abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ატლანტების შემდგომი ქვე-რასები

ატლანტების შემდგომი ქვე-რასები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებული პირველი გიგანტური რასები არამკვრივ ეთერულ სხეულში არსებულ ცივილიზაციებს წარმოადგენდნენ. მოგვიანებით, დედამიწის ფორმირებასთან ერთად, მათი ნელ-ნელა გამკვრივებაც მოხდა.

ეს არსებები ერთგვარ გაუცნობიერებელ ძილბურანში ცხოვრობდნენ დედამიწაზე, რომლებიც ლოგიკური აზროვნების სრული არქონით გამოირჩეოდნენ და მოგვიანებით გარდაიქმნენ შედარებით მცირე ზომის არსებებად. უძვლო ატლანტი აზროვნებდა და მოქმედებდა სურათებით. იმ სურათების ერთობლიობით, რომელიც მას ნანახი ჰქონდა. ეს იყო გამოცდილებაზე აგებული არსებობა და ლოგიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
„აკეთებდნენ იმას, რაც ადრე ნანახი ჰქონდათ. არ იგონებდნენ, არამედ იხსენებდნენ.“
გამოვტოვებ იმ ვრცელ პროცესს, რომელიც უძვლო და უსქესო არსებამ გვიანდელი ატლანტის ფორმამდე გაიარა და მივალ დღევანდელი ადამიანის წინამორბედებამდე, რომლებიც „გაადამიანურებული“ ატლანტების შემდეგ წარმოიშვა.
მახსოვრობა და გადმოცემის უნარი, პირველად ლემურიელი ატლანტების პერიოდში გაჩნდა. მანამდე ისინი არ ატარებდნენ ინფორმაციას მახსოვრობაში და გამომდინარე აქედან, გადმოცემის უნარიც არ არსებობდა.
ატლანტების შვიდი ქვე-რასის წარმოქმნის შემდეგ, დედამიწა იმ დროიდან დასახლებულია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი რასებით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახლის წარმოქმნა არ ნიშნავდა ძველის გაქრობას.
გვიანდელი ატლანტების პირველ ქვე-რასას რ მ ო ა ჰ ა ლ ე ბ ი ეწოდება.
რმოაჰალები გრძნობის ორგანოებით აღქმულ ინფორმაციას (ფერები, ბგერები) იმახსოვრებდნენ, რამაც მათ ლემურიელებისთვის სრულიად უცნობი გრძნობები (როგორიც არის, დავუშვათ, წარსულში გადახდენილზე მიჯაჭვულობა) შესძინა.
მახსოვრობის განვითრებასთან ერთად განვითარდა მეტყველების უნარიც. ადამიანმა განავითარა ბგერის წარმოთქმის შესაძლებლობა და საგნებს დაარქვა სახელები. რმოაჰალები ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრობდნენ და მათ წარმოთქმულ სიტყვას არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მაგიური ძალაც გააჩნდა.
ბევრი რამ შეიცვალა მეორე ქვე-რასის ტ ლ ა ვ ა ტ ლ ის პერიოდში. ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა საკუთარი ფასის და ამბიციის გრძნობა, რაც რმოაჰალებისთვის უცნობ ცნებას წარმოადგენდა. მეორე ქვე-რასის წარმომადგენლებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები (მაგ. გმირობა) მახსოვრობაში დარჩენილიყო და მომავალ თაობებს გადასცემოდა. ამ პერიოდში თავს იჩენს ვინმეს მიერ საერთო მოგონებებით ან საერთო ქმედებებით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფები და თუ ადრე მსგავს ჯგუფებს ბუნებრივი მოვლენები აერთიანებდა, ამჯერად გარკვეული პიროვნება ახერხებდა ამას.
მესამე ქვე რასის, ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი ს პერიოდში, საზოგადოებრივმა ცხოვრებამ საბოლოო სახე მიიღო და ჩნდება პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. აქ აღსანიშნავია ის, რომ დავუშვათ, სახელმწიფო მმართველისგან ძალაუფლება შთამომავლობას გადაეცემოდა. დღევანდელისგან იმ გნსხვავებით, რომ მაშინდელ ადამიანს შეეძლო წინაპრიდან გადმოცემული ინფორმაციის და თვისებების შთამომავლობაზე გადატანა. თითქმის ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ შვილი მემკვიდრეობით ღებულობდა მამის მახსოვრობას. გამომდინარე აქედან, პირადმა გამოცდილებამ წამოიწია წინა პლანზე და უფრო მეტი და მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგრამ ამ ყველაფერს უკუჩვენებაც ჰქონდა, დაგროვილმა შესაძლებლობებმა ტოლტეკებს ამბიციის მძაფრი გრძნობა გაუღვიძა და ადამიანმა ძალაუფლების ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო. ძალაუფლება მოხვეჭილ ადამიანს გაუჩნდა სურვილი საზოგადოებაში ამაღლებული როლი დაეჭირა. ამ ყველაფერმა, მესამე რასის უკუსვლა განაპირობა.
ხსენებული თვისებების სრულყოფა მეოთხე ქვე-რასაში, პრე-ტ უ რ ა ნ ე ლ ე ბ შ ი მოხდა. ძალაუფლების ეგოისტური მიზნების გამოყენებით, მეოთხე რასის წარმომადგენლები ერთმანეთს ანადგურებდნენ. სრული განადგურება მხოლოდ ახალ შესაძლებლობას და ახალ ჩვევას უნდა შეეჩერებინა. ადამიანში თავი უმაღლესმა ძალამ იჩინა და გაჩნდა აზროვნების უნარი.
ლოგიკური აზროვნების წყარო კი მოგვიანებით ჩამოყალბებულ, სიით მეხუთე ქვე- რასაში, პრე-ს მ ი ტ ე ბ შ ი უნდა ვეძებოთ. ადამიანები გამოვიდნენ უბრალო მახსოვრობაში მქონე წარსულის ინფორმაციის შთაბეჭდილებიდან და დაიწყეს სხვადასხვა სახის გამოცდილების შედარება. გაჩნდა განსჯის უნარი, რომელსაც სურვილი და მიზანმიმართულების გრძნობა მართავდა. პირველად ამ პერიოდში იწყებს ადამიანი მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას, ეკითხება საკუთარ თავს, ღირს თუ არა რაიმეს გაკეთება და აღარ მოქმედებს გაუცნობიერებლად. თუ მეოთხე რასის ადამიანები ჯიუტად ასრულებდნენ საკუთარ ეგოისტურ მოთხოვნებს, პრე-სემიტებთან პირვალად გაჩნდა შინაგანი ხმის ფენომენი, რომელსაც მეტ ყურადღებას უთმობდნენ. მეხუთე ქვე-რასის არსებობისას პირველად მოხდა ადამიანის შინაგანი სამყაროს აზრობრივი გამოლინება.
პრე-სემიტების პერიოდში ადამიანში გაჩენილმა შესაძლებლობებმა მეექვსე რასის, ა კ ა დ ი ე ლ ე ბ ი ს არსებობის პერიოდში უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. თუ მეხუთე რასის ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროდან გამომავალი აზრების განხორციელებას მისივე მიზნების გამო ცდილობდა, აკადიელებმა ამ ყველაფერს ბევრად ფართო მასშტაბური სახე მისცეს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის და წესრიგის პირველ გამოვლინებას სწორედ აკადიელების პერიოდში ვხვდებით. მეექვსე ქვე-რასის წარმომადგენლები ძალიან აქტიური ქმედებებით გამოირჩეოდნენ, ხშირად ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი დაჯგუფებები და ყველაფერ ამასთან ერთად აკადიელებს კოლონიზაციისკენ მიდრეკილება აღმოაჩნდათ.
რიგით მეშვიდე ქვე-რასა, მ ო ნ ღ ო ლ ე ბ ი ასევე გამოირჩეოდნენ აზროვნებით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მათ ბევრად დიდი რაოდენობით გადმოყვათ წინამორბედი რასების ჩვევები. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით – მეოთზე რასის. მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიდრეკილებებსა და მოგონებებს. გამომდინარე აქედან, მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ძველი ამავდროულად ყველაზე ჭკვიანურს წარმოადგენს. ნელ-ნელა კარგავდა მეშვიდე რასა აზროვნების ძალის მნიშვნელობას და ასევე კარგავდა საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი რასიდან მხოლოდ მეხუთე რასამ შეძლო აზროვნების უნარი სრულად გამოეყენებინა და მისი გამოყენებით აღმავლობისთვის მიეღწია. სხვა დანარჩენმა ექვსმა რასამ ეს, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.

P.S. ტექსტი არ წარმოადგენს პირდაპირ ციტირებულ თარგმანს. ეს არის ჩემი სიტყვებით გადმოცემული მოკლე ანალიზი დედამიწაზე ატლანტების ქვე-რასების წარმოშობის შესახებ. წყაროდ გამოყენებულია რ. შტაინერის „აკაშას ქრონიკებიდან“.

(Visited 414 times, 1 visits today)