abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ბიოლოგიური სიკვდილი _ მეტაფიზიკური უკვდავება

ბიოლოგიური სიკვდილი _ მეტაფიზიკური უკვდავება

სტატიის ავტორი givi

“რეინკარნაცია” არის ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელი; მთელი მისი “განვლილი გზა” აღიბეჭდება საკუთარ გენეტიკურ სტრუქტურაში. ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 4 ან 5 წუთის განმავლობაში (როდესაც ყველა ორგანო გაჩერდება “მეფე” ტვინის ბრძანებით) მთელ სასიცოცხლო ენერგიას მოიხმარს იგივე “მეფე” ტვინი (ამიტომ ხდება ენცეფოლოგრაფული აპარატურის მაქსიმუმამდე “გაშკალება”) მიკროკოსმოსის დონეზე ეს გალაქტიკის “აფეთქების” ტოლფესია, და აი, რატომ:

როგორც ცნობილია ტვინში არსებობს 100 მილიარდი ნეირონი; ისინი დაკავშირებულნი არიან ყველა ერთმანეთთან ესკონებით (გზებით) რომლებშიც ერთიმეორის მიმართულებით მოძრაობენ სინაპსები (ასაევე უთვალავი) თვითეულ სინაპსში რომელიც პატარა ბუშტუკივით არის, მოთავსებულია 1000-დან 10 000-მდე დენდრიტი, რომლებიც თვითოეულ დონეზე რაღაც ცხოვრებისეული იმფორმაციის მატარებელია, და იმ 4 ან 5 წუთის განმავლობაში ტვინის სიკვდილისწინა არანორმალურად აქტიური მუშაობის დროს ხდება ამ იმფორმაციის ერთგვარი რეალიზება მთელი გენეტიკური საწყისის ხაზით.(ყოველი ცოცხალი არსების ჩათვლით, რომლებმაც მოცემულ გენეტიკურ ხაზში გაიარა, და ეს შეიძლება იყოს ადამიანამდელი არსებებიც) საიდანაც დაიწყო მოცემული გენის სასიცოცხლო გზა; დროში ეს შესაძლებელია დაწყებულიყო დედამიწაზე პირველი სიცოცხლის ჩასახვის დროიდან; ამიტომ მოცემული 4 ან 5 წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგაც დგება ნეიროლოგიური სიკვდილიც, ცნობიერება ახერხებს დენდრიტებიდან მიღებული იმფორმაციის განცდას. სწორედ აქ იწყება “მეტაფიზიკა;” ტვინის 5 წუთიანი უმაღლესი აქტიურობა (ნეიროლოგიურ სიკვდილამდე) ცნობიერებაში გრძელდება ჩვეულებრივი აღთქმის რამდენიმე მილიონი წელით, და ეს არის სწორედ “უკვდაბება.” ცნობიერების მოგზაურობა წინაპრებისკენ. თუმცა არის კიდევ ერთი სავარაუდო გზა, მაგრამ ამაზე შემდეგ.

დნმ-ს მოვყევართ, უძველესი ნაცრისფერი წარსულიდან დღემდე, და წარმოუდგენელ მომავალში გაგრძელდება ეს სვლა; შეიძლება ჩამოყალიბდეს ფანსტასტიკური

თეორია, რომლის მიხედვითაც, სახეობის _ homo sapien-ის _ სასიცოცხლო ციკლი შეადგენს 8 ფაზას და რომელსაც სიცოცხლე ყველა ჟანგბადოვან პლანეტაზე, ჩვენ გალაქტიკაში, გაივლის მას თანმიმდევრულად. დედამიწის კაცობრიობა თავისი განვითარების მოცემულ ეტაპზე, ჯერ კიდევ იმყოფება ევოლუციის მე-4 ფაზის შუაში. წინ ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი. პირველი ოთხი ფაზა, პლანეტა დედამიწაზე შეესაბამება კოლექტიური აზროვნების უნარის მიღწევას.

შემდეგი ოთხი ფაზა ჩემი აზრით განსაზღვრულია ინფო, და ჰიპერსივრცეში ორიენტაციისთვის; ამ ფაზების ანალიზისთვის, და თეორიის შემდგომი ჩამოყალიბებისთვის კიდევ ერთხელ დავუშვათ ნეიროგენეტიკური ევოლუციის მდგომარეობის მოკლე ფორმულირება:

1. ჩვენ გალაქტიკაში არსებობს მილიონობით მზის სისტემა, რომელთა პლანეტებზეც ვითარდება ორგანული სიცოცხლე;

2. იმდენად, რამდენადაც ჩვენი პლანეტა იმყოფება ევოლუციის საშუალო განვითარების სტადიაში, G ტიპის მზის სისტემაში (5 მილიარდი წელი);

სავარაუდოა, რომ ჩვენი გალაკტიკის დასახლებულ პლანეტებიდან ნახევარზე მეტი შეიძლება ევოლუციურად განვითარებული იყოს

ჩვენზე უფრო გაცილებით დიდი ხნით.

3. ეს ჩვენზე უფრო განვითარებული კულტურები, რომლებიც შესაძლებელია მილიონობით არის, წარმოადგენენ ჩვენივე ევოლუციური განვითარების.

მომავალს; ისინი ჩვენ გვისწრებენ გენეტიკური დროით, და ჩვენც ვიქნებით “ისინი” მომავალში.

4. გალაქტიკის ყველა არსებულ ვარსკვლავურ სისტემაში მიმდინარეობს ერთი და იგივე ფიზიკო-ქიმიური პროცესები და წარმოიქმნება ერთი და იგივე ქიმიური ელემენტები.

5. სიცოცხლე იმ სახით, როგორიც არის პლანეტა დედამიწაზე, არ არის უნიკალური; ჩვენი ვარსკვლავური მეზობლები შესაძლებელია ისე

გვგავდნენ ჩვენ, როგორც წყლის ორი წვეთი;

6. პლანეტებს გააჩნიათ პლანეტარული არსებობის ზღვრული დრო, და ისინი იღუპებიან თავისი ვარსკვლავების ბოლო ფაზაში შესვლის დროს,

(წითელი გიგანტის ფაზა) ამიტომ ლოგიკურია, რომ ვივარაუდოთ სიცოცხლე პლანეტებს ტოვებს პლანეტის განადგურებამდე, ან სასიცოცხლო

რესურსის ამოწურვამდე;

7. ნეიროგენეტიკური თეორია ვარაუდობს, რომ სიცოცხლე უნდა მიგრირებდეს გალაკტიკაში, და არ უნდა დარჩეს მხოლოდ იმ პლანეტაზე რომელზეც წარმოიშვა.

8. სიცოცხლე ახალ პლანეტებზე წარმოიშობა ამინომჟავურ შენაერთებში, და ეს გენეტიკური პროგრამები შეიცავენ ევოლუციის გეგმას;

ეს გეგმები გათვლილია ალბათ მილიარდობით წლებზე. ამიტომ ევოლუციის ძირითადი ტაქტიკური ხერხები ზრის, სიცოცხლის მეტემორფოზები და მიგრაცია; სავარაუდოა, რომ ჩვენ ასევე “დათესილები” ვართ მილიონობით პლანეტაზე.

10. ადამიანს პლანეტა დედამიწაზე შსრულებული აქვს, თავისი ევოლუციური განვითარების თითქმის ნახევარი

(მე-4 ფაზა) თუ პლანეტა დედამიწას განვიხილავთ საშვილოსნოს ფაზაში, სიცოცხლე ამ პლანეტაზე ჯერ კიდებ არის ემბრიონი;

იმის შემდეგ როდესაც იგი დატოვებს პლანეტას, დაიწყება პოსტემბრიონული არსებობის ფაზა; ამით დასრულდება ემბრიონული ფაზა, და დაიწყება მომდევნო ოთხი ფაზის განხორციელება ეტაპობრივად; მომდევნო ოთხი ფაზა მიეკუთვნება ინფო-სამყაროში გადარჩენის შესაძლებლობებს; ტერიტორიული გაფართოებების მოცვას მაკრო, და მიკრო სივრცეებში (ერთი ატომის სტრუქტურიდან დაწყებული, სამყაროს უსასრულო სივრცე-დროთი დამთავრებული) ეს ოთხი ფაზა პასუხისმგებელია სივრცეში და დროში გაფართოების თვალსაზრისით.

1. ფაზა-სხეული როგორც ხომალდი იმფო, და ჰიპერსივრცეში;

2. ფაზა-ნერვული სისტემა როგორც თვითმართავი კომპუტერი;

3. ფაზა-გენეტიკური კოდი როგორც მოლეკულარული გონება;

4. ფაზა-სამყაროს ენერგიის მეტაფიზიოლოგიური ველები;

აი ეს გახლავთ დაახლოებით ჩვენი გენეტიკური უნარი, და შესაძლებლობა; იმედს არ ვკარგავ, რომ იმ ტრილიონობით ნუკლეოტიდიდან

ერთერთში სადაც ჩვენი ყველას ინდივიდუალური სიცოცხლე იქნება აღბეჭდილი, სადღაც რომელიღაც ჰიპერსივრცეში მარადიულად იარსებებს.

ეს არის ფილმი რიკ სტრასმანის კვლევის შედეგებზე: “სულის მოლეკულა”

აქ კი ელექტრონული ვერსია: ttp://www.koob.ru/strahssman/dmt_spirit_molecule

DMT (დიმეტილტრიპტამინი) ეს არის, როგორც მკლევარები აცხადებენ ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს ტვინში არსებული პენეალური ჯირკვალი. ეს ხდება სიკვდილისწინა გამოცდილების დროს, და ასევე სულიერი მდგომარეობის დროს რომელიც ვიცით როგორც “სამადჰი;” ნივთიერება აკავშირებს ქვეცნობიერს, და ცნობიერს; კარლოს კასტანედა იყენებდა “მესკალინს” (კაკტუსი პეიოტი, lofoforra wiliams) გამოდის რომ ПОНИМАНИЕ-ს (შინაგანი, სულიერი) მდგომარეობის მიღწევის დროს ტვინში თავისთავად გამომუშავდება დიმეტილტრიპტამინი, და ეს ბუნებრივია, რადგან მიიღწევა ერთგვარი შინაგანი “ნირვანა”, მაგრამ მოუმზადებელი ცნობიერება თუ ხელოვნურად მიაწვდის ამ ნივთიერებებს ორგანიზმს, ხდება ენით აღუწერელი, აბნორმალური შოკის მომგვრელი ხილვები “ჯოჯოხეთი.”

(Visited 1,648 times, 1 visits today)