abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

სინათლის მმართველობა

სინათლის მმართველობა
სტატიისა და ლექციის ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი
სამყაროს სინათლე მართავს. “სინათლე” და “სამყარო” – ეს სინონიმებია რუსულ ენაზე (“на всем свете” = “во всём мире”).
ყოველი არსებული მოვლენის არსი – სინათლეა, დაწყებული კვანტიდან, ყველა არსების ჩათვლით და დამთავრებული მზით, რომლის სიმრავლეც გალაქტიკებს და სამყაროებს ქმნის, რომელთა არსიც ასევე ნათელია. იგი აერთიანებს ყველას და ყველაფერს. იგია ჭეშმარიტი მმართველი. ვერავინ ვერასოდეს წაართმევს მას მმართველობას.

ბნელი – ესეც არსებული მოვლენაა. მაგრამ იგი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ნათელი არსებობს. სიბნელე სინათლის ჩრდილებს ქმნის, აღნიშნავს მმართველს და ემსახურება მას.

ბნელი – ეს სიმრავლეა, რომელიც ერთი ჭეშმარიტი ნათლიდან მოდის. სიბნელეს წყარო არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ სინათლის წყარო. ყოველი არსება მხოლოდ არსისგან იშვის. არსი კი სინათლის წყაროს წერტილია. როცა ნათელი მოდის, ბნელს აღარ შეუძლია დარჩენა და ქრება. ბნელს არ შეუძლია განაგდოს ნათელი, რადგანაც იგი მსახურია. ერთი ვერ ემსახურება ყველას, მაგრამ ერთს შეუძლია მართოს ყველა. ასეთია ნათელის კანონი.

როგორც კი სინათლის წყარო ჩნდება, ყველა არსება მისკენ მიიწევს და მის გარშემო ლაგდებიან იმ დაშორებით, რომელსაც დასაშვებად თვლიან თავიანთი არსებობისათვის. ყოველი არსება ვერ ბედავს მიუახლოვდეს სინათლის წყაროს იმდენად, რომ მის ადგილას დადგეს. არსებებს შეუძლიათ მხოლოდ ის ადგილი განსაზღვრონ, რომელსაც სინათლესთან დამოკიდებულებაში დაიკავებენ. ყველა არსება, წარმოადგენს რა თავისი არსით მანათობელს, თავიანთ არსებობას სინათლის წყაროსგან მხოლოდ გარკვეულ მანძილზე გრძნობენ ისე, რომ წყარომ არ ჩაყლაპოს მათი ინდივიდუალური ნათება. მაგრამ ამავე დროს ყოველი არსება იზიდავს და ყლაპავს შედარებით ნაკლებად მანათობელ არსებას თავის გარშემო და უფრო ძლიერად ნათდება. და შესაბამისად ამით იძენს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად მიუახლოვდეს საყოველთაო სინათლის წყაროს. ამგვარად ბუნებრივად ვლინდება იერარქიის პრინციპი სამყაროს მართვაში – იმ სამყაროსი, რომლის ორგანიზებასაც ესა თუ ის არსება ახდენს. სამყაროები უსასრულოდ მრავალია. ისინი ყველანი განსხვავდებიან მათი ორგანიზატორი არსებების ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

ჩვენი სამყაროს სივრცეში სინათლის და სასიცოცხლო ძალის წყარო – მზეა. იგია – მმართველი. როცა მზე (მისი არსი) მოვიდა ჩვენს სივრცეში, სივრცე მისი მმართველობის ქვეშ განლაგდა, და მის გარშემო გამოვლინდნენ არსებები – მისი დამხმარეები – პლანეტები. ყოველი პლანეტა თავისი არსით ასევე მზეა (პლანეტის ბირთვი), რომელიც თავის გარშემო უამრავ არსებას წარმოქმნის სხვადასხვა მინერალების, წყლის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სახით. ყოველი არსება პლანეტაზე – ასევე პატარა მზეა, რომელიც თავის გარშემო სხეულს ქმნის – სისტემას, რომელიც ამ არსებას სიცოცხლეს უნარჩუნებს. ყოველი სისტემა მრავალი პატარა არსებისგან შედგება, რომლებიც მმართველ არსებას – სინათლის წყაროს – ემსახურებიან.

მზე არა მხოლოდ სიცოცხლეს აძლევს ყველა არსებას, არამედ წარმოადგენს ცვლილებების, მოძრაობის და განვითარების მიზეზს. იგია – ჩვენი სამყაროს დროისა და სივრცის მიზეზი. იგი დღისა და ღამის, ზაფხულის და ზამთრის, წლის უფრო პატარა ციკლების, ფიზიოლოგიური არსებების შინაგანი რიტმების, ქსოვილთა უჯრედების, მოლეკულების, ატომების და კვანტების პულსაციის მიზეზია.

როცა მმართველი ჩნდება, ყველაფერი მას ერთს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ მაშინ იმუშავებს ყველაფერი ჰარმონიულად, როგორც მთლიანი ორგანიზმი – უზენაესი არსების ორგანიზმი – რომელსაც ჩვენს სამყაროში მზე წარმოადგენს. ძველ დროში ასეთი წარმომადგენელი ხალხში მეფე იყო. მეფე – უძველესი გვარის წარმომადგენელია, რომელმაც ძალა დააგროვა და მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს სხვა გვარებზე, რომლებიც ერთიანობაში ერებს ქმნიან. მეფე ემორჩილება მზეს – რადგანაც მისი წარმომადგენელია. მას შეუძლია მხოლოდ სინათლის პრინციპებით იხელმძღვანელოს. რადგანაც როგორც კი გადაუხვევს ამ პრინციპს, მისი მმართველობა დასრულდება. ხალხი აღარ დაუჯერებს მას, აღარ ემსახურება მას, შეიძულებს მას. ამიტომ მეფეს არ შეუძლია არ ემსახუროს სინათლეს. იგი მისით უნდა გაიჟღინთოს და უფრო მეტად მოიპოვოს მისი ძალა. ადამიანების რწმენა ძლიერი და სამართლიანი მეფისადმი მათ არსშია ჩადებული. სინათლის მსახურების სურვილი დაბადებიდანა არსებობს ჩვენში. ყოველ ჩვენგანს უნდა რომ სინათლის მსახური იყოს. მაშინაც კი, თუ გარეგნულად ჩვენივე თავისთვის და გარშემომყოფებისთვის დამანგრეველად ვმოქმედებთ, პირვანდელად მაინც ჩვენი სინათლისადმი სწრაფვით ვხელმძღვანელობთ. მაგრამ არ გვაქვს რა სათანადო აღზრდა და ცოდნა, მრავალ შეცდომას ვუშვებთ, რომლებიც უმაღლეს მიზანს ფარავენ ჩვენგან. შეუძლებელია სიცარიელით ვიყოთ აღვსილნი. შესაძლოა აღვივსოთ (აღვიზარდოთ) მხოლოდ არსებების მიერ, მხოლოდ სინათლის მიერ. ცოდნა და ხედვაც ასევე მხოლოდ სინათლის შეგვიძლია და სინათლისვე წყალობით. სიბნელის დანახვა შეუძლებელია, შეუძლებელია სიბნელის წყალობით დანახვაც. გრძნობათა მრავალფეროვნების სიხარულის განცდაც მხოლოდ სინათლის მეშვეობითაა შესაძლებელი. სიბნელე – ეს ერთფეროვნებაა, გათანაბრებაა, ყველაფერი თანაბარია. სინათლისთვის ყველაფერი თანაბარი არაა. სინათლისთვის ყველაფერი არსებობს – ყველა შესაძლებლობა და ყველა არსება, რომელთაც თავიანთი ადგილი აქვთ მზის ქვეშ.

თარგმნილი  Atman-ის მიერ

(Visited 955 times, 1 visits today)