abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ინდიგო და კრისტალური ბავშვები – მსგავსება და განსხვავება!

ინდიგო და კრისტალური ბავშვები - მსგავსება და განსხვავება!

ინდიგო ბავშვი არის ისეთი ბიჭი ან გოგო, რომელშიც ვლინდება ახალი და უჩვეულო ფსიქოლოგიური თვისებები, ყოფაქცევის ნიმუში – საზოგადოდ, აქამდე რომ არ ყოფილა დადასტურებული. ამ მოდელის საოცრად უნიკალური ფაქტორი მოუწოდებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება და აღზრდა ასეთი ბავშვების მიმართ, რათა დაეხმარონ მათ ცხოვრებაში ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევაში და თავიდან ააცილონ იმედგაცრუება.” 

/ლი ქეროლი & იან ტობერი/

ინდიგო ბავშვები ევლინებიან დედამიწას ბოლო 100 წლის განმავლობაში. ადრეული ინდიგოები იყვნენ პიონერები და გზის მჩვენებლები. II მსოფლიო ომის შემდეგ, ინდიგოების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიბადა. როგორც არ უნდა იყოს, მათი დაბადების შემთხვევები იყო ძალზედ იშვიათი და არა ისეთი ხშირი, როგორიც ეს 1990-იან წლებში და ამის შემდგომ შეინიშნებოდა. ყოველ შემთხვევაში, 2000-იანი წლების შემდეგ და დღეისათვის ინდიგოების გასაოცრად დიდი რაოდენობა იბადება და იბადებიან უფრო მეტად განვითარებული შესაძლებლობებითა და გაზრდილი ტექნოლოგიური და შემოქმედებითი გამოცდილებით.

ინდიგო ბავშვები ყოველდღიურად ევლინებიან ამ სამყაროს. ისინი არიან საკმაოდ ძალმოსილნი და მიზნად ისახავენ იყვნენ სხვათა გიდები, რათა შევიდეთ ცნობიერების ახალ ერაში, როგორც უწოდებენ “ახალ ოქროს ეპოქაში”.

ინდიგოს ჯგუფი შედგება უფრო მოზრდილებისგან 7-დან 30 წლამდე (1), რომლებიც, საბოლოო ჯამში, ერთიანდებიან “ინდიგო ბავშვების” სახელწოდებაში. ისინი ვერ შეესაბამებიან საერთო სიტუაციას ისეთ ადგილებში, როგორიცაა სახლი, სკოლა და სამსახური. ინდიგოები არიან აქ, რათა დაარღვიონ საზღვრები, რელიგიური, საგანმანათლებლო და სხვა სახის ლეგალური სისტემები, რომლებიც მიზანსა და მთლიანობას მოკლებულნი არიან. იმისათვის, რომ განახორციელონ ეს, ისინი დაჯილდოებულნი არიან ტემპერამენტით, სიმამაცითა და გამბედაობით.

ის მოზარდები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს და რომლებიც საერთო ფასეულობებთან შესაბამისობაში არიან, შესაძლოა ვერ უგებდნენ ინდიგოებს. ამ უკანასკნელთ ხშირად უსვამენ ფსიქოლოგიურ დიაგნოზს, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ ყურადღების დეფიციტს ჰიპერაქტიური მოშლილობის ფონზე (Attention Deficit with Hiperactivity Disorder (ADHD), ანუ ყურადღების ნაკლებობას (Attention Deficit Diorder (ADD). სამწუხაროა, როდესაც ისინი იძულებულნი არიან მედიკამენტები მიიღონ, რის შედეგადაც ხშირად იტანჯებიან ტრავმებით, რადგან, სინამდვილეში, ისინი დაბადებულნი არიან მსუბუქი ფორმის სტრესული მოშლილობებით. მათი პიროვნულობა სისტემატიურად იმარხება მედიკამენტებისა და ხანდახან რელიგიის ქვეშაც.

ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ იგრძნონ არაკეთილგანწყობა, როგორც ძაღლებს გააჩნიათ საფრთხის განცდა. ინდიგოებმა იციან როდის ატყუებენ, როდის მზრუნველობენ და როდის მანიპულირებენ. ამ კოლეტივის დანიშნულებაა წარგვიძღვნენ ახალ სამყაროსთან ინტეგრაციისკენ.

ინდიგოები ხშირად ვარდებიან წინააღმდეგობაში თავიანთ მშობლებთან, უმეტესად კი მამასთან მიმართებაში; ისინი გრძნობენ უზარმაზარ დაპირისპირებას მამის მხრიდანაც და საერთოდ, ოჯახის  მამრობითი წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული რეაგირება აქვთ ოჯახის უფროსის ნერვულ აშლილობებსა და შესაბამისად, კონფლიქტებზე. ინდიგოები ზრუნავენ იმაზე, რომ გაუგონ ადამიანებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მათსავე ბუნებაშია ტენდენცია, რაც წარმოქმნის გათიშულობას მათსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მიიჩნევენ “არათავისიანებად”.  ინდიგოები როდესაც თავს შემოჭილად და შეზღუდულად გრძნობენ, ხშირად ამჯობინებენ, რომ გაწყვიტონ ურთიერთობა მათზე ძალაუფლების მქონე პირებთან, ხშირად თავიანთი ცხოვრების სადავეებს თვითონვე იღებენ ხელში, მიდიან სახლიდან, პოულობენ თავიანთ გზას, იმის მიუხედავად, იწონებენ თუ არა მათ საქციელს, თუ ცხოვრების წესს.

ინდიგო ბავშვები დაბადებიდანვე განიცდიან რაღაც დანაკლისს და ერთგვარი კავშირის არქონას მამასთან, აშკარა უგულვებელყოფას ბიოლოგიური მამისას. მათ ხშირად უჩნდებათ დიდი სურვილი იმისა, რომ ჰყავდეთ ძლიერი ხელმძღვანელი. ისინი საჭიროებენ მაგალითს ხალხიდან და ყველაზე მეტად ისინი ითხოვენ პატივისცემას სამყაროსგან.

იმის გამო, რომ ინდიგოები განიცდიან კეთილშობილური ავტორიტეტის ნაკლებობას, დიდი მისწრაფება აქვთ ჩაებღაუჭონ ძალაუფლების მქონე ისტორიულ პიროვნებებს, უფრო ხშირად კი დიქტატორებს.  ინდიგოებს დიდად ხიბლავთ ისეთი ხალხი, როგორნიც არიან ნერუ, მუსოლინი, ჰიტლერი, ფრანკო; ასევე იზიდავთ ძველი ცივილიზაციები, რომის იმპერატორები, ძველი მეფეები, სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიები და ძველი დროის გმირები, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც დიდ  ძალას/ძალაუფლებას ფლობდა.

რა განსხვავება არსებობს ინდიგო და კრისტალურ ბავშვებს შორის?

ინდიგო და კრისტალური ბავშვები ქმნიან ორ ჯგუფს; პირველნი არიან ისინი, რომლებიც ინდიგოებად დაიბადნენ და ამჟამად, ასრულებენ თავიანთ ტრანსმისიას კრისტალურ ფაზაში გადასასვლელად. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი გაივლიან სერიოზულ სულიერ და ფიზიკურ ტრანსფორმაციას უკვე სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის. აღნიშნული პროცესი გააღვიძებს მათ “კრისტალურობას” მათსავე ცნობიერებაში და ამგვარი ზემოქმედებით ისინი დაუკავშირდებიან ევოლუციურ ტალღას, ე. წ. “ადამიან-ანგელოზებს”.

მეორე ჯგუფი კი შედგება იმ ინდივიდებისაგან, რომლებიც დაიბადნენ ინდიგოს თვისებების გარეშე, მაგრამ შეიძინეს კრისტალური ცნობიერება თავიანთი შრომისმოყვარეობითა და გულმოდგინებით, რომელიც მიმართეს, განსაკუთრებით, სულიერი წინსვლისკენ. ეს ადამიანები არასწორად აღიქმებიან და ხშირ შემთხვევაში, გაუგებარნი რჩებიან გარშემომყოფთა მხრიდან, უმთავრესად კი ამაში იგულისხმება მათი ქცევები საზოგადოებაში, სკოლის გარემო-პირობებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. მათ ხშირად უსვამენ ADD-ის (Attention Deficit Disorder) დიაგნოზს ან სხვა სახის ფსიქოლოგიურ შიზოფრენიასა თუ მძიმე დეპრესიას.

ტერმინები “ინდიგო” და “კრისტალი” გაჩნდა ამ ორი თაობის აღსანიშნავად, რომ ამით მოეხდინათ მათი აურის ფერისა და ენერგიის დეტალიზება. ინდიგო ბავშვებს აქვთ ძალზე ბევრი ინდიგო-ლურჯი თავიანთ აურაში. ეს არის “მესამე თვალის ჩაკრის” ფერი, რომელიც წარმოადგენს ენერგო-ცენტრს განთავსებულს შუბლთან, ზუსტად, თვალებს (წარბებს) შორის და რომელსაც ეწოდება აჯნა, რიგით მეექვსე ჩაკრა. კრისტალური ბავშვების უმრავლესობას კი აქვს ოპალისფერი აურა, თავისი უმშვენიერესი მრავალფეროვნებით პასტელის ტონებში.

ინდიგოებს ბევრი საერთო ნიშან-თვისება აქვთ კრისტალურ ბავშვებთან. ორივე თაობა ავლენს მაღალმგრძნობელობასა და ინტუიციას. რაც არ უნდა იყოს, ისინი მაინც არ არიან იდენტურნი; ინდიგო მიდრეკილია, რომ ჰქონდეს მეამბოხე სული და მძიმე ტემპერამენტი, ხშირად ჯანყდებიან, განსხვავებით კრისტალებისგან.

რა ვიცით ინდიგო, კრისტალურ, ბავშვებზე? (2)

1. აქვთ თავიანთი გამოკვეთილი ცხოვრებისეული მისია, მაგრამ ამავე დროს გრძნობენ, რომ სამყარო არაა მოწყობილი მათი გემოვნების შესაბამისად ისინი იწუნებენ მას.

2. არიან მაღალი ცნობიერების მატარებელნი და აქვთ ისეთი ცოდნა, რაც მათ ასაკთან შედარებით, როგორც წესი, შეუსაბამოა.

3. გამოხატავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას მსოფლიოში გავრცელებული და დოგმატური რელიგიების ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მიმართ.

4. აქვთ სიძნელეები წესრიგთან დაკავშირებით, ან კანონმორჩილ საზოგადოებასთან.

5. აღიქვამენ სამყაროს სხვაგვარად, ვიდრე ამას აკეთებს, ჩვეულებრივ, ადამიანთა უმრავლესობა.

6. აქვთ ძლიერი ინტუიცია.

7. არიან ტელეპატიურნი.

8. კარგად ერკვევიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

9. აქვთ უფროსობის/აღმატებულობის/ზედამხედველობის შეგრძნება.

10. ბუნებით არიან მაძიებელნი (ეძებენ პირს, რომელიც იქნება ავტორიტეტი).

11. აქვთ შეგრძნება იმისა, რომ დაიბადნენ, რათა განახორციელონ თავიანთი ცხოვრებისეული მისია და მიაღწიონ წარმატებას.

12. თავს გრძნობენ იზოლირებულად და მარტოდ თავიანთ წარმოდგენასა თუ რწმენაში.

13. თავს გრძნობენ ძალზედ ჩაკეტილებად თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებთან და მეგობართანაც კი.

14. იციან ჯდომა ლოტოსის პოზაში (ან იოგის სხვა რომელიმე პოზაში) ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში.

15. თავს გრძნობენ ანტისოციალურ არსებებად.

16. არიან ძალზედ მგრძნობიარენი მაშინაც კი, თუ გარეგნულად არ ემჩნევათ ეს.

17. ჰქონდათ/აქვთ მძიმე ბავშვობა.

18. არიან ვეგეტარიანელები ან ამცირებენ ხორცის შემცველობას თავიანთ რაციონში.

19. მათ ყურადღებას იქცევს სახელი ლუციფერი (აქვთ უდიდესი ემოციონალური შეგრძნება, როდესაც ეს სახელი ესმით, ან ამბობენ).

20. ხშირად ხედავენ ნათელ სიზმრებს.

21. მეტწილად გამოირჩევიან დიდი, ფართო და ღია ფერის თვალებით, ხშირად გიჟური გამოხედვითაც კი.

22. აქვთ განსხვავებული გარეგნობა, შეიძლება ახასიათებდეთ კრისტალის მსგავსი სილამაზე და კლდეების მაგვარი სისადავე.

23. ისინი ხშირად იჭერენ საკუთარ თავს იმაში, რომ არიან უმიზეზოდ აგრესიულნი, ან სასოწარკვეთილნი/გაუწონასწორებელი სულიერი განწყობილება აქვთ.

24. აქვთ კარგი გემოვნება და აფასებენ ხარისხს.

25. ახასიათებთ რკინისებრი ნებისყოფა.

26. ძლიერი ხასიათისანი არიან, გამბედავნი და შეუპოვარნი.

27. იზიდავთ ძველი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციები, როგორიცაა შუამდინარული (შუმერულ-ასურულ-ბაბილონური), ეგვიპტური, ინდური, ჩინური, იაპონური და ანტიკური (ძველი ბერძნული/რომაული) ცივილიზაციები და სხვ.

28. იზიდავთ ისეთი ადამიანები ან არქეტიპები, რომელთაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს ან უარყოფით პიროვნებებად ითვლებიან. მაგალითად, სატანა, ალექსანდრე მაკედონელი, ვლად დრაკულა, ადოლფ ჰიტლერი, მაჰათმა განდი და სხვ.

29. არიან შემოქმედნი, არტისტულნი და მარალინტელექტუალურნი.

30. ლაპარაკობენ თავიანთ წარსულ ცხოვრებაზე, როცა იყვნენ პატარები, მაგრამ გაიზარდნენ და ამის შესახებ ავიწყდებათ.

31. ხშირ შემთხვევაში, მათი ფიზიკური მონაცემები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ინდიგო ბიჭია, გოგო, მოზარდი, თუ ბავშვი…

32. ხშირ შემთხვევაში ლაპარაკს სწავლობენ საკმაოდ გვიან და მიზეზი ამისა, არის უსიტყვო კომუნიკაციისადმი მიდრეკილება.

33. ემალებიან ხალხს ადრეულ ასაკში 1-4 წლამდე.


(1) ეს მონაცემი არის პირობითი იმის გათვალისწინებით, რომ დროში ცვალებადია;

(2) ბევრი რამ ჩემი დაკვირვების შედეგად მაქვს დამატებული პუნქტების სახით უკვე საზოგადოდ არსებულ ინფორმაციაზე.

სტატიის ავტორი: Narilla

(Visited 3,060 times, 1 visits today)