abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მაგიური კანონები

მაგიური კანონები

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

(მეორე ნაწილი)

5. რითმის კანონი

• ყველაფერი მიმოქცევისგან შედგება; ყველაფერი მაღლდება და დაბლდება; ყველაფერი შეედინება და გამოედინება.
• ყველაფერს თან ახლავს რხევა. მარცხინვ გადახრა, მარჯვნივ გადახრის ტოლფასია. რითმი კომპენსაციაა.

ყველაფერი რითმულ რხევას ექვემდებარება, რომელიც ორ პოლუსს შორის გაედინება.
• ქმედება და უკუქმედება.
• პროგრესი და რეგრესი.
• აღმასვლა და დაღმასვლა.
ეს დამახასიათებელია ყველაფერ არსებულისთვის.

• რითმის პრინციპი, ქანქარის რხევის სიმბოლიზირებას ახდენს. სამყაროს შექმნა ხსენებული კანონით შედგა. შექმნის დრო, მისივე კვლავ შეერთების დროის ტოლფასია.
ამ გზით ყალიბდებიან ერები, აღწევენ პიკს, ხოლო შემდეგ იწყება რეგრესი. გულისა და ღვიძლის მოქმედება, ძილი და სიფხიზლე – ქანქარის რხევის კანონს ექვემდებარებიან.

• ქანქარას კანონის დაძლევა შესაძლებელია პოლარულობის პრინციპის გამოყენებით – თუ ნეგატიური ტალღის ტრანსმუტაციას შევძლებთ დადებითით.
ეწ. კომპენსაციის კანონს ბევრი საერთო აქვს რითმის კანონთან, რადგან კომპენსაცია წინასწორობას და ბალანსს ნიშნავს.
• ადამიანი გაცნობიერებულად ამბობს უარს გარკვეული რაოდენობის ნივთზე, რომელიც შეიძლება მას ეკუთვნოდეს მომავალში. ამის გამო, ქანქარის საპირისპირო მხარე არ ართმევს იმას, რაც უკვე აქვს.

ტოლტეკებს ჯეროდათ, რომ ყველა იბადება თანაბარი რაოდენობის შესაძლებლობებით, მაგრამ შემდეგ ხდება მათი სხვადასხვანაირად გადანაწილება.
– ერთი მხარე მთელ ძალებს მატერიალურ უზრუნველყოფაზე ხარჯავს და აღარ იტოვებს სულიერი განვითარების და ჯანმრთელობისთვის საჭირო ენერგიას.
– მეორე მხარე ასევე დიდ ენერგიას ახმარს შინაგან სიყვარულს და ასევე სულიერი და ფიზიკური ავადმყოფობების მსხვერპლი ხდება.
შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ცოცხალ არსებას, დაბადებისას ერთი კილოგრამი ჯადოსნური თიხა ეძლევა.
– ერთი, ამ თიხისგან ძერწავს მანქანას, აგარაკს, სახლს და ჯანმრთელობისთვის იტოვებს 10 გრამს.
– მეორე კი მთელ თიხას ახმარს ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხოლო ოჯახისთვის აღარაფერს იტოვებს.

6. კარმის კანონი

• ყოველ მიზეზს, მოჰყვება მისივე შედეგი; ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი; ყველაფერი ექვემდებარება ამ კანონს.
• შემთხვევითობა არის ის, რაც ადამიანებმა კარმის კანონს უწოდეს.

მიზეზებისა და შედეგების კავშირის მრავალი საფეხური არსებობს, მაგრამ მოცემული კანონის გვერდის ავლა არც ერთ მათგანზე არ ხდება.
სამყაროში არაფერია შემთხვევითი. ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი.
კარმის კანონს, რითმის კანონს თუ შევუსადაგებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ყოველი შედეგის მნიშვნელობა, მისივე მიზეზის ტოლფასია.
ადამიანები, მხოლოდ შედეგების სამყაროში ცხოვრობდნენ, ხოლო მოვლენების მიზეზები მხოლოდ ატლანტიდელი ქურუმებისთვის იყო ცნობილი.
მიზეზების სამყაროს გამოვლენა მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებში ხდება.

კარმის კანონი მჭიდრო კავშირშია კვლავ დაბადებასთან
ის იძლევა „უსამართლობების“ ლოგიკურ ახსნას, გვეხმარება გავერკვეთ თუ რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი ავადმყოფი ან სწრაფად კვდება, რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ნატიფი სულის მქონე ადამიანი გაჭირვებაში, ხოლო სხვები განცხრომაში. ეს კანონი ხსნის ზოგიერთი ბავშვის ზებუნებრივ ნიჭს და ასევე გამართლების ან არგამართლების ფაქტორს.
ადამიანების კოლექტიურ კარმას არხონტები მართავენ. მათ კონტროლშია ინდივიდუალური კარმა. არხონტები გეგმავენ და დგავენ ინსცენირებებს, რათა ადამიანმა მიღებული გაკვეთილებიდან გამოცდილება მიიღოს. მდიდარი იბადება ღარიბად, ხოლო ის ვინც ადამიანებს წამებაში ამყოფებდა, თვითონ დაიბადება მონად. კარმის პრინციპის ერთ ერთი ყველაზე სახიფათო თვისება არის ის, რომ „გადამტანის“ მიერ ამოქმედებული კარმის შედეგი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებზე, რომელთაც არანაირი შეხება არ გააჩნიათ მის მიზეზთან.
არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც უარყოფითი კარმის მქონეს დახმარებას აღმოუჩენს, საკუთარ თავზე მიიღებს მოსალოდნელ დარტყმას. გამომდინარე აქედან, ატლანტები ერიდებოდნენ მეზობელ კონტინენტებზე მცხოვრები ველური ადამიანების დახმარებას. ქურუმების ამბობდნენ, რომ დახმარება მხოლოდ სულიერ პლანზეა შესაძლებელი, ისიც მაშინ, თუ ადამიანს თავად აქვს ამის მოთხოვნილება. კონკრეტული მდგომარეობის შეცვლით, ინდივიდის ტანჯვის შემსუბუქება, იგივე გაკვეთილის გათავისების საშუალების წართმევაა. სხვა სიტყვებით, ვინც სვამს, ბოლომდე უნდა დალიოს, რათა წყურვილი მოიკლას, ვინც ავადმყოფობს, ბოლომდე უნდა იავადმყოფოს, ღარიბი კი იქამდე უნდა ცხოვრობდეს სიღარიბეში, ვიდრე მიღებული გაკვეთილით გარემოებების შეცვლას არ ისწავლის.
ყოველ ატლანტს შეეძლო დიდი ძალისხმევის შედეგად შედეგების სამყაროს დატოვება და მიზეზად ტრანსფორმაცია. მიზეზების სამყაროში ატლანტებს საუთარი ცხოვრების მართვა შეეძლოთ და მათ მიერ მოქმედებაში მოყვანილი მიზეზები, არე თუ გვიან აუცილებლად ახდენდნენ კონკრეტულ შედეგში მატერიალიზაციას.

7. წარმოქმნის კანონი

სიცოცხლის ძალას, რომელიც ყველაფერს მოიცავს, მამრობითი და მდედრობითი საწყისი გააჩნია და ის ყოფის ყველა საფეხურზე გამოვლინდება.

• მეშვიდე პრინციპი ასრულებს ციკლს ბუნების კანონების ცოდნის შესახებ. მისი მეშვეობით ვიგებთ, რომ სიცოცხლის ძალა გამოვლინდება ყველაფერ არსებულში და მას ყოველთვის თან ახლავს მამრობითი და მდედრობითი საწყისი.

წარმოქმნა არ უნდა აგვერიოს სქესში, რადგან ეს უკანასკნელი, ორგანოების სტრუქტურას და ქალისა და მამაკაცის ადაპტაციას ეხება.
სქესი – წარმოქმნის პრინციპის ერთ ერთი გამოვლინებაა, რომელიც ფიზიკურ პლანს შეესაბამება. მაგრამ ასევე არსებობს საკმაო რაოდენობის მენტალური საფეხური, სადაც წარმოქმნა, აზრების ფორმით ჩნდება. ატლანტების გადმოცემის თანახმად, სიცოცხლის ძალა, მამოძრავაბელ ფუნქციას ასრულებს, რაც თვით ატომშიც გამოვლინდება, სადაც დადებითად და უარყოფითად დამუხტული ელემენტები მოძრაობენ, ხოლო მათი ურთიერთქმედება კი ენერგიას წარმოშობს.
დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების ხსენებისას აუცილებელია გვახსოვდეს რომ:

• დადებითი მუხტი მამრობითის გამომხატველია.
• უარყოფითი – მდედრობითის.

ქალური ენერგია, ყოველთვის მამაკაცურთან გაერთიანებისკენ ისწრაფვის და მასთან შეერთებით, ახალ ცხოვრების ძალას წარმოქმნის. ატლანტები ამბობდნენ, რომ გრავიტაცია, მდედრობითი და მამრობითი ნაწილაკების მიზიდვით და განზიდვით არის გამოწვეული. ფიზიკური სხეულის ანალიზისას, ტოლტეკები დიდ ყურადღებას ქალის და მამაკაცის ბიოპოლარულობას უთმობდნენ.
ჩასახვის საწყისი, მამაკაცს წარმოსახვაში, ხოლო ქალს საშვილოსნოში აქვს.

• მამაკაცის სხეულის მარჯვენა ნაწილი მამრობითია, ხოლო მარცხენა – მდედრობითი.
• ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დადებითი მუხტი გააჩნია, ხოლო მარცხენას – უაყოფითი.

წარმოქმნის კანონი, ლოცვის დროს ხელის გულების წყობის საიდუმლო დანიშნულების გაგების საშუალებას იძლევა: ეს არის ახალი ენერგიის წარმოქმნის პროცესი. სიცოცხლის ძალა ის საიდუმლო კანონია, რომლის მეშვეობითაც ატლანტები ახალი სახის მუტანტ არსებებს ქმნიდნენ, რომელთა შესაძლებლობები ბევრად აღემატებოდა ადამიანისას.

• ცხოვრებისეული პრობლემში ატლანტები უარყოფით პოლუსს ხედავდნენ. ძალას, რომელსაც მისი საპირისპირო დადებითი ენერგია უნდა შეწინააღმდეგებოდა, რათა მიზნისთვის მიეღწიათ და სასურველი შედეგი მიეღოთ.

წინააღმდეგობების გარეშე შეუძლებელია ცნობიერების გაფართოება. სწორედ წარმოსახვის კანონით გარდაქმნიდა უმაღლესი იერარქიის ქურუმი მოსწავლეს თიხის ნაჭრიდან ზე-ადამიანად. ატლანტების აზრით, მოსწავლის დედას მისივე წარმომშობი საწყისი წარმოადგენდა. მხარე, რომელიც სულიერი თვალთახედვით ნეგატიურს წარმოადგენდა, ანუ ქალური პოლუსი.
გასხივოსნების პროცესში, მოსწავლეზე დიდ გავლენას ქანქარა ახერხებდა, რომლის მოძრაობაც მას ხან მასწავლებელს, ხან კი ცხოველს აახლოებდა. მხოლოდ ქანქარას რხევის თანდათან შესუსტება აძლევდა მას სრული გაცნობიერების საშუალებას. ამ მომენტისთვის, დადებითი პოლუსის როლს მასწავლებელი ასრულებდა.
დღევანდელ დღეს, დადებით პოლუსად შესაძლებელია საკუთარი სული აღვიქვათ, რომელიც გარკვეულ დონეზე განვითარებულ ადამიანთან, უმაღლეს ცნობიერებას წარმოადგენს.

(Visited 1,933 times, 1 visits today)