abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

საყოველთაო სიყვარულის კრისტალი

საყოველთაო სიყვარულის კრისტალი

მთარგმნელი Narilla

უამრავ მიმართვაში, განსაკუთრებით ბოლო დროს რაც გავრცელდა, ბევრი ითქვა ადამიანებში საყოველთაო სიყვარულის გამოვლენის ძალასა და საჭიროებაზე – ყველაზე ძლიერ ენერგიაზე, რაც კი რამ მონაწილეობს სამყაროს ქმნადობის პროცესში, სწორედაც რომ ამის საშუალებით ქმნიან სამყაროს დემიურგი-ღმერთები და პირველმქმნელები. ეს ენერგია ითვლება ყველაზე უფრო ძალმოსილ იარაღად ნებისმიერი სირთულისა და დაბრკოლების გადასალახავად, ასევე ნეგატიური ენერგიისა და გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

საყოველთაო სიყვარული აგრეთვე ითვლება თავდაცვის საკმაოდ ძლიერ და საიმედო იარაღად – არავის და არაფერს არ შეუძლია მოგაყენოთ ზიანი, თუ თქვენ წარმოადგენთ საყოველთაო სიყვარულის აქტიურ წყაროს და ამავდროულად, თქვენ თავად არ შეგიძლიათ ვინმესთვის ზიანის მიყენება და ასევე თუ თქვენ გამუდმებით გრძნობთ ამ მაღალ ენერგიას.

ბევრ ადამიანს ესმის ამის, მაგრამ არ შეუძლიათ გაატარონ ის პრაქტიკაში, რადგან არ იციან რა არის საყოველთაო სიყვარული, სად აიღონ ის და საერთოდ, როგორ განეწყონ ამ ვიბრაციის ენერგიის მიმართ. ეს კი ნამდვილად ითვლება სირთულედ, რადგან ჩვენი სამყარო დიდიხნის განმავლობაში ცხოვრობდა დაბალ ვიბრაციებში, როცა სასწაულებად ნათლავდნენ ღვთიური ენერგიების გამოვლინებებს. ადამიანები გაცილებით ახლოს და კომფორტულად იმყოფებიან სიხარულის ენერგიასთან, ვიდრე საყოველთაო ღვთიურ ენერგიასთან, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს უმაღლეს ვიბრაციებს – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავება ამ ენერგიებს შორის ვიბრაციის დონეზე ძალზე მცირეა და ამიტომ მათ შორის არსებული შუალედური მდგომარეობა უნდა მივიჩნიოთ ადამიანის ერთ-ერთ ბუნებრივ შესაძლო მდგომარეობად.

მაგრამ მე-5 სიმკვრივის მაღალვიბრაციული ენერგიის შემოსვლის შედეგად, მიმდინარეობს საყოველთაო ენერგიის კონცენტრაციის აწევის პროცესი, ძველი ენერგიების დიდი ნაწილი დუალურად არსებობს, შემდეგ კი ნელ-ნელა უახლოვდება შემოქმედს, რათა გამოვლინდეს და თავად გახდეს თანაშემოქმედი. ხოლო რაც უფრო უახლოვდება  ჩვენი სამყარო ამგვარი ტრანსფორმაციის დასასრულს, მით უფრო საჭირო იქნება, რომ ადამაინებმა რაც შეიძლება მეტი სინათლე გამოასხივონ, რათა ვიბრაციის დონეზე წყვეტა ჩვენსა და დედამიწის ენერგიებს შორის იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ ჩამოვრჩებით ამგვარ თანაფარდობას.

ამ ამოცანის გადასაჭრელად შამბალას მოძღვრებმა შექმნეს საყოველთაო სიყვარულის კრისტალები, რომლებშიც კონცენტრირებულია თეთრი ფერის ნათება და წარმოადგენენ საყოველთაო სიყვარულის წყაროს. მისი ნაწილები ყველა ადამიანის მკერდშია მოთავსებული, თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული მას ავლენს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესაა მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელსაც ატარებს ყოველი ადამიანი, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ ყოველ ინსტრუმენტს სჭირდება თავისი ოსტატი. თვითონ ადამიანზე, მის მისწრაფებაზე, სურვილსა და ცნობიერების დონეზე არის დამოკიდებული ამ ინსტრუმენტის მუშაობა – კრისტალის ინტენსიური და ძლიერი ნათება. თუ ადამიანი მიისწრაფვის სინათლისკენ, მაშინ მას დაეხმარება მთელი სამყარო – სინათლის იერარქია, დემიურგი-ძალები; მაგრამ თუ მას ეზიდება თავისკენ სიბნელე და გამუდმებით ვარდება ბოროტებაში, მაშინ ვერანაირი კრისტალები ვერ შემოაბრუნებს სინათლისკენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად არ გააკეთებს არჩევანს, რომელიც მის მოქმედებებზეც აისახება. კრისტალი არ გააკეთებს ადამიანის მაგივრად რაიმე სამუშაობს, არ ჩაუტარებს მას ცხოვრების გაკვეთილებს.

კრისტალის გასაძლიერებლად, ადამიანმა უნდა მოახდინოს კონცენტრაცია და შექმნას შესაბამისი ფიქრის ობიექტი: „საყოველთაო სიყვარულის სხივი!“ და გამოუშვას ის კრისტალის გავლით. მასთან მიმართებაში, საკმარისია, რომ ჩვენი ყურადღების ფოკუსირება მოვახდინოთ მასზე, რითაც მისი მუშაობის ეფექტი უფრო გაძლიერდება. რაც უფრო მეტს და დიდხანს იმუშავებს ადამიანი საყოველთაო სიყვარულის კრისტალთან, მით უფრო მეტად აივსება ამ ენერგიით ჩვენი ნატიფი სხეულები, მის გარშემო სივრცე და ადამიანები, რომლებიც მის ირგვლივ იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, ეს კრისტალები განუწყვეტლივ გასცემენ საყოველთაო სიყვარულის ენერგიას, მაშინაც კი, როცა ადამიანი მიზანმიმართულად არ არის კონცენტრირებული მასზე. მაგრამ მთავარი მისი ღირებულება და ღირსება ისაა, რომ ის თვითონ არის ერთგვარი კამერტონი იმისათვის, რათა ადამიანი გადაეწყოს მაღალი ვიბრაციის ენერგიაზე. მართლაც, ის არის თავისებური გენერატორი, რომელსაც თავისი დანიშნულების შესასრულებლად და თავისი მოქმედების ეფექტის გასაძლიერებლად სჭირდება მხოლოდ გულწრფელი სურვილი და მონდომება გამოასხივოს და იცხოვროს მაღალი ვიბრაციის საყოველთაო სიყვარულის ენერგიით.

(Visited 1,155 times, 1 visits today)