abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ფიზიკური სხეული

ფიზიკური სხეული

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი Atman

ადამიანის სხეულების განხილვას დავიწყებთ ფიზიკური სხეულით:

ამ სხეულთან მუშაობაში ვგულისხმობთ ისეთი პროცესების მართვას, როგორიცაა სუნთქვა, სიარულისა და დგომის მანერა, კვება, დასვენების ფორმები; ფიზკულტურა, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური, ძილი და ა.შ.

ჩვეულებრივ ადამიანის სხეული ისეთ მდგომარეობას იკავებს სივრცეში, როგორიც მის ჩვეულ ცხოვრების მანერას შეესაბამება. იგივე შეიძლება ითქვას სუნთქვაზეც, და მის სხვა გამოვლინებებზეც.

 ესაა ზოგიერთი უბრალო მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ხასიათის თვისებებზე ფიზიკური სხეულის მეშვეობით:

  •  ცივი წყლის გადავლება თასით აძლიერებს ნების ძალას – მანიპურა.
  •  ცივი წყლის გადავლება წვრილი ნაკადის სახით აძლიერებს მოთმინებას – აჯნა + მულადჰარა.
  •  ყოველდღიური ზომიერი სიარული აძლიერებს სიმყარეს – მულადჰარა.
  •  ჩასუნთქვაზე ხანგრძლივი ამოსუნთქვა აძლიერებს გულისხმიერებას – ანაჰარა.
  •  ამოსუნთქვაზე ხანგრძლივი ჩასუნთქვა აძლიერებს ქმედითუნარიანობას და აქტოვობას – მანიპურა + სვადჰისთჰანა.
  •  ცხარე სანელებლების გამოყენება აძლიერებს აქტივობას – მანიპურა + სვადჰისთჰანა.
  •  ალკოჰოლი გამორთავს მარცხენა ნახევარსფეროს და ააქტიურებს მარჯვენას (ხსნის აკრძალვებს, მორალურ შეზღუდვებს, მცირდება შეგრძნება ”ვალდებული ვარ”) შესაბამისად გამორთავს ცენზორს და ჩართავს შინაგან ბავშვს.
  •  ფართე და მჭიდროდ მორგებული ქამარი ხელს უწყობს ძალების მოკრებას და თავდაჯერებულობას – მანიპურა.
  •  ფართხუნა შარვალი და გრძელი სამკლავეები ზრდიან შემოქმედებით პოტენციალს – ვიშუდჰა.

(Visited 7,105 times, 1 visits today)