abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)

რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)

ენერგია რეიკი არის ჩვენ დროში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძველესი ბუნებრივი  სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სისტემა. მისი არსი წარმოადგენს უნივერსალური სასიცოცხლო ენერგიის გადაცემას, რომელიც ასაზრდოებს ყველაფერ ცოცხალს მთელს სამყაროში.

ის ეფექტურად კურნავს ადამიანს არსებობის ყველა დონეზე: ფიზიკურზე, ფსიქიურზე, ემოციურსა და სულიერზე.
რეიკი ძველი ენერგეტიკული სისტემაა, რომელიც მოვიდა ჩვენთან ტიბეტიდან. გავრცლდა ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთში, რომში, ინდოეთში და შემდეგ აღმოსავლეთით ჩინეთსა და იაპონიაში. რეიკი ძველად ხელმისაწმვდომი იყო მხოლოდ განდობილების მცირე ნაწილისთვის და მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ამის გამო დროთა განმავლობაში თითქმის დაიკარგა.
ეს არხი კვლავ აღმოაჩინა და ააღორძინა დოქტორმა მიკაო უსუიმ იაპონიაში, XIX საუკუნის ბოლოს. მას შემდეგ ენერგია რეიკი აგრძელებს ახალი და ახალი გულების დაპყრობას ყველა ქვეყანასა და კონტინენტზე.
იაპონურად „Rei“ ნიშნავს უნიუვერსალურს, „Ki“ სასიცოცხლო ძალას. ჩენ ყველას მიგვიწვდება ხელი ამ ენერგიაზე. როდესაც ჩვენ შემთხვევით მივარტყამთ სხეულის რომელიმე ნაწილს, ან განვიცდით ტკივილს, დაუფიქრებლად ვიდებთ ხელს მტკივან ადგილზე და გვიჭირავს. სინამდვილეში ასე ჩვენ ვაგზავნით სამკურნალო ენერგიას მტიკვან ადგილას. ამასთანავე ჩვენ გადავცემთ ენერგიის 5-10%. ენერგიის ოპტიმალური რაოდენობის გადასაცემად კი, სრულ არხს ხსნის ოსტატის მიერ ინიციაციის პროცედურის ჩატარება. ჩართვის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სასიცოცხლო ენერგიის 100% -იანი პოტენციალი სრულიად.
არ უნდა შევხედოთ ენერგიის არხებში გატარებას, როგორც რაღაც მისტიკურ მოვლენას. ისევე როგორც ჟანგბადი, რომელიც არსებობს ბუნებაში და შთაინთქმება ჩვენი სხეულის მიერ, ჩვენ „შევიწოვთ“ სამკურალო ენერგიას. ამიტომ ჩვენი მოწყობილობა არ გვაძლევს უნარს გავატაროთ ენერგია არხებში, არამედ მხოლოდ ოპტიმალურად აძლიერებს მისი გამოყენების შესაძლებლობას.
რეიკის ასწავლიან, შეისწავლიან, იკვლევენ, აღწერენ მის სხვადასხვა დახასიათებებს, პარამეტრებსა და თვისებებს, მაგრამ ძირითადი პასუხი კითხვაზე -სინამდვილეში რა არის რეიკი? -რჩება უცნობი. რეიკი არის ზეცით მომადლებული საჩუქარი ადამიანთათვის. ამ ენერგიის სიკეთე უდიდესია. ის ეხმარება დაავადების განკურნებაში ყველამხრივ-ფიზიკურად, ფსიქიკურად, ემოციურად და სულიერად. ის ხსნის ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვებს და მოაქვს სრული მოდუნება, ასუფთავებს ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან და გვეხმარება გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებებისგან. აძილიერებს ადამიანის შემოქმედებით პოტენციალსა და ენერგეტიკას. რეიკი აუმჯობესებს მეხსიერებას და ქმნის პოზიტიურ განწყობილებას. გვეხმარება დავძლიოთ ჩვენში ბრაზი და შიში. გვასწავლის მშიდობასა და ჰარმოანიაში ცხოვრებას და ამტკიცებს ადამიანს საკუთარ რწმენაში.
იმისთვის რომ დავკავდეთ რეიკით არ არის საჭირო რაიმე ზებუნებრივი, ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა, საკმარისია მხოლოდ თქვენი სურვილი. რეიკი არის ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას , მანამ სანამ არ დავამყარებთ მასთან კონტაქტს სპეციალური მომზადების შემდეგ , რომელიც მოგვცემს საშუალებას შევიგრძნოთ და წარვმართოთ ეს ენერგია. ინიციაციის შემდეგ ენერგიის ნაკადი შეიგრძნობა ხელებში ვიბრაციით და სხეულის სხვადასხვა უბნის ტემპერატურის შეცვლით. ჩვენ ვასწავლით ამ ენერგიის ჩვენთვის და სხვებისათვის სწორად გამოყენებას. გვინდა ავღნიშნოთ რომ რეიკის პრაქტიკის გავლისას ადამიანი არ ქმნის ამ ენერგიას თვითონ, ის მხოლოდ არხის გამტარია ენერგიის გადასაცემად.

არსებობს 3 საფეხური:

I საფეხური: როდესაც ადამიანი ეცნობა რეიკის ენერგიას და სწავლობს მასთან მუშაობას;
II საფეხური: როდესაც ადამიანი სწავლობს სიმბოლოებთან მუშაობას;
III საფეხური: ადამიანი რომელსაც აქვს მასტერის წოდება. მას შეუძლია თავად გადასცეს ინიციაცია.

რეიკი ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა აურის გასაწმენდად და ჩაკრების დასაბალანსებლად.
რეიკი არ მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე, არამედ მოიცავს 7-ივე სხეულს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ცხოველების და მცენარეების მკურნალობაც.

(Visited 686 times, 1 visits today)