ მას.

წყარო: ძე კუნი, <<დაოსური სხეული>> 2012წ.

http://www.olegcherne.ru

(Visited 1,335 times, 1 visits today)