abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 1

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 1

ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ….. არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია .

 ზუსტად ამ სახის სურათს ალბათ ვერსად შეხვდებით, ბევრი რამე გაუგებრად და აბდაუბდად მოგეჩვენებათ, არც ზუსტად რომელიმე რელიგიასა თუ რწმენაში ჩაჯდება. და ვისშიც წინააღმდეგობას გამოიწვევს, უბრალოდ დაივიწყოს რასაც წაიკითხავს. და რაღა თქმა უნდა არ ჩათვალოთ სრულ ჭეშმარიტებად ყველაფერი . ჭეშმარიტებას, ნამდვილ პასუხებს ყველა ჩვენთაგანი ატარებს, მის მისაგნებად კი, უფრო სწორად გასახსენებლად, უამრავი გზა არსებობს.
ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი – თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას.
ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს. და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია – სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია.(ტერმინოლოგია პირობითია ) და თუ რეალური მხოლოდ ნათელი ენერგიაა, საიდან ვხვდებით ამდენ ბოროტებას, ამდენ სიბნელეს?! თავის დროზე, ამ კითხვაზეც ვუპასუხებ…..
ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია , ოღონდ უკვე ანალოგიების გაკეთება შეიძლება), აქ სხვადასხვა თემაში ეწერა სულის ფრაგმენტაციაზე, მის დაყოფაზე, სული მის ინდივიდუალობას, მხოლოდ მონადის ბოლო ეტაპზე, ფრაგმენტაციის შემდგომ ახერხებს, ამ დროს ის ჯერ კიდევ სრული მონადაა, გაწონასწორებული ქალური და მამაკაცური ენერგიებით, მაგრამ აქედან თავისი სრულყოფილების გამო, ვერ შეძლებს დაბლა დაშვებას და შესაბამისად ვერანაირ გამოცდილებას ვერ მიიღებს გარდა სრულყოფილებისა. ამიტომ იგი ყოფს მის დაბალანსებულ ენერგიას ქალურ და მამაკაცურ საწყისად და იწყებს პირველ და ერთადერთ რეალურ დაბადებას სამყაროში, მის მენტალურ პლანზე. იშენებს მენტალურ სხეულს. სულის ცნობიერება ერთდროულად იბადება ქალის და მამაკაცის სხეულში, სხვადსხვა ადგილას (მინუს-პლიუსის პრინციპით ერთმანეთი რომ არ მიიზიდონ), მაგრამ ეს ხდება არა ჩვენთან, არამედ გაცილებით ზედა განზომილებაში.

 

ეს არის ფორმების სამყარო, ანუ პირველი მატერიალური სამყარო, სადაც სული პირველად იწყებს ფორმების ჩამოყალიბებას, მის ზემოთ მხოლოდ სუფთა ენერგია, აბსოლუტური ინტელექტი, ვიბრაციაა რომელთა აღქმაც შეუძლებელია და არანაირი ფორმები, ჩვენი გაგებით არ არსებობს.
ამ სამყაროს შეგვიძლია ვუწოდოთ მეთორმეტე განზომილება, ესეც პირობითია, და აღებულია შვიდი ძირითადი განზომილების და მისი ხუთი ობერტონის მიხედვით, რეალურად კი თითოეულ განზომილებას გააჩნია შვიდი ძირითადი ქვეგანზომილება თავისი ხუთი ობერტონით, რასაც ისევ მაგიურ 144-მდე მივყავართ (საწყისს, ღმერთს გამოყოფილი სული თორმეტად ფრაგმენტირდება და თითოეული ისევ თორმეტად, ასე რომ საბოლოოდ 144 სრულყოფილი მონადაა), მაგრამ ქვეგანზომილებებს შორის დროის ბარიერი არ არსებობს და მათი საზღრების გადალახვა ადვილად ხდება ფიზიკურ პლანზე, როგორც პლანეტარულ ასევე ადამიანებისათვის, ეს თითქმის შეუმჩნეველია, მაგალითად ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი განზომილების ყველა ქვეგანზომილება, და დიდი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ძნელი არ არის ამ ზღვრების პოვნა ჩვენს ისტორიაში, ნამდვილი ბარიერი ძირითად განზომილებებს შორის იმყოფება, მათ შორის დროის ბარიერი, და ახლა ჩვენ – როგორც კაცობრიობა, ისე მთლიანად მზის სისტემა, ასეთ ზღვართან ვიმყოფებით.
მეთორმეტე განზომილება არის ის რეალური სამყარო, სადაც ნამდვილი სიცოცხლე მიმდინარეობს, სადაც ნამდვილად რეალურად ვარსებობთ და საიდანაც იწყება ქვედა განზომილებების სამყაროების შექმნა, იქაური ცხოვრების წესის და “ტექნოლოგიების” აღწერის ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის ღმერთების თუ ნახევრადღმერთების, მეტატრონის, მთავარანგელოზების, სრულყოფილი არსებების ისეთების, როგორადაც ისინი წარმოგვიდგენია, სამყარო. იქ ჯერ კიდევ არ არის ასტრალური სხეული, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის. ენერგია უწყვეტი და ინტენსიურია, შესაძლებლობები ამოუწურავი.

 

ასეთი სამყაროები უამრავია, კოსმოსში, ჩვენთვის ნაცნობ თანავარსკვლავებზე ჩვენივე გალაქტიკაშიც, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობ და ხილულ სამგანზომილებიან სივრცეში.
მას შემდეგ, რაც სული სხეულით შეიმოსება ამ სამყაროში, იწყებს თავისი შესაძლებლობების გამოცდას, მისი შესაძლებლობები, როგორც ავღნიშნე შეუზღუდავია, მაგრამ სანამ შექმნას დაიწყებდეს, გამოცდილება უნდა მიიღოს, ანუ გაიაროს ქმნილების ყველა ის ასპექტი, რისი შექმნაც მას შეუძლია, ამიტომაც იწყებს დაბლა დაშვებას. ამისათვის სული, უფრო სწორად სულის ცნობიერება (სული ყუველთვის იმყოფება მონადაში, რომელიც მატერიალურ სამყაროს ზემოთაა), ტოვებს სხეულს, მთელი ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ერთ ფიზიკურ ატომში, რომელიც უცვლელია ყველა განზომილებაში და სულს ყველა ტრანსფორმაციისას უცვლელად მიყვება.
რომ დავინახოთ როგორ მოგზაურობს სული, უფრო შორიდან დავიწყოთ, მივყვეთ იმ სულების გზას, რომელთაც გაირეს ყველა შესაძლო განზომილება ჯერ ზემოდან ქვემოთ, მერე ქვემოდან ზემოთ და უკან თავიანთ სამყაროში, თავიანთ სხეულებში დაბრუნდნენ, ასეთი გამოცდილება მიღებულ სულებს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ღვთიურ საწყისს ან იწყებენ “მსახურებას”, რომელიც მრავალგვარია. უმეტესობის ალბათ ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ერთერთი და ჩვენთვის საინტერესო არის ქვედა განზომილებების შექმნა, ასეთი სულები იწყებენ ახალი სამყაროების შექმნას ზემოდან ქვემოთ, შექმნა იწყება ზედა სამყაროს ანალოგიურად, მაგრამ თავისთავად ნაკლები ღვთიური ენერგიით, შემდეგ ამ შექმნილ სამყაროში “ჩამოდიან” აქედან ისევ იწყებენ ქვედა სამყაროების შექმნას… როგორც დაახლოებით წარმოიდგინოთ, კიბის ზედა საფეხურზე დგახარ, ქვედა კი შენ უნდა დააგო, რომ ჩამოხვიდე და ასე შემდეგ, სანამ ბოლო საფეხურამდე, ანუ ჩვენნაირ ფიზიკურ სამყაროში არ დაეშვები. და აქედან ისევ ზემოთ იწყებენ ასვლას უკვე მათი დაგებული საფეხურებით. ეს რაც შეიძლება ზოგადად, მერე ვეცდები, უფრო კონკრეტულად ავღწერო
ჩვენ ახლა ერთ-ერთ ასეთ აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს სამყარო ჩვენ არ აგვიგია, ჯერ მხოლოდ გამოცდილების ნახევარი, უფრო სწორად თითქმის მთელი გამოცდილება გავიარეთ, ოღონდ უკან ისევ იგივე საფეხურებით, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერვალებით უნდა დავბრუნდეთ. ის სულები ვინც გაიარეს მთელი გამოცდილება, ეს სამყარო “შექმნეს” და ჩვენი მეგზურები არიან ამ სამყაროში მელქისედეკები არიან.

 

უფრო სწორად, მელქისედეკები ისინი არიან, ვინც განვითარების ორივე – დაღმავალი და აღმავალი გზა გაირა, შემდეგ სამყაროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა და საბოლოო “მსახურების” გზად ამ სამყაროში განზომილებათა შორის მოგზაურობა-მოძრაობის “მოწესრიგება” დაიკისრა. მოძრაობა, ჩვენი გაგებით, სხეულის სივრცეში, გარკვეულ მანძილზე, გარკვეულ დროის მონაკვეთში გადაადგილებაა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ პროცესს, რაც ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას ხდება, რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ მოგზაურობას თუ საერთოდ მოძრაობას ვუწოდებთ. ცნობიერების ბოლომდე შენარჩუნებით განზომილებების გადაკვეთა მერკაბის საშუალებით ხდება, მერკაბა – ცოცხალი ენერგეტიკული ველია, რომელიც სხივური სხეულის ირგვლივაა აგებული. სხივური სხეულის პროეცირება ხდება ჯერ კიდევ პირველ სხეულში მყოფი სულის მიერ, სანამ სხეულს დატოვებდეს, და მას შემდეგ, სანამ მილიონობით წლების შემდეგ (ჩვენი გაგებით), კვლავ თავის სხეულში დაბრუნდება, სულს ყოველთვის, ყველა განზომილებაში და ცხოვრებაში შეუძლია ცნობიერება გადაიტანოს სხივურ სხეულში და გააცოცხლოს მისი მერკაბა.
დავუბრუნდეთ ისევ მეთორმეტე განზომილებას, ერთადერთ რეალურ სამყაროს, სადაც დრო, ისეთი როგორც ვიცით, არ არსებობს, სადაც მხოლოდ ღვთიური სიყვარული და სრულყოფილებაა, სადაც სულ სხვა, არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, სადაც ნამდვილი ცხოვრება და ნადვილი სახლია, ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ოჯახია. და საიდანაც სული იწყებს დაბლა დაშვებას გამოცდილების შესაძენად და ყველა იმ შესაძლებლობების სანახავად რისი შექმნაც ან რაღაც მსგავსის, მერე შეეძლებათ. გარკვეული მომზადების შემდეგ, როდესაც უკვე მზადყოფნას გრძნობს, ქმნის სხივურ სხეულს და მერკაბის საშუალებით ეშვება ერთი განზომილებით დაბლა, მისი სხეული ამ დროს რაღაც ანაბიოზისმაგვარ მდგომარეობაშია მზრუნველი ყურადღების ქვეშ, სული კი (სულის ცნობიერება) – სხივურ სხეულში, რომელიც სხეულთან ენერგეტიკული არხით არის დაკავშირებული, ეს ენერგეტიკული არხი უწყვეტია სულის მთელი მოგზაურობის მანძილზე……

 

თვითონ პირველი სხეული იგივე ენერტგეტიკული არხით დაკავშირებულია სულთან – სრულყოფილ მონადასთან, რომელიც თავის მხვრივ აბსოლუტურ სრულყოფილებასთან, პირვესაწყისთან არის პირდაპირ კავშირში, რომელიც ასევე ამ ენერგიის ერთადერთი უშრეტი წყაროა და რომლის აღსაწერადაც ერთადერთი სიტყვა არსებობს ჩვენს ცნობიერებაში – ღმერთი. ეს არის ის ერთადერთი ენერგია (რამდენი ერთადერთი გამომივიდა smile.gif ), რომელიც რეალურად არსებობს სამყაროში, სუფთა სინათლის და უპირობო სიყვარულის ენერგია, და რომელიც იტოტება, იყოფა, სახეს იცვლის, ტრანსფორმირდება, აშენებს და ანგრევს სამყაროებს როცა დაბლა ეშვება, როცა დაბალ განზომილებებს ქმნის, მაგრამ მისი არსი უცვლელი რჩება. როდესაც სული განვითარების ყველა საფეხურს გაივლის, დაუბრუნდება სხეულს, მერე ისევ დაბლა დაეშვება ახალი სამყაროების შესაქმნელად, და თავისივე შექმნილი სამყაროების გზით ისევ უკან დაბრუნდება, და იპოვის თავისივე თავის ნაწილს, თავის წყვილს, არჩევანი აქვს დაბრუნდეს მონადაში, დაიწყოს ზემოთ ასვლა ენერგეტული გზით სათითაოდ შეუერთდეს ყველა მის ფრაგმენტს, ამგვარად გაერთიანებული სული უზარმაზარ ენერგიას აგროვებს და შეუძლია არა მარტო გამოეყოს პირვესაწყისს, არამედ უკვე თვითონ გახდეს იგივე ენერგიის ახალი უშრეტი წყარო და პირველსაწყისი, ახალი სამყაროს დასაბამი…..

სტატიის ავტორი: ქეითი

(Visited 646 times, 1 visits today)