abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ნატიფი სხეულები – მათი ურთიერთქმედება და ფუნქციები

ნატიფი სხეულები – მათი ურთიერთქმედება და ფუნქციები

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი  Atman

ჩვენს განკარგულებაში დაბადების მომენტიდან ფიზიკური სხეულის გარდა კიდევ სამი სხეულია: ეთერული, ასტრალური და მენტალური. თუმცა ყველაზე მეტად მატერიალურ დონეზე ფიზიკური სხეული გამოვლინდება. იგი წარმოადგენს მისი შემადგენელი ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემის ერთობლიობას, და ყოველი ორგანო, გარდა იმისა, რომ თავის კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს, ჩართულია ასევე ცხოველქმედების მთლიან სისტემაში.

სხეულებში ჩვენ ვიგულისხმებთ ენერგიათა გარკვეულ ნაირსახეობებს, რომლებიც გამოხატულებას ჰპოვებენ  ადამიანის ფორმებში, პროცესებში, მდგომარეობებში და ურთიერთობებში.

ეთერული სხეული გამოიმუშავებს ჩაკრების ენერგიას. ხოლო ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულები ახდენენ ამ ენერგიის რეალიზებას ჩაკრების თვისებებში, უნარებში და ურთიერთობებში. ამასთან გამომუშავებული პოტენციალი არაა აუცილებელი, რომ რეალიზებული იქნეს, მაგრამ ენერგია მაინც გამომუშავდება. და პერიოდულად შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ წამყვანი ზონა ეთერულ სხეულში, მაგალითად მულადჰარა ჩაკრაშია, გამოვლენის უნარები კი უფრო მეორე წამყვან ჩაკრაში – ანაჰატაშია, რადგანაც ამ ჩაკრის გაძლიერებაში ჩადებულ იქნა დრო და ენერგია. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ჩვეულებრივ ხდება იმის გამო, რომ ადამიანს პრობლემები, ან პოზიტიურად თუ ვიტყვით გადაუწყვეტელი საკითხები ანაჰატას – გულის ზონის შუა ნაწილში აქვს, და საკუთარი თავის არასაკმარისი სიყვარულის გამო იგი ცდილობს სხვებს ემსახუროს, თუნდაც მათგან პაწაწინა „მადლობისთვის“. ასეთი გაცვლის შედეგები კი უმეტესობა შემთხვევაში ამ ადამიანშიც და იმაშიც, ვისაც იგი «სიკეთეს აყენებს» დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უარყოფითი ხდება.

ექვსი ჩაკრადან ყოველი: აჯნა, ვიშუდჰა, ანაჰატა, მანიპურა, სვადჰისთჰანა და მულადჰარა გამოვლენილია ოთხიდან ყოველ სხეულში. და ყოველ ჩაკრასთან ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალურ და მენტალურ სხეულებში დაკავშირებულია ხასიათის, უნარების, შესაძლებლობების ურთიერთობების და ა.შ. გარკვეული თვისებები.

უფრო ნატიფ სხეულებთან მუშაობისას (ეთერულის შემდეგ) უკვე ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რისი მიღწევა გვინდა. სხეულებშ ბოლო 3-5 წლის განმავლობაშ მყარდება შინაგანი ენერგო-გაცვლა და პირველადი ჩაკრების ურთიერთკავშირი ტრანსფორმატორულ ჩაკრებთან (დაწყებული ანაჰატადან).

სხეულები, განსაკუთრებით ფიზიკური, საკმაოდ სტატიკურნი არიან და სხვა სამი სახის სხეულად გარდაქმნისას, შეცვლა კატეგორიულად აღარ უნდათ. მისთვის მთავარი სიხარული სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა. თუკი ადამიანმა მაინც გააკეთა ზედმეტი აქცენტი  ჩაკრაზე, მაშინ ჩვეულებრივ მისი არანორმირებული აქტივაციისას სხეული, ისევე როგორც ჰესი წყალდიდობისას, სიჭარბეს ზემოდან გადმოღვრის. ასეთი გადმოღვრები შესაძლოა გამოვლინდეს ხარხარში, შრომო-ჰოლიკობის შეტევებში, ცრემლებში, მსოფლიო სევდაში და სხვა ბევრი რამ, რაც ჩვენს ბრძენ ორგანიზმს შეუძია მოიფიქროს, რომ უადგილოდ მოპოვებული ენერგიისგან განთავისუფლდეს.

«ჩემი» აღქმა:

ეთერული სხეული ყველა სხეულს ამარაგებს ენერგიით.

თუკი შეწყდება ენერგიის დინება სხეულთაგან ერთ-ერთში (ან ორში), სხვების ენერგოპოტენციალი მრავალჯერ გაიზრდება. მაგალითად შინაგანი დიალოგის გაჩერების, ძილის, ან „თავშეკავების“ დროს.

სხვა სხეულებიდან ეთერული ენერგიის მიღება არ ხდება (თითქმის ისევე, როგორც ვერ დავაბრუნებთ ლიმნიან და შაქრიან ჩაის საწყის ჩაიდ, თუკი ეს საერთოდ საჭიროა).

ეთერული სხეული პასუხს აგებს პოტენციალზე, სხვა სხეულები კი ამ პოტენციალის პროექციაზე რაიმეში.

ეთერული სხეული პასუხს აგებს ენერგიის გამყარებაზე და შენახვაზე, და ასევე ეთერული სხეულის შიგნით (პირველადი ჩაკრების: მულადჰარა, სვადჰისთჰანა, მანიპურა – მეორადში) გარდაქმნის აკრძალვაზე.

მაგალითები:

რისხვა = ეთერის ენერგია (მანიპურა და სვადჰისთჰანა) + „შეფერილობა“ ასტრალური სხეულისგან  + ენერგიის მიმართულება მენტალური სხეულისგან (გარეთ, ან შიგნით).

იდეა = ენერგია + „შეფერილობა“ ასტრალური სხეულისგან + მიმართულება მენტალური სხეულისგან

პ.ს. ჩაკრა გამოიმუშავებს ენერგიას ეთერულ სხეულში, ხოლო მისი გამოვლენა ასტრალურ ან მენტალურ სხეულში შეუძლია, გამომუშავებული დონეების (ზედა, შუა ან ქვედა ნაწილის) მეშვეობით, რომლებიც ამ გამოვლინებებს უნარებში, ჩვევებში, თვისებებში, ურთიერტთობებში, მიდგომებში, მდგომარეობებში ჰპოვებენ.

მთარგმნელის შენიშვნა: ამ სტატიაში არაა საუბარი უფრო ნატიფ სხეულებზე და უმაღლეს – საჰასრარა ჩაკრაზე.

(Visited 646 times, 1 visits today)